პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმდიდრესი მემკვიდრეობა, მოგზაურობაში დახარჯული 60 ათასი და აქციები ბანკში - თოთლაძე-ცქვიტინიძის შთამბეჭდავი ქონება: როგორია მინისტრის მილიონერი მოადგილის ოფიციალური სტილი?
უმდიდრესი მემკვიდრეობა, მოგზაურობაში დახარჯული 60 ათასი და აქციები ბანკში - თოთლაძე-ცქვიტინიძის შთამბეჭდავი ქონება: როგორია მინისტრის მილიონერი მოადგილის ოფიციალური სტილი?

42 წლის დიპ­ლო­მა­ტი პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯერ კი­დევ კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში გახ­და, რო­დე­საც მი­ლი­ო­ნერ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი დის­შვი­ლი ცო­ლად ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერ ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძეს გაჰ­ყვა.

პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნემ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბა 2002 წელს და­ი­წყო. 12 წლი­ა­ნი კა­რი­ე­რუ­ლი კი­ბის შემ­დეგ 2014 წლის 17 ნო­ემ­ბერს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა და დღემ­დე ამ პოსტს იკა­ვებს. ფლობს სამ ენას - რუ­სულს, ინ­გლი­სურ­სა და ფრან­გულს. ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლია მისი ჩაც­მის სტი­ლი და ახალ­გაზ­რდა დიპ­ლო­მატს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რან­გი.

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე მე­დი­ას­თან სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რებ­სა და ბრი­ფინ­გებ­ზე ჩნდე­ბა. დი­ზა­ი­ნე­რის მე­უღ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა ხში­რად გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

2018 წელს, რო­დე­საც თოთ­ლა­ძე ბრი­ფინგზე პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე მოწ­ვე­უ­ლი უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და, მხრებ­ზე პი­ჯა­კი ჰქონ­და მოხ­ვე­უ­ლი. მა­შინ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც გა­ა­კე­თა.

"პრე­ზი­დენ­ტის" "ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე" ჩა­მომ­სვლელ სტუ­მარ­თა სია ზუს­ტად ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით გა­ბან­ძე­ბას...

პ.ს სა­გა­რე­ოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა სრუ­ლად შე­ე­სა­მე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს­თე­ტი­კას და დო­ნეს", - წერ­და მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე ბატ­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი დის, მზია თოთ­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. დიპ­ლო­მატს ჰყავს მე­უღ­ლე, დი­ზა­ი­ნე­რი ავ­თან­დილ ცქვი­ტინ­ძე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სია ცქვი­ტი­ნი­ძე, რო­მე­ლიც 2005 წელს და­ი­ბა­და...

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე დე­ი­დას­თან და დას­თან ერ­თად

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე იმ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის სი­ა­შია, რო­მელ­თაც შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბა აქვთ. დიპ­ლო­მა­ტის დეკ­ლა­რა­ცია რამ­დე­ნი­მე გვერდს მო­ი­ცავს. არამ­ხო­ლოდ თოთ­ლა­ძე, არა­მედ დიდი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია მისი მე­უღ­ლეც, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის სტა­ტუსს ინარ­ჩუ­ნებს.

ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე ფლობს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ რამ­დე­ნი­მე მი­წის ნაკ­ვეთს დაბა ურეკ­სა და ოზურ­გე­თის რა­ი­ონ სო­ფელ ბახვში. დი­ზა­ი­ნერ­მა 2006 წელს 7500 დო­ლა­რად სო­ფელ წავ­კის­ში 700 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა. ამა­ვე წელს 17 ათას დო­ლა­რად იყი­და ბინა თბი­ლის­ში, გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე.

2006 წელს ცქვი­ტი­ნი­ძემ ავ­ტო­ფა­რეხ­ში 7 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. 2018 წელს თბი­ლის­ში ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 117 კვ.მ არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი 600 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ცქვი­ტი­ნი­ძე ეკუთ­ვნის 989 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი, თბი­ლის­ში აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­სახ­ლე­ბა­ში, რო­მელ­შიც 2016 წელს 67 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ბი­ნას ფლობს. 2018 წელს კრწა­ნი­სის ქუ­ჩა­ზე მშე­ნე­ბა­რე ბი­ნა­ში 300 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. 2011 წელს სა­ჩუქ­რის სა­ხით აქვს მი­ღე­ბუ­ლი 110 კვ.მ. არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი და 110 კვ.მ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე. 2005 წელს დიპ­ლო­მატ­მა კი­დევ ერთი ბინა მი­ი­ღო სა­ჩუქ­რად, ამ­ჯე­რა­დაც თბი­ლის­ში, ნა­ფა­რე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ორი ავ­ტო­ფა­რე­ხი კრწა­ნი­სის ქუ­ჩა­ზე, რო­მელ­თა შე­სა­ძე­ნად 10 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძეს სა­ჩუქ­რის სა­ხის მი­ღე­ბუ­ლი ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ჰყავს - 2013 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი Mersedes ML და 2018 წლის MERSEDES SLC.

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძემ 2018 წელს 10 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა 100 „თი-ბი-სი ლი­ზინ­გის“ ბონ­დი (ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დი). 2017 წელს 1484 „თი-ბი-სი სა­დე­პო­ზი­ტო სერ­ტი­ფი­კა­ტი“, რო­მელ­შიც 1 152 480,35 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. მის სა­კუთ­რე­ბა­შია 2020 წელს 400 ათას დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი "თი­ბი­სი ბან­კის“ 400 ბონ­დი (ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დი)...

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძეს „ტე­რა­ბან­კი“ მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 1 103 00,53 დო­ლა­რი, სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე 10 553 დო­ლა­რი. „თი­ბი­სი ბან­კის“ სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე - 4258,5 ლარი, შემ­ნახ­ველ ან­გა­რიშ­ზე - 1 248 772,07 დო­ლა­რი, სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე - 12 975,8 დო­ლა­რი...„ლი­ბერ­თი ბან­კის“ ან­გა­რიშ­ზე - 3 649 54,34 დო­ლა­რი, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე - 16 786,67 ლარი.

დიპ­ლო­მა­ტის მე­უღ­ლეს დი­ზა­ი­ნერ ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძეს თი­ბი­სი ბან­კის ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 1 031 41,78 ლარი, 80 074,24 ევრო, 13 262,53 დო­ლა­რი. "ტერა ბან­კის“ ანა­ბარ­ზე - 13 769,63 დო­ლა­რი, საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე - 4231,39 ევრო.

ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე რამ­დე­ნი­მე შპს-ს მფლო­ბე­ლია, მათ­გან შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ შპს "ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­დან" ჰქონ­და 27 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რია, სა­ი­და­ნაც სა­ხელ­ფა­სო სარ­გოს სა­ხით 1929,6 ლარი და­ე­რი­ცხა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ხელ­ფას­მა კი ერთ წე­ლი­წად­ში 56 923,2 ლარი შე­ად­გი­ნა.

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძემ სეს­ხად გა­ცე­მუ­ლი 1 500 000 დო­ლა­რი­დან შე­მო­სავ­ლის სა­ხით 150 000 დო­ლა­რი მი­ი­ღო. თი-ბი-სი ლი­ზინ­გი­დან კი შე­მო­სავ­ლის სა­ხით 82 095,84 დო­ლა­რი.

ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძემ მი­წის ნაკ­ვე­თის გა­ყიდ­ვით 70 000 დო­ლა­რი მი­ი­ღო. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბით კი 315 ათა­სი ლარი. ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძეს აქვს იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, 430 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, რო­მე­ლიც 2012 წელს აიღო და 2023 წელს ამ­თავ­რებს.

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძემ 2020 წელს სა­ჩუქ­რის სა­ხით ფუ­ლა­დი თან­ხა მი­ი­ღო. დიპ­ლო­მატს ბე­ბი­ამ 150 000 დო­ლა­რი აჩუ­ქა, დე­დამ - 80 000 დო­ლა­რი. 2020 წელს ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძემ სწავ­ლა­ში 9000 ევრო გა­და­ი­ხა­და. ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძის სა­მოგ­ზა­უ­რო ხარ­ჯი შე­ად­გენ­და 60 000 ლარს. სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში კი 111 600, 09 დო­ლა­რი და­ხარ­ჯა.

ხა­თუ­ნა თოთ­ლა­ძის საპ­რო­ცენ­ტო სარ­გე­ბელ­მა „თი­ბი­სი“ ბან­კი­დან 100 225 ათა­სი ლარი შე­ად­გი­ნა. ბონ­დე­ბი­დან (ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი) მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი კი 16 764,44 დო­ლა­რი გახ­ლდათ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქუთაისი
1

ავთოიამ კი მოაწყო თავისი მზე აკადემიაში და.....

ლელა
8

როგორც მახსოვს, ბებიამ მილიონი დოლარი აჩუქა, საინფორმაციოში ადასტურებდა ბებია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

უმდიდრესი მემკვიდრეობა, მოგზაურობაში დახარჯული 60 ათასი და აქციები ბანკში - თოთლაძე-ცქვიტინიძის შთამბეჭდავი ქონება: როგორია მინისტრის მილიონერი მოადგილის ოფიციალური სტილი?

უმდიდრესი მემკვიდრეობა, მოგზაურობაში დახარჯული 60 ათასი და აქციები ბანკში - თოთლაძე-ცქვიტინიძის შთამბეჭდავი ქონება: როგორია მინისტრის მილიონერი მოადგილის ოფიციალური სტილი?

42 წლის დიპლომატი პოპულარული ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში გახდა, როდესაც მილიონერ ბადრი პატარკაციშვილის საყვარელი დისშვილი ცოლად ქართველ დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს გაჰყვა.

პროფესიით სამართალმცოდნემ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2002 წელს დაიწყო. 12 წლიანი კარიერული კიბის შემდეგ 2014 წლის 17 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და დღემდე ამ პოსტს იკავებს. ფლობს სამ ენას - რუსულს, ინგლისურსა და ფრანგულს. ყოველთვის გამორჩეულია მისი ჩაცმის სტილი და ახალგაზრდა დიპლომატს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ხათუნა თოთლაძე მედიასთან სხვადასხვა შეხვედრებსა და ბრიფინგებზე ჩნდება. დიზაინერის მეუღლის ჩაცმულობა ხშირად განხილვის საგანია.

2018 წელს, როდესაც თოთლაძე ბრიფინგზე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების შესახებ საუბრობდა, მხრებზე პიჯაკი ჰქონდა მოხვეული. მაშინ მინისტრის მოადგილის ჩაცმულობაზე კომენტარი ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა.

"პრეზიდენტის" "ინაუგურაციაზე" ჩამომსვლელ სტუმართა სია ზუსტად ასახავს საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით გაბანძებას...

პ.ს საგარეოს ოფიციალური წარმომადგენლის ჩაცმულობა სრულად შეესამება ივანიშვილის ხელისუფლების ესთეტიკას და დონეს", - წერდა მაშინ სააკაშვილი.

ხათუნა თოთლაძე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე

ხათუნა თოთლაძე ბატრი პატარკაციშვილის უმცროსი დის, მზია თოთლაძის ქალიშვილია. დიპლომატს ჰყავს მეუღლე, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინძე და ერთი ქალიშვილი ანასტასია ცქვიტინიძე, რომელიც 2005 წელს დაიბადა...

ხათუნა თოთლაძე დეიდასთან და დასთან ერთად

ხათუნა თოთლაძე იმ საჯარო მოხელეების სიაშია, რომელთაც შთამბეჭდავი ქონება აქვთ. დიპლომატის დეკლარაცია რამდენიმე გვერდს მოიცავს. არამხოლოდ თოთლაძე, არამედ დიდი ქონების პატრონია მისი მეუღლეც, რომელიც უკვე წლებია ძვირადღირებული დიზაინერის სტატუსს ინარჩუნებს.

ავთანდილ ცქვიტინიძე ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთს დაბა ურეკსა და ოზურგეთის რაიონ სოფელ ბახვში. დიზაინერმა 2006 წელს 7500 დოლარად სოფელ წავკისში 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა. ამავე წელს 17 ათას დოლარად იყიდა ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე.

2006 წელს ცქვიტინიძემ ავტოფარეხში 7 ათასი დოლარი გადაიხადა. 2018 წელს თბილისში ლესელიძის ქუჩაზე მდებარე 117 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 600 000 დოლარად შეიძინა.

ცქვიტინიძე ეკუთვნის 989 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თბილისში აგრარული უნივერსიტეტის დასახლებაში, რომელშიც 2016 წელს 67 ათასი დოლარი გადაიხადა.

ხათუნა თოთლაძე თბილისში რამდენიმე ბინას ფლობს. 2018 წელს კრწანისის ქუჩაზე მშენებარე ბინაში 300 000 დოლარი გადაიხადა. 2011 წელს საჩუქრის სახით აქვს მიღებული 110 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და 110 კვ.მ საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 2005 წელს დიპლომატმა კიდევ ერთი ბინა მიიღო საჩუქრად, ამჯერადაც თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე. მის საკუთრებაშია ორი ავტოფარეხი კრწანისის ქუჩაზე, რომელთა შესაძენად 10 ათასი დოლარი გადაიხადა.

ხათუნა თოთლაძეს საჩუქრის სახის მიღებული ორი მსუბუქი ავტომანქანა ჰყავს - 2013 წელს გამოშვებული Mersedes ML და 2018 წლის MERSEDES SLC.

ხათუნა თოთლაძემ 2018 წელს 10 ათას დოლარად შეიძინა 100 „თი-ბი-სი ლიზინგის“ ბონდი (ფასიანი ქაღალდი). 2017 წელს 1484 „თი-ბი-სი სადეპოზიტო სერტიფიკატი“, რომელშიც 1 152 480,35 დოლარი გადაიხადა. მის საკუთრებაშია 2020 წელს 400 ათას დოლარად შეძენილი "თიბისი ბანკის“ 400 ბონდი (ფასიანი ქაღალდი)...

დეკლარაციის შევსების დროს ხათუნა თოთლაძეს „ტერაბანკი“ მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 1 103 00,53 დოლარი, საბარათე ანგარიშზე 10 553 დოლარი. „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 4258,5 ლარი, შემნახველ ანგარიშზე - 1 248 772,07 დოლარი, საბარათე ანგარიშზე - 12 975,8 დოლარი...„ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე - 3 649 54,34 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 16 786,67 ლარი.

დიპლომატის მეუღლეს დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს თიბისი ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 1 031 41,78 ლარი, 80 074,24 ევრო, 13 262,53 დოლარი. "ტერა ბანკის“ ანაბარზე - 13 769,63 დოლარი, საკრედიტო ბარათზე - 4231,39 ევრო.

ავთანდილ ცქვიტინიძე რამდენიმე შპს-ს მფლობელია, მათგან შემოსავალი მხოლოდ შპს "ავთანდილ ცქვიტინიძე საქართველოდან" ჰქონდა 27 000 ლარის ოდენობით.

ხათუნა თოთლაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, საიდანაც სახელფასო სარგოს სახით 1929,6 ლარი დაერიცხა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელფასმა კი ერთ წელიწადში 56 923,2 ლარი შეადგინა.

ხათუნა თოთლაძემ სესხად გაცემული 1 500 000 დოლარიდან შემოსავლის სახით 150 000 დოლარი მიიღო. თი-ბი-სი ლიზინგიდან კი შემოსავლის სახით 82 095,84 დოლარი.

ავთანდილ ცქვიტინიძემ მიწის ნაკვეთის გაყიდვით 70 000 დოლარი მიიღო. უძრავი ქონების გაქირავებით კი 315 ათასი ლარი. ავთანდილ ცქვიტინიძეს აქვს იპოთეკური სესხი, 430 000 დოლარის ოდენობით, რომელიც 2012 წელს აიღო და 2023 წელს ამთავრებს.

ხათუნა თოთლაძემ 2020 წელს საჩუქრის სახით ფულადი თანხა მიიღო. დიპლომატს ბებიამ 150 000 დოლარი აჩუქა, დედამ - 80 000 დოლარი. 2020 წელს ავთანდილ ცქვიტინიძემ სწავლაში 9000 ევრო გადაიხადა. ხათუნა თოთლაძის სამოგზაურო ხარჯი შეადგენდა 60 000 ლარს. სარემონტო სამუშაოებში კი 111 600, 09 დოლარი დახარჯა.

ხათუნა თოთლაძის საპროცენტო სარგებელმა „თიბისი“ ბანკიდან 100 225 ათასი ლარი შეადგინა. ბონდებიდან (ფასიანი ქაღალდები) მიღებული შემოსავალი კი 16 764,44 დოლარი გახლდათ.