საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ, დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!" - ამირან არაბული
"ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ, დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!" - ამირან არაბული

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ მა­ტან­თან გვი­ან ღა­მით მოხ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ავა­რი­ას ემსხვერ­პლა 50 წლამ­დე გე­ბიშ ხან­გოშ­ვი­ლი, პან­კი­სის უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რის ხასო ხან­გოშ­ვი­ლის შვი­ლი.

მომ­ხდა­რის თა­ობ­ზე მწე­რა­ლი, ფოლკ­ლო­რის­ტი ამი­რან არა­ბუ­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს;

"გუ­შინ პან­კის­ში, გე­ბი­შა ხან­გოშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, პა­ტი­ე­ბის არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი რი­ტუ­ა­ლი ჩა­ტარ­და: ხასო ხან­გოშ­ვილ­მა პან­კი­სის ხე­ო­ბის თვალ­წინ, დი­დძა­ლი ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით, თა­ვი­სი მემ­კვიდ­რის უნებ­ლიე მკვლე­ლო­ბა აპა­ტია მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის მცხოვ­რებს! ავ­ტო­მან­ქა­ნის წინ­და­უ­ხე­დავ მარ­თვას ემსხვერ­პლა ხუთი შვი­ლის მამა, სი­კე­თით გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­მა­გა­ლი­თო ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და აღ­ზრდი­ლი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი... და ვი­ნა­ი­დან სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ბრმა შემ­თხვე­ვი­თო­ბად ჩათ­ვა­ლეს, მკვლე­ლი­სა და მოკ­ლუ­ლის მა­მის ხან­მოკ­ლე დი­ა­ლოგ­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­უს­ვა წერ­ტი­ლი ორ გვარს შო­რის მტრო­ბი­სა და შუ­რის­გე­ბის შე­საძ­ლო გაგ­რძე­ლე­ბას. გუ­ლის დუ­ღილს ცივი გო­ნე­ბით გან­სჯამ აჯო­ბა და წესჩ­ვე­უ­ლე­ბის ხალ­ხურ­მა ნორ­მამ უმაღ­ლე­სი ჰუ­მა­ნიზ­მის სა­სარ­გებ­ლოდ თქვა თა­ვი­სი გა­დამ­წყვე­ტი სი­ტყვა...

დუ­ი­სის მწუ­ხა­რე, და­ძა­ბუ­ლი დღე მშვი­დად და­ღამ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ჩა­უ­რევ­ლად მოგ­ვარ­და ურ­თუ­ლე­სი სა­კი­თხი. ხასო ხან­გოშ­ვი­ლი - ქის­ტე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის გან­მა­სა­ხი­ე­რე­ბე­ლი უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რი - სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებ­და!"

  • ambebi.ge უსამ­ძიმ­რებს ხან­გოშ­ვი­ლე­ბის ოჯახს მომ­ხდარ ტარ­გე­დი­ას

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
3

რას ქვია დაზარალებული არ ითხოვს დასჯას და პოლიციის გარეშე მოგვარდა და ამას ამართლებს ვინმე?

ჯერ ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ვინც მოკვდა ის არის და როგორ მოითხოვს დამნაშავის დასჯას და მეორე ავარია რომელიც ადამიანის სიკვდილით დასრულდა პლიციის გარეშე როგორ დასრულდა რომელ საუკუნეში ვართ? ან საერთოდ რა ევროპას ვითხოვთ ? 

მე4ი
0

ბატონო ხასო ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ, დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!" - ამირან არაბული

"ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ, დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!" - ამირან არაბული

ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მატანთან გვიან ღამით მოხდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავარიას ემსხვერპლა 50 წლამდე გებიშ ხანგოშვილი, პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის შვილი.

მომხდარის თაობზე მწერალი, ფოლკლორისტი ამირან არაბული "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს;

"გუშინ პანკისში, გებიშა ხანგოშვილის დაკრძალვის პარალელურად, პატიების არაორდინარული რიტუალი ჩატარდა: ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ, დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს! ავტომანქანის წინდაუხედავ მართვას ემსხვერპლა ხუთი შვილის მამა, სიკეთით გამორჩეული, სამაგალითო ოჯახში დაბადებული და აღზრდილი ახალგაზრდა ადამიანი... და ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე ბრმა შემთხვევითობად ჩათვალეს, მკვლელისა და მოკლულის მამის ხანმოკლე დიალოგმა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ორ გვარს შორის მტრობისა და შურისგების შესაძლო გაგრძელებას. გულის დუღილს ცივი გონებით განსჯამ აჯობა და წესჩვეულების ხალხურმა ნორმამ უმაღლესი ჰუმანიზმის სასარგებლოდ თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა...

დუისის მწუხარე, დაძაბული დღე მშვიდად დაღამდა. სამართალდამცველთა ჩაურევლად მოგვარდა ურთულესი საკითხი. ხასო ხანგოშვილი - ქისტების ადამიანური ღირსების განმასახიერებელი უხუცესთა საბჭოს წევრი - სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა!"

  • ambebi.ge უსამძიმრებს ხანგოშვილების ოჯახს მომხდარ ტარგედიას