სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარუსებული" ქართველი ბჟანიას მრჩევლად" - ვინ არის ალექსანდრე მირელაშვილი, რომლის "პრეზიდენტის ადმინისტრაციაში" დასაქმებას აფხაზეთში აჟიოტაჟი მოჰყვა?
"გარუსებული" ქართველი ბჟანიას მრჩევლად" - ვინ არის ალექსანდრე მირელაშვილი, რომლის "პრეზიდენტის ადმინისტრაციაში" დასაქმებას აფხაზეთში აჟიოტაჟი მოჰყვა?

"რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის და­ნიშ­ნეს ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ბიზ­ნეს­მე­ნი "მი­რე­ლი" ბჟა­ნი­ას მრჩევ­ლად? ამ კაცს მრჩევ­ლებ­ში არ უმარ­თლებს, ან მა­ფი­ო­ზი ჰყავს, ან კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის ნა­თე­სა­ვი, ან სუ­ლაც ახრა ავი­ძ­ბა - ვის­თვის გმი­რი, ვის­თვის მუ­დამ არე­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი... ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ კად­რე­ბის მხრივ, უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა გვაქვს" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუ­სეთ­ში გაზ­რდი­ლი ქარ­თვე­ლის, ალექ­სან­დრე მი­რე­ლაშ­ვი­ლის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლად და­ნიშ­ვნას.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ბჟა­ნი­ას პრეს­სამ­სა­ხურ­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სა­გან­გე­ბო სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლად სწო­რედ ალექ­სან­დრე მი­რე­ლაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა.

გა­სულ დღე­ებ­ში, ტე­ლეგ­რამ-არხი RESPUBLICA ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბჟა­ნი­ას ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მრჩე­ვე­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად "მი­რე­ლის" გვა­რით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ის აფხა­ზეთ­ში, სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ 1992 წელს, ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, მისი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მი­რე­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი, სხვა ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, შე­ტა­ნი­ლია რუ­სეთ­ში ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე, kartvelebi.ru, სა­დაც ის სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წედ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

ბჟა­ნი­ას პრეს­სამ­სა­ხუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტებს მო­უ­წო­დებს, ახალ მრჩე­ველ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­ავ­რცე­ლონ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ან არ ენ­დონ სა­ეჭ­ვო სა­ი­ტებს, ასე­ვე ნუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯილ ფრა­ზებს, რო­მელ­საც თან დარ­თუ­ლი აქვს ად­რე­სა­ტის ფოტო.

ვინ არის ალექ­სან­დრე ალექ­სან­დრე მი­რე­ლაშ­ვი­ლი (მი­რე­ლი)?

ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ზი­ცი­ის თა­ნახ­მად, ალექ­სან­დრე მი­რე­ლი აფხა­ზეთ­ში და­ი­ბა­და და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი პე­რი­ო­დიც სო­ხუმ­ში და­ი­წყო, თუმ­ცა, შემ­დეგ რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც მას 23-წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი მე­და­ლი, სი­გე­ლი და მად­ლო­ბის წე­რი­ლე­ბი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის­გან, სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის წარ­მო­მად­გენ­ლის ბო­რის გრიზ­ლო­ვის­გან, მოს­კო­ვის მე­რის სერ­გეი სო­ბი­ა­ნი­ნი­სა და რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლის­გან. ასე რომ, იმე­დი გვაქვს, მისი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა აფხა­ზე­თის­თვის..." - ნათ­ქვა­მია ბჟა­ნი­ას პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა­ში.

ე.წ. ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ 2007-2018 წლებ­ში ის დუ­მის დე­პუ­ტა­ტის სტა­ნის­ლავ გო­ვო­რუ­ხი­ნის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობ­და. იმავდრო­უ­ლად, 2009-2012 წლებ­ში არ­ხან­გელსკის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლედ, 2014-2017 წლებ­ში ნე­ნეც­კის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მრჩევ­ლად; 2018 წელს, ასე­ვე დუ­მის დე­პუ­ტა­ტის ალე­ნა არ­ში­ნო­ვის თა­ნა­შემ­წედ, აფხა­ზეთ­ში ჩა­მოს­ვლამ­დე ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, ილი­ას უა­მა­ხა­ნო­ვის მო­ად­გი­ლედ.

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის გარ­და, აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ პრე­ტენ­ზია აქვთ მი­რე­ლის სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეც.

"რუ­სე­თის ოლ­ქებ­სა და სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე ნა­მუ­შე­ვა­რი ადა­მი­ა­ნი რა­ტომ უნდა მი­იჩ­ნე­ო­დეს აფხა­ზეთ­ში პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლად?! ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი რის­თვის იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას ან გა­მოც­დი­ლე­ბას, თუკი რუ­სეთ­ში გა­რუ­სე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი უნდა დაგ­ვი­ნიშ­ნონ პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლად... არის კი ეს ქვე­ყა­ნა­ში დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა?.. საით მივ­დი­ვართ, ამა­ზე გაგ­ვიჩ­ნდა კი­თხვა და ამის ნაც­ვლად, მი­რე­ლაშ­ვი­ლის მედ­ლებ­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ემ­ზარ დარ­სა­ლია.

"კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქო­ნია, მარ­თლა არ მეს­მის რას ერ­ჩით. ეგ ისე იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი, რო­გორც მე ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე. იქ, რუ­სულ გა­რე­მოც­ვა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და პი­როვ­ნე­ბად თუ თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას აფხა­ზეთს მო­ახ­მარს, ამა­ში ცუდ ვე­რა­ფერს ვხე­დავ" - მი­იჩ­ნევს ლე­ი­ლა ავი­ძ­ბა.

"ისე იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც სამ­ხრეთ ოსეთ­ში. იქაც ასე ნიშ­ნავ­დნენ რუს ჩი­ნოვ­ნი­კებს. რა არის გა­უ­გე­ბა­რი - პო­ზი­ცი­ებს, ნდო­ბას იმ­ყა­რე­ბენ. თა­ვი­სი კაცი ჰყავთ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ანუ ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იქ­ნე­ბი­ან" - მი­აჩ­ნია ვლა­დი­მერ ლა­და­რი­ას.ლალი პა­პას­კი­რი

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
0

კაი ხანია ორიენტირდაკარგულ აფხაზებს თვითგანადგურების რეჟიმი აქვთ ჩართული.სამწუხარო რეალობაა...

ნუცკა
0

ნეტა რაც არ იცით დააყენეთ ერთი ადგილი.

ესეიგი რაღაცას წარმოადგენს რახან აფხაზებს ეშინიათ.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გარუსებული" ქართველი ბჟანიას მრჩევლად" - ვინ არის ალექსანდრე მირელაშვილი, რომლის "პრეზიდენტის ადმინისტრაციაში" დასაქმებას აფხაზეთში აჟიოტაჟი მოჰყვა?

"გარუსებული" ქართველი ბჟანიას მრჩევლად" - ვინ არის ალექსანდრე მირელაშვილი, რომლის "პრეზიდენტის ადმინისტრაციაში" დასაქმებას აფხაზეთში აჟიოტაჟი მოჰყვა?

"რა დამსახურებისთვის დანიშნეს ქართული წარმომავლობის ბიზნესმენი "მირელი" ბჟანიას მრჩევლად? ამ კაცს მრჩევლებში არ უმართლებს, ან მაფიოზი ჰყავს, ან კანონიერი ქურდების ნათესავი, ან სულაც ახრა ავიძბა - ვისთვის გმირი, ვისთვის მუდამ არევაზე ორიენტირებული... ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ კადრების მხრივ, უმძიმესი ვითარება გვაქვს" - ასე ეხმაურებიან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთში გაზრდილი ქართველის, ალექსანდრე მირელაშვილის ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნას.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ბჟანიას პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ საგანგებო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად სწორედ ალექსანდრე მირელაშვილი დაინიშნა.

გასულ დღეებში, ტელეგრამ-არხი RESPUBLICA ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბჟანიას ქართული წარმომავლობის მრჩეველი ჰყავდა, რომელიც ამჟამად "მირელის" გვარით არის წარმოდგენილი. ის აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა, მაგრამ 1992 წელს, ომის დაწყებისთანავე, მისი ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.

გამოცემის ცნობით, მირელის მონაცემები, სხვა ქართველებთან ერთად, შეტანილია რუსეთში ქართული დიასპორის ინტერნეტგვერდზე, kartvelebi.ru, სადაც ის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწედ არის მოხსენიებული.

ბჟანიას პრესსამსახური ჟურნალისტებს მოუწოდებს, ახალ მრჩეველთან დაკავშირებით არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ან არ ენდონ საეჭვო საიტებს, ასევე ნუ გამოიყენებენ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს, რომელსაც თან დართული აქვს ადრესატის ფოტო.

ვინ არის ალექსანდრე ალექსანდრე მირელაშვილი (მირელი)?

ე.წ. ხელმძღვანელობის პოზიციის თანახმად, ალექსანდრე მირელი აფხაზეთში დაიბადა და თავისი ცხოვრების რთული პერიოდიც სოხუმში დაიწყო, თუმცა, შემდეგ რუსეთში გადავიდა, სადაც მას 23-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და ამ დროის განმავლობაში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

"რუსეთის ფედერაციაში მუშაობის განმავლობაში მას მიღებული აქვს არაერთი მედალი, სიგელი და მადლობის წერილები ვლადიმირ პუტინისგან, სახელმწიფო დუმის წარმომადგენლის ბორის გრიზლოვისგან, მოსკოვის მერის სერგეი სობიანინისა და რუსეთის პატრიარქ კირილისგან. ასე რომ, იმედი გვაქვს, მისი გამოცდილება სასარგებლო იქნება აფხაზეთისთვის..." - ნათქვამია ბჟანიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ახსნა-განმარტებაში.

ე.წ. ოფიციალურ საიტზე მითითებულია, რომ 2007-2018 წლებში ის დუმის დეპუტატის სტანისლავ გოვორუხინის თანაშემწედ მუშაობდა. იმავდროულად, 2009-2012 წლებში არხანგელსკის გუბერნატორის მოადგილედ, 2014-2017 წლებში ნენეცკის ავტონომიური რესპუბლიკის მრჩევლად; 2018 წელს, ასევე დუმის დეპუტატის ალენა არშინოვის თანაშემწედ, აფხაზეთში ჩამოსვლამდე ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ილიას უამახანოვის მოადგილედ.

ქართული წარმოშობის გარდა, აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ პრეტენზია აქვთ მირელის სამუშაო გამოცდილებაზეც.

"რუსეთის ოლქებსა და სხვადასხვა პოზიციებზე ნამუშევარი ადამიანი რატომ უნდა მიიჩნეოდეს აფხაზეთში პრივილეგირებულად?! ჩვენი ახალგაზრდები რისთვის იღებენ განათლებას ან გამოცდილებას, თუკი რუსეთში გარუსებული ქართველები უნდა დაგვინიშნონ პრეზიდენტის მრჩევლად... არის კი ეს ქვეყანაში დაგროვილი პრობლემების მოგვარების წინაპირობა?.. საით მივდივართ, ამაზე გაგვიჩნდა კითხვა და ამის ნაცვლად, მირელაშვილის მედლებზე გველაპარაკებიან..." - წერს ადგილობრივი ემზარ დარსალია.

"კარგი გამოცდილება ჰქონია, მართლა არ მესმის რას ერჩით. ეგ ისე იქნება ქართველი, როგორც მე ჩინეთის მოქალაქე. იქ, რუსულ გარემოცვაში ჩამოყალიბდა პიროვნებად თუ თავის გამოცდილებას აფხაზეთს მოახმარს, ამაში ცუდ ვერაფერს ვხედავ" - მიიჩნევს ლეილა ავიძბა.

"ისე იქცევიან, როგორც სამხრეთ ოსეთში. იქაც ასე ნიშნავდნენ რუს ჩინოვნიკებს. რა არის გაუგებარი - პოზიციებს, ნდობას იმყარებენ. თავისი კაცი ჰყავთ ჩვენს ხელისუფლებაში, ანუ ყველაფრის საქმის კურსში იქნებიან" - მიაჩნია ვლადიმერ ლადარიას.ლალი პაპასკირი