საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს... ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით" - მარია ზახაროვა ლუგარის ლაბორატორიას არ ივიწყებს
"ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს... ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით" - მარია ზახაროვა ლუგარის ლაბორატორიას არ ივიწყებს

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რია ზა­ხა­რო­ვა პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ამე­რი­კის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­კო­ვის ში­შებ­ზე სა­უბ­რობს და ვა­შინგტო­ნის­გან სამ­ხედ­რო-ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ პა­სუხს მო­ი­თხოვს. ამის შე­სა­ხებ ზა­ხა­რო­ვამ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ტას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, მი­ი­ღებს თუ არა რუ­სე­თის მხა­რე რა­ი­მე ზო­მებს კონ­ტრო­ლის გა­სამ­კაც­რებ­ლად აშშ-ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ბი­ო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ზე, ზა­ხა­რო­ვამ უპა­სუ­ხა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გეგ­მა­ვენ მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბას, ბი­ო­ლო­გი­უ­რი და ტოქ­სი­კუ­რი ია­რა­ღის აკ­რძალ­ვის კონ­ვენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის კონ­სულ­ტა­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს კონ­ვენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებ­თან დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ასე­ვე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად კონ­ვენ­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვებ­ზე.

  • კი­თხვა­ზე, არის თუ არა ცნო­ბი­ლი ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის, რო­მელ ქვეყ­ნებ­ში აწარ­მო­ებს ბი­ო­ლო­გი­ურ სა­მუ­შა­ო­ებს, ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ერ­თხელ გა­მახ­ვილ­და ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც, მისი გან­ცხა­დე­ბით, მუდ­მი­ვად არის გაშ­ლი­ლი ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლო.

"რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი, მათ შო­რის, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხა­ზით, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ე­ბი, ასე­ვე ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არა­ერ­თხელ მი­უ­თი­თებ­დნენ, რომ ლუ­გა­რის ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბა სე­რი­ო­ზულ კი­თხვებს იწ­ვევს ამე­რი­კის მიერ კონ­ვენ­ცი­ის აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­კი­თხში“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.

  • მი­სი­ვე თქმით, ამ ბი­ო­ო­ბი­ექ­ტის ბა­ზა­ზე ტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი მწე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­შიშ ბი­ო­ლო­გი­ურ აგენ­ტებ­სა და ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­მავ­რცე­ლებ­ლებ­ზე.

"პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე აშშ აშ­კა­რა მი­ზე­ზე­ბით დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს და არ იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას ნდო­ბის გაზ­რდის ფარ­გლებ­ში. იმის მტკი­ცე­ბა, რომ პენ­ტა­გო­ნის და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე, სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ცხა­დია, რომ ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ მო­ი­თხოვს ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მე­ტიც, ამე­რი­კის მხრი­დან არა­ერ­თხელ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი, რომ ამე­რი­კა აგ­რო­ვებს ბი­ო­მა­სა­ლებს და აწარ­მო­ებს მო­ნი­ტო­რინგს ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე, მხო­ლოდ აძ­ლი­ე­რებს და ამ­ყა­რებს ჩვენ შეშ­ფო­თე­ბას კონ­ვენ­ცი­ის დაც­ვის კონ­ტექ­სტში, მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თა­ვის მხრივ, რუ­სე­თის საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო-ბი­ო­ლო­გი­ურ სფე­რო­ში ატა­რებს მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ან ხა­სი­ათს და სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა კონ­ვენ­ცი­ის მი­ხედ­ვით აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს“ , - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგი
0

ლუგარის ნაირი ლაბორატორია რამდენია რუსეთში თავისას მიხედონ.

ალექს
2

ანუ, ლუგარი მუშაობს ომის მის გარშემო გასაჩაღებლად, მაგრამ რუსეთი უკვე დიდი ხანია ყველა მიმართულებით ომობს , გარშემოც და გარემოშიც ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს... ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით" - მარია ზახაროვა ლუგარის ლაბორატორიას არ ივიწყებს

"ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს... ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით" - მარია ზახაროვა ლუგარის ლაბორატორიას არ ივიწყებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით მოსკოვის შიშებზე საუბრობს და ვაშინგტონისგან სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ პასუხს მოითხოვს. ამის შესახებ ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა რუსეთის მხარე რაიმე ზომებს კონტროლის გასამკაცრებლად აშშ-ის საქმიანობაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიოლაბორატორიებზე, ზახაროვამ უპასუხა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავენ მექანიზმების ამოქმედებას, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის მიხედვით, რომელიც სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებს ითვალისწინებს კონვენციის მონაწილე ქვეყნებთან დებულებების შესასრულებლად, ასევე თანამშრომლობაზე ნებისმიერი გამოძიების ჩასატარებლად კონვენციის ვალდებულებების შესაძლო დარღვევებზე.

  • კითხვაზე, არის თუ არა ცნობილი ყოფილ საბჭოთა კავშირის, რომელ ქვეყნებში აწარმოებს ბიოლოგიურ სამუშაოებს, ზახაროვამ განაცხადა, რომ არაერთხელ გამახვილდა ყურადღება საქართველოში საქმიანობაზე ლუგარის სახელობის ცენტრთან დაკავშირებით, სადაც, მისი განცხადებით, მუდმივად არის გაშლილი ამერიკა-საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო.

"რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეები, ასევე ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არაერთხელ მიუთითებდნენ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს ამერიკის მიერ კონვენციის აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში“, - განაცხადა ზახაროვამ.

  • მისივე თქმით, ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიშ ბიოლოგიურ აგენტებსა და ინფექციების გამავრცელებლებზე.

"პოსტსაბჭოთა სივრცეში შესრულებულ სამუშაოებზე აშშ აშკარა მიზეზებით დუმილს ამჯობინებს და არ იძლევა ინფორმაციას ნდობის გაზრდის ფარგლებში. იმის მტკიცება, რომ პენტაგონის და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების აქტივობა ფოკუსირებულია განსაკუთრებულად ჯანდაცვის საკითხებზე, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ცხადია, რომ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ მოითხოვს ამერიკელი სამხედროების მონაწილეობას. მეტიც, ამერიკის მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განმარტებები, რომ ამერიკა აგროვებს ბიომასალებს და აწარმოებს მონიტორინგს ეპიდვითარებაზე, მხოლოდ აძლიერებს და ამყარებს ჩვენ შეშფოთებას კონვენციის დაცვის კონტექსტში, მათ შორის, უკრაინაში აღმოჩენილი ფაქტების გათვალისწინებით. თავის მხრივ, რუსეთის საქმიანობა სამედიცინო-ბიოლოგიურ სფეროში ატარებს მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს და სრულად შეესაბამება კონვენციის მიხედვით აღებულ ვალდებულებებს“ , - განაცხადა ზახაროვამ.