თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელსაც კორონავირუსის გადატანის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები განუვითარდა და მკურნალობის ხანგრძლივი ეტაპი გაიარა, ახლა თავს კარგად გრძნობს და როგორც თვითონვე ამბობს, გერმანიის კლინიკამ მისი მკურნალობა უკვე დაასრულა. დღეს ქალბატონი თინა იუბილარია და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ყველას დიდი მადლობა. წელიწადნახევრიანი ტანჯვის და უბედურების შემდეგ ნამდვილად შედგა დღეს დაბადების დღე! ვიცი ბევრს გაინტერესებთ და კარგი ამბავი ის არის, რომ გერმანიაში კლინიკამ დაასრულა ჩემი მკურნალობა.
წინ მხოლოდ რეაბილიტაცია და ცოტა მეტი მონდომებაა, რომ საბოლოოდ გავიმართო წელშიც და მუხლშიც
ყველას დიდი მადლობა ვინც მწერდით, მირეკავდით, მგულშემატკივრობდით, დარდობდით, გვერდში მედექით და კარგად გახდომის შეუძლებლობის მითს მინგრევდით ყოველდღიურად. განსაკუთრებით კი ჩემს ბიჭებს მოთმინებისთვის, სიყვარულისთვის, ყოველწამს ჩემს გვერდით დგომისთვის", - წერს თინა ხიდაშელი.
"თინა, ჩვენ პრივილეგირებულები აღმოვჩნდით და პირადად მოგილოცეთ! ჯანმრთელობა და ულევი სიხარული", - უწერს ცნობილი მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი და კომენტარებში აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც თინა ხიდაშელთან ერთად არიან: თვითონ რაჭველი, სოფო ჭყონია და ნინო ქათამაძე.
რა უნდა გაკეთო ისეთი, შენს ერს ასე სძულდე. მახსოვს დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის, ფარნავაზის ძეგლების აღებას რომ ითხოვდა, დავიღალეთ ამ ძეგლების ყურებითო, აფხაზეთი არ გვაინტერესებსო- ჩვენი მთავარი მიზანია ნავთობის ტრუბამ გაიაროს საქართველოზე მშვიდადო - აფხაზებთან შეხვედრაზე ორჯერ თქვა ეს. იქვე იჯდნენ აფხაზი გია ანჩაბაძე და პაატა ზაქარეიშვილი. ფაქტობრივად საქართველოს მხარეა არავინ იცავდა ამ შეხვედრაზე. გამოქვეყნებულია ამ შეხვედრის ჩანაწერები.
ისე მაგ კლინიკაში თავზეც გემკურნალა არ იქნებოდა ურიგო