მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაფერი ხელის დარტყმის მსგავსი არ იყო, უბრალოდ წამათრიეს... უნდა შეეგუონ, რომ გამოცდები დაწერონ არადისტანციურად" - პროფესორი რამაზ ხომერიკი თსუ-ში მომხდარსა და გამოსავალზე
"არაფერი ხელის დარტყმის მსგავსი არ იყო, უბრალოდ წამათრიეს... უნდა შეეგუონ, რომ გამოცდები დაწერონ არადისტანციურად" - პროფესორი რამაზ ხომერიკი თსუ-ში მომხდარსა და გამოსავალზე

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. თსუ-დან გავ­რცელ­და მძი­მედ სა­ნა­ხა­ვი კად­რე­ბი, სა­დაც ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ზე კი ჩან­და, თუ რო­გორ მიჰ­ყავ­დათ სტუ­დენ­ტებს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, თსუ-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი რა­მაზ ხო­მე­რი­კი.

ხო­მე­რი­კი "ფორ­მუ­ლას­თან" ამ­ბობს, რომ "ხე­ლის დარ­ტყმის მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა" და მომ­ხდარს იხ­სე­ნებს:

"მე ხომ ვყო­ფილ­ვარ სტუ­დენ­ტი?! ჩემი პრო­ფე­სო­რე­ბიც მახ­სოვს, ვინ იყ­ვნენ, ერთი პრო­ფე­სო­რი ერთი კვი­რა და­დი­ო­და თვალ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვით, სტუ­დენ­ტებ­მა სცე­მეს. ეტყო­ბა, ნი­შა­ნი არ და­უ­წე­რა. სა­დარ­ბა­ზო­ში დახ­ვდნენ და სცე­მეს.

მე­ო­რე პრო­ფე­სო­რი მახ­სოვს, ჩათ­ვლის წიგ­ნა­კე­ბი გვქონ­და, კაი დი­დე­ბი რა, მის­ცეს თა­ვი­ან­თი ჩათ­ვლის წიგ­ნა­კე­ბი (სტუ­დენ­ტებ­მა), ერთი ათი ცალი, ჩა­კე­ტეს თა­ვის ოთახ­ში, სა­ნამ აქ არ და­წე­რო ნიშ­ნებს, არ გა­მო­გიშ­ვებ­თო და ეძი­ნა ამ კაცს ჩათ­ვლის წიგ­ნა­კე­ბით მთე­ლი ღამე.

ასე რომ, ეს რის­კე­ბი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს, რომ ადრე თუ გვი­ან ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა გვცე­მოს, რა­ღაც სტუ­დენტს არ მო­ე­წო­ნოს. ეგეც ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა - ვერ აუხ­სე­ნი რა­ღაც იმ სტუ­დენტს და ნუ არ შე­უძ­ლია, იმ­დე­ნი თავ­შე­კა­ვე­ბა არ აქვს, ახალ­გაზ­რდაა.

მაგ­რამ პირ­და­პირ ვამ­ბობ, არა­ფე­რი ხე­ლის დარ­ტყმის მსგავ­სი არ იყო, უბ­რა­ლოდ წა­მათ­რი­ეს იქით­კენ, დამ­დეს კა­ლი­დო­რის ბო­ლო­ში.

არა­ნა­ი­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, უნდა შე­ე­გუ­ონ ერთ რა­ღა­ცას, რომ გა­მოც­დე­ბი უნდა და­წე­რონ არა­დის­ტან­ცი­უ­რად, უნდა ჩა­ვიდ­ნენ რო­მე­ლი­მე სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში და და­წე­რონ იქ გა­მოც­და", - ამ­ბობს რა­მაზ ხო­მე­რი­კი.

  • ცნო­ბის­თვის, სტუ­დენ­ტე­ბი რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­იჭრ­ნენ. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ ვიდ­რე მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და, კა­ბი­ნეტს არ და­ტო­ვებ­დნენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის" და მო­ი­თხო­ვენ რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბას, რად­გან, მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

მათი თქმით, რექ­ტო­რი გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძე მათ უარს ეუბ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლე­ბის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა­ზე, რის გა­მოც, რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ სტუ­დენ­ტებს თბი­ლის­ში ბი­ნე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბის პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
1

თუ გახსოვთ, 2000 წელი რომ დგებოდა, დიდი სტუდენტური აქცია მოეწყო უნივერსიტეტში სემესტრული გამოცდების გაუქმების მოთხოვნით - მესამე ათასწლეული დგება და არ ჩაგვიტაროთ გამოცდებიო. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი და მეც სიამოვნებით ვეთანხმებოდი გამოცდების გაუქმებას. ახლა კი მეცინება და მრცხვენია იმ აქციაში მონაწილეობის გამო, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით და ბევრი რაღაც არ გვესმოდა. მოკლედ, ზრდასრულ ხალხს ეშლება ბევრი რამ და ბრბოს ეფექტს აყოლილმა ახალგაზრდამ რომ დაუშვას შეცდომა, არ არის გასაკვირი. მოთმინებით და გასაგებად უნდა დაელაპარაკოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ამ ახალგაზრდებს. ხელების გადაგრეხვა არ არის გამოსავალი.

