პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით ბერძენიშვილს წვივის არეში ფეხი ჩაარტყა..." - ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა: რა განაცხადა პროკურორმა?
"დავით ბერძენიშვილს წვივის არეში ფეხი ჩაარტყა..." - ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა: რა განაცხადა პროკურორმა?

და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დევ­ნა­ში ბრალ­დე­ბულ ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლაშა კლდი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. დაც­ვის მხა­რე კი ბრალ­დე­ბუ­ლის 1000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და.

პრო­კუ­რორ ანა ლე­ლი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხო­მა­სუ­რი­ძე და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილს შე­უ­რა­ცხმყო­ფელ სი­ტყვებს უწო­დებ­და. ბრალ­დე­ბულ­მა მას წვი­ვის არე­ში ჩა­არ­ტყა ფეხი, რის შე­დე­გა­დაც მან და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლის მხრი­დან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა მოხ­და. მი­სი­ვე თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლის მხრი­დან მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს.

საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით არის და­კი­თხუ­ლი ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე.

ად­ვო­კატ ნო­დარ იკაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხო­მა­სუ­რის და­კა­ვე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. იკაშ­ვი­ლის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. თუმ­ცა, ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლოს ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით 1000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­რუდ­გი­ნეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა მის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) წა­რედ­გი­ნა.

შემ­თხვე­ვა 6 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მოხ­და. „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ერთ-ერთ ლი­დერს, და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­სა და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძეს თავს და­ესხნენ.

და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნეს.

ასე­ვე ნა­ხეთ:

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზი
3

წვივის არეში ფეხი ჩაარტყაო........ რაა, მოსტეხა?

გიგა
6

ეს არის ზუსტად შერჩევითი სამართალი, ანალოგიურად იქცევიან ნაცხლისტებიც (განსაკუთრებით "ქალთა" ტანდემი რომ ყავთ), მაგრამ ამის გამო პატიმრობა არავის შეფარდებია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დავით ბერძენიშვილს წვივის არეში ფეხი ჩაარტყა..." - ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა: რა განაცხადა პროკურორმა?

"დავით ბერძენიშვილს წვივის არეში ფეხი ჩაარტყა..." - ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა: რა განაცხადა პროკურორმა?

დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი ბრალდებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურორ ანა ლელიაშვილის განცხადებით, ხომასურიძე დავით ბერძენიშვილს შეურაცხმყოფელ სიტყვებს უწოდებდა. ბრალდებულმა მას წვივის არეში ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც მან დაზიანება მიიღო.

პროკურორის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა მოხდა. მისივე თქმით, დაკავებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

საქმეზე მოწმის სახით არის დაკითხული ხათუნა სამნიძე.

ადვოკატ ნოდარ იკაშვილის განცხადებით, ხომასურის დაკავება ხელოვნურად შექმნილი დაკავების საფუძველია. იკაშვილის თქმით, ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო. თუმცა, ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 1000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

ცნობისთვის, ირაკლი ხომასურიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

შემთხვევა 6 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსა და პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ.

დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.

ასევე ნახეთ: