სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძირითადად ბავშვის საკითხზე გვქონდა უთანხმოება... არ უვლიდა. ვუთხარი, რომ ბავშვი ჩემთვის მოეცა" - რა ჩვენება მისცა ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა
"ძირითადად ბავშვის საკითხზე გვქონდა უთანხმოება... არ უვლიდა. ვუთხარი, რომ ბავშვი ჩემთვის მოეცა" - რა ჩვენება მისცა ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა

ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი ვიცე-მერი, ზუ­რაბ ბე­რი­ძე და­ი­კი­თხა. ზუ­რაბ ბე­რი­ძე­სა და ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. რო­გორც ბე­რი­ძემ გან­მარ­ტა, შა­ტა­ლო­ვას­თან კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ სა­ერ­თო შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­და.

ყო­ფი­ლი ვიცე-მე­რის თქმით, ის შა­ტა­ლო­ვას სთხოვ­და შვი­ლი მის­თვის მი­ე­ცა, ვი­ნა­ი­დან ბე­რი­ძის თქმით, ის შვილს "კვი­რე­ბით არ ნა­ხუ­ლობ­და და შე­სა­ბა­მი­სად არ უვ­ლი­და".

ბე­რი­ძის თქმით, ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვე­ლო­ბის შე­სა­ხებ მე­ო­რე დღეს, მა­შინ შე­ი­ტყო, როცა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მი­ვიდ­ნენ.

რო­გორც ყო­ფი­ლი ვიცე-მერი აცხა­დებს, ახლა შვი­ლი მას­თა­ნაა და სა­სა­მარ­თლო­ში და­ვაც მხა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო შე­წყვე­ტი­ლია.

"ჩვენ გვყავ­და სა­ერ­თო შვი­ლი, ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა 2019 წლის და­სა­წყის­ში გა­ვი­ცა­ნი და შეგ­ვე­ძი­ნა შვი­ლი, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და იშ­ვი­ა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, ისე­თი არა, რო­გორც ცოლ-ქმარს, ან მე­გო­ბარ გო­გოს, ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, უზ­რუნ­ველ­ვყოფ­დი სა­ცხოვ­რი­სით და ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თით.

ერ­თად ვი­ცხოვ­რეთ 2021 წლის აპ­რი­ლის და­სა­წყი­სი­დან ივ­ნი­სის და­სა­წყი­სამ­დე, 3 თვე, მა­ნამ­დე ბავ­შვის სა­ნა­ხა­ვად მივ­დი­ო­დი. ორ­სუ­ლო­ბის დროს და ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­დე­გაც, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და, ბინა მე და­ვუ­ქი­რა­ვე.

ჩვენ ძი­რი­თა­დად ბავ­შვის სა­კი­თხზე გვქონ­და უთან­ხმო­ე­ბა, ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ანას­ტა­სია თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ბავ­შვს ჰყავ­და ძი­ძე­ბი. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბავ­შვს არ უვ­ლი­და, ამ მო­მენ­ტში ამა­ზე სა­უ­ბა­რი არა­კო­რექ­ტუ­ლია, ვუ­თხა­რი, რომ ბავ­შვი ჩემ­თვის მო­ე­ცა და მას­თან ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ექ­ნე­ბო­და და არას­დროს და­კარ­გავ­და ბავ­შვზე უფ­ლე­ბას, შე­უ­ზღუ­და­ვი უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და. რა­ღაც მო­მენ­ტში მთან­ხმდე­ბო­და, მერე უარს ამ­ბობ­და, შე­საძ­ლოა, ვი­ღაც ადა­მი­ა­ნე­ბი ზე­მოქ­მე­დებ­დნენ მას­ზე.

ანას­ტა­სია რას საქ­მი­ა­ნობ­და, ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­კო­რექ­ტუ­ლია ვთქვა, ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­საქ­მე­ბუ­ლი არ იყო. კვი­რე­ბი ისე გა­დი­ო­და, ბავ­შვს არ ნა­ხუ­ლობ­და. სიკ­ვდი­ლამ­დე ვეხ­მა­რე­ბო­დი, მე მის ან­გა­რიშ­ზე ვრი­ცხავ­დი თან­ხას. გვა­რი თა­ვი­დან­ვე არ მი­მი­ცია, დნმ ექ­სპერ­ტი­ზა ლე­ვან სამ­ხა­რუ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ჩა­ვა­ტა­რე და მას შემ­დეგ რაც დავ­რწმუნ­დი, რომ ჩემი შვი­ლი იყო, გვა­რი მი­ვე­ცი.

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავ­და ბავ­შვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გან­სა­ზღვრას, რო­გორც გი­თხა­რით, დე­დო­ბის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა­ზე მო­თხოვ­ნა არ ყო­ფი­ლა.

თით­ქოს, იქამ­დე მი­დო­და საქ­მე, რომ შევ­თან­მხდე­ბო­დით, უთან­ხმო­ე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი რო­გორც გი­თხა­რით, ბავ­შვი იყო, ჩხუ­ბი და რა­ღაც არ გვქო­ნია. 2021 წლის ივ­ნი­სი­დან სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, ანას­ტა­სი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ მქო­ნია. ანას­ტა­სი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია სა­სა­მარ­თლოს მიერ ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით აკ­რძა­ლუ­ლი მქონ­და. ივ­ნის­ში გა­მო­მი­წე­რეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო შე­მი­ფარ­დეს, იქვე იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ანას­ტა­სი­ას­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცია მეკ­რძა­ლე­ბო­და. ჩემ­სა და ანას­ტა­სი­ას შო­რის შე­კა­მა­თე­ბა მოხ­და, თან­ხა მომ­თხო­ვა, ვუ­თხა­რი, რომ სა­ღა­მოს მივ­ცემ­დი, რად­გან "ქეში" არ მქონ­და, ბან­კო­მა­ტი­დან გა­ვა­ნაღ­დებ­დი და გა­დავ­ცემ­დი, უკ­მე­ხი პა­სუ­ხი გამ­ცა, თუ არ მაძ­ლევ, მე შე­მიძ­ლია თან­ხის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაო, ეს კონ­ფლიქ­ტი ბა­თუმ­ში, ჩემ­სა­ვე და­ქი­რა­ვე­ბულ ბი­ნა­ში მოგ­ვი­ვი­და. ანას­ტა­სია მა­ნამ­დე და­ქალ­თან იყო, მას­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და და მან ჩემ შვილ­თან ერ­თად ისი­ნი სახ­ლი­დან გა­მო­ყა­რა, რის შემ­დე­გაც, ჩემ მიერ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნე. ვუ­თხა­რი, თუ თან­ხის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა უნ­დო­და, წა­სუ­ლი­ყო თბი­ლის­ში, როცა ნივ­თებს შე­აგ­რო­ვებ, და­მი­რე­კე-მეთ­ქი. ძი­ძამ და­მი­რე­კა, ანსტა­სი­ამ 112-ში და­რე­კა და პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხაო, ფი­ცის ქვეშ გე­უბ­ნე­ბით, ეს ჩემ­თვის სი­ურპრი­ზი იყო. ად­ვო­კატ­მა და­არ­წმუ­ნა ალ­ბათ, თით­ქოს მე ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი ძა­ლა­დო­ბას და ეს სა­მო­ქალ­ქო და­ვის ნაც­ვლად იქ­ნე­ბო­და უმოკ­ლე­სი გზა, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო, თუკი მა­მას მო­ძა­ლა­დის სტა­ტუ­სი ექ­ნე­ბო­და. მე წა­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ოპე­რა­ცი­ე­ბიც მქონ­და გა­სა­კე­თე­ბე­ლი, უკ­რა­ი­ნა­ში 3 ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს დავ­ბრუნ­დი. ანას­ტა­სი­ას მკვე­ლო­ბის შე­სა­ხებ მე­ო­რე დღეს შე­ვი­ტყვე, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ ჩემ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში. დი­ლა­ო­ბით დიდ­ხანს ძილი მიყ­ვარს და მათ გა­მაღ­ვი­ძეს. ბავ­შვი ახლა ჩემ­თა­ნაა. მხა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­წყდა. შა­ტა­ლო­ვას დე­დას­თან ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს", - გა­ნა­ცხა­და ბე­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ზუ­რაბ ბე­რი­ძე ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მი­მართ მუ­ქა­რის ფაქ­ტზე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლია. მას შა­ტა­ლო­ვა მკვლე­ლო­ბამ­დე უჩი­ო­და.

ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე 18 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბექა ლა­ტა­რია, ბი­ძი­ნა ხა­სია და ლე­ვან რა­ჯა­ვი და­ა­კა­ვეს.

ბექა ლა­ტა­რი­ას ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

ბი­ძი­ნა ხა­სი­ას გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბა.

ლე­ვან რა­ჯავს გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას და ნარ­კო­ტი­კუ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინოს
9

ამნაირი და იმნაირი ქალი რას ნიშნავს? 

nino
40

ასეა ბატონო, ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ იმნაირ ქალებთან, თორემ მაგათი უფლებები "განსაკუთრებულად" არის დაცული, არასამთავრობო სექტორი მეტი კი არ აკეთებს რამეს, "განსხვავებულებს" იცავენ და ხალხს "აფუჭებენ".მკვლელობა კი არანაირად არ არის გამართლებული!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ძირითადად ბავშვის საკითხზე გვქონდა უთანხმოება... არ უვლიდა. ვუთხარი, რომ ბავშვი ჩემთვის მოეცა" - რა ჩვენება მისცა ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა

"ძირითადად ბავშვის საკითხზე გვქონდა უთანხმოება... არ უვლიდა. ვუთხარი, რომ ბავშვი ჩემთვის მოეცა" - რა ჩვენება მისცა ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ზურაბ ბერიძე დაიკითხა. ზურაბ ბერიძესა და ანასტასია შატალოვას საერთო შვილი ჰყავთ. როგორც ბერიძემ განმარტა, შატალოვასთან კონფლიქტი სწორედ საერთო შვილთან დაკავშირებით ჰქონდა.

ყოფილი ვიცე-მერის თქმით, ის შატალოვას სთხოვდა შვილი მისთვის მიეცა, ვინაიდან ბერიძის თქმით, ის შვილს "კვირებით არ ნახულობდა და შესაბამისად არ უვლიდა".

ბერიძის თქმით, ანასტასია შატალოვას მკველობის შესახებ მეორე დღეს, მაშინ შეიტყო, როცა მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები მივიდნენ.

როგორც ყოფილი ვიცე-მერი აცხადებს, ახლა შვილი მასთანაა და სასამართლოში დავაც მხარის გარდაცვალების გამო შეწყვეტილია.

"ჩვენ გვყავდა საერთო შვილი, ანასტასია შატალოვა 2019 წლის დასაწყისში გავიცანი და შეგვეძინა შვილი, ამ ხნის განმავლობაში გვქონდა იშვიათი ურთიერთობა, ისეთი არა, როგორც ცოლ-ქმარს, ან მეგობარ გოგოს, ყურადღებას ვაქცევდი ორსულობის პერიოდში, უზრუნველვყოფდი საცხოვრისით და ყველა საჭირო ნივთით.

ერთად ვიცხოვრეთ 2021 წლის აპრილის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე, 3 თვე, მანამდე ბავშვის სანახავად მივდიოდი. ორსულობის დროს და ბავშვის დაბადების შემდეგაც, გარკვეული პერიოდი, ბათუმში ცხოვრობდა, ბინა მე დავუქირავე.

ჩვენ ძირითადად ბავშვის საკითხზე გვქონდა უთანხმოება, ბავშვის გაჩენის შემდეგ ანასტასია თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, ბავშვს ჰყავდა ძიძები. აღმოვაჩინე, რომ ბავშვს არ უვლიდა, ამ მომენტში ამაზე საუბარი არაკორექტულია, ვუთხარი, რომ ბავშვი ჩემთვის მოეცა და მასთან ხშირი კომუნიკაცია ექნებოდა და არასდროს დაკარგავდა ბავშვზე უფლებას, შეუზღუდავი უფლება ექნებოდა. რაღაც მომენტში მთანხმდებოდა, მერე უარს ამბობდა, შესაძლოა, ვიღაც ადამიანები ზემოქმედებდნენ მასზე.

ანასტასია რას საქმიანობდა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, არაკორექტულია ვთქვა, ის ოფიციალურად დასაქმებული არ იყო. კვირები ისე გადიოდა, ბავშვს არ ნახულობდა. სიკვდილამდე ვეხმარებოდი, მე მის ანგარიშზე ვრიცხავდი თანხას. გვარი თავიდანვე არ მიმიცია, დნმ ექსპერტიზა ლევან სამხარულის ექსპერტიზის ბიუროში ჩავატარე და მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი იყო, გვარი მივეცი.

ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, როგორც გითხარით, დედობის უფლების შეზღუდვაზე მოთხოვნა არ ყოფილა.

თითქოს, იქამდე მიდოდა საქმე, რომ შევთანმხდებოდით, უთანხმოების ერთადერთი მიზეზი როგორც გითხარით, ბავშვი იყო, ჩხუბი და რაღაც არ გვქონია. 2021 წლის ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე საქართველოში არ ვიყავი, ანასტასიასთან კომუნიკაცია არ მქონია. ანასტასიასთან კომუნიკაცია სასამართლოს მიერ ნებისმიერი ფორმით აკრძალული მქონდა. ივნისში გამომიწერეს შემაკავებელი და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შემიფარდეს, იქვე იყო მითითებული, რომ ანასტასიასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მეკრძალებოდა. ჩემსა და ანასტასიას შორის შეკამათება მოხდა, თანხა მომთხოვა, ვუთხარი, რომ საღამოს მივცემდი, რადგან "ქეში" არ მქონდა, ბანკომატიდან გავანაღდებდი და გადავცემდი, უკმეხი პასუხი გამცა, თუ არ მაძლევ, მე შემიძლია თანხის გამომუშავებაო, ეს კონფლიქტი ბათუმში, ჩემსავე დაქირავებულ ბინაში მოგვივიდა. ანასტასია მანამდე დაქალთან იყო, მასთან კონფლიქტი მოუვიდა და მან ჩემ შვილთან ერთად ისინი სახლიდან გამოყარა, რის შემდეგაც, ჩემ მიერ ნაქირავებ ბინაში გადავიყვანე. ვუთხარი, თუ თანხის გამომუშავება უნდოდა, წასულიყო თბილისში, როცა ნივთებს შეაგროვებ, დამირეკე-მეთქი. ძიძამ დამირეკა, ანსტასიამ 112-ში დარეკა და პატრული გამოიძახაო, ფიცის ქვეშ გეუბნებით, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. ადვოკატმა დაარწმუნა ალბათ, თითქოს მე ვახორციელებდი ძალადობას და ეს სამოქალქო დავის ნაცვლად იქნებოდა უმოკლესი გზა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიეღო, თუკი მამას მოძალადის სტატუსი ექნებოდა. მე წავედი საქართველოდან, ოპერაციებიც მქონდა გასაკეთებელი, უკრაინაში 3 ოპერაცია გავიკეთე და სექტემბრის ბოლოს დავბრუნდი. ანასტასიას მკველობის შესახებ მეორე დღეს შევიტყვე, პოლიციელები მოვიდნენ ჩემ საცხოვრებელ ბინაში. დილაობით დიდხანს ძილი მიყვარს და მათ გამაღვიძეს. ბავშვი ახლა ჩემთანაა. მხარის გარდაცვალების გამო სასამართლოში სარჩელი შეწყდა. შატალოვას დედასთან ინტენსიური ურთიერთობა მაქვს", - განაცხადა ბერიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ბერიძე ანასტასია შატალოვას მიმართ მუქარის ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულია. მას შატალოვა მკვლელობამდე უჩიოდა.

ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკულო საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.