პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს იქნება მთელი ევროინტეგრაციული პროცესის შეჩერების ნიშანი“ - რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება და სად მიიყვანს ეს ქვეყანას?
"თუ საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს იქნება მთელი ევროინტეგრაციული პროცესის შეჩერების ნიშანი“ - რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება და სად მიიყვანს ეს ქვეყანას?

გა­სულ კვი­რას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლეს, შე­დე­გად კი, შეძ­ლე­ბა ით­ქვას, უკი­დუ­რე­სად კრი­ტი­კუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღეს, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პრობ­ლე­მებ­ზე, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა­ზე, ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებ­ზე. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ასე­ვე მო­ი­თხო­ვენ პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის გან­ხილ­ვას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, რო­მელ­საც, რო­გორც რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­რა, კავ­ში­რე­ბი აქვს კრემლთან და "დესტრუქ­ცი­ულ როლს“ თა­მა­შობს სა­ქარ­თვე­ლოს ში­და­პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუ­ფებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მხარ­და­ჭე­რა გა­ნა­ცალ­კე­ვეს უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის მკა­ფიო მხარ­და­ჭე­რის­გან და გა­ნა­ცხა­დეს, რომ იმა­ვე სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­მუ­შა­ოა. სამ­წუ­ხა­როდ, რე­ზო­ლუ­ცი­ას მმარ­თვე­ლი გუნ­დის­გან ადეკ­ვა­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის ნაც­ვლად ისევ ყვე­ლაფ­რის ოპო­ნენ­ტე­ბის­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს პრო­ცე­სე­ბი, იხუ­რე­ბა თუ არა „შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა“ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ანუ უარს გვე­ტყვი­ან თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე? - ამ სა­კი­თხებ­ზე გა­ზეთ "კვი­რი­ის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჯიპა-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ზრახ­ვა და მო­ტი­ვა­ცია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს შან­სი ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც დიდი აქვს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ევ­რო­პის გან­წყო­ბა აშ­კა­რად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლია. ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ სა­ჭი­როა ერ­თგვა­რი მო­ტი­ვა­ცია, რის­თვი­საც შე­საძ­ლოა კრი­ტი­კუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბა აღ­მოჩ­ნდეს საკ­მა­რი­სი. თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­ინც გა­და­წყვი­ტა, რომ შე­უძ­ლია ევ­რო­პუ­ლი კურ­სი­დან გა­დახ­ვე­ვა, მი­იჩ­ნია, რომ ევ­რო­პის კავ­შირ­ში თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბით შეძ­ლებს გა­წევ­რე­ბას, ეს იქ­ნე­ბა არას­წო­რი ნა­ბი­ჯი. ევ­რო­კავ­ში­რი მშვე­ნივ­რად ხვდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხი მა­ღა­ლი არ არის, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის გამო მა­ინც გვიწ­ვდი­ან დახ­მა­რე­ბის ხელს, თუმ­ცა თუ ამ პო­ლი­ტი­კურ დახ­მა­რე­ბა­ზე სა­თა­ნა­დო პო­ზი­ტი­უ­რი პა­სუ­ხი არ გა­ვე­ცით, მა­შინ უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს შან­სი და­ი­კარ­გე­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იქ­ნე­ბა, თუ უკ­რა­ი­ნამ და მოლ­დო­ვამ მი­ი­ღეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, სა­ქარ­თვე­ლომ კი - არა. ეს იქ­ნე­ბა უი­მე­დო­ბის და უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის და­სა­წყი­სი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ვი­თა­რე­ბა რო­გორც სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე, ისე - ქვეყ­ნის შიგ­ნით გა­ა­უ­ა­რე­სოს.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში არა­ერ­თი უზუს­ტო­ბაა და ამას ოპო­ზი­ცი­ას აბ­რა­ლე­ბენ. ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კი­თხვა: თვი­თონ რას აკე­თე­ბენ, რა­ტომ არ იმუ­შა­ვეს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­წო­დებ­ლად? აქვე გა­ვიხ­სე­ნებ პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას, ვგეგ­მავ­დი ევ­რო­პა­ში და­მა­ტე­ბით ვი­ზი­ტებს, მაგ­რამ მთავ­რო­ბი­დან უარი მი­თხრეს და და­მარ­წმუ­ნეს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის­თვის და აღარ არის სა­ჭი­რო ზედ­მე­ტი აქ­ტი­უ­რო­ბაო... რას­თან გვაქვს საქ­მე, რა თა­მაშს თა­მა­შობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"?

- და­ვი­წყოთ იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უკვე დიდი ხა­ნია ნა­კის­რი აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში გა­ტარ­დეს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა და შე­წყდეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დევ­ნა. ეს არ არის გუ­შინ და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სი. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნგრე­ვის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ არ­სე­ბობ­და ეს მო­თხოვ­ნე­ბი, მაგ­რამ ჩვე­ნი­ვე შეც­დო­მებ­ზე ვე­რა­ფე­რი ვის­წავ­ლეთ. რა­საც დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს, ყვე­ლა­ფე­რი არის არა­ევ­რო­პუ­ლი. მსგავ­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ქცე­ვა ახა­სი­ა­თებს ავ­ტოკ­რა­ტი­ულ რე­ჟი­მებს. ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც აქვს სურ­ვი­ლი, პრე­ტენ­ზია, შე­საძ­ლებ­ლო­ბა და თვითრწმე­ნა, რომ უნდა და­ემ­სგავ­სოს ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს, გა­უ­გე­ბა­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბა. ერთ რა­მე­საც და­ვა­მა­ტებ: სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ კი არ უნდა ცდი­ლობ­დეს, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რდეს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ეს არის სწო­რი გზა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ბიზ­ნესს, მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­ტანს უსაფრ­თხო გა­რე­მოს, სა­დაც მათი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. თუკი მა­ინც და­ირ­ღვე­ვა ვინ­მეს უფ­ლე­ბე­ბი, სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მო­ქა­ლა­ქის ბედი არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის კე­თილ ნე­ბა­ზე.

- თქვენ ახ­სე­ნეთ, რომ ამ­გვარ პო­ლი­ტი­კას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ატა­რებს, რისი მო­ტი­ვიც, ერთი მხრივ, არის ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აზ­რით, ამ­გვა­რად ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უფრო იო­ლია, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, ბოლო დროს გაჩ­ნდა ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­გა­რეო კურსთან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მარ­თლაც რუ­სეთ­თან მათი პირ­და­პი­რი თუ არა­პირ­და­პი­რი კავ­ში­რით?

- მოდი, და­ვი­წყოთ იმით, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­სი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის წყა­როდ მი­იჩ­ნევს არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის, არა­მედ ერთი ადა­მი­ა­ნის ნე­ბას და ეს ერთი ადა­მი­ა­ნი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლი­დან მარ­თავს სა­ხელ­მწი­ფოს. დიდი ხა­ნია, ამ დას­კვნამ­დე აქაც და უცხო­ეთ­შიც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და: პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი... ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ხი­ფა­თოა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, რად­გან ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ლე­გი­ტი­მა­ცი­ის წყა­რო იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მით უფრო - ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურ­სის თვალ­საზ­რი­სით... დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო კურ­სი წყდე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რა სურთ და­ხუ­რულ კარს მიღ­მა და რა სურს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ამის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი არის არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვი­ლი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ნება, გან­ზრახ­ვა და ხედ­ვა. ეს არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ყოვ­ლად არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­მო­თი­შუ­ლია პრო­ცე­სე­ბი­დან და ამას დიდ­წი­ლად ხელს უწყობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხში­რად არ აწ­ვდის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას, ან აწ­ვდის და­მა­ხინ­ჯე­ბით, თა­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით ისე ლა­პა­რა­კობს, რომ მისი დიდი ნა­წი­ლის მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენს; ამ­ბობს, რომ მათ არა­ვინ არა­ფერს ეკი­თხე­ბა, რომ ყვე­ლა, ვინც მათ­სა­ვით არ ფიქ­რობს, მტე­რია და ა.შ.

ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ქმნის ჩიხს, ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბა­სა და ელი­ტიზმს, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ნება, ხედ­ვა შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­რი­სი იყოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. მეტ­საც გე­ტყვით - ამ პრო­ცესს კარ­გად ასა­ხავს ფრა­ზა: სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, მით­ვი­სე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს პარ­ტი­ის, კომ­პა­ნი­ის, კერ­ძო ადა­მი­ა­ნის მიერ. ამ დროს სა­ხელ­მწი­ფო სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი აღარ მოქ­მე­დებს, არა­მედ მოქ­მე­დებს კერ­ძო ადა­მი­ა­ნის ან ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

- პრე­მი­ე­რი ამ­ტკი­ცებს, რომ თურ­მე არა­ფე­რია თუ არ მოგ­ვცე­მენ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს...

- თუ სა­ქარ­თვე­ლოს უარი უთხრეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე, ეს იქ­ნე­ბა მთე­ლი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის ნი­შა­ნი. ჩვენ ასე­თი შან­სი ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბის, შე­იძ­ლე­ბა აღა­რას­დროს მოგ­ვე­ცეს. შე­იძ­ლე­ბა ამას მოჰ­ყვეს ის, რომ გა­უქ­მდეს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, შე­წყდეს ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბი. გა­უ­ცხო­ე­ბის პრო­ცეს­თან ერ­თად ავ­ტოკ­რა­ტია გაძ­ლი­ერ­დე­ბა, რის შე­კა­ვე­ბა­საც ამ ეტაპ­ზე ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ევ­რო­პის, და­სავ­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით მეტ-ნაკ­ლე­ბად ახერ­ხებს. ასე იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­შიც. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა, სხვა ობი­ექ­ტურ მი­ზე­ზებ­თან ერ­თად იმა­ნაც გა­მო­იწ­ვია, რომ იმ­ჟა­მინ­დელ­მა ავ­ტოკ­რა­ტი­ულ­მა მმარ­თვე­ლო­ბამ შე­ა­ფერ­ხა ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. და­სავ­ლე­თი მა­ში­ნაც ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ში, დიპ­ლო­მა­ტე­ბი მა­ში­ნაც ძა­ლი­ან მკაც­რად ლა­პა­რა­კობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტოკ­რა­ტი­ის საფრ­თხე­ზე. დღე­საც იგი­ვე პრო­ცე­სებს ვხე­დავთ.

- "თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს რომ სან­ქცი­ე­ბი დაგ­ვი­წე­სონ, ქვე­ყა­ნა ომში არ ჩა­ერ­თვე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა და სიმ­შვი­დე, მოხ­დე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა", - ეს კი თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას.

- ასე ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი სიმ­ხდა­ლის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ყო­ველ­თვის იდგა იდე­ა­ზე, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად გა­ე­ღო ბევ­რი რამ, მათ შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბაც. დღეს კი არარ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის საფრ­თხით გვა­ში­ნე­ბენ, გა­მო­დი­ან და აკე­თე­ბენ გა­უ­გე­ბარ გან­ცხა­დე­ბებს უკ­რა­ი­ნა­ზე, ევ­რო­პარ­ლა­მენტზე, ხე­ლოვ­ნუ­რად ქმნი­ან ჰი­პო­თე­ზუ­რი ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის რი­ტო­რი­კას, ეს არის სიმ­ხდა­ლის და რუ­სეთ­თან მიტ­მას­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მცდე­ლო­ბა. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ასე გა­ა­მარ­თლონ არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სიმ­ხდა­ლე, არა­მედ მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­დაგ­დე­ბის პო­ლი­ტი­კაც. ომის და­წყე­ბა, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე დიდი სი­გი­ჟე იქ­ნე­ბო­და, ეს ყვე­ლა გო­ნი­ერ ადა­მი­ანს ეს­მის ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც. თუ ვინ­მე რა­მეს ამ­ბობ­და ამა­ზე, ეს იყო ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა ამას ზო­გად ვი­თა­რე­ბა­ზე არ მო­უხ­დე­ნია.

