მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? რაც თსუ-ში მოხდა, სირცხვილია" - რას წერს ბაჩო ხუროშვილი სტუდენტების პროტესტზე?
"სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? რაც თსუ-ში მოხდა, სირცხვილია" - რას წერს ბაჩო ხუროშვილი სტუდენტების პროტესტზე?

სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბაჩო ხუ­როშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის მხა­რეს დგას, თუმ­ცა რაც თსუ-ში მოხ­და, არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და არის სირ­ცხვი­ლი.

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის მხა­რეს ვი­დე­ქი და მხარს ვუ­ჭერ­დი გულრ­წფელ პრო­ტესტს. ხო და იმას, რაც დღეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხდე­ბა, არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და არის სირ­ცხვი­ლი.

ეს ლაფი ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ას არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია და არც თქვენ ხართ ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც თსუ-ს სა­ხედ შეგ­ვიძ­ლია აღ­ვიქ­ვათ! და­ი­მახ­სოვ­რეთ და შე­ე­გუ­ეთ, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი არც ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბია და არც ცა­რი­ე­ლი სა­ხე­ლი. ესაა უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც დღემ­დე იყო და არის წამ­ყვა­ნი ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კერა. და ვინ ლან­ძღავს? ის პრო­ფე­სო­რე­ბი ბლო­გი რომ არ და­უ­წე­რი­ათ ცხოვ­რე­ბა­ში, არა თუ სტა­ტია?

ის ხალ­ხი, პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას რომ ვერ არ­ჩევს? ის ხალ­ხი, უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ სარ­კე­ე­ბი­ა­ნი სა­პირ­ფა­რე­შო ჰგო­ნია? დიახ, ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს თსუ-ს და ბევ­რი რა­მაა დრო­უ­ლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ თქვენ სად გა­ი­ზარ­დეთ? მა­მის და ბა­ბუ­ის ასა­კის ხალ­ხზე ხელი რო­გორ აღ­მარ­თეთ? ხელი რო­გორ მო­კი­დეთ იმ ხალ­ხს, თქვე­ნი წონა მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბი რომ აქვთ ნა­წე­რი და თქვე­ნი თმის რა­ო­დე­ნო­ბის სტუ­დენ­ტი რომ ჰყავთ აღ­ზრდი­ლი! რო­მელ ონ­ლა­ინ გა­მოც­დას ითხოვთ, დე­ი­დაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა, ვინ­მე გი­ორ­გიმ რომ უნდა და­წე­როს თქვენს ნაც­ვლად? გა­მობ­რძან­დით უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და მო­ი­ხა­დეთ ბო­დი­ში, პირ­ველ რიგ­ში პრო­ფე­სო­რებს და ლექ­ტო­რებს მო­უ­ბო­დი­შეთ სა­გან­ზე მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად, 90 ლა­რად რომ გემ­სა­ხუ­რე­ბი­ან" - წერს ხუ­როშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ხმა­უ­რი იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­იჭრ­ნენ. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ ვიდ­რე მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და, კა­ბი­ნეტს არ და­ტო­ვებ­დნენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის" და მო­ი­თხო­ვენ რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბას, რად­გან, მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა, სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

მათი თქმით, რექ­ტო­რი გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძე მათ უარს ეუბ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლე­ბის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა­ზე, რის გა­მოც, რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ სტუ­დენ­ტებს თბი­ლის­ში ბი­ნე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბის პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ.

უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მო­უ­წო­და რო­გორც თსუ-სა და ასე­ვე სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტებს, გა­რე­შე პი­რებს, რომ­ლე­ბიც თსუ-ში გა­მოც­დე­ბის ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით ჩა­ბა­რე­ბის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ას ატა­რე­ბენ, პრო­ტეს­ტის კონ­სტრუქ­ცი­ულ ფორ­მებს მი­მარ­თონ.

საკ­მა­ოდ მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია ის ვი­დე­ო­ე­ბი, რაც გავ­რცელ­და. სტუ­დენ­ტე­ბი არ ერი­დე­ბი­ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
1

გარიცხეთ ყველა სტუდენტი ვინც ეს ჩაიდინა,ისე რომ არასოდეს მიეცეს უფლება სტუდენტობის

მოქალაქე
0

ყველა რეგიონში არის უმაღლესი სასწავლებელი და ეს ფორმალურად კი არ გაკეთდა_ აუცილებლად თბილისში კი არ უნდა ისწავლონ და თან იწუწუნონ, რომ ბინის ქირას ვერ იხდიან თურმე, ამიტომ ისწავლონ იქ სადაც ცხოვრობენ, იქაც ჩვეულებრივი სწავლებაა და თუ ვინმე აპროტესტებს რომ იქ დაბალი დონის სწავლებაა_ ეს მხოლოდ მიზეზია თბილისში გამოქცევის!

 და საერთოდ: ვისაც ევალება ეს საკითხი და კიდევ ბევრი სხვა მიხედეთ ამ ქვეყანას

ავტორი:

"სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? რაც თსუ-ში მოხდა, სირცხვილია" - რას წერს ბაჩო ხუროშვილი სტუდენტების პროტესტზე?

"სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? რაც თსუ-ში მოხდა, სირცხვილია" - რას წერს ბაჩო ხუროშვილი სტუდენტების პროტესტზე?

საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ბაჩო ხუროშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მთელი ცხოვრება სტუდენტების მხარეს დგას, თუმცა რაც თსუ-ში მოხდა, არაფერი აქვს საერთო ამ უნივერსიტეტის ღირებულებებთან და არის სირცხვილი.

"მთელი ცხოვრება სტუდენტების მხარეს ვიდექი და მხარს ვუჭერდი გულრწფელ პროტესტს. ხო და იმას, რაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება, არაფერი აქვს საერთო ამ უნივერსიტეტის ღირებულებებთან და არის სირცხვილი.

ეს ლაფი ამ ინსტიტუციას არ დაუმსახურებია და არც თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც თსუ-ს სახედ შეგვიძლია აღვიქვათ! დაიმახსოვრეთ და შეეგუეთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არც ცარიელი კედლებია და არც ცარიელი სახელი. ესაა უძველესი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე იყო და არის წამყვანი ქართული სამეცნიერო კერა. და ვინ ლანძღავს? ის პროფესორები ბლოგი რომ არ დაუწერიათ ცხოვრებაში, არა თუ სტატია?

ის ხალხი, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას რომ ვერ არჩევს? ის ხალხი, უნივერსიტეტი რომ სარკეებიანი საპირფარეშო ჰგონია? დიახ, ბევრი პრობლემა აქვს თსუ-ს და ბევრი რამაა დროულად მოსაგვარებელი, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? ხელი როგორ მოკიდეთ იმ ხალხს, თქვენი წონა მონოგრაფიები რომ აქვთ ნაწერი და თქვენი თმის რაოდენობის სტუდენტი რომ ჰყავთ აღზრდილი! რომელ ონლაინ გამოცდას ითხოვთ, დეიდაშვილის მეგობარმა, ვინმე გიორგიმ რომ უნდა დაწეროს თქვენს ნაცვლად? გამობრძანდით უნივერსიტეტიდან და მოიხადეთ ბოდიში, პირველ რიგში პროფესორებს და ლექტორებს მოუბოდიშეთ საგანზე მოხალისეობრივად, 90 ლარად რომ გემსახურებიან" - წერს ხუროშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ხმაური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, კაბინეტს არ დატოვებდნენ.

როგორც ირკვევა, ისინი წარმოადგენენ ორგანიზაციას "ბრძოლა განათლებისთვის" და მოითხოვენ რექტორის გადაყენებას, რადგან, მათივე განცხადებით, უნივერსიტეტმა არ გაითვალისწინა სტუდენტების მოთხოვნა, სემესტრის ბოლომდე სწავლის ჰიბრიდული რეჟიმი შენარჩუნებულიყო.

მათი თქმით, რექტორი გიორგი შერვაშიძე მათ უარს ეუბნება უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრის ბოლომდე სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემოღებაზე, რის გამოც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს თბილისში ბინების დაქირავებისა და აუდიტორიებში ლექციებზე დასწრების პრობლემა ექმნებათ.

უნივერსიტეტმა მოუწოდა როგორც თსუ-სა და ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს, გარეშე პირებს, რომლებიც თსუ-ში გამოცდების ონლაინ ფორმატით ჩაბარების მოთხოვნით აქციას ატარებენ, პროტესტის კონსტრუქციულ ფორმებს მიმართონ.

საკმაოდ მძიმე საყურებელია ის ვიდეოები, რაც გავრცელდა. სტუდენტები არ ერიდებიან უნივერსიტეტის თანამშრომლების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ნახეთ ვიდეო: