სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხუნდაძის პოზიცია "ქართული ოცნების“ პოზიციას არ წარმოადგენს" - გია ვოლსკი
"ხუნდაძის პოზიცია "ქართული ოცნების“ პოზიციას არ წარმოადგენს" - გია ვოლსკი

არა­ვი­თა­რი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის გან­ცხა­დე­ბამ არ გა­მო­იწ­ვია - სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ ასე ფიქ­რობს, რომ უსა­მარ­თლო­ბის ატ­მოს­ფე­რო­ში ყოფ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა! - ასე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ.

რო­გორც ვოლ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რო­დე­საც უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ სა­კუ­თარ აზრს აჟ­ღე­რებს, ვალ­დე­ბუ­ლია იყოს გუ­ლახ­დი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის გარ­კვე­ულ მო­საზ­რე­ბებს იმე­ო­რებ­დეს.

ამას­თან, ვოლ­სკიმ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ხუნ­და­ძის პო­ზი­ცია პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ოფი­ცი­ა­ლურ პო­ზი­ცი­ას არ წარ­მო­ად­გენს.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია უსა­მარ­თლოა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­სა­ბა­მოა მას­ში ასა­ხუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი. დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­აჟ­ღე­რა, თუმ­ცა ეს პარ­ტი­ის და პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია არ არის.

ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა მი­ი­ღებს. ვფიქ­რობ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი გახ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

ხუნ­და­ძის პო­ზი­ცი­ის შე­ფა­სე­ბი­სას, ვოლ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას არ ემუქ­რე­ბა, მას აქვს სტან­დარ­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოც ამ სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უნდა იყოს.

"მაგ­რამ არ­სე­ბობს ერთი მთა­ვა­რი - ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი. ყვე­ლა­ფე­რი პრო­ცე­სია და ამ პრო­ცეს­ში მთა­ვა­რი თემა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ - ეს არის ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა და ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რა“, - დას­ძი­ნა მან.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ავოიე ცეკა ჩუღურეთი , ჩვენ კი დაგავალეთ საქართველო ევროკავშირში , მაგრამ მაგისათვის ჯერ ევროკავშირი უნდა ყოფილიყო საქართველოში , იმდია გესმის რაცა ვთქვი , კომუნისტებმა ე მაგ ნაცქოცქოცმოქკავშირში ყველაზე მეტი რაღაცეები იცით - ისე სვამთ ალჩუზე , როგორც დუშაშს ხოჯევვანქის ყომარბაზები !

Lasha
8

მედროვე კომუნისტი....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ხუნდაძის პოზიცია "ქართული ოცნების“ პოზიციას არ წარმოადგენს" - გია ვოლსკი

"ხუნდაძის პოზიცია "ქართული ოცნების“ პოზიციას არ წარმოადგენს" - გია ვოლსკი

არავითარი ვნებათაღელვა დიმიტრი ხუნდაძის განცხადებამ არ გამოიწვია - საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება! - ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, როდესაც უმრავლესობის წევრი საზოგადოების საყურადღებოდ საკუთარ აზრს აჟღერებს, ვალდებულია იყოს გულახდილი და საზოგადოებისა და საკუთარი ამომრჩევლის გარკვეულ მოსაზრებებს იმეორებდეს.

ამასთან, ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხუნდაძის პოზიცია პარტია "ქართული ოცნების“ და პოლიტიკური გუნდის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს.

"საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოა. აბსოლუტურად შეუსაბამოა მასში ასახული ფაქტობრივი მონაცემები. დიმიტრი ხუნდაძემ გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა ეს პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის.

ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მიიღებს. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული - საქართველოს ექნება მხარდაჭერა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ხუნდაძის პოზიციის შეფასებისას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობას არ ემუქრება, მას აქვს სტანდარტები და საქართველოც ამ სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.

"მაგრამ არსებობს ერთი მთავარი - ეს არის საქართველოს ეროვნული ღირსება და საზოგადოების ინტერესი. ყველაფერი პროცესია და ამ პროცესში მთავარი თემა უნდა შევინარჩუნოთ - ეს არის ეროვნული ღირსება, უსაფრთხოება და ევროკავშირის მხარდაჭერა“, - დასძინა მან.

ასევე იხილეთ: