მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა რუდუნებითაც დაგმეთ სტუდენტები, იმავე რუდუნებით მხარდაჭერა რომ გამოგეცხადებინათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე" -  როგორ ეხმაურებიან სტუდენტების პროტესტს: განსხვავებული შეფასებები
"რა რუდუნებითაც დაგმეთ სტუდენტები, იმავე რუდუნებით მხარდაჭერა რომ გამოგეცხადებინათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე" -  როგორ ეხმაურებიან სტუდენტების პროტესტს: განსხვავებული შეფასებები

გუ­შინ ხმა­უ­რი იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­იჭრ­ნენ. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ ვიდ­რე მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და, კა­ბი­ნეტს არ და­ტო­ვებ­დნენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის" და მო­ი­თხო­ვენ რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბას, რად­გან, მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

მათი თქმით, რექ­ტო­რი გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძე მათ უარს ეუბ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლე­ბის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა­ზე, რის გა­მოც, რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ სტუ­დენ­ტებს თბი­ლის­ში ბი­ნე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბის პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ.

საკ­მა­ოდ მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია ის ვი­დე­ო­ე­ბი, რაც გავ­რცელ­და. სტუ­დენ­ტე­ბი არ ერი­დე­ბი­ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას.

ასევე დაგაინტერესებთ
22:07 / 10-06-2022

"იძალადეს დაცვის თანამშრომლებზე, ერთ-ერთ დეკანზე, რექტორის თანაშემწეზე..." - სტუდენტების ძალადობრივი პროტესტი: მძიმე კადრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან

09:14 / 11-06-2022

"სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? რაც თსუ-ში მოხდა, სირცხვილია" - რას წერს ბაჩო ხუროშვილი სტუდენტების პროტესტზე?

17:36 / 11-06-2022

"ძალადობის დიდოსტატია თსუ-ს რექტორი... როცა ის აკადემიურ დანაშაულში ვამხილე გადაწყვიტა, შური ეძია" - რას წერს კაჭკაჭიშვილი შარვაშიძესა და თსუ-ს მოვლენებზე?

18:00 / 11-06-2022

თსუ-ს პროფესორები განცხადებას ავრცელებენ: "ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს"

მომ­ხდარს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ნა­წი­ლი სტუ­დენ­ტებს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს და ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლა­დო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ზო­გი­ერ­თი კი მი­იჩ­ნევს, რომ სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ არ მო­უს­მი­ნა, რა­მაც შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო:

ოთო აბე­სა­ძე:

ის რაც თსუ - ში ხდე­ბა, არის ძა­ლი­ან ცუდი. არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს ძა­ლა­დო­ბას. დად­გა სა­ჭი­რო­ე­ბა ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის? ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ პრო­ფე­სო­რე­ბი ამის­თვის ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით, 2 ლეპ­ტო­პით მიმ­ყავს ლექ­ცია/სე­მი­ნა­რე­ბი, რომ ამომ­წუ­რა­ვად მი­ი­ღოს ყვე­ლამ ცოდ­ნა ვინ­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, რო­გო­რი რთუ­ლია პრო­ფე­სო­რის­თვის სრულ­ყო­ფი­ლად გა­დას­ცეს ცოდ­ნა სტუ­დენ­ტებს, თან აუ­დი­ტო­რი­ა­ში და თან ორ ლეპ­ტოპ­ში ისე, რომ თა­ნაბ­რად მი­ი­ღოს ყვე­ლამ ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცია?

ვინ­მეს გი­ფიქ­რი­ათ იმა­ზე, რომ თან აუ­დი­ტო­რი­ა­ში უნდა ახ­სნა და­ფა­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რად zoom - ით აკე­თო ექ­სელ­ში ამო­ცა­ნე­ბი და თან აუხ­სნა ორი­ვე გან­ზო­მი­ლე­ბას ხა­რის­ხი­ა­ნად (online/offline) ვერ ახერ­ხე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი ჩა­მოს­ვლას გა­მოც­დე­ბის­თვის თბი­ლის­ში? კი ბა­ტო­ნო, ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში მო­ე­წყო სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი. ეხ­ლაც აი ამ წამ­საც ელექტრო­ნულ გა­მოც­დებს ვა­კე­თებ­დი. აი ეს ვაგ­ხა­ნა­ლია, რაც მოხ­და თსუ-ში, არის თი­თო­ე­ულ პრო­ფე­სორ­ზე “სი­ლის გაწ­ვნა”. პრო­ტეს­ტი არის სხვა რამ და ძა­ლა­დო­ბა არის მა­რაზ­მი. არ იმ­სა­ხუ­რებს თსუ ამას და არ ვიმ­სა­ხუ­რებთ ჩვენ, პრო­ფე­სო­რე­ბი ამას. დღეს დე­კან­სა და დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად მეც მომ­ხვდა თქვენს მიერ მოქ­ნე­უ­ლი ხელი. მომ­ხვდა იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ ჩემი სტუ­დენ­ტე­ბის კომ­ფორ­ტის­თვის და სა­ნაც­ვლოდ, თსუს-თან ერ­თად ეს დარ­ტყმა მი­ვი­ღე მეც.

პეტ­რე კოლ­ხი:

ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხდე­ბა.ძა­ლი­ან არ უხ­დე­ბა მის კედ­ლებს და იმ გა­რე­მოს, სა­დაც პრო­ფე­სი­ას­თან ერ­თად, თა­ო­ბე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბებს, მიდ­გო­მებს, ადა­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლობ­და.და­ი­კარ­გა პა­ტი­ვის­ცე­მა და თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ…მახ­სოვს, ლექ­ტო­რი რომ ჩა­ივ­ლი­და დე­რე­ფან­ში, კე­დელ­თან ავი­ტუ­ზე­ბო­დით, ნა­ბი­ჯე­ბით მთე­ლი ამ­ბა­ვი მოჰ­ქონ­და…ეს არ იყო შიში, არც კომ­პლექ­სი, მო­წი­წე­ბა და კრძალ­ვა იყო…არ მიყ­ვარს, ახალ­გაზ­რდებს ყვე­ლა­ფერს რომ უწუ­ნე­ბენ… სა­ოც­რად გო­ნი­ე­რი, აზ­რი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბა მო­დის… უფ­რო­სი თა­ო­ბა კი მეტ პა­ტი­ვის­ცე­მას და გაფრ­თხი­ლე­ბას იმ­სა­ხუ­რებს…ერთ-ერთი მცნე­ბაც ამას გვე­უბ­ნე­ბა "პა­ტი­ვი ეც მა­მა­სა შენ­სა და დე­და­სა შენ­სა”…. ეს მარ­ტო მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას არ გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა, თუ სხვას ჩა­წიხ­ლავ და გა­და­თე­ლავ, აღარც მშობ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­დის…გული მტკი­ვა, გან­ვიც­დი…ვი­ტყვი იმა­საც, რომ ეს მარ­ტო სტუ­დენ­ტე­ბის ბრა­ლი არ არის, მათ ჩვენ მი­ვე­ცით ძა­ლი­ან ცუდი მა­გა­ლი­თი… ისი­ნი გა­წევ-გა­მო­წე­ვას ხე­და­ვენ პარ­ლენ­ტში, ოჯახ­ში, ძა­ლა­დო­ბას გა­ურ­ბი­ან ეკ­ლე­სი­ი­დან… არ მიკ­ვირს, რომ ასე იქ­ცე­ვი­ან, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან ცუდი სა­ყუ­რე­ბე­ლია!..

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი:

ყვე­ლა კერ­ძო უმაღ­ლე­სი სას­წვლე­ბე­ლი უნდა გა­ვი­ტა­ნოთ თბი­ლი­სი­დან. თბი­ლის­ში უნდა დარ­ჩეს ისი­ნი, რომ­ლე­ბიც კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­საც იყ­ვნენ: თსუ, სა­მე­დი­ცო­ნო, თე­ატ­რა­ლუ­რი და ა.შ. და­ნარჩრნებს ანუ კერ­ძო­ებს და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლებს მთავ­რო­ბამ უნდა შეს­თა­ვა­ზოს შე­ღა­ვა­თე­ბი (ვთქვათ ყვე­ლა გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა 10 წლით) იმის სა­ნაც­ვლოდ, რომ გა­და­ვიდ­ნენ თუნ­დაც თბილსთან ახ­ლოს მდე­ბა­რე რე­გი­ო­ნულ ცენ­ტრებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა: თე­ლა­ვი, გორი, რუს­თა­ვი...ახლო ქა­ლა­ქებს იმი­ტომ ვა­სა­ხე­ლებ, რომ პრო­ფე­სუ­რა ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და სი­ა­რუ­ლი რომ არ გა­უ­ჭირ­დეთ. თუმ­ცა თუ ვინ­მე მო­ა­ხერ­ხებს და მო­ინ­დო­მებს ლიხს იქი­თაც გა­დას­ვლას: ქუ­თა­ის­ში, ზუგ­დიდ­ში, ფოთ­ში და ა.შ. კი­დევ უფრო მე­ტად უნდა წა­ა­ხა­ლი­სონ. ამ ცვლი­ლე­ბით რამ­დნე­ი­მე კურ­დღელს და­ვი­ჭერთ:

1) გა­ნიტ­ვირ­თე­ბა თბი­ლი­სი, სა­დაც ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი ერ­თა­დაა თავ­მოყ­რი­ლი

2) და­იტ­ვირ­თე­ბა და გა­მო­ცო­ცხლდე­ბა პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბი.

3) სტუ­დენ­ტებს ბინა და ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა და­უჯ­დე­ბათ იმის ნა­ხე­ვა­რი ფასი, რაც თბი­ლის­ში.

4) ხოლო პა­ტა­რა ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს მი­ცე­მათ ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

5) ამ ქა­ლა­ქებ­ში და­მა­ტე­ბით გაჩ­ნდე­ბა კა­ფე­ე­ბი, კლუ­ბე­ბი და ა.შ.

ზურა სი­ხა­რუ­ლი­ძე:

ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, მით უმე­ტეს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში!!! მაგ­რამ რა არის ამის მი­ზე­ზი - ზუს­ტად პოსტპან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დი. ჩვენ დავ­კარ­გეთ და აი, ამ სტუ­დენ­ტებ­მაც იმ ორი წლის მან­ძილ­ზე პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი ერ­თმა­ნეთ­შიც და მათ­თა­ნაც. იმათ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ ასე­თი ტი­პის ქცე­ვი­თი მო­დე­ლი, ეს არც მათი ბრა­ლია, არც არა­ვი­სი, ეს სი­ტუ­ა­ცი­უ­რად ხდე­ბა, ამი­ტომ ქა­ო­ტუ­რად არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო სწავ­ლის გაგ­რძლე­ბა, უნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო რა­ღაც გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი და ადაპ­ტი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო მათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კედ­ლებს და ჩვე­ულ რე­ჟიმს და­უბ­რუნ­დნენ. ძაან მძი­მე კრი­ზი­სია ეხლა უმაღ­ლე­სი გან­თლე­ბის სის­ტე­მა­ში. ბევ­რი ქვე­ყა­ნა დარ­ჩა ჰიბ­რი­დულ მო­დელ­ზე და ნელ ნელა გა­დავ­ლენ ან დარ­ჩე­ბი­ან ამ მო­დელ­ზე. ამი­ტო სულ ვი­ძახ­დი, რომ პოს­ტკო­ვი­დუ­რი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა მძი­მე, ბევ­რი რამ იქ­ნე­ბო­და შეც­ვლი­ლი და ამის­თვის უნდა მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვით. არა­ვის არ გა­უ­ვა ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით სა­უ­ბა­რი და ყვე­ლა წა­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა

დათო ლიკ­ლი­კა­ძე:

ჩემი სო­ლი­და­რო­ბა და სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სტუ­დენ­ტებს. მე­ამ­ბო­ხე­ებს, რომ­ლებ­საც ორი თვეა არა­ვინ მო­უს­მი­ნა და ვინც მო­უს­მი­ნა, იმა­ნაც გა­და­აგ­დო. ჩემი მხარ­და­ჭე­რა იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ იმი­ტომ ითხოვ­დნენ, რა­საც ითხოვ­დნენ, რომ ბი­ნის ქი­რას ვერ იხ­დი­ან და იმი­ტო­მაც ვერ ჩა­დი­ან თბი­ლის­ში. ამა­ზე ვინ­მეს გი­ფიქ­რი­ათ? მე მი­ფიქ­რია.

ბი­ნის ქი­რა­საც ვუხ­დი­დით ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ბენ­ზინ­საც და არ იკად­რეს პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა ქუ­თა­ის­ში სი­ა­რუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის­თვის. და რა არის იმა­ში გა­უ­გე­ბა­რი, რომ სტუ­დენ­ტი ვერ ჩა­დის თბი­ლის­ში? ახლა არ გა­მო­მიხ­ტეთ აქ­ცი­ის ფორ­მა­ზე. ფორ­მა მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ პრო­ტეს­ტი სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბი. იქ­ნებ რომ მოგ­ვეს­მი­ნა ამ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, გა­მო­საშ­ვე­ბი აგ­რე­სი­აც არ გვქო­ნო­და. გი­ფიქ­რი­ათ? მე მი­ფიქ­რია.

ნატა ასა­თი­ა­ნი:

რაც არ უნდა სა­მარ­თლი­ა­ნი იყოს მო­თხოვ­ნე­ბი (თუმ­ცა ჩემი პო­ზი­ცია ამ უსა­მარ­თლო­ბა­ზე ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა ადრე სა­ჯა­როდ უკვე და­ვა­ფიქ­სი­რე), ამ ფორ­მით ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის, ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რე­ბის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ამ­გვა­რად "მიზ­ნის" მიღ­წე­ვა ამო­რა­ლუ­რი და და­უშ­ვე­ბე­ლია. დღეს სტუ­დენ­ტებ­მა რე­ა­ლო­ბის გან­ცდა და­კარ­გეს და გა­და­ვიდ­ნენ მო­რა­ლურ ზღვარს. ბევ­რი სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ტეს­ტი მახ­სოვს და მა­შინ სო­ლი­და­რუ­ლი ვი­ყა­ვი მათი. სა­მარ­თლი­ა­ნი და მარ­თლაც შეს­რუ­ლე­ბა­დი მო­თხოვ­ნე­ბი კი პო­ლი­ცი­ი­სა და ხელ­კე­ტე­ბის ძა­ლით იხ­შო­ბო­და. დღეს სხვა ვი­თა­რე­ბაა. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის შე­ხე­ბა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. იმე­დი მაქვს, ყვე­ლა და­ფიქ­რდე­ბა თა­ვის საქ­ცი­ელ­ზე და მალე გა­მო­ი­ტანს დას­კვნებს. ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა პრო­ფე­სორ რა­მაზ ხო­მე­რიკს, ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის დე­კანს და დაც­ვის ოთხ თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლე­ბიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ!

სოფო ხორ­გუ­ა­ნი:

რა რუ­დუ­ნე­ბი­თაც ყვე­ლამ დაგ­მეთ ის სტუ­დენ­ტე­ბი, იმა­ვე რუ­დუ­ნე­ბით მათ­თვის მხარ­და­ჭე­რა რომ გა­მო­გე­ცხა­დე­ბი­ნათ, აქამ­დე არ მი­ვი­დო­და საქ­მე. ცი­ცი­კო­რე­ე­ბის მად­ლით!

გი­ორ­გი კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი:

ასე ექ­ცე­ვი­ან დღეს პრო­ფე­სორს. ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­თი აგ­რე­სია, ასე­თი საქ­ცი­ე­ლი. სტუ­დენ­ტი ასე არ უნდა იქ­ცე­ო­დეს! უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებგ­ვერ­დზე რა­მაზ ხო­მე­რიკ­ზე ასე­თი რამ წა­ვი­კი­თხე: "რა­მაზ ხო­მე­რი­კი მისი დე­კა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­წლი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბულ სტუ­დენ­ტსა თუ სტუ­დენ­ტთა ჯგუფს (თი­თო­ე­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან) სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სი­დან 600 ლა­რით აჯილ­დო­ვებ­და".

ბუბა კუ­და­ვა:

რა კად­რე­ბიც უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ვრცელ­დე­ბა, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ცემა-ტყე­პას პრო­ტესტთან არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არა აქვს!

ბაჩო ხუ­როშ­ვი­ლი:

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის მხა­რეს ვი­დე­ქი და მხარს ვუ­ჭერ­დი გულრ­წფელ პრო­ტესტს. ხო და იმას, რაც დღეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხდე­ბა, არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და არის სირ­ცხვი­ლი. ეს ლაფი ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ას არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია და არც თქვენ ხართ ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც თსუ-ს სა­ხედ შეგ­ვიძ­ლია აღ­ვიქ­ვათ! და­ი­მახ­სოვ­რეთ და შე­ე­გუ­ეთ, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი არც ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბია და არც ცა­რი­ე­ლი სა­ხე­ლი. ესაა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც დღემ­დე იყო და არის წამ­ყვა­ნი ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კერა. და ვინ ლან­ძღავს? ის პრო­ფე­სო­რე­ბი, ბლო­გი რომ არ და­უ­წე­რი­ათ ცხოვ­რე­ბა­ში, არა თუ სტა­ტია? ის ხალ­ხი, პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას რომ ვერ არ­ჩევს? ის ხალ­ხი, უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ სარ­კე­ე­ბი­ა­ნი სა­პირ­ფა­რე­შო ჰგო­ნია? დიახ, ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს თსუ-ს და ბევ­რი რა­მაა დრო­უ­ლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ თქვენ სად გა­ი­ზარ­დეთ?

მა­მის და ბა­ბუ­ის ასა­კის ხალ­ხზე ხელი რო­გორ აღ­მარ­თეთ? ხელი რო­გორ მო­კი­დეთ იმ ხალ­ხს, თქვე­ნი წონა მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბი რომ აქვთ ნა­წე­რი და თქვე­ნი თმის რა­ო­დე­ნო­ბის სტუ­დენ­ტი რომ ჰყავთ აღ­ზრდი­ლი! რო­მელ ონ­ლა­ინ გა­მოც­დას ითხოვთ, დე­ი­დაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა, ვინ­მე გი­ორ­გიმ რომ უნდა და­წე­როს თქვენს ნაც­ვლად? გა­მობ­რძან­დით უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და მო­ი­ხა­დეთ ბო­დი­ში, პირ­ველ რიგ­ში პრო­ფე­სო­რებს და ლექ­ტო­რებს მო­უ­ბო­დი­შეთ, სა­გან­ზე მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად, 90 ლა­რად რომ გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე:

რა კად­რე­ბიც უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ვრცელ­დე­ბა, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ცემა- ტყე­პას პრო­ტესტთან არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არა აქვს!

გიგი თევ­ზა­ძე:

რაც სტუ­დენ­ტე­ბი VS თსუ ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ­ბავ­ზე კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობ, გა­ხა­რია და­მაკ­ლდა:"ინ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე შე­ტე­ვა უნდა და­ი­სა­ჯო­სო", რომ გა­მო­ვა და იტყვის."მთე­ლი სიმ­კაც­რი­თო"."გა­და­სარ­ჩე­ნია ინ­სტი­ტუ­ცი­აო. აბა რა გგო­ნი­ა­თო". ნუ, თვალ­საც ჩა­გიკ­რავთ, ალ­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსანდრე
0

ბატონო გიგი თევზაძე! სამარცხვინოა თქვენი კომენტარი. თქვენ პირველი უნდა გმობეთ სტუდენტების კრიმინალურ მოქმედებას და ლექტორების ცემა-ტყეპას.შემირცხვენიხართ!!! თქვენს ხელში გავლილი საბრალო სტუდენტები...P.S. განათლებულ ადამიანს აზროვნების და ანალიზის უნარიც უნდა გააჩნდეს წესით!!!

lika
3

აი შედეგი ესენი არიან თქვენი განათლებული სტუდენტები. რასაც დასთეს იმას იმკით!

ავტორი:

"რა რუდუნებითაც დაგმეთ სტუდენტები, იმავე რუდუნებით მხარდაჭერა რომ გამოგეცხადებინათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე" -  როგორ ეხმაურებიან სტუდენტების პროტესტს: განსხვავებული შეფასებები

"რა რუდუნებითაც დაგმეთ სტუდენტები, იმავე რუდუნებით მხარდაჭერა რომ გამოგეცხადებინათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე" -  როგორ ეხმაურებიან სტუდენტების პროტესტს: განსხვავებული შეფასებები

გუშინ ხმაური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, კაბინეტს არ დატოვებდნენ.

როგორც ირკვევა, ისინი წარმოადგენენ ორგანიზაციას "ბრძოლა განათლებისთვის" და მოითხოვენ რექტორის გადაყენებას, რადგან, მათივე განცხადებით, უნივერსიტეტმა არ გაითვალისწინა სტუდენტების მოთხოვნა სემესტრის ბოლომდე სწავლის ჰიბრიდული რეჟიმი შენარჩუნებულიყო.

მათი თქმით, რექტორი გიორგი შერვაშიძე მათ უარს ეუბნება უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ბოლომდე სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემოღებაზე, რის გამოც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების დაქირავებისა და აუდიტორიებში ლექციებზე დასწრების პრობლემა ექმნებათ.

საკმაოდ მძიმე საყურებელია ის ვიდეოები, რაც გავრცელდა. სტუდენტები არ ერიდებიან უნივერსიტეტის თანამშრომლების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

მომხდარს განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. ნაწილი სტუდენტებს მწვავედ აკრიტიკებს და ამბობენ, რომ ძალადობა დაუშვებელია. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ მოუსმინა, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო:

ოთო აბესაძე:

ის რაც თსუ - ში ხდება, არის ძალიან ცუდი. არანაირი გამართლება არ აქვს ძალადობას. დადგა საჭიროება ჰიბრიდული სწავლების? ყველაფერს ვაკეთებთ პროფესორები ამისთვის ხელებით, ფეხებით, 2 ლეპტოპით მიმყავს ლექცია/სემინარები, რომ ამომწურავად მიიღოს ყველამ ცოდნა ვინმე დაინტერესებულა, როგორი რთულია პროფესორისთვის სრულყოფილად გადასცეს ცოდნა სტუდენტებს, თან აუდიტორიაში და თან ორ ლეპტოპში ისე, რომ თანაბრად მიიღოს ყველამ ხარისხიანი ინფორმაცია?

ვინმეს გიფიქრიათ იმაზე, რომ თან აუდიტორიაში უნდა ახსნა დაფაზე, პარალელურად zoom - ით აკეთო ექსელში ამოცანები და თან აუხსნა ორივე განზომილებას ხარისხიანად (online/offline) ვერ ახერხებენ სტუდენტები ჩამოსვლას გამოცდებისთვის თბილისში? კი ბატონო, ყველა დიდ ქალაქში მოეწყო საგამოცდო ცენტრი. ეხლაც აი ამ წამსაც ელექტრონულ გამოცდებს ვაკეთებდი. აი ეს ვაგხანალია, რაც მოხდა თსუ-ში, არის თითოეულ პროფესორზე “სილის გაწვნა”. პროტესტი არის სხვა რამ და ძალადობა არის მარაზმი. არ იმსახურებს თსუ ამას და არ ვიმსახურებთ ჩვენ, პროფესორები ამას. დღეს დეკანსა და დაცვის თანამშრომლებთან ერთად მეც მომხვდა თქვენს მიერ მოქნეული ხელი. მომხვდა იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი სტუდენტების კომფორტისთვის და სანაცვლოდ, თსუს-თან ერთად ეს დარტყმა მივიღე მეც.

პეტრე კოლხი:

ძალიან დასანანია, რაც უნივერსიტეტში ხდება.ძალიან არ უხდება მის კედლებს და იმ გარემოს, სადაც პროფესიასთან ერთად, თაობები ურთიერთობებს, მიდგომებს, ადამიანობას სწავლობდა.დაიკარგა პატივისცემა და თავაზიანობა ერთმანეთის მიმართ…მახსოვს, ლექტორი რომ ჩაივლიდა დერეფანში, კედელთან ავიტუზებოდით, ნაბიჯებით მთელი ამბავი მოჰქონდა…ეს არ იყო შიში, არც კომპლექსი, მოწიწება და კრძალვა იყო…არ მიყვარს, ახალგაზრდებს ყველაფერს რომ უწუნებენ… საოცრად გონიერი, აზრიანი, ნიჭიერი თაობა მოდის… უფროსი თაობა კი მეტ პატივისცემას და გაფრთხილებას იმსახურებს…ერთ-ერთი მცნებაც ამას გვეუბნება ,,პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა”…. ეს მარტო მშობლების პატივისცემას არ გულისხმობს, თუმცა, თუ სხვას ჩაწიხლავ და გადათელავ, აღარც მშობლის პატივისცემა გამოდის…გული მტკივა, განვიცდი…ვიტყვი იმასაც, რომ ეს მარტო სტუდენტების ბრალი არ არის, მათ ჩვენ მივეცით ძალიან ცუდი მაგალითი… ისინი გაწევ-გამოწევას ხედავენ პარლენტში, ოჯახში, ძალადობას გაურბიან ეკლესიიდან… არ მიკვირს, რომ ასე იქცევიან, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი საყურებელია!..

მერაბ მეტრეველი:

ყველა კერძო უმაღლესი სასწვლებელი უნდა გავიტანოთ თბილისიდან. თბილისში უნდა დარჩეს ისინი, რომლებიც კომუნისტების დროსაც იყვნენ: თსუ, სამედიცონო, თეატრალური და ა.შ. დანარჩრნებს ანუ კერძოებს და მათ შორის ყველაზე პრესტიჟულებს მთავრობამ უნდა შესთავაზოს შეღავათები (ვთქვათ ყველა გადასახადისგან გათავისუფლება 10 წლით) იმის სანაცვლოდ, რომ გადავიდნენ თუნდაც თბილსთან ახლოს მდებარე რეგიონულ ცენტრებში, როგორებიცაა: თელავი, გორი, რუსთავი...ახლო ქალაქებს იმიტომ ვასახელებ, რომ პროფესურა ძირითადად თბილისში ცხოვრობს და სიარული რომ არ გაუჭირდეთ. თუმცა თუ ვინმე მოახერხებს და მოინდომებს ლიხს იქითაც გადასვლას: ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში და ა.შ. კიდევ უფრო მეტად უნდა წაახალისონ. ამ ცვლილებით რამდნეიმე კურდღელს დავიჭერთ:

1) განიტვირთება თბილისი, სადაც ისედაც ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი

2) დაიტვირთება და გამოცოცხლდება პატარა ქალაქები.

3) სტუდენტებს ბინა და ზოგადად, ცხოვრება დაუჯდებათ იმის ნახევარი ფასი, რაც თბილისში.

4) ხოლო პატარა ქალაქის მცხოვრებლებს მიცემათ ბინების გაქირავების საშუალება.

5) ამ ქალაქებში დამატებით გაჩნდება კაფეები, კლუბები და ა.შ.

ზურა სიხარულიძე:

ყველანაირი ძალადობა დაუშვებელია, მით უმეტეს, უნივერსიტეტში!!! მაგრამ რა არის ამის მიზეზი - ზუსტად პოსტპანდემიური პერიოდი. ჩვენ დავკარგეთ და აი, ამ სტუდენტებმაც იმ ორი წლის მანძილზე პირდაპირი კომუნიკაციის უნარი ერთმანეთშიც და მათთანაც. იმათ ჩამოუყალიბდათ ასეთი ტიპის ქცევითი მოდელი, ეს არც მათი ბრალია, არც არავისი, ეს სიტუაციურად ხდება, ამიტომ ქაოტურად არ უნდა მომხდარიყო სწავლის გაგრძლება, უნდა მომზადებულიყო რაღაც გარდამავალი პერიოდი და ადაპტირება უნდა მომხდარიყო მათ ცნობიერებაში, რომ უნივერსიტეტის კედლებს და ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. ძაან მძიმე კრიზისია ეხლა უმაღლესი განთლების სისტემაში. ბევრი ქვეყანა დარჩა ჰიბრიდულ მოდელზე და ნელ ნელა გადავლენ ან დარჩებიან ამ მოდელზე. ამიტო სულ ვიძახდი, რომ პოსტკოვიდური პერიოდი იქნება მძიმე, ბევრი რამ იქნებოდა შეცვლილი და ამისთვის უნდა მოვმზადებულიყავით. არავის არ გაუვა ულტიმატუმის ენით საუბარი და ყველა წაგებული დარჩება

დათო ლიკლიკაძე:

ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა სტუდენტებს. მეამბოხეებს, რომლებსაც ორი თვეა არავინ მოუსმინა და ვინც მოუსმინა, იმანაც გადააგდო. ჩემი მხარდაჭერა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ითხოვდნენ, რასაც ითხოვდნენ, რომ ბინის ქირას ვერ იხდიან და იმიტომაც ვერ ჩადიან თბილისში. ამაზე ვინმეს გიფიქრიათ? მე მიფიქრია.

ბინის ქირასაც ვუხდიდით ქართველი ხალხი და ბენზინსაც და არ იკადრეს პარლამენტარებმა ქუთაისში სიარული პარლამენტისთვის. და რა არის იმაში გაუგებარი, რომ სტუდენტი ვერ ჩადის თბილისში? ახლა არ გამომიხტეთ აქციის ფორმაზე. ფორმა მიუღებელია, მაგრამ პროტესტი სრულიად მისაღები. იქნებ რომ მოგვესმინა ამ ახალგაზრდებისთვის, გამოსაშვები აგრესიაც არ გვქონოდა. გიფიქრიათ? მე მიფიქრია.

ნატა ასათიანი:

რაც არ უნდა სამართლიანი იყოს მოთხოვნები (თუმცა ჩემი პოზიცია ამ უსამართლობაზე ერთ-ერთმა პირველმა ადრე საჯაროდ უკვე დავაფიქსირე), ამ ფორმით ასაკოვანი ადამიანების, ჩვენი პროფესორების ფიზიკური შეურაცხყოფა და ამგვარად "მიზნის" მიღწევა ამორალური და დაუშვებელია. დღეს სტუდენტებმა რეალობის განცდა დაკარგეს და გადავიდნენ მორალურ ზღვარს. ბევრი სტუდენტური პროტესტი მახსოვს და მაშინ სოლიდარული ვიყავი მათი. სამართლიანი და მართლაც შესრულებადი მოთხოვნები კი პოლიციისა და ხელკეტების ძალით იხშობოდა. დღეს სხვა ვითარებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სამართალდამცავებსა და სტუდენტებს შორის შეხება თავიდან ავიცილოთ. იმედი მაქვს, ყველა დაფიქრდება თავის საქციელზე და მალე გამოიტანს დასკვნებს. ჩემი დიდი პატივისცემა პროფესორ რამაზ ხომერიკს, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს და დაცვის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც საავადმყოფოში გადავიყვანეთ!

სოფო ხორგუანი:

რა რუდუნებითაც ყველამ დაგმეთ ის სტუდენტები, იმავე რუდუნებით მათთვის მხარდაჭერა რომ გამოგეცხადებინათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე. ციციკორეების მადლით!

გიორგი კალატოზიშვილი:

ასე ექცევიან დღეს პროფესორს. ჩემთვის მიუღებელია ასეთი აგრესია, ასეთი საქციელი. სტუდენტი ასე არ უნდა იქცეოდეს! უნივერსიტეტის ვებგვერდზე რამაზ ხომერიკზე ასეთი რამ წავიკითხე: "რამაზ ხომერიკი მისი დეკანობის პერიოდში ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულ სტუდენტსა თუ სტუდენტთა ჯგუფს (თითოეული დეპარტამენტიდან) საკუთარი ხელფასიდან 600 ლარით აჯილდოვებდა".

ბუბა კუდავა:

რა კადრებიც უნივერსიტეტიდან ვრცელდება, ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი და ადამიანების, უნივერსიტეტის თანამშრომლების ცემა-ტყეპას პროტესტთან არავითარი საერთო არა აქვს!

ბაჩო ხუროშვილი:

მთელი ცხოვრება სტუდენტების მხარეს ვიდექი და მხარს ვუჭერდი გულრწფელ პროტესტს. ხო და იმას, რაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება, არაფერი აქვს საერთო ამ უნივერსიტეტის ღირებულებებთან და არის სირცხვილი. ეს ლაფი ამ ინსტიტუციას არ დაუმსახურებია და არც თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც თსუ-ს სახედ შეგვიძლია აღვიქვათ! დაიმახსოვრეთ და შეეგუეთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არც ცარიელი კედლებია და არც ცარიელი სახელი. ესაა უძველესი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე იყო და არის წამყვანი ქართული სამეცნიერო კერა. და ვინ ლანძღავს? ის პროფესორები, ბლოგი რომ არ დაუწერიათ ცხოვრებაში, არა თუ სტატია? ის ხალხი, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას რომ ვერ არჩევს? ის ხალხი, უნივერსიტეტი რომ სარკეებიანი საპირფარეშო ჰგონია? დიახ, ბევრი პრობლემა აქვს თსუ-ს და ბევრი რამაა დროულად მოსაგვარებელი, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ?

მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? ხელი როგორ მოკიდეთ იმ ხალხს, თქვენი წონა მონოგრაფიები რომ აქვთ ნაწერი და თქვენი თმის რაოდენობის სტუდენტი რომ ჰყავთ აღზრდილი! რომელ ონლაინ გამოცდას ითხოვთ, დეიდაშვილის მეგობარმა, ვინმე გიორგიმ რომ უნდა დაწეროს თქვენს ნაცვლად? გამობრძანდით უნივერსიტეტიდან და მოიხადეთ ბოდიში, პირველ რიგში პროფესორებს და ლექტორებს მოუბოდიშეთ, საგანზე მოხალისეობრივად, 90 ლარად რომ გემსახურებიან.

გიორგი ლობჟანიძე:

რა კადრებიც უნივერსიტეტიდან ვრცელდება, ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი და ადამიანების, უნივერსიტეტის თანამშრომლების ცემა- ტყეპას პროტესტთან არავითარი საერთო არა აქვს!

გიგი თევზაძე:

რაც სტუდენტები VS თსუ ადმინისტრაცია ამბავზე კომენტარებს ვკითხულობ, გახარია დამაკლდა:"ინსტიტუციაზე შეტევა უნდა დაისაჯოსო", რომ გამოვა და იტყვის."მთელი სიმკაცრითო"."გადასარჩენია ინსტიტუციაო. აბა რა გგონიათო". ნუ, თვალსაც ჩაგიკრავთ, ალბათ.