სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შინ დაბრუნების უფლებას ადასტურებს
გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შინ დაბრუნების უფლებას ადასტურებს

ნიუ-იორკში, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ, 76-ე სე­სი­ის ფარ­გლებ­ში, მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის მიერ (სულ 61 ) ინი­ცი­რე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია - "აფხა­ზე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლო და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან/სამ­ხრეთ ოსე­თი, სა­ქარ­თვე­ლო იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ“. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა 95-მა სა­ხელ­მწი­ფომ.

სა­ქარ­თვე­ლო აღ­ნიშ­ნულ რე­ზო­ლუ­ცი­ას გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე 2008 წლი­დან წა­რად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ზო­ლუ­ცია გმობს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლის­მი­ე­რი გზით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დე­მოგ­რა­ფი­ულ ცვლი­ლე­ბებს, ადას­ტუ­რებს დევ­ნილ­თა უფ­ლე­ბას, ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დაბ­რუნ­დნენ სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ღირ­სე­უ­ლად და უსაფრ­თხოდ და ხაზს უს­ვამს მათი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კონ­ტექ­სტის გარ­და, რე­ზო­ლუ­ცი­ას აქვს პრაქ­ტი­კუ­ლი დატ­ვირ­თვაც, ვი­ნა­ი­დან ის გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და რე­ზო­ლუ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბას ავა­ლებს.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის ფონ­ზე, რაც კი­დევ ერთ დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა უსაფრ­თხო და ღირ­სე­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბის გზა­ზე.

რე­ზო­ლუ­ცია ასე­ვე მო­უ­წო­დებს ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს, გა­ა­აქ­ტი­უ­რონ ძა­ლის­ხმე­ვა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს შე­უ­წყობს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცესს.

გა­სუ­ლი სამი წლის მსგავ­სად, გა­ე­რო-ს წევრ ქვეყ­ნებს მიმ­დი­ნა­რე წელ­საც მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გამ­ხდა­რიყ­ვნენ რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი და ამ გზით, კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ი­სა და ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად შექ­მნი­ლი მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბის დაძ­ლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვა­ში. შე­დე­გად, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნა­ავ­ტორ­თა რი­გებს 61 ქვე­ყა­ნა შე­უ­ერ­თდა, რაც გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია უკვე გლო­ბა­ლურ ინი­ცი­ა­ტი­ვას წარ­მო­ად­გენს", - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ის გან­ხილ­ვი­სას, მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს ევ­რო­კავ­შირ­მა, ლი­ე­ტუ­ვამ ბალ­ტი­უ­რი და ნორ­დი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ხე­ლით (მი­უ­ერ­თდნენ ბულ­გა­რე­თი, რუ­მი­ნე­თი, პო­ლო­ნე­თი, უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, სლო­ვა­კე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ლუქ­სემ­ბურ­გი, კა­ნა­დამ CANZ-ის სა­ხე­ლით (კა­ნა­და, ავ­სტრა­ლი­ი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დია), ია­პო­ნი­ამ, იტა­ლი­ამ, აშშ-მ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ, უკ­რა­ი­ნამ, წმინ­და საყ­დარ­მა და გა­ე­რო-ს წევ­რებს რე­ზო­ლუ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დეს.

"ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის დიდ წარ­მა­ტე­ბად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ამ­ჯე­რად არა მარ­ტო შეძ­ლო და შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, არა­მედ მკვეთ­რად გა­ზარ­და ყო­ველ­წლი­უ­რი დი­ნა­მი­კა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა, რო­გორც დევ­ნი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის რე­ზო­ლუ­ცი­ის, ასე­ვე, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გა­ე­რო-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა იმ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მელ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რა რე­ზო­ლუ­ცი­ას და გახ­და ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნა­ავ­ტო­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით თი­თო­ე­ულ­მა ქვე­ყა­ნამ კი­დევ ერთხელ და­უ­ჭი­რა მხა­რი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას და თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­და თი­თო­ე­ულ დევ­ნილს",- აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

2022 წლის 8 ივ­ნი­სი რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნა­ავ­ტორ­თა/თა­ნას­პონ­სორ­თა შო­რის არი­ან: ალ­ბა­ნე­თი, ან­დო­რა, ან­ტი­გუა და ბარ­ბუ­და, ავ­სტრა­ლია, ავ­სტრია, აშშ, ახა­ლი ზე­ლან­დია, ბელ­გია, ბულ­გა­რე­თი, გერ­მა­ნია, გვა­ტე­მა­ლა, და­ნია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ეს­ტო­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, ვა­ნუ­ა­ტუ, თურ­ქე­თი, ია­პო­ნია, ის­ლან­დია, ირ­ლან­დია, იტა­ლია, კა­ნა­და, კი­რი­ბა­ტი, კო­ლუმ­ბია, კოს­ტა-რიკა, ლატ­ვია, ლი­ბე­რია, ლი­ე­ტუ­ვა, ლიხ­ტენშტა­ი­ნი, ლუქ­სემ­ბურ­გი, მალ­ტა, მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი, მექ­სი­კა, მიკ­რო­ნე­ზია, მო­ნა­კო, მოლ­დო­ვა, მონ­ტე­ნეგ­რო, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ნორ­ვე­გია, პა­პუა ახა­ლი გვი­ნეა, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, სა­მოა, სან მა­რი­ნო, საფ­რან­გე­თი, სა­ქარ­თვე­ლო, სა­ბერ­ძნე­თი, სლო­ვა­კე­თი, სლო­ვე­ნია, ტონ­გა, ტრი­ნი­და­დი და ტო­ბა­გო, ტუ­ვა­ლუ, უნ­გრე­თი, უკ­რა­ი­ნა, ფი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია, შვე­დე­თი, ჩე­ხე­თი, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნია, ჯი­ბუ­ტი.

გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ კი­დევ ერთხელ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც 61 ქვე­ყა­ნამ და­ას­პონსო­რა, მხა­რი კი 95 სა­ხელ­მწი­ფომ და­უ­ჭი­რა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ Twitter-ზე წერს და ეხ­მა­უ­რე­ბა ნიუ-იორკში, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ, 76-ე სე­სი­ის ფარ­გლებ­ში, მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას - „აფხა­ზე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლო და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან/სამ­ხრეთ ოსე­თი, სა­ქარ­თვე­ლო იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ“.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მად­ლო­ბას უხ­დის ქვეყ­ნებს, რო­მელ­თაც და­ას­პონ­სო­რეს და მხა­რი და­უ­ჭი­რეს შე­სა­ბა­მის რე­ზო­ლუ­ცი­ას.

"გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ კი­დევ ერთხელ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც 61 ქვე­ყა­ნამ და­ას­პონსო­რა, მხა­რი კი 95 სა­ხელ­მწი­ფომ და­უ­ჭი­რა. ის ადას­ტუ­რებს ყვე­ლა იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რი­სა და ლტოლ­ვი­ლის, ასე­ვე მათი შთა­მო­მავ­ლე­ბის უფ­ლე­ბას, დაბ­რუნ­დნენ თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში. მად­ლო­ბას ვუხ­დით ამ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხის ყვე­ლა მხარ­დამ­ჭერს", - წერს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი Twitter-ის პი­რად გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
0

ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ უსისხლოდ!! ბევრი შრომა იქნება გასაწავე, მაგრამ სხვა გზაა არაა!! სამართლებრივი გზით გამოსხალდება ყველა და მიეცეს კომპენსაცია რომ სადემ იცხოვროს!!! სხვა გზა არაა , ისე დაპირისპირებას გამოიწვევს, იქ შვილები გაზარდეს, მათ შეიძლება არ იციან რომ სხვის სახლში ცხოვრობენ, სხვის ჭურწელს მოოიხამრენ !!! ამიტომ არა პროვოკაციას რაც რუსეთს აწყობს და ეცდებ აკიდეც ჩვენ ისევ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, როგროც აქმდე მოგვიყვანა ჭკუამ და არა ძალამ ისე !!!გააქტიურდეს ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, მოხდეს შერიგება ღიარება დანაშაულების რაც სამხედრო ქცევას გადასცდა . დაისაჯოს ორივე მხარეს თუ ასეთი ცოცოხალია კიდევ!!! აცვენ რომ გვაყვს ერი ამოსათხრელი და ბევრი კიდევ ცოცოხალი ეს ვიცი!!! და ნდობის ფაქტორის მოპოვებით უნდა დაიწყოს!!! და რა თქმა უნდა ფინსები და დახმრებბეი თითეულ აბხაზს!!! ეს უნდა გაკეთოს გაუსვრელმა ადამიანმა, რომელიც მხოლოდ ფიქრობს გაერთიანებზე და არა ბიზნესზე, ხალხთან შეთანხმებტ აბხაზი და ლტოლვილების ერთიანი შეჯერებით არცევა მტავრობის!!!!და საერთოდ აფხაზეთის მთავრობა რას აკეთებს ამ მიმართულებით, რა ანგარიშები აქვს?????? და საერთოდ ეთნიკურად აბხაზი რატომ არააა????? იგიევს ოსეტის მატავრობი მეტაური ვიღაც გაურკევევლი რომ ვამღერებიდთ ის სადაა არც ოსური და რაც ქართული რომ არ იცოდა, რრაც წარმონქმნი, ისევ იღებს ჩვენგან ხეფასსს??? გაფორმებულია შტატში??? საინტერესოა ძალიან!!! სადაა ის კაცი??? დრო როგორ გავიდა , გავიდა!!!! სადაააა???? არ მოუწია გადარცევა 2006 წლიდან პრეზიდენტიააა????????? და სერთოდ რა დინხალია ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით????

გიორგი
2

ისე ამ სტატიაში ისიც რომ დაგეწერათ, თუ ვინ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას ან თავი შეიკავა კარგი იქნებოდა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შინ დაბრუნების უფლებას ადასტურებს

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შინ დაბრუნების უფლებას ადასტურებს

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიცირებული რეზოლუცია - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სახელმწიფომ.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

"აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

გასული სამი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 61 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს", - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციაში.

ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, ლიეტუვამ ბალტიური და ნორდიკული ქვეყნების სახელით (მიუერთდნენ ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადამ CANZ-ის სახელით (კანადა, ავსტრალიისა და ახალი ზელანდია), იაპონიამ, იტალიამ, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ, წმინდა საყდარმა და გაერო-ს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

"ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერად არა მარტო შეძლო და შეინარჩუნა, არამედ მკვეთრად გაზარდა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს",- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

2022 წლის 8 ივნისი რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კანადა, კირიბატი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, ხორვატია, შვედეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჯიბუტი.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 61 ქვეყანამ დაასპონსორა, მხარი კი 95 სახელმწიფომ დაუჭირა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს და ეხმაურება ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიღებულ რეზოლუციას - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მადლობას უხდის ქვეყნებს, რომელთაც დაასპონსორეს და მხარი დაუჭირეს შესაბამის რეზოლუციას.

"გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 61 ქვეყანამ დაასპონსორა, მხარი კი 95 სახელმწიფომ დაუჭირა. ის ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, ასევე მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში. მადლობას ვუხდით ამ ჰუმანიტარული საკითხის ყველა მხარდამჭერს", - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელები Twitter-ის პირად გვერდზე.