თამუნა
0

სად არიან მთვარობის წარმომადგენლები? განათლების მინისტრი და კომიტეტის ხელმძღვანელ თავჯდომარე გამგეები? კანონი არარსებობს თუ ვერ ერევა ამათ? რა ცირკი დადგეს ეს რა უმსგავსობა გვანახეთ პროფესორს როგორ მიათრევდნენ ....სასწრაფოდ ქვეყნის და ყველას წინაშე აგებინეთ პასუხი თვითოეულ მათგანს....მაგათ ცოდნა განათლება და დიპლომის აღება ლობიოს ჭამა გონიათ? ესიცით რატომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არ დგას თავის სიმაღლეზე არც მთავრობა და ასე შემდეგ....ეს ინციდენტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არაფერი ხელის დარტყმის მსგავსი არ იყო, უბრალოდ წამათრიეს... უნდა შეეგუონ, რომ გამოცდები დაწერონ არადისტანციურად" - პროფესორი რამაზ ხომერიკი თსუ-ში მომხდარსა და გამოსავალზე

"არაფერი ხელის დარტყმის მსგავსი არ იყო, უბრალოდ წამათრიეს... უნდა შეეგუონ, რომ გამოცდები დაწერონ არადისტანციურად" - პროფესორი რამაზ ხომერიკი თსუ-ში მომხდარსა და გამოსავალზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები საზოგადოების განხილვის საგანია. თსუ-დან გავრცელდა მძიმედ სანახავი კადრები, სადაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო აღბეჭდილი. ერთ-ერთ ვიდეოზე კი ჩანდა, თუ როგორ მიჰყავდათ სტუდენტებს ძალის გამოყენებით, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი რამაზ ხომერიკი.

ხომერიკი "ფორმულასთან" ამბობს, რომ "ხელის დარტყმის მსგავსი არაფერი ყოფილა" და მომხდარს იხსენებს:

"მე ხომ ვყოფილვარ სტუდენტი?! ჩემი პროფესორებიც მახსოვს, ვინ იყვნენ, ერთი პროფესორი ერთი კვირა დადიოდა თვალზე სისხლჩაქცევით, სტუდენტებმა სცემეს. ეტყობა, ნიშანი არ დაუწერა. სადარბაზოში დახვდნენ და სცემეს.

მეორე პროფესორი მახსოვს, ჩათვლის წიგნაკები გვქონდა, კაი დიდები რა, მისცეს თავიანთი ჩათვლის წიგნაკები (სტუდენტებმა), ერთი ათი ცალი, ჩაკეტეს თავის ოთახში, სანამ აქ არ დაწერო ნიშნებს, არ გამოგიშვებთო და ეძინა ამ კაცს ჩათვლის წიგნაკებით მთელი ღამე.

ასე რომ, ეს რისკები გაცნობიერებული გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ვიღაცამ შეიძლება გვცემოს, რაღაც სტუდენტს არ მოეწონოს. ეგეც ჩვენი პასუხისმგებლობაა - ვერ აუხსენი რაღაც იმ სტუდენტს და ნუ არ შეუძლია, იმდენი თავშეკავება არ აქვს, ახალგაზრდაა.

მაგრამ პირდაპირ ვამბობ, არაფერი ხელის დარტყმის მსგავსი არ იყო, უბრალოდ წამათრიეს იქითკენ, დამდეს კალიდორის ბოლოში.

არანაირი გამოსავალი არ არსებობს, უნდა შეეგუონ ერთ რაღაცას, რომ გამოცდები უნდა დაწერონ არადისტანციურად, უნდა ჩავიდნენ რომელიმე საგამოცდო ცენტრში და დაწერონ იქ გამოცდა", - ამბობს რამაზ ხომერიკი.

  • ცნობისთვის, სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, კაბინეტს არ დატოვებდნენ.

როგორც ირკვევა, ისინი წარმოადგენენ ორგანიზაციას "ბრძოლა განათლებისთვის" და მოითხოვენ რექტორის გადაყენებას, რადგან, მათივე განცხადებით, უნივერსიტეტმა არ გაითვალისწინა სტუდენტების მოთხოვნა სემესტრის ბოლომდე სწავლის ჰიბრიდული რეჟიმი შენარჩუნებულიყო.

მათი თქმით, რექტორი გიორგი შერვაშიძე მათ უარს ეუბნება უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ბოლომდე სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემოღებაზე, რის გამოც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების დაქირავებისა და აუდიტორიებში ლექციებზე დასწრების პრობლემა ექმნებათ.