სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ვერ ვიგებდით, რას რატომ ამბობდა... ივანიშვილი რომ არა, პარლამენტის რიგითი წევრი იქნებოდა" - კობახიძე პრეზიდენტზე
"საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ვერ ვიგებდით, რას რატომ ამბობდა... ივანიშვილი რომ არა, პარლამენტის რიგითი წევრი იქნებოდა" - კობახიძე პრეზიდენტზე

45 დღე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და რა უნ­დო­და, რო­დის, რას, რა­ტომ ამ­ბობ­და, მა­ში­ნაც ვერ გა­ვი­გეთ - მისი კან­დი­და­ტო­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, სხვა შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტის რი­გი­თი წევ­რი.

მო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით მძი­მე მო­სას­მე­ნი იყო ის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თა კონ­კრე­ტუ­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გო­ნა­რი რა­მეა, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი, გვა­რა­მია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ერთ სიბ­რტყე­ში და­ა­ყე­ნა, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ „იმე­დის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მა­ში­ნაც არ ეს­მო­და, როცა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

"ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რა უნდა პრე­ზი­დენტს. ჩვენ უშუ­ა­ლოდ ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი მის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში, ორი თვე გრძელ­დე­ბო­და მთე­ლი ეს პრო­ცე­სი, არც კი, 45 დღე და ის 45 დღეც რა უნ­დო­და, რო­დის, რას, რა­ტომ ამ­ბობ­და, მა­ში­ნაც სამ­წუ­ხა­როდ ვერ გა­ვი­გეთ, თუმ­ცა მო­ვა­ხერ­ხეთ მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში. მო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით მძი­მე მო­სას­მე­ნი იყო ის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მან გა­ა­კე­თა კონ­კრე­ტუ­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გო­ნა­რი რა­მეა, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი, გვა­რა­მია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ერთ სიბ­რტყე­ში და­ა­ყე­ნა. გა­მო­დის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან უნდა და­იც­ვას ეს ქვე­ყა­ნა. კაცი პო­ლი­ტი­კი­დან არის გა­სუ­ლი.

ამას რომ და­ვა­ნე­ბოთ თავი, მო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რია, რო­დე­საც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და კან­დი­და­ტუ­რის სა­კი­თხი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, ინი­ცი­ა­ტი­ვა კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეკუთ­ვნო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში არის სიმ­ბო­ლუ­რი ფი­გუ­რა, სიმ­ბო­ლიზ­მზე გა­კეთ­და პირ­ველ რიგ­ში აქ­ცენ­ტი. აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბო­და იმა­ზე, რომ ის იყო ძვე­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და 100 წლის თავ­ზე, 1918 წლის შემ­დეგ, 2018 წელს, სიმ­ბო­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ სწო­რედ იმ დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

2. ქალი პრე­ზი­დენ­ტი, ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის ერ­თგვა­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო, სწრაფ­ვა ამ ტრა­დი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბის­კენ. გარ­და ამი­სა, ევ­რო­პი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხდე­ბა პრე­ზი­დენ­ტი ანუ დი­ას­პო­რა, ქალი, ევ­რო­პე­ლი - ეს იყო ის სიმ­ბო­ლიზ­მი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­კეთ­და აქ­ცენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე და შე­ჩერ­და არ­ჩე­ვა­ნი მის კან­დი­და­ტუ­რა­ზე. ეს იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა და ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტის ერთი რი­გი­თი წევ­რი. ეს მო­რა­ლუ­რი მხა­რე რომ ავი­ღოთ. თვი­თონ ში­ნა­არსს რაც შე­ე­ხე­ბა, რო­დე­საც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ერთ სიბ­რტყე­ში გა­ნი­ხი­ლავს სა­ა­კაშ­ვილს, გვა­რა­მი­ას და ივა­ნიშ­ვილს, ეს არც კი ვიცი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს. ამის მიღ­მა უკვე ევ­რო­კავ­შირ­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი შე­ფა­სე­ბე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­რე­ლე­ვან­ტუ­რი ხდე­ბა. იმ­დე­ნად მძი­მეა ამ გან­ცხა­დე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი, რომ მე­ო­რე ნა­წილ­ზე სა­ერ­თოდ არ გა­ვა­კე­თებ­დი კო­მენ­ტარს.

პრე­ზი­დენტს სის­ტე­მა უნდა ეს­მო­დეს, ამ სის­ტე­მა­ში სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას მთლი­ა­ნად ახორ­ცი­ე­ლებს მთავ­რო­ბა პრე­მი­ე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ეს არის სის­ტე­მა. სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას რაც შე­ე­ხე­ბა, თუ არის მთავ­რო­ბის სა­გან­გე­ბო თან­ხმო­ბა, მარ­ტო მა­შინ ერე­ვა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში. მხო­ლოდ მა­შინ, ეს პირ­და­პირ წე­რია შა­ვით თეთრზე კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. ეს იცის, რა თქმა უნდა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, თუმ­ცა უნდა იმა­ზე მეტი, ვიდ­რე კონ­სტი­ტუ­ცია მას მი­ა­კუთ­ვნებს, რაც არას­წო­რია. პრე­ზი­დენ­ტი, პირ­ველ რიგ­ში, უნდა გაყ­ვეს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და იმოქ­მე­დოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად. რაც შე­ე­ხე­ბა ანა­ლიზს, მე მგო­ნია, რომ ის უბ­რა­ლოდ არას­წორ ანა­ლიზს აკე­თებს. ამ ნა­წილ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად რბი­ლი შე­ფა­სე­ბაა, როცა შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის, გვა­რა­მი­ას და ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ სიბ­რტყე­ში გან­ხილ­ვას, ამა­ზე მე­ტად არ მინ­და მას­თან შე­ვი­დე პო­ლე­მი­კა­ში, არც არის სა­ჭი­რო“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოტტო
0

ივანიშვილი რომ არა, შენ ვინ იქნებოდი დღეს..

ალექს
1

რამდენჯერ გითხრათ , უვარგის სისტემაში ყველაზე ვარგისიც კი უვარგისდება, ხოლო რიგიან სისტემაში უვარგისიც კი ვარგისი ხდება !

ავტორი:

"საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ვერ ვიგებდით, რას რატომ ამბობდა... ივანიშვილი რომ არა, პარლამენტის რიგითი წევრი იქნებოდა" - კობახიძე პრეზიდენტზე

"საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ვერ ვიგებდით, რას რატომ ამბობდა... ივანიშვილი რომ არა, პარლამენტის რიგითი წევრი იქნებოდა" - კობახიძე პრეზიდენტზე

45 დღე მიმდინარეობდა და რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, მაშინაც ვერ გავიგეთ - მისი კანდიდატობა ივანიშვილის ინიციატივა იყო, სხვა შემთხვევაში იქნებოდა პარლამენტის რიგითი წევრი.

მორალური თვალსაზრისით მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის მაშინაც არ ესმოდა, როცა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა.

"ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს. ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში, ორი თვე გრძელდებოდა მთელი ეს პროცესი, არც კი, 45 დღე და ის 45 დღეც რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, მაშინაც სამწუხაროდ ვერ გავიგეთ, თუმცა მოვახერხეთ მაინც გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. მორალური თვალსაზრისით მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა. გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა. კაცი პოლიტიკიდან არის გასული.

ამას რომ დავანებოთ თავი, მორალური თვალსაზრისით რამდენიმე ფაქტორია, როდესაც განიხილებოდა კანდიდატურის საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებში, ინიციატივა კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს. გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში არის სიმბოლური ფიგურა, სიმბოლიზმზე გაკეთდა პირველ რიგში აქცენტი. აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ის იყო ძველი დიასპორის წარმომადგენელი და 100 წლის თავზე, 1918 წლის შემდეგ, 2018 წელს, სიმბოლურად მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ იმ დიასპორის წარმომადგენელი, შთამომავალი გახდა საქართველოს პრეზიდენტი.

2. ქალი პრეზიდენტი, ჩვენი ისტორიული ტრადიციის ერთგვარი გამოხატულება იყო, სწრაფვა ამ ტრადიციის გაგრძელებისკენ. გარდა ამისა, ევროპიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც ხდება პრეზიდენტი ანუ დიასპორა, ქალი, ევროპელი - ეს იყო ის სიმბოლიზმი, რომლის საფუძველზეც, საბოლოო ჯამში, გაკეთდა აქცენტი სალომე ზურაბიშვილზე და შეჩერდა არჩევანი მის კანდიდატურაზე. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა და ეს ინიციატივა რომ არ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა პარლამენტის ერთი რიგითი წევრი. ეს მორალური მხარე რომ ავიღოთ. თვითონ შინაარსს რაც შეეხება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერთ სიბრტყეში განიხილავს სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს, ეს არც კი ვიცი როგორ შეიძლება შეფასდეს. ამის მიღმა უკვე ევროკავშირთან დაკავშირებით მისი შეფასებები აბსოლუტურად არარელევანტური ხდება. იმდენად მძიმეა ამ განცხადების პირველი ნაწილი, რომ მეორე ნაწილზე საერთოდ არ გავაკეთებდი კომენტარს.

პრეზიდენტს სისტემა უნდა ესმოდეს, ამ სისტემაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთლიანად ახორციელებს მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით. ეს არის სისტემა. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, თუ არის მთავრობის საგანგებო თანხმობა, მარტო მაშინ ერევა საგარეო პოლიტიკაში. მხოლოდ მაშინ, ეს პირდაპირ წერია შავით თეთრზე კონსტიტუციაში. ეს იცის, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა უნდა იმაზე მეტი, ვიდრე კონსტიტუცია მას მიაკუთვნებს, რაც არასწორია. პრეზიდენტი, პირველ რიგში, უნდა გაყვეს კონსტიტუციას და იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად. რაც შეეხება ანალიზს, მე მგონია, რომ ის უბრალოდ არასწორ ანალიზს აკეთებს. ამ ნაწილში აბსოლუტურად რბილი შეფასებაა, როცა შეეხება სააკაშვილის, გვარამიას და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში განხილვას, ამაზე მეტად არ მინდა მასთან შევიდე პოლემიკაში, არც არის საჭირო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.