"დათვს რომ ბა­ბა­ია უნდა და­უ­ძა­ხო", ეს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა არ არის, ეს არის სიმ­ხდა­ლის პო­ლი­ტი­კა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 98 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კავკასიური სახლი
1

კარგად ჩანს ეს "ექსპერტი" პროფესორი კობერიძე და ჯურნალისტი ვის სიმღერას მღერიან. ერთი კითხვა მაქვს. ასე თავისუფლად რომ გამოგეხატათ თქვენი "კრიტიკული" შენიშვნები სააქაშვილის მმართველობის დროს მისი ხელისუფლების მიმართ,სად იქნებოდი? მეორე დღესვე ციხეში ამოყოფდით თავს. ავტოკრატიაზე თუ ლაპარაკობ როგორაა ასე თავისუფლად რომ გამოთქვამ შენს ბოდვას? სიმხდალეს რომ ამბობ, მადლობა თქვი რომ ამ მთავრობამ ომს ააცილა საქართველო თორემ ის შენი დორბლიანი გიჟი რომ ყოფილიყო, დღეს არაფერი არ დარჩებოდა საქართველოდან და შენ და ნაცები ერთმანეთს გადაასწრებდით წითელ ხიდზე

ნანიკო
16

ბიძინას სანქციებით ვერ შეაშინებთ, 90% გვაჩუქა უკვე ფონდის სახით, ჩვენ ვიდარდოთ, თუ ფონდი დაყადაღდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თუ საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს იქნება მთელი ევროინტეგრაციული პროცესის შეჩერების ნიშანი“ - რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება და სად მიიყვანს ეს ქვეყანას?

"თუ საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს იქნება მთელი ევროინტეგრაციული პროცესის შეჩერების ნიშანი“ - რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება და სად მიიყვანს ეს ქვეყანას?

გასულ კვირას ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ იმსჯელეს, შედეგად კი, შეძლება ითქვას, უკიდურესად კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც ლაპარაკია სასამართლო სისტემის პრობლემებზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ პერსონალური სანქციების დაწესების განხილვას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელსაც, როგორც რეზოლუციაში ჩაიწერა, კავშირები აქვს კრემლთან და "დესტრუქციულ როლს“ თამაშობს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში. ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა განაცალკევეს უკრაინისა და მოლდოვის მკაფიო მხარდაჭერისგან და განაცხადეს, რომ იმავე სტატუსის მისაღებად საქართველოსთან სამუშაოა. სამწუხაროდ, რეზოლუციას მმართველი გუნდისგან ადეკვატური განცხადებების ნაცვლად ისევ ყველაფრის ოპონენტებისთვის გადაბრალება და ევროპარლამენტის კრიტიკა მოჰყვა. როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები, იხურება თუ არა „შესაძლებლობის ფანჯარა“ საქართველოსთვის, ანუ უარს გვეტყვიან თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე? - ამ საკითხებზე გაზეთ "კვირიის პალიტრასთან" საუბრობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რთული სათქმელია, როგორია საქართველოს ხელისუფლების განზრახვა და მოტივაცია, მაგრამ საქართველოს შანსი ჯერჯერობით მაინც დიდი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის განწყობა აშკარად კონსტრუქციულია. ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ, რომ საჭიროა ერთგვარი მოტივაცია, რისთვისაც შესაძლოა კრიტიკული რეზოლუციის მიღება აღმოჩნდეს საკმარისი. თუ საქართველოს ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა, რომ შეუძლია ევროპული კურსიდან გადახვევა, მიიჩნია, რომ ევროპის კავშირში თავისი პირობებით შეძლებს გაწევრებას, ეს იქნება არასწორი ნაბიჯი. ევროკავშირი მშვენივრად ხვდება, რომ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი მაღალი არ არის, მაგრამ პოლიტიკური ნების გამო მაინც გვიწვდიან დახმარების ხელს, თუმცა თუ ამ პოლიტიკურ დახმარებაზე სათანადო პოზიტიური პასუხი არ გავეცით, მაშინ უნდა მივიჩნიოთ, რომ საქართველოსთვის ეს შანსი დაიკარგება. ეს განსაკუთრებით მძიმე იქნება, თუ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი - არა. ეს იქნება უიმედობის და უპერსპექტივობის დასაწყისი, რამაც შეიძლება ვითარება როგორც საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე - ქვეყნის შიგნით გააუარესოს.

- ხელისუფლების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ რეზოლუციაში არაერთი უზუსტობაა და ამას ოპოზიციას აბრალებენ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თვითონ რას აკეთებენ, რატომ არ იმუშავეს ევროპელ პარტნიორებთან სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად? აქვე გავიხსენებ პრეზიდენტის განცხადებას, ვგეგმავდი ევროპაში დამატებით ვიზიტებს, მაგრამ მთავრობიდან უარი მითხრეს და დამარწმუნეს, ყველაფერი გავაკეთეთ კანდიდატის სტატუსისთვის და აღარ არის საჭირო ზედმეტი აქტიურობაო... რასთან გვაქვს საქმე, რა თამაშს თამაშობს "ქართული ოცნება"?

- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს უკვე დიდი ხანია ნაკისრი აქვს ვალდებულება, ქვეყანაში გატარდეს საფუძვლიანი სასამართლოს რეფორმა და შეწყდეს ჟურნალისტების დევნა. ეს არ არის გუშინ დაწყებული პროცესი. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის განმავლობაში, ანუ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლების მიმართ არსებობდა ეს მოთხოვნები, მაგრამ ჩვენივე შეცდომებზე ვერაფერი ვისწავლეთ. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი არის არაევროპული. მსგავსი პოლიტიკური ქცევა ახასიათებს ავტოკრატიულ რეჟიმებს. ქვეყანაში, რომელსაც აქვს სურვილი, პრეტენზია, შესაძლებლობა და თვითრწმენა, რომ უნდა დაემსგავსოს ევროპულ ქვეყნებს, გაუგებარია ხელისუფლების ამგვარი მოქმედება. ერთ რამესაც დავამატებ: საქართველოს ხელისუფლება რეფორმების გატარებას მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ცდილობდეს, რომ ევროკავშირში გაწევრდეს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სწორი გზა, რომელიც სახელმწიფოს, საზოგადოებას, ბიზნესს, მოქალაქეებს მოუტანს უსაფრთხო გარემოს, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება. თუკი მაინც დაირღვევა ვინმეს უფლებები, სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და მოქალაქის ბედი არ იქნება დამოკიდებული ოლიგარქიული მმართველობის კეთილ ნებაზე.

- თქვენ ახსენეთ, რომ ამგვარ პოლიტიკას ხელისუფლება მიზანმიმართულად ატარებს, რისი მოტივიც, ერთი მხრივ, არის ის, რომ ხელისუფლების აზრით, ამგვარად ძალაუფლების შენარჩუნება უფრო იოლია, მაგრამ, ამავდროულად, ბოლო დროს გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა "ქართული ოცნების" საგარეო კურსთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ხომ არ არის განპირობებული მართლაც რუსეთთან მათი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირით?

- მოდი, დავიწყოთ იმით, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება თავისი ლეგიტიმაციის წყაროდ მიიჩნევს არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ ერთი ადამიანის ნებას და ეს ერთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩრდილიდან მართავს სახელმწიფოს. დიდი ხანია, ამ დასკვნამდე აქაც და უცხოეთშიც ბევრი ადამიანი მივიდა: პოლიტიკოსები, ექსპერტები, მოქალაქეები... ეს ყველაფერი სახიფათოა დემოკრატიისთვის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელია, ლეგიტიმაციის წყარო იყოს საზოგადოება, მით უფრო - ქვეყნის საგარეო კურსის თვალსაზრისით... დღეს საქართველოს საგარეო თუ საშინაო კურსი წყდება იმის მიხედვით, რა სურთ დახურულ კარს მიღმა და რა სურს საქართველოს ხელისუფლებას, ამის განმაპირობებელი არის არა ქართველი ხალხის სურვილი, არამედ რამდენიმე ადამიანის ნება, განზრახვა და ხედვა. ეს არის გადაწყვეტილების მიღების ყოვლად არადემოკრატიული პროცესი. საზოგადოება, პრაქტიკულად, გამოთიშულია პროცესებიდან და ამას დიდწილად ხელს უწყობს ხელისუფლება, რადგან საზოგადოებას ხშირად არ აწვდის საჭირო ინფორმაციას, ან აწვდის დამახინჯებით, თანაც საზოგადოების სახელით ისე ლაპარაკობს, რომ მისი დიდი ნაწილის მარგინალიზაციას ახდენს; ამბობს, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება, რომ ყველა, ვინც მათსავით არ ფიქრობს, მტერია და ა.შ.

ამგვარი მოქმედებები ქმნის ჩიხს, ხიდჩატეხილობასა და ელიტიზმს, როდესაც რამდენიმე ადამიანის ნება, ხედვა შეიძლება საკმარისი იყოს სახელმწიფოს სახელით გადაწყვეტილების მისაღებად. მეტსაც გეტყვით - ამ პროცესს კარგად ასახავს ფრაზა: სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, მითვისება. ეს შეიძლება მოხდეს პარტიის, კომპანიის, კერძო ადამიანის მიერ. ამ დროს სახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე კი აღარ მოქმედებს, არამედ მოქმედებს კერძო ადამიანის ან ჯგუფის ინტერესების შესაბამისად.

- პრემიერი ამტკიცებს, რომ თურმე არაფერია თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს...

- თუ საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს იქნება მთელი ევროინტეგრაციული პროცესის შეჩერების ნიშანი. ჩვენ ასეთი შანსი ევროპასთან დაახლოების, შეიძლება აღარასდროს მოგვეცეს. შეიძლება ამას მოჰყვეს ის, რომ გაუქმდეს ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, შეწყდეს ეკონომიკური დახმარებები. გაუცხოების პროცესთან ერთად ავტოკრატია გაძლიერდება, რის შეკავებასაც ამ ეტაპზე ქართველი ხალხი ევროპის, დასავლური ინსტიტუტების დახმარებით მეტ-ნაკლებად ახერხებს. ასე იყო წინა ხელისუფლების პერიოდშიც. წინა ხელისუფლების ცვლილება, სხვა ობიექტურ მიზეზებთან ერთად იმანაც გამოიწვია, რომ იმჟამინდელმა ავტოკრატიულმა მმართველობამ შეაფერხა ქვეყნის ევროპული მომავალი. დასავლეთი მაშინაც ძალიან კრიტიკული იყო, განსაკუთრებით, სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში, დიპლომატები მაშინაც ძალიან მკაცრად ლაპარაკობდნენ საქართველოში ავტოკრატიის საფრთხეზე. დღესაც იგივე პროცესებს ვხედავთ.

- "თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება", - ეს კი თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა რეზოლუციაზე საუბრისას.

- ასე ცდილობენ საკუთარი სიმხდალის ლეგიტიმაციას. საქართველოს სახელმწიფო ყოველთვის იდგა იდეაზე, რომ საკუთარი თავისუფლების და ინტერესების დასაცავად გაეღო ბევრი რამ, მათ შორის უსაფრთხოებაც. დღეს კი არარსებული კონფლიქტის საფრთხით გვაშინებენ, გამოდიან და აკეთებენ გაუგებარ განცხადებებს უკრაინაზე, ევროპარლამენტზე, ხელოვნურად ქმნიან ჰიპოთეზური ომის თავიდან აცილების რიტორიკას, ეს არის სიმხდალის და რუსეთთან მიტმასნების ლეგიტიმაციის მცდელობა. ისინი ცდილობენ ასე გაამართლონ არა მხოლოდ საკუთარი სიმხდალე, არამედ მოკავშირეების გადაგდების პოლიტიკაც. ომის დაწყება, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სიგიჟე იქნებოდა, ეს ყველა გონიერ ადამიანს ესმის ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. თუ ვინმე რამეს ამბობდა ამაზე, ეს იყო ერთეული შემთხვევები და არანაირი გავლენა ამას ზოგად ვითარებაზე არ მოუხდენია.

"დათვს რომ ბაბაია უნდა დაუძახო", ეს რაციონალური საგარეო პოლიტიკა არ არის, ეს არის სიმხდალის პოლიტიკა. გააგრძელეთ კითხვა