საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის - ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში - ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება
ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის - ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში - ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება

ლი­ბერ­თი "გა­ზარ­დე შენი ბიზ­ნე­სი“ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში აგრო და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბის სე­რი­ას აგ­რძე­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა კა­ხე­თით და­ი­წყო და ამ­ჯე­რად ლი­ბერ­თი, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, გუ­რი­ი­სა და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნის აგრო და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა.

"ბიზ­ნეს დი­ა­ლო­გის” მოწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რე­ბი იყ­ვნენ ლი­ბერ­თის, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (RDA), სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და New Vision და­ზღვე­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ისა­უბ­რეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და მცი­რე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის არ­სე­ბულ ყვე­ლა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, რაც დღეს ხელს შე­უ­წყობს მოქ­მედ კომ­პა­ნი­ებს კი­დევ უფრო გა­ზარ­დონ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი.

"ლი­ბერ­თის ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა "ბიზ­ნეს დი­ა­ლო­გი“ წარ­მო­ად­გენს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის სე­რი­ას, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ტარ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი აგრო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ამ შეხ­ვედ­რე­ბის მი­ზა­ნია, რე­გი­ო­ნებ­ში უშუ­ა­ლო კავ­ში­რი რო­გორც ამ­ჟა­მად არ­სე­ბულ, ასე­ვე პო­ტენ­ცი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებ­თან. დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტი, კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს მი­ვი­დეთ მე­წარ­მე­ებ­თან, ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­როთ გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­ვის­წავ­ლოთ აგრო და ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი. ასე­ვე გა­ვაც­ნოთ ლი­ბერ­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ვი­მე­დოვ­ნებთ, მსგავ­სი ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი რო­გორც ბან­კის­თვის, ასე­ვე ბიზ­ნე­სის­თვის ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა და იდე­ე­ბის ურ­თი­ერ­თგა­ზი­ა­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ახა­ლი სა­ბან­კო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის შექ­მნას და მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას შე­უ­წყობს ხელს“ - ვაჟა მე­ნაბ­დე, ლი­ბერ­თის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი.

„აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ სა­ა­გენ­ტოს ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზანს ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბა წარ­მო­ად­გენს, რის­თვი­საც სა­ა­გენ­ტო, ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, სხვა­დას­ხვა ტი­პის მხარ­დამ­ჭერ პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. ვფიქ­რობთ, ლი­ბერ­თი ბან­კის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით პოსტ-პან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა. ერ­თის მხრივ, იზ­რდე­ბა ცნო­ბა­დო­ბა სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ და მე­ო­რეს მხრივ, მე­წარ­მე­ებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა ისარ­გებ­ლონ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის, სა­ლი­ზინ­გო კომ­პა­ნი­ე­ბის რე­სურ­სე­ბით და ამას­თან, გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის მე­ქა­ნიზ­მე­ბი"-თე­ო­ნა ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი - "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი.

" სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის რომ ჩვენს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­ექ­ტის დე­ტა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, მარ­თე­ბუ­ლად მი­ე­წო­დოს პო­ტენ­ცი­ურ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ ბე­ნე­ფი­ტე­ბის ცოდ­ნა, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო თუ ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მე­ბი­დან მი­ი­ღებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლი­ბერ­თის ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტით ესა­უბ­როს რე­გი­ო­ნებ­ში, აგრო და მცი­რე მე­წარ­მე­ებს, ბუ­ნებ­რი­ვია, ხელს შე­უ­წყობს უშუ­ა­ლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ უკუ­კავ­ში­რის მი­ღე­ბას და გაგ­ვი­ად­ვი­ლებს არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას,“ - გი­ორ­გი ჯიბ­ლა­ძე, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

"ლი­ბერ­თის­თან, 2 წე­ლია რაც აგ­რო­და­ზღვე­ვის კუ­თხით და­ვი­წყეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ლი­ბერ­თის მიერ რე­გი­ო­ნებ­ში, პო­ტენ­ცი­ურ მსეს­ხებ­ლებ­თან და არ­სე­ბულ მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ინი­ცი­რე­ბულ ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, გან­ვა­ვი­თა­როთ აგ­რო­და­ზღვე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა და კა­ხე­თის, ქარ­თლი­სა და სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ, ლი­ბერ­თის­თან ერ­თად გა­ვაქ­ტი­ურ­დეთ გუ­რი­ი­სა და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში. ამი­ტომ, ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა "ბიზ­ნეს დი­ა­ლო­გი“ სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს სფე­რო­ებს შო­რის უფრო მე­ტად პრო­დუქ­ტი­ულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და ფერ­მე­რე­ბის­თვის რო­გორც სა­და­ზღვე­ვო, ასე­ვე სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის უშუ­ა­ლო მი­წო­დე­ბას შე­უ­წყობს ხელს“ - ზაზა ხოს­როშ­ვი­ლი "ნიუ ვი­ჟენ და­ზღვე­ვის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

ლი­ბერ­თი "ბიზ­ნეს დი­ა­ლო­გის“ შეხ­ვედ­რებს მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში გა­მარ­თავს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის - ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში - ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება

ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის - ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში - ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება

ლიბერთი ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა კახეთით დაიწყო და ამჯერად ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

,,ბიზნეს დიალოგის” მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

,,ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროექტები. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

„აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს, რისთვისაც სააგენტო, ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს. ვფიქრობთ, ლიბერთი ბანკის მიერ ინიცირებული ბიზნეს დიალოგის ფორმატის შეხვედრები, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიური პერიოდის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა. ერთის მხრივ, იზრდება ცნობადობა სახელმწიფო პროგრამების შესახებ და მეორეს მხრივ, მეწარმეებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კომერციული ბანკების, სალიზინგო კომპანიების რესურსებით და ამასთან, გამოიყენონ სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები"-თეონა ბაბუნაშვილი - ,,აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის, სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი.

,, სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, ის რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა პროექტის დეტალური პირობები, მართებულად მიეწოდოს პოტენციურ ბენეფიციარებს. ასევე აუცილებელია იმ ბენეფიტების ცოდნა, რომელსაც მომხმარებელი სხვადასხვა სახელმწიფო თუ ერთობლივი პროგრამებიდან მიიღებს. აქედან გამომდინარე, ლიბერთის ახალი ინიციატივა, დიალოგის ფორმატით ესაუბროს რეგიონებში, აგრო და მცირე მეწარმეებს, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს უშუალოდ დაინტერესებული მხრიდან აღნიშნული პროექტების შესახებ უკუკავშირის მიღებას და გაგვიადვილებს არსებული პროგრამების გაუმჯობესებას,“ - გიორგი ჯიბლაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

,,ლიბერთისთან, 2 წელია რაც აგროდაზღვევის კუთხით დავიწყეთ თანამშრომლობა და ვცდილობთ, მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ლიბერთის მიერ რეგიონებში, პოტენციურ მსესხებლებთან და არსებულ მომხმარებლებთან ინიცირებულ ყველა შეხვედრაში. ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში, განვავითაროთ აგროდაზღვევის მიმართულება და კახეთის, ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში განხორციელებული წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ლიბერთისთან ერთად გავაქტიურდეთ გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში. ამიტომ, ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ სხვადასხვა ბიზნეს სფეროებს შორის უფრო მეტად პროდუქტიულ თანამშრომლობასა და ფერმერებისთვის როგორც სადაზღვევო, ასევე საბანკო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის უშუალო მიწოდებას შეუწყობს ხელს“ - ზაზა ხოსროშვილი ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის“ შეხვედრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

R