სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია გორში - დატბორილია ქუჩები და ავტომობილები: წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე (კადრები ადგილიდან)
სტიქია გორში - დატბორილია ქუჩები და ავტომობილები: წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე (კადრები ადგილიდან)

ძლი­ერ­მა წვი­მამ და სე­ტყვამ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და­ა­ზა­რა­ლა. ხან­გრძლი­ვი წვი­მის შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ­მა ნი­აღ­ვრებ­მა ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თი დატ­ბო­რა.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა გორ­ში, წმინ­და წყლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ე.წ. ბა­რა­კე­ბის და­სახ­ლე­ბა­სა და კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბის ორ ლო­კა­ცი­ა­ზეა. ამას­თა­ნა­ვე, რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზე წყა­ლი შე­ვარ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე.

შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, სი­მონ გუ­ლე­და­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­რის გარ­და რე­გი­ო­ნის სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ძლი­ერ წვი­მას ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მნია.

"ინ­ტენ­სი­ურ­მა წვი­მამ და­ა­ზა­რა­ლა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი. ძი­რი­თა­დად პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა გო­რის რამ­დე­ნი­მე უბან­ში. ინ­ტენ­სი­უ­რი წვი­მის შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ­მა ნი­აღ­ვრებ­მა დატ­ბო­რა რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი და ასე­ვე ეზო­ე­ბი.

ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო ვი­თა­რე­ბაა გორ­ში კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბა­სა და სო­ფელ ტი­ნის­ხიდს შო­რის არ­სე­ბულ მო­ნაკ­ვეთ­ზე, სა­დაც სარ­კი­ნიგ­ზო გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი და­იტ­ბო­რა.

აღ­ნიშ­ნულ ლო­კა­ცი­ა­ზე ერთ-ერ­თმა ავ­ტო­მო­ბილ­მა გა­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო და მძღო­ლი და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის­მა და­ნა­ყო­ფებ­მა გა­მო­იყ­ვა­ნეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა სე­ტყვით მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს, ჯერ­ჯე­რო­ბით სოფ­ლე­ბი­დან ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და სი­მონ გუ­ლე­დან­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­სუ­ლია 70-მდე შე­ტყო­ბი­ნე­ბა.

ფო­ტო­ე­ბი: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

სტიქია გორში - დატბორილია ქუჩები და ავტომობილები: წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე (კადრები ადგილიდან)

სტიქია გორში - დატბორილია ქუჩები და ავტომობილები: წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე (კადრები ადგილიდან)

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დატბორა.

ყველაზე რთული ვითარება გორში, წმინდა წყლის ტერიტორიაზე, ე.წ. ბარაკების დასახლებასა და კომბინატის დასახლების ორ ლოკაციაზეა. ამასთანავე, რამდენიმე ქუჩაზე წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, გორის გარდა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ძლიერ წვიმას ანალოგიური პრობლემები არ შეუქმნია.

"ინტენსიურმა წვიმამ დააზარალა გორის მუნიციპალიტეტი. ძირითადად პრობლემები შეიქმნა გორის რამდენიმე უბანში. ინტენსიური წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა დატბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ასევე ეზოები.

ამ დროისთვის ყველაზე საყურადღებო ვითარებაა გორში კომბინატის დასახლებასა და სოფელ ტინისხიდს შორის არსებულ მონაკვეთზე, სადაც სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებული მონაკვეთი დაიტბორა.

აღნიშნულ ლოკაციაზე ერთ-ერთმა ავტომობილმა გამოსვლა ვეღარ შეძლო და მძღოლი და სატრანსპორტო საშუალებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა გამოიყვანეს. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება სეტყვით მიყენებულ ზიანს, ჯერჯერობით სოფლებიდან ამასთან დაკავშირებით შეტყობინება არ გვაქვს", - განაცხადა სიმონ გულედანმა.

მისივე თქმით, შესულია 70-მდე შეტყობინება.

ფოტოები: ია თინიკაშვილი

ნახეთ ვიდეოკადრები: