საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არა მარტო არაადეკვატური მკურნალობის, არამედ არაადამიანური მოპყრობის და მართვის შედეგია" - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
"არა მარტო არაადეკვატური მკურნალობის, არამედ არაადამიანური მოპყრობის და მართვის შედეგია" - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რო­გორც მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ა­კაშ­ვილს ტრავ­მა კის­რის მი­და­მო­ში აქვს, რაც მისი თქმით, შე­საძ­ლოა, ნო­მერ მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს მი­ი­ღო.

"ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მე შე­მიძ­ლია იგი­ვე ვთქვა, რომ სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის გა­მოც­დი­ლე­ბა არ არის, ეს არა­ა­დეკ­ვა­ტურ­მა მკურ­ნა­ლო­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა და უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა ისეთ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა ექ­ნე­ბათ და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

დას­კვნა­ში მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი, მათ შო­რის, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ის, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, რომ ეს არა მარ­ტო არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის, არა­მედ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბი­სა და მარ­თვის შე­დე­გია.

შე­სა­ბა­მი­სად, შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი არც ერთი რე­კო­მენ­და­ცია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იქნა.

ექ­სპერ­ტი­ზა­ში ჩარ­თუ­ლია ნე­ი­რო­ქი­რურ­გი და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­სას კის­რის მი­და­მო­ში ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ე­ღო და ეს შე­დე­გე­ბი "მრტ" (მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია) კვლე­ვა­შიც ასა­ხუ­ლია. სწო­რედ იქ ბევ­რი ნი­უ­ან­სია, რაც ადას­ტუ­რებს, რომ მკურ­ნა­ლო­ბა, მარ­თვა და ადა­მი­ა­ნის მი­მართ მო­პყრო­ბა არა­სა­თა­ნა­დოა და ეს მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას გარ­კვე­უ­ლი პრო­ფი­ლით ამ­ძი­მებს.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ჯიშ­კა­რი­ან­მა.

ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას" ხელ­მძღვა­ნელ­მა ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო დას­კვნა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ დრო­ის­თვის ვერ და­ა­კონ­კრე­ტებს ზუსტ თა­რიღს, თუმ­ცა მისი თქმით, დას­კვნა მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი იქ­ნე­ბა, რად­გან ექ­სპერ­ტი­ზა­ში გერ­მა­ნე­ლი ექი­მიც ჩა­ერ­თო.

"ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რო­დის და­ი­დე­ბა დას­კვნა, რად­გან თქვენ იცით, რომ ექი­მი გერ­მა­ნი­ი­და­ნა­ცაა ჩარ­თუ­ლი და მის მო­საზ­რე­ბებ­საც ვე­ლო­დე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა იქ­ნე­ბა",- გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
1

წესით ტყუილი უნდა ისჯებოდეს, მითუმეტეს ექიმი ყალბ დასკვნას რომ დებს, მინიმუმ ლიცენზია მაინც უნდა შეუჩერდეს.

ალექს
0

რაღაც ძააალიააან , უუუსაზღვროოდ დიიიიდი იდო სასწორზე, თორემ მიშა აქ არ ჩამოვიდოდა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არა მარტო არაადეკვატური მკურნალობის, არამედ არაადამიანური მოპყრობის და მართვის შედეგია" - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

"არა მარტო არაადეკვატური მკურნალობის, არამედ არაადამიანური მოპყრობის და მართვის შედეგია" - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია.

როგორც მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს ტრავმა კისრის მიდამოში აქვს, რაც მისი თქმით, შესაძლოა, ნომერ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის დროს მიიღო.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, მე შემიძლია იგივე ვთქვა, რომ სამწუხაროდ საქართველოში ამის გამოცდილება არ არის, ეს არაადეკვატურმა მკურნალობამაც დაადასტურა და უპრიანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ისეთ კლინიკაში, სადაც ასეთი პაციენტების მართვის გამოცდილება ექნებათ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის უფრო ეფექტური იქნება.

დასკვნაში მრავალი ფაქტორი იქნება განხილული, მათ შორის, ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის, თუ რამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რომ ეს არა მარტო არაადეკვატური მკურნალობის, არამედ არაადამიანური მოპყრობისა და მართვის შედეგია.

შესაბამისად, შვიდი თვის განმავლობაში ჩვენი არც ერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა.

ექსპერტიზაში ჩართულია ნეიროქირურგი და გამორიცხული არ არის, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას კისრის მიდამოში ტრავმული დაზიანებები მიეღო და ეს შედეგები "მრტ" (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევაშიც ასახულია. სწორედ იქ ბევრი ნიუანსია, რაც ადასტურებს, რომ მკურნალობა, მართვა და ადამიანის მიმართ მოპყრობა არასათანადოა და ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გარკვეული პროფილით ამძიმებს.

შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სააკაშვილის გადაყვანა აუცილებელია", - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ვერ დააკონკრეტებს ზუსტ თარიღს, თუმცა მისი თქმით, დასკვნა მულტიპროფილური იქნება, რადგან ექსპერტიზაში გერმანელი ექიმიც ჩაერთო.

"ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაიდება დასკვნა, რადგან თქვენ იცით, რომ ექიმი გერმანიიდანაცაა ჩართული და მის მოსაზრებებსაც ველოდებით. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მულტიპროფილური ექსპერტიზის დასკვნა იქნება",- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.