მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ს პროფესორები განცხადებას ავრცელებენ: "ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს"
თსუ-ს პროფესორები განცხადებას ავრცელებენ: "ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს"

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 10 ივ­ნისს „გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ისი­ნი ძა­ლა­დო­ბას გმო­ბენ და გუ­შინ მომ­ხდარ ფაქ­ტზე რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ასე­ვე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის რე­ა­გი­რე­ბას ითხო­ვენ.

“ჩვენ პა­ტივს ვცემთ გან­სხვა­ვე­ბულ მო­საზ­რე­ბებს, სად, თუ არა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აზ­როვ­ნე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა - რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის, ასე­ვე აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან. სწო­რედ ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვას­წავ­ლი­დით და ვას­წავ­ლით სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის სტუ­დენ­ტებს, ამი­ტომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, შე­უ­სა­ბა­მო აკა­დე­მი­უ­რი/სას­წავ­ლო სივ­რცი­სა და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხა­რე­ე­ბი არ არ­სე­ბობს, სტუ­დენ­ტებ­სა თუ პრო­ფე­სუ­რას გვაქვს ერთი სა­ერ­თო ამო­ცა­ნა - შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვგმობთ და ვე­მიჯ­ნე­ბით ძა­ლა­დო­ბას, არა­კონ­სტრუქ­ცი­ულ პრო­ტესტს, რომ­ლის შე­დე­გად და­შავ­დნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მათ შო­რის პრო­ფე­სო­რი, ჩვე­ნი კო­ლე­გა, მეც­ნი­ე­რი.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­წყოს აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა, რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ასე­ვე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მიერ.

მო­ვუ­წო­დებთ სტუ­დენ­ტებს: პრო­ტეს­ტის შემ­თხვე­ვა­ში სა­კუ­თა­რი აზრი გა­მო­ხა­ტონ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად. გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ საპ­რო­ტეს­ტო მოვ­ლე­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ზო­გა­დად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არა მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ უწყე­ბას, არა­მედ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­საც აქვთ, რათა და­იც­ვან სხვა­თა უფ­ლე­ბე­ბი, არ გას­ცდნენ მო­რა­ლურ და სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებს!

აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ სწავ­ლის არა­დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში აღ­დგე­ნის შემ­დეგ გა­დად­გმუ­ლი იქნა არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი სტუ­დენ­ტთა მხარ­და­სა­ჭე­რად: 14 მა­ი­სი­დან სწავ­ლა გაგ­რძელ­და ჰიბ­რი­დულ ფორ­მატ­ში, თი­თო­ე­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სპე­ცი­ფი­კი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის, დას­კვნი­თი და და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გა­იხ­სნა რე­გი­ო­ნუ­ლი სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი კი სა­გა­მოც­დო პე­რი­ოდ­ში გახ­და უფა­სო; ხოლო თუ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლი­მე სტუ­დენ­ტი ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხებს სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში ჩარ­თვას, ჩვენ მზად ვართ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ თი­თო­ე­ულ ასეთ სტუ­დენტს და ერ­თობ­ლი­ვად ვი­პო­ვოთ ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი.

იმ სტუ­დენ­ტე­ბის მცი­რე ჯგუფს, რომ­ლე­ბიც ჯერ სწავ­ლის გა­ნახ­ლე­ბას, შემ­დეგ კი გა­მოც­დე­ბის ფორ­მატს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 20-ზე მეტი შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მათ შო­რის 2 შეხ­ვედ­რა რექ­ტორ­თან. ასე­ვე, ჰქონ­დათ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალ­თან. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­წუ­ხა­როდ, მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და არა დი­ა­ლო­გი­სა და შე­თან­ხმე­ბის, არა­მედ ძა­ლა­დო­ბის რე­ჟიმ­ში, რო­მელ­საც, კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებთ, რომ ვერ მი­ი­ღებს და ვერ შე­ე­გუ­ე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
1

რა სულელურად მსჯელობენ ეს ვითომ პროფესორ-მასწავლებლები. ჯერ ერთი: თუ მიგაჩნიათ, რომ დისტანციური სწავლება არასრულფასოვანია, მაშინ ნება იბოძეთ და გააუქმეთ იმ ორი წლის შედეგები, როცა სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და ის ორი წელი გაიარეთ თავიდან. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მომავალში გარდაუვალია და ამიტომ მის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროთ და არა გაუქმებაზე. როდისღაც ხომ უნდა დამთავრდეს რეგიონებში მაცხოვრებელი ბავშვების დისკრიმინაცია, რატომ უნდა იარონ თბილისში რეგიონში მაცხოვრებელმა ბავშვებმა უმაღლესი განათლების მისაღებად?

ადამიანი
0

ააშენეთ სტუდენტების საერთო-საცხივრებელბი, მიეცით სტუდენტებს სწავლის საშუალება, ძალადობა კი დასაგმობია ცალსახად!

ავტორი:

თსუ-ს პროფესორები განცხადებას ავრცელებენ: "ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს"

თსუ-ს პროფესორები განცხადებას ავრცელებენ: "ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორები უნივერსიტეტში 10 ივნისს „განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შესახებ“ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ძალადობას გმობენ და გუშინ მომხდარ ფაქტზე როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავების რეაგირებას ითხოვენ.

“ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს, სად, თუ არა უნივერსიტეტში, მნიშვნელოვანია აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება - როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მხრიდან. სწორედ ამ თავისუფლებას ვასწავლიდით და ვასწავლით სხვადასხვა თაობის სტუდენტებს, ამიტომ განვითარებული მოვლენები არის კატეგორიულად მიუღებელი, შეუსაბამო აკადემიური/სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს, სტუდენტებსა თუ პროფესურას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა - შევინარჩუნოთ სწავლა-სწავლების ხარისხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის პროფესორი, ჩვენი კოლეგა, მეცნიერი.

მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ.

მოვუწოდებთ სტუდენტებს: პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად. გაითვალისწინონ, რომ საპროტესტო მოვლენების მიმდინარეობისას, ზოგადად პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც აქვთ, რათა დაიცვან სხვათა უფლებები, არ გასცდნენ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს!

აქვე შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადადგმული იქნა არაერთი ნაბიჯი სტუდენტთა მხარდასაჭერად: 14 მაისიდან სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულ ფორმატში, თითოეული ფაკულტეტის სპეციფიკისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროების შესაბამისად. ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები სტუდენტების საგამოცდო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობისთვის, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები, საერთო საცხოვრებლები კი საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო; ხოლო თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თითოეულ ასეთ სტუდენტს და ერთობლივად ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი.

იმ სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომლებიც ჯერ სწავლის განახლებას, შემდეგ კი გამოცდების ფორმატს აპროტესტებენ 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის 2 შეხვედრა რექტორთან. ასევე, ჰქონდათ კონსულტაციების შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალთან. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ ძალადობის რეჟიმში, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერ მიიღებს და ვერ შეეგუება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება“, - ნათქვამია განცხადებაში.