სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ვიღაცამ პარტნიორები შეცდომაში შეიყვანა, ჩნდება კითხვა, მაშ, რას აკეთებს თვითონ ხელისუფლება?" - მძიმე რეზოლუცია: რა შანსი აქვს საქართველოს?
"როდესაც ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ვიღაცამ პარტნიორები შეცდომაში შეიყვანა, ჩნდება კითხვა, მაშ, რას აკეთებს თვითონ ხელისუფლება?" - მძიმე რეზოლუცია: რა შანსი აქვს საქართველოს?

დღეს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა კენ­ჭი უყრა რე­ზო­ლუ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებს ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებს, იმუ­შა­ონ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე, ევ­რო­პის კავ­ში­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 49-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად და დამ­სა­ხუ­რე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მის შეს­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. "ჩვენ მტკი­ცედ მოგ­მარ­თავთ, რომ მი­ა­ნი­ჭოთ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კას, ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 49-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად და რო­გორც დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­სის და­სა­წყი­სი და იმუ­შა­ვოთ იმა­ვე სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ლე­გი­ტი­მუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ასე­ვე შე­ვი­და ევ­რო­პარ­ლა­მე­ტის ჯგუ­ფე­ბის შეს­წო­რე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ბიზ­ნეს­მენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­საც. იქვე სა­უ­ბა­რია მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებ­ზეც.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ შეს­წო­რე­ბა­ში, რო­მელ­საც კენ­ჭი დღეს ეყა­რა, წე­რია, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი "გა­მო­ხა­ტავს შეშ­ფო­თე­ბას იმ დესტრუქ­ცი­უ­ლი რო­ლის გამო, რო­მელ­საც ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­მა­შობს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში, შეშ­ფო­თე­ბას მთავ­რო­ბა­სა და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე გავ­ლე­ნის დო­ნის გამო, მათ შო­რი­სა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი დევ­ნის თა­ო­ბა­ზე“.

მას­ში ასე­ვე "ღრმა შეშ­ფო­თე­ბაა“ გა­მო­ხა­ტუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის კავ­ში­რე­ბის გამო კრემლთან, რაც "გან­სა­ზღვრავს სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის მი­მართ.“

ასევე დაგაინტერესებთ
15:35 / 09-06-2022

"უაღრესად შემაშფოთებელია, როცა ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება" - რას აცხადებს კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

15:41 / 09-06-2022

"რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს" - ირაკლი კობახიძე

20:04 / 09-06-2022

"დღეს რეალური საფრთხეა, რომ ევროპული პერსპექტივა ხელიდან იქნეს გაშვებული... პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა" - გახარია რეზოლუციაზე

21:33 / 09-06-2022

"ძალიან მტკივნეულია, როცა გესმის, რომ საქართველო, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი, ახლა "მაჩანჩალადაა" ქცეული" - სააკაშვილი რეზოლუციას ეხმაურება

და­მა­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ხე­ლის აწე­ვით, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი, სა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის პერ­სო­ნა­ლუ­რი საქნცი­ე­ბის და­წე­სე­ბის გან­ხილ­ვის­კენ არის მო­წო­დე­ბა 308 ხმით, 218-ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად რე­ზო­ლუ­ცი­ას, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ტექ­სტი კრი­ტი­კუ­ლად ეხე­ბა 2021 წლის 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნებს, როცა "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცია, "ღირ­სე­ბის მარ­ში“, ჩა­ი­შა­ლა ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე მა­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ და პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს 50-ზე მეტი ჟურ­ნა­ლის­ტი და­შავ­და. მო­ძა­ლა­დე­ე­ბის ნა­წი­ლი და­ა­კა­ვეს და მათ პა­ტიმ­რო­ბა აქვთ მის­ჯი­ლი, ნა­წი­ლი და მათ შო­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი კი, ამ დრომ­დე არ მი­უ­ცი­ათ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში.

რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტის შე­თან­ხმე­ბულ ტექ­სტში ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას სას­ჯელ­სა და "ტვ პირ­ვე­ლი­სა“ და "ფორ­მუ­ლის“ მფლო­ბე­ლე­ბის მი­მართ აღ­ძრულ საქ­მე­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი. რე­ზო­ლუ­ცია ეხე­ბა პარ­ტია "ლე­ლოს“ დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის მი­მართ სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენ­საც.

ხაზ­გას­მუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სა­კი­თხი და ნათ­ქვა­მია, რომ მას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბით სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეს.

რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში სა­უ­ბა­რია ომ­ბუდსმე­ნის, ნინო ლომ­ჯა­რი­ას შე­სა­ხე­ბაც და ხაზ­გას­მუ­ლია მისი პო­ზი­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კრი­ტი­კი­სა.

რე­ზო­ლუ­ცი­ის დამ­ტკი­ცე­ბი­დან ერთ სა­ათ­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა, სა­დაც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ზე მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მას "ჩა­ლის ფასი აქვს“ და რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი "ფე­ი­კე­ბის მსხვერ­პლი“ გახ­და.

"კამ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლე­ბის და­სა­ცა­ვად და ამ კრი­მი­ნა­ლე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად 2012 წლი­დან წარ­მო­ებს, ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერთ უმაღ­ლეს ინ­სტი­ტუ­ტამ­დე, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტამ­დე მი­აღ­წია. ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. უაღ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რო­დე­საც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სე­ნის - ე.წ. "ფე­ი­კის“ მსხვერ­პლი ევ­რო­კავ­ში­რის ასე­თი მა­ღა­ლი რან­გის ინ­სტი­ტუ­ტიც კი ხდე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, შე­ვე­ხე­ბით, არა­ერთ, შე­და­რე­ბით, მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან ფაქ­ტობ­რივ უზუს­ტო­ბა­სა და ტყუ­ილს, რო­მე­ლიც კამ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში შე­ა­პა­რეს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე ambebi.ge-სთან აფა­სებს რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ას, ასე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თან­მდევ გან­ცხა­დე­ბას და რი­ტო­რი­კას, რო­მე­ლიც მისი თქმით, ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს.

"ერ­თის მხრივ, გა­სა­ხა­რია და მი­სა­სალ­მე­ბე­ლი, რომ რე­ზო­ლუ­ცა მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას და მო­უ­წო­დებს ევ­რო­კავ­შირს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ა­ნი­ჭოს კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სა­ტა­ტუ­სი. და­ნარ­ჩე­ნი, რაც რე­ზო­ლუ­ცი­ა­შია, არის ძა­ლი­ან მძი­მე ტექ­სტი ყვე­ლა იმ შეც­დო­მებ­თან და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზე­დაც არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია ჩვენც და ჩვენს პარტნი­ო­რებ­საც. ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ ამას ჩვე­ნი მხრი­დან არ მოჰ­ყვა შე­სა­ბა­მი­სი და ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა, რაც უნდა მოჰ­ყო­ლო­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სე­ბუ­რად თარ­გმნა.

რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ და იქი­დან გვეს­მის, რომ ვი­ღა­ცამ პარტნი­ო­რე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა, რო­გორც მი­ნი­მუმ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ჩნდე­ბა კი­თხვა, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რას აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? მე­ო­რე კი­თხვაა ის, რა­ტო­მაა ამ რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებ­ში ის პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი, რო­მელ­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“? ეს ხომ არ არის მხო­ლოდ "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“, ან რო­მე­ლი­მე ერთი ჯგუ­ფის რე­ზო­ლუ­ცია, არა­მედ 5 პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი და მხარ­და­ჭე­რი­ლი რე­ზო­ლუ­ცია, რო­მელ­თა შო­რი­საა "ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტია“, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარტნი­ო­რია. ჯერ ერთი, ისიც არ მეს­მის, რა­ტომ უნდა გვქონ­დეს პრობ­ლე­მა ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე დიდ პარ­ტი­ას­თან - "სა­ხალ­ხო პარ­ტი­ას­თან“, ან "ალ­დეს­თან“ და სხვას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია-ურ­თი­ერ­თო­ბა­ში? ამა­საც რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ამ რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებ­ში ხომ ის ადა­მი­ა­ნე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც "ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ პარტნი­ო­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ? ამი­ტომ რი­ტო­რი­კა, რომ პარტნი­ო­რე­ბი არი­ან შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლე­ბი და "ფე­ი­კის“ მსხვერ­პლნი, ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. თა­ნაც, ეს ხომ არ არის პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბა? რა­ხა­ნია, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან გვეს­მის ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმუ­ლი წუ­ხი­ლი და იმის მა­გივ­რად, რომ შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე გვე­მუ­შა­ვა, არა, ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი არის კარ­გად, ფან­ტას­ტი­კუ­რად, რომ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­საც კი ვუს­წრებთ, იქეთ, ჩვენს პარტნი­ო­რებს, რომ­ლე­ბიც მარ­თლა სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბი არი­ან, ხან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნეთ, ხან გავ­ლან­ძღეთ, ხან - მტრად გა­მო­ვა­ცხა­დეთ და ა.შ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყო­ვე­ლი­ვე ამან მიგ­ვიყ­ვა­ნა იქამ­დე, სა­დაც მიგ­ვიყ­ვა­ნა.

ვერ გე­ტყვით, რამ უფრო გა­ა­ღი­ზი­ა­ნა მმარ­თვე­ლი გუნ­დი ამ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, რა უფრო მტკი­ვე­ნე­უ­ლი იყო მათ­თვის - შე­ნიშ­ვნე­ბი, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რა, მაგ­რამ ჩემ­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა და მტკივ­ნე­უ­ლი ის, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ერთ-ერთ სა­მა­გა­ლი­თოდ მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კონ­ტექ­სტში, დღე­ვან­დელ დღეს ასე­თი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი ხდე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმის­თვი­საა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა, ასე­ვე რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა, ამი­ტო­მაა ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბა მარ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტი, რომ თურ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ­მყო­ფი ძა­ლე­ბი უფრო ძლი­ე­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რაც ეხე­ბა, ის,რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მის და­სან­ქცი­რე­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი, იმას მო­ას­წა­ვებს, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მძიმ­დე­ბა და ეს მარ­თლაც სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლე­ბი თუ არ იქნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს გა­და­ი­თარ­გმნე­ბა უკვე სხვა, უფრო მძი­მე ქმე­დე­ბებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს შან­სე­ბი, მო­ი­პო­ვოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, თუმ­ცა ის­მის კი­თხვე­ბი, - რა და რო­გო­რი იქ­ნე­ბა დათ­ქმე­ბი, რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი დევს მა­გი­და­ზე. არ­სე­ბობს ჩვენ­თვის კარ­გი, შე­და­რე­ბით კარ­გი და შე­და­რე­ბით ცუდი ვა­რი­ან­ტე­ბი. სა­ჭი­როა მუ­შა­ო­ბა. ჩვენ თუ ისევ ისე გა­ვაგ­რძე­ლეთ, რო­გორც აქამ­დე ვმუ­შა­ობ­დით, მი­ვი­ღებთ ისეთ დო­კუ­მენტს, რაც მი­ვი­ღეთ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში. უფრო მეტი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო ქვეყ­ნის შიგ­ნით და იმის ჩვე­ნე­ბა, რომ ჩვენ რა­ღა­ცე­ე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის უნა­რი შეგ­ვწევს“, - ამ­ბობს თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

კი მაგრამ არც გეოგრაფიულად ვეკუთვნით ევროპას და არც კულტურულად, არც რუსეთი ვართ და არც ოსმალეთი! ჩვენ კავკასიელები ვართ! სწორედ კავკასიელ ძმებთან ვიზიარებთ საერთო კულტურულ ღირებულებებს! ნუ დავივიწყებთ და დავანგრევთ იმ შეუფასებელ განძს რაც ჩვენმა სულმნათმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და რასაც ჩვენი ეროვნული ტრადიცია და წეს ჩვეულება ქვია, არა მგონია გადამთიელებმა რაიმე უკეთესით შესძლონ მათი ჩანაცვლება! 

baduri
10

ევროინტეგრაცია უპირველეს ყოვლისა წაადგება ხალხს გაიგეთ ადამიანებო, ესენი ბიძინა და მისი ბოკვერები ან კიდე ნაცები და მისი ბელადი ერთეულები ისევ კარგად იცხოვრებენ, მარა ჩვენ ხალხი ჭაობიდან ხავს მოკიდებული ჩავიძირებით... ევროკავშირში წევრობა ხალხის კეთილდღეობას ნიშნავს და ვისაც არ გესმით კარგად დაფიქრდით საკუთარ შვილებს თვალებში ჩახედეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"როდესაც ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ვიღაცამ პარტნიორები შეცდომაში შეიყვანა, ჩნდება კითხვა, მაშ, რას აკეთებს თვითონ ხელისუფლება?" - მძიმე რეზოლუცია: რა შანსი აქვს საქართველოს?

"როდესაც ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ვიღაცამ პარტნიორები შეცდომაში შეიყვანა, ჩნდება კითხვა, მაშ, რას აკეთებს თვითონ ხელისუფლება?" - მძიმე რეზოლუცია: რა შანსი აქვს საქართველოს?

დღეს ევროპარლამენტმა კენჭი უყრა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე. "ჩვენ მტკიცედ მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისი და იმუშავოთ იმავე სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების ასასრულებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რეზოლუციაში ასევე შევიდა ევროპარლამეტის ჯგუფების შესწორება, რომელიც მოიცავს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებასაც. იქვე საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.

ევროპარლამენტში წარმოდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭი დღეს ეყარა, წერია, რომ ევროპარლამენტი "გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორისა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე“.

მასში ასევე "ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული ივანიშვილის კავშირების გამო კრემლთან, რაც "განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ.“

დამატების პირველი ნაწილი ხელის აწევით, მეორე ნაწილი კი, სადაც ივანიშვილისთვის პერსონალური საქნციების დაწესების განხილვისკენ არის მოწოდება 308 ხმით, 218-ის წინააღმდეგ მიიღო ევროპარლამენტმა.

რაც შეეხება თავად რეზოლუციას, შეთანხმებული ტექსტი კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა "თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, "ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მოძალადეების ნაწილი დააკავეს და მათ პატიმრობა აქვთ მისჯილი, ნაწილი და მათ შორის ორგანიზატორები კი, ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში.

რეზოლუციის პროექტის შეთანხმებულ ტექსტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის, "მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და "ტვ პირველისა“ და "ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებზეა საუბარი. რეზოლუცია ეხება პარტია "ლელოს“ დამფუძნებლების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსაც.

ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

რეზოლუციის ტექსტში საუბარია ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შესახებაც და ხაზგასმულია მისი პოზიტიური ქმედებები მედიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, მიუხედავად სახელისუფლებო კრიტიკისა.

რეზოლუციის დამტკიცებიდან ერთ საათში "ქართულ ოცნებაში“ ბრიფინგი გაიმართა, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუციაზე განაცხადა, რომ მას "ჩალის ფასი აქვს“ და რომ ევროპარლამენტი "ფეიკების მსხვერპლი“ გახდა.

"კამპანიამ, რომელიც კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად 2012 წლიდან წარმოებს, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია. ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის - ე.წ. "ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება. პირველ რიგში, შევეხებით, არაერთ, შედარებით, მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე ambebi.ge-სთან აფასებს როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციას, ასევე ხელისუფლების თანმდევ განცხადებას და რიტორიკას, რომელიც მისი თქმით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"ერთის მხრივ, გასახარია და მისასალმებელი, რომ რეზოლუცა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და მოუწოდებს ევროკავშირს, რომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სატატუსი. დანარჩენი, რაც რეზოლუციაშია, არის ძალიან მძიმე ტექსტი ყველა იმ შეცდომებთან და ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, რომელზედაც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას ჩვენი მხრიდან არ მოჰყვა შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება, რაც უნდა მოჰყოლოდა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ თავისებურად თარგმნა.

როდესაც ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ და იქიდან გვესმის, რომ ვიღაცამ პარტნიორები შეცდომაში შეიყვანა, როგორც მინიმუმ, არასერიოზულია. ჩნდება კითხვა, რომ ასეთ შემთხვევაში რას აკეთებს ხელისუფლება? მეორე კითხვაა ის, რატომაა ამ რეზოლუციის მხარდამჭერებში ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელთანაც თანამშრომლობს "ქართული ოცნება“? ეს ხომ არ არის მხოლოდ "ევროპის სახალხო პარტიის“, ან რომელიმე ერთი ჯგუფის რეზოლუცია, არამედ 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელთა შორისაა "ევროპის სოციალისტური პარტია“, რომელიც "ქართული ოცნების“ პარტნიორია. ჯერ ერთი, ისიც არ მესმის, რატომ უნდა გვქონდეს პრობლემა ევროპის ყველაზე დიდ პარტიასთან - "სახალხო პარტიასთან“, ან "ალდესთან“ და სხვასთან კომუნიკაცია-ურთიერთობაში? ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამ რეზოლუციის მხარდამჭერებში ხომ ის ადამიანებიც არიან, რომლებიც "ოცნების“ პოლიტიკურ პარტნიორებს წარმოადგენენ? ამიტომ რიტორიკა, რომ პარტნიორები არიან შეცდომაში შეყვანილები და "ფეიკის“ მსხვერპლნი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თანაც, ეს ხომ არ არის პირველი შეფასება? რახანია, ჩვენი პარტნიორებისგან გვესმის ამ თემებთან დაკავშირებით გამოთქმული წუხილი და იმის მაგივრად, რომ შეცდომის გამოსწორებაზე გვემუშავა, არა, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი არის კარგად, ფანტასტიკურად, რომ ევროპულ ქვეყნებსაც კი ვუსწრებთ, იქეთ, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მართლა საქართველოს მეგობრები არიან, ხან შეურაცხყოფა მივაყენეთ, ხან გავლანძღეთ, ხან - მტრად გამოვაცხადეთ და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყოველივე ამან მიგვიყვანა იქამდე, სადაც მიგვიყვანა.

ვერ გეტყვით, რამ უფრო გააღიზიანა მმართველი გუნდი ამ რეზოლუციაში, რა უფრო მტკივენეული იყო მათთვის - შენიშვნები, თუ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის მხარდაჭერა, მაგრამ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან არასასიამოვნოა და მტკივნეული ის, რომ ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ერთ-ერთ სამაგალითოდ მოიხსენიებოდა რეფორმების განხორციელების კონტექსტში, დღევანდელ დღეს ასეთი კრიტიკის ობიექტი ხდება. ხელისუფლება იმისთვისაა ხელისუფლება, რომ მისი ვალდებულებაა პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგება, ასევე რეფორმების გატარება, ამიტომაა ის ხელისუფლება. ვერანაირად ვერ იქნება მართებული არგუმენტი, რომ თურმე ხელისუფლებაში არმყოფი ძალები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ხელისუფლება.

ბიძინა ივანიშვილს რაც ეხება, ის,რომ ევროპარლამენტარების დიდმა ნაწილმა მის დასანქცირებას დაუჭირა მხარი, იმას მოასწავებს, რომ დამოკიდებულება ძალიან მძიმდება და ეს მართლაც საგანგაშო სიგნალები თუ არ იქნა გათვალისწინებული, ეს გადაითარგმნება უკვე სხვა, უფრო მძიმე ქმედებებში. საქართველოს აქვს შანსები, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ისმის კითხვები, - რა და როგორი იქნება დათქმები, რამდენიმე ვარიანტი განიხილება, რამდენიმე პროექტი დევს მაგიდაზე. არსებობს ჩვენთვის კარგი, შედარებით კარგი და შედარებით ცუდი ვარიანტები. საჭიროა მუშაობა. ჩვენ თუ ისევ ისე გავაგრძელეთ, როგორც აქამდე ვმუშაობდით, მივიღებთ ისეთ დოკუმენტს, რაც მივიღეთ ევროპარლამენტში. უფრო მეტი მუშაობაა საჭირო ქვეყნის შიგნით და იმის ჩვენება, რომ ჩვენ რაღაცეების გამოსწორების უნარი შეგვწევს“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

იხილეთ ასევე: