სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძუძუს კიბოს სკრინინგი, პრევენცია და მკურნალობა
ძუძუს კიბოს სკრინინგი, პრევენცია და მკურნალობა

ძუ­ძუს კიბო ქა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა. თუმ­ცა, სკრი­ნინ­გი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის დახ­მა­რე­ბით, მისი ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაც გა­მარ­ტივ­და და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შან­სე­ბიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და.

რა არის ძუ­ძუს კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი, რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სკრი­ნინ­გი, რო­დის უნდა მივ­მარ­თოთ მას, რო­გო­რია და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი? – ამ და სხვა კი­თხვე­ბით თო­დუ­ას კლი­ნი­კის ვე­რის ფი­ლი­ა­ლის კლი­ნი­კურ ონ­კო­ლოგს, თა­მარ ესა­კი­ას მივ­მარ­თეთ.

რა არის ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კფაქ­ტო­რე­ბი და რო­გო­რია მისი პრე­ვენ­ცი­ის გზე­ბი?

ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი რის­კფაქ­ტო­რი გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბაა. ეს ნიშ­ნავს, რომ თუკი ჩვე­ნი პირ­ვე­ლი რი­გის ორ ან მეტ ნა­თე­სავს ძუ­ძუს კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი აქვს და ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გე­ნე­ბის – BRACA1-სა და BRACA2-ს მუ­ტა­ცი­ით, შან­სი იმი­სა, რომ მსგავ­სი საფრ­თხის ქვეშ ჩვენც დავ­დგეთ, მა­ტუ­ლობს. თუმ­ცა, გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ძუ­ძუს კი­ბოს შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რი არ არის – ის და­ახ­ლო­ე­ბით პა­ცი­ენ­ტთა 5-10%-ში გვხვდე­ბა.

ასე­ვე, ძუ­ძუს კი­ბოს გა­მომ­წვევ ფაქ­ტო­რებ­ში შე­დის ნა­ად­რე­ვი მე­ნარ­ქე ანუ 12 წლამ­დე ასაკ­ში და­წყე­ბუ­ლი მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი ან გვი­ან, 55 წლის შემ­დეგ დამ­დგა­რი მე­ნო­პა­უ­ზა. და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა იმ ქა­ლებ­შიც, რო­მელ­თაც სა­ერ­თოდ არ გა­უ­ჩე­ნი­ათ ან პირ­ვე­ლი შვი­ლი გვი­ან გა­ა­ჩი­ნეს. გარ­კვე­უ­ლი კო­რე­ლა­ცია არ­სე­ბობს პე­რო­რა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბის ხან­გრძლი­ვად მოხ­მა­რე­ბა­სა და ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას შო­რი­საც. ამას­თან ერ­თად, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბის, ძუ­ძუს კი­ბოს რის­კფაქ­ტო­რებ­შიც შე­დის ალ­კოჰო­ლის ხში­რი მოხ­მა­რე­ბა, მწე­ვე­ლო­ბა, არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა და ა.შ. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უარი ვთქვათ მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ კვე­ბას, ვი­ყოთ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რე­ბი და, ზო­გა­დად, ვე­ცა­დოთ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და­ვიც­ვათ.

ძუ­ძუს კი­ბოს ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს?

ძუ­ძუს კი­ბოს ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­ლებ­მა თვე­ში ერთხელ თვით­გა­სინ­ჯვა ჩა­ი­ტა­რონ – და­აკ­ვირ­დნენ რა­ი­მე ვი­ზუ­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ან სიმ­კვრი­ვე­ე­ბი ხომ არ არის ძუ­ძუ­ში.

გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია სხვა­დას­ხვა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, ძუ­ძუს კი­ბოს სა­ხელ­მწი­ფო სკრი­ნინგ პროგ­რა­მა. მის ფარ­გლებ­ში ქა­ლებს უტარ­დე­ბათ მა­მოგ­რა­ფია, ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცი­ტო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა. პროგ­რა­მა 40-70 წლის ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის სრუ­ლი­ად უფა­სოა. ამ გა­მოკ­ვლე­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ისე­თი კვან­ძე­ბი თუ ცვლი­ლე­ბე­ბი ძუ­ძუ­ში, რაც ხე­ლით არ ისინ­ჯე­ბა.

თო­დუ­ას კლი­ნი­კის ვე­რის ფი­ლი­ალ­ში მო­სულ პა­ცი­ენ­ტებს კი შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ უახ­ლე­სი 3D მა­მოგ­რა­ფი­ით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით გვაძ­ლევს ძუ­ძუს ქსო­ვი­ლე­ბის შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. კლი­ნი­კა­ში ასე­ვე, კეთ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტი, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც გან­ვსა­ზღვრავთ აქვს თუ არა პა­ცი­ენტს გე­ნე­ბის – BRACA1-ს და BRACA2-ის მუ­ტა­ცი­ე­ბი. ტესტს, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც იკე­თე­ბენ, თუკი მათ ოჯა­ხურ ანამ­ნეზ­ში ძუ­ძუს ან საკ­ვერ­ცხის კი­ბოს შემ­თხვე­ვე­ბი აქვთ. ეს მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს პრო­ფი­ლაქ­ტი­კას მი­მარ­თონ, უფრო ხში­რად ჩა­ი­ტა­რონ სკრი­ნინ­გი, რათა არ გა­მო­ე­პა­როთ სა­ში­ში პრო­ცე­სე­ბი.

რა სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა ძუ­ძუს კიბო? რა ნიშ­ნებს უნდა მი­აქ­ცი­ონ ქა­ლებ­მა ყუ­რა­დღე­ბა?

ძუ­ძუს ზო­მა­ში ზრდა, კან­ზე ფორ­თოხ­ლი­სე­ბუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ჩაღ­რმა­ვე­ბე­ბი, სი­წით­ლე, გა­მო­ნა­დე­ნი ძუ­ძუს თა­ვი­დან, ტკი­ვი­ლი, სიმ­კვრი­ვე­ე­ბი, არას­წორ კონ­ტუ­რე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი, შე­სი­ვე­ბე­ბი იღ­ლი­ა­ში – ეს ყვე­ლა ნი­შა­ნი, შე­საძ­ლოა, ძუ­ძუს კი­ბო­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­დეს. ამი­ტომ, ამ სიმპტო­მე­ბის შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ექიმ­თან ვი­ზი­ტი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მოკ­ვლე­ვა და და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­რი­ცხვა.

რო­გორ ხდე­ბა ძუ­ძუს კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა და რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია ის?

ძუ­ძუს კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რია და ის მო­ი­ცავს თით­ქმის ყვე­ლა იმ მე­თოდს, რო­მელ­საც, ზო­გა­დად, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ვი­ყე­ნებთ. ესე­ნია, სხი­ვუ­რი თე­რა­პია, ქი­მი­ო­თე­რა­პია, ტარ­გე­ტუ­ლი თე­რა­პია, ჰორ­მო­ნო­თე­რა­პია, იმუ­ნო­თე­რა­პია და ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ის,თუ რო­მე­ლი მე­თო­დე­ბი და რა თან­მიმ­დევ­რო­ბით უნდა და­ი­ნიშ­ნოს, და­მო­კი­დე­ბუ­ლია კი­ბოს ბი­ო­მო­ლე­კუ­ლურ თვი­სე­ბებ­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სტა­დი­ა­ზე. სრულ­ფა­სო­ვა­ნი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და ყვე­ლა დე­ტა­ლის და­ზუს­ტე­ბის შემ­დეგ, რო­გორც წესი, ონ­კო­ლო­გე­ბის­გან, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გე­ბი­სა და ქი­რურ­გე­ბის­გან შემ­დგა­რი კონ­სი­ლი­უ­მი იკ­რი­ბე­ბა, რათა მკურ­ნა­ლო­ბა სწო­რად და­ი­გეგ­მოს.

რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას, ეს ძუ­ძუს კი­ბოს ტიპ­ზე და სტა­დი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლია. მისი ზოგი ფორ­მა ად­ვი­ლად სა­მარ­თა­ვია, ზოგი კი – შე­და­რე­ბით რთუ­ლად. თუმ­ცა, დღეს ონ­კო­ლო­გია სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა – ყო­ველ­წლი­უ­რად მკურ­ნა­ლო­ბის უფრო ეფექ­ტი­ა­ნი მე­თო­დე­ბი ინერ­გე­ბა, იქ­მნე­ბა ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი და სწო­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სულ უფრო მარ­ტივ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის და­ა­ვა­დე­ბის­გან გან­კურ­ნე­ბა ან ხან­გრძლი­ვი რე­მი­სი­ის მიღ­წე­ვა.

და ბო­ლოს, რა არის თქვე­ნი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია ქა­ლე­ბი­სათ­ვის?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძუ­ძუს კი­ბოს სკრი­ნინგზე მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ჯერ კი­დევ არ არის. მით უმე­ტეს, რომ ის სრუ­ლი­ად უფა­სოა 40-70 წლის ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის. ეს პრობ­ლე­მა უფრო მწვა­ვედ რე­გი­ო­ნებ­ში დგას – ძუ­ძუს კი­ბოს მე-3, მე-4 სტა­დი­ა­ზე უმე­ტე­სად სწო­რედ რე­გი­ო­ნე­ბი­დან მოგ­ვმარ­თა­ვენ. ხში­რად მსმე­ნია ისიც, რომ ქა­ლე­ბი თავს იკა­ვე­ბენ სკრი­ნინ­გის­გან, რად­გან ცუდი დი­აგ­ნო­ზის ეში­ნი­ათ. დი­აგ­ნო­ზის არ­გა­გე­ბა კი კარ­გად ვი­ცით, გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. ჩემი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა, რომ წე­ლი­წად­ში ერთხელ ყვე­ლა ქალ­მა ჩა­ი­ტა­როს ეს მარ­ტი­ვი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და თავი და­ი­ზღვი­ოს. ადრე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბა, სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ძუძუს კიბოს სკრინინგი, პრევენცია და მკურნალობა

ძუძუს კიბოს სკრინინგი, პრევენცია და მკურნალობა

ძუძუს კიბო ქალების ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. თუმცა, სკრინინგისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დახმარებით, მისი ადრეული დიაგნოსტირებაც გამარტივდა და წარმატებული მკურნალობის შანსებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რა არის ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზები, რატომაა მნიშვნელოვანი სკრინინგი, როდის უნდა მივმართოთ მას, როგორია დაავადების მკურნალობის მეთოდები? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის კლინიკურ ონკოლოგს, თამარ ესაკიას მივმართეთ.

რა არის ძუძუს კიბოს განვითარების რისკფაქტორები და როგორია მისი პრევენციის გზები?

ძუძუს კიბოს განვითარების ერთ-ერთი რისკფაქტორი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. ეს ნიშნავს, რომ თუკი ჩვენი პირველი რიგის ორ ან მეტ ნათესავს ძუძუს კიბოს დიაგნოზი აქვს და ეს განპირობებულია გენების – BRACA1-სა და BRACA2-ს მუტაციით, შანსი იმისა, რომ მსგავსი საფრთხის ქვეშ ჩვენც დავდგეთ, მატულობს. თუმცა, გენეტიკური ფაქტორით განვითარებული ძუძუს კიბოს შემთხვევები ხშირი არ არის – ის დაახლოებით პაციენტთა 5-10%-ში გვხვდება.

ასევე, ძუძუს კიბოს გამომწვევ ფაქტორებში შედის ნაადრევი მენარქე ანუ 12 წლამდე ასაკში დაწყებული მენსტრუალური ციკლი ან გვიან, 55 წლის შემდეგ დამდგარი მენოპაუზა. დაავადების განვითარების რისკი იზრდება იმ ქალებშიც, რომელთაც საერთოდ არ გაუჩენიათ ან პირველი შვილი გვიან გააჩინეს. გარკვეული კორელაცია არსებობს პერორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივად მოხმარებასა და ძუძუს კიბოს განვითარებას შორისაც. ამასთან ერთად, ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადების, ძუძუს კიბოს რისკფაქტორებშიც შედის ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, მწეველობა, არაჯანსაღი კვება და ა.შ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე, ყურადღება მივაქციოთ კვებას, ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები და, ზოგადად, ვეცადოთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიცვათ.

ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირების რა შესაძლებლობები არსებობს?

ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალებმა თვეში ერთხელ თვითგასინჯვა ჩაიტარონ – დააკვირდნენ რაიმე ვიზუალური ცვლილებები ან სიმკვრივეები ხომ არ არის ძუძუში.

გარდა ამისა, ქვეყანაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების, მათ შორის, ძუძუს კიბოს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. მის ფარგლებში ქალებს უტარდებათ მამოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, ციტოლოგიური კვლევა. პროგრამა 40-70 წლის ქალბატონებისთვის სრულიად უფასოა. ამ გამოკვლევების დახმარებით, შესაძლებელია, აღმოვაჩინოთ ისეთი კვანძები თუ ცვლილებები ძუძუში, რაც ხელით არ ისინჯება.

თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში მოსულ პაციენტებს კი შეუძლიათ ისარგებლონ უახლესი 3D მამოგრაფიით, რომელიც ძალიან მაღალი სიზუსტით გვაძლევს ძუძუს ქსოვილების შესწავლის შესაძლებლობას. კლინიკაში ასევე, კეთდება სპეციალური ტესტი, რომლის დახმარებითაც განვსაზღვრავთ აქვს თუ არა პაციენტს გენების – BRACA1-ს და BRACA2-ის მუტაციები. ტესტს, სურვილის შემთხვევაში, ჯანმრთელი ადამიანებიც იკეთებენ, თუკი მათ ოჯახურ ანამნეზში ძუძუს ან საკვერცხის კიბოს შემთხვევები აქვთ. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს პროფილაქტიკას მიმართონ, უფრო ხშირად ჩაიტარონ სკრინინგი, რათა არ გამოეპაროთ საშიში პროცესები.

რა სიმპტომებით ვლინდება ძუძუს კიბო? რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ქალებმა ყურადღება?

ძუძუს ზომაში ზრდა, კანზე ფორთოხლისებური ცვლილებები, ჩაღრმავებები, სიწითლე, გამონადენი ძუძუს თავიდან, ტკივილი, სიმკვრივეები, არასწორ კონტურებიანი წარმონაქმნები, შესივებები იღლიაში – ეს ყველა ნიშანი, შესაძლოა, ძუძუს კიბოზე მიანიშნებდეს. ამიტომ, ამ სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, სრულფასოვანი გამოკვლევა და დაავადების გამორიცხვა.

როგორ ხდება ძუძუს კიბოს მკურნალობა და რამდენად ეფექტიანია ის?

ძუძუს კიბოს მკურნალობა საკმაოდ კომპლექსურია და ის მოიცავს თითქმის ყველა იმ მეთოდს, რომელსაც, ზოგადად, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ვიყენებთ. ესენია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, ტარგეტული თერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და ქირურგიული მკურნალობა. ის,თუ რომელი მეთოდები და რა თანმიმდევრობით უნდა დაინიშნოს, დამოკიდებულია კიბოს ბიომოლეკულურ თვისებებსა და განვითარების სტადიაზე. სრულფასოვანი დიაგნოსტირებისა და ყველა დეტალის დაზუსტების შემდეგ, როგორც წესი, ონკოლოგებისგან, რადიაციული ონკოლოგებისა და ქირურგებისგან შემდგარი კონსილიუმი იკრიბება, რათა მკურნალობა სწორად დაიგეგმოს.

რაც შეეხება მკურნალობის ეფექტიანობას, ეს ძუძუს კიბოს ტიპზე და სტადიაზეა დამოკიდებულია. მისი ზოგი ფორმა ადვილად სამართავია, ზოგი კი – შედარებით რთულად. თუმცა, დღეს ონკოლოგია სწრაფად ვითარდება – ყოველწლიურად მკურნალობის უფრო ეფექტიანი მეთოდები ინერგება, იქმნება ახალი პრეპარატები და სწორი და თანმიმდევრული მკურნალობის შემთხვევაში, სულ უფრო მარტივდება პაციენტის დაავადებისგან განკურნება ან ხანგრძლივი რემისიის მიღწევა.

და ბოლოს, რა არის თქვენი მთავარი რეკომენდაცია ქალებისათვის?

საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგზე მომართვიანობა დამაკმაყოფილებელი ჯერ კიდევ არ არის. მით უმეტეს, რომ ის სრულიად უფასოა 40-70 წლის ქალბატონებისთვის. ეს პრობლემა უფრო მწვავედ რეგიონებში დგას – ძუძუს კიბოს მე-3, მე-4 სტადიაზე უმეტესად სწორედ რეგიონებიდან მოგვმართავენ. ხშირად მსმენია ისიც, რომ ქალები თავს იკავებენ სკრინინგისგან, რადგან ცუდი დიაგნოზის ეშინიათ. დიაგნოზის არგაგება კი კარგად ვიცით, გამოსავალი არ არის. ჩემი მთავარი რეკომენდაცია იქნება, რომ წელიწადში ერთხელ ყველა ქალმა ჩაიტაროს ეს მარტივი გამოკვლევები და თავი დაიზღვიოს. ადრე გამოვლენილი დაავადება, სრულად განკურნების წინაპირობაა.

NS