მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც ვერ ამბობს "ნაციონალური მოძრაობა“ ამბობენ ძმები ბერძენიშვილები... ისინი არიან "ნაცმოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი" - არჩილ თალაკვაძე
"რასაც ვერ ამბობს "ნაციონალური მოძრაობა“ ამბობენ ძმები ბერძენიშვილები... ისინი არიან "ნაცმოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი" - არჩილ თალაკვაძე

ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­ო­რე სიხ­ში­რე არი­ან და რომ გა­დარ­თა­ვენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბი და მან­დე­დან ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე, ეკ­ლე­სი­ა­ზე, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რა­მაც ეს ქვე­ყა­ნა აქამ­დე მო­იყ­ვა­ნა, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის. ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­ო­რე სიხ­ში­რე, მე­ო­რე არხი, რა­საც ვერ ამ­ბობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ­ბო­ბენ ძმე­ბი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი და უტიფ­რად კი­დევ აქეთ გვა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ძა­ლა­დო­ბას თქვენ ახა­ლი­სებ­თო, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

თა­ლაკ­ვა­ძემ ოპო­ზი­ცია თვალ­თმაქ­ცო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვის სამ­შობ­ლოს ისი­ნი პი­რო­ბებს უყე­ნე­ბენ.

"დღეს რაც მო­ვის­მი­ნეთ ოპო­ზი­ცი­ის ერთი ნა­წი­ლის­გან, ეს არის თვალ­თმაქ­ცო­ბის კი­დევ უფრო მა­ღა­ლი დონე. ყვე­ლამ, მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა, რომ სა­კი­თხზე - უჭე­რენ თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას მხარს ახლა და უპი­რო­ბოდ, ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის გარ­და - "გირ­ჩის“ და "ევ­რო­სო­ცე­ბის“, არ­ცერ­თმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს­თვის უპი­რო­ბოდ სტა­ტუ­სის მი­ცე­მას. თა­ვის სამ­შობ­ლოს უყე­ნე­ბენ ისი­ნი პი­რო­ბებს და ჩვენ გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე. ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას მინ­და ვუ­თხრა - ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში ჩვენ რომ გვა­და­ნა­შა­უ­ლებთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ ვგმობთ ძა­ლა­დო­ბას და ვრე­ა­გი­რებთ ძა­ლა­დო­ბა­ზე. პო­ლი­ცი­ამ დრო­უ­ლად იმოქ­მე­და და და­იც­ვა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლა­დო­ბის­გან. ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში ისაა, რა­საც თქვენ აკე­თებ­დით და თქვენ აკე­თებთ, რო­დე­საც მთა­ვარ მო­ძა­ლა­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის მე­ნე­ჯე­რად აცხა­დებთ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უმ­ძი­მეს დარ­ღვე­ვებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გმი­რად გა­მოგ­ყავთ, რო­დე­საც გუნდში და­პა­ტი­ჟეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ზე მძი­მე ძა­ლა­დო­ბებ­ში აქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ეს არის ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. თო­რემ ის, რომ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­ო­რე სიხ­ში­რე არი­ან და რომ გა­დარ­თა­ვენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბი და მან­დე­დან ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე, ეკ­ლე­სი­ა­ზე, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რა­მაც ეს ქვე­ყა­ნა აქამ­დე მო­იყ­ვა­ნა, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის. ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­ო­რე სიხ­ში­რე, მე­ო­რე არხი, რა­საც ვერ ამ­ბობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, ამ­ბო­ბენ ძმე­ბი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი და უტიფ­რად კი­დევ აქეთ გვა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ძა­ლა­დო­ბას თქვენ ახა­ლი­სებ­თო. რაც შე­ე­ხე­ბა თავ­დას­ხმებს, თქვენ რომ ელ­ჩებს ეს­ხმით თავს, თქვენ რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მთავ­რო­ბებს აკ­რი­ტი­კებთ და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს პა­ტივს არ სცემთ, ეგე­თი ჯერ არა­ვის უნა­ხავს ამ ქვე­ყა­ნა­ში და კი­დევ აქეთ გაქვთ პრე­ტენ­ზია, რომ ჩვენ ვეს­ხმით ვინ­მეს თავს? რო­მელ ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და­ეს­ხა თავს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა?

წა­ა­გეთ ბევ­რი არ­ჩევ­ნე­ბი, არ გაქვთ ხალ­ხის რე­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, გინ­დათ ქვე­ყა­ნა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად აი­რი­ოს, თუ ეს იქ­ნე­ბა ომი, ეგეც გა­წყობთ და ეგეც მი­სა­ღე­ბია თქვენ­თვის. ამი­ტომ აქ ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ნუ სა­უბ­რობთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ფე­რი ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი გა­ა­კე­თეთ ქვე­ყა­ნა­ში. სა­სა­მარ­თლოც დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი გყავ­დათ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­საც არ­ღვევ­დით ზოგ­ჯერ ტყე­ებ­ში და ზოგ­ჯერ ცი­ხე­ებ­ში; მე­დი­ა­საც აკონ­ტრო­ლებ­დით ვერ­ტი­კა­ლუ­რად და სტრას­ბურ­გშიც 2000 სარ­ჩე­ლი შე­მო­დი­ო­და თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ, ეს იყო თქვე­ნი ევ­რო­პე­ლო­ბა. დღე­ვან­დე­ლო­ბა მა­შინ­დელ პე­რი­ოდს შე­ა­და­რეთ და მიხ­ვდე­ბით ყვე­ლა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ და დას­ძი­ნა: "ფაქ­ტია, თქვენ ნე­ბის­მი­ერ ფა­სად გინ­დათ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნოთ“.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qartveli
3

კიდევ კარგი რომ არსებობს ნაციონალური ნოძრაოა თორემ ვის დააბრალებდით თქვენს დანაშაულებსა და უნიათობას.

ნიკა
4

რა გახდა ეს ნაცმოძრაობა, ყველა ვინც დაგიპირისპირდათ ნაცი როგორაა? ესე იგი ისინი გჯაბნიან? იმდენ იძახით ნაცი მოდის, ნაცი მოდისო, მგონი მართლა მოიყვანთ და თქვენი ბრალი იქნება ეგეც! ჩვენ რა დავაშავეთ..

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"რასაც ვერ ამბობს "ნაციონალური მოძრაობა“ ამბობენ ძმები ბერძენიშვილები... ისინი არიან "ნაცმოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი" - არჩილ თალაკვაძე

"რასაც ვერ ამბობს "ნაციონალური მოძრაობა“ ამბობენ ძმები ბერძენიშვილები... ისინი არიან "ნაცმოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი" - არჩილ თალაკვაძე

ბერძენიშვილები რომ "ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე არიან და რომ გადართავენ "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მანდედან ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს ისტორიაზე, ეკლესიაზე, ღირებულებებზე, რამაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი, რასაც ვერ ამბობს "ნაციონალური მოძრაობა“ ამბობენ ძმები ბერძენიშვილები და უტიფრად კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ, ძალადობას თქვენ ახალისებთო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიცია თვალთმაქცობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თავის სამშობლოს ისინი პირობებს უყენებენ.

"დღეს რაც მოვისმინეთ ოპოზიციის ერთი ნაწილისგან, ეს არის თვალთმაქცობის კიდევ უფრო მაღალი დონე. ყველამ, მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ საკითხზე - უჭერენ თუ არა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ახლა და უპირობოდ, ორი პოლიტიკური ჯგუფის გარდა - "გირჩის“ და "ევროსოცების“, არცერთმა ოპოზიციონერმა მხარი არ დაუჭირა თავისი სამშობლოსთვის უპირობოდ სტატუსის მიცემას. თავის სამშობლოს უყენებენ ისინი პირობებს და ჩვენ გველაპარაკებიან ევროპულ ფასეულობებზე. ქალბატონ ხათუნას მინდა ვუთხრა - ძალადობის წახალისებაში ჩვენ რომ გვადანაშაულებთ, სინამდვილეში ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვრეაგირებთ ძალადობაზე. პოლიციამ დროულად იმოქმედა და დაიცვა ეს ადამიანები ძალადობისგან. ძალადობის წახალისება სინამდვილეში ისაა, რასაც თქვენ აკეთებდით და თქვენ აკეთებთ, როდესაც მთავარ მოძალადეს თავისუფალი მედიის მენეჯერად აცხადებთ, როდესაც ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებში ბრალდებული ადამიანი გმირად გამოგყავთ, როდესაც გუნდში დაპატიჟეთ ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მძიმე ძალადობებში აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის ძალადობის წახალისება. თორემ ის, რომ ბერძენიშვილები "ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე არიან და რომ გადართავენ "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მანდედან ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს ისტორიაზე, ეკლესიაზე, ღირებულებებზე, რამაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი, რასაც ვერ ამბობს "ნაციონალური მოძრაობა“, ამბობენ ძმები ბერძენიშვილები და უტიფრად კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ, ძალადობას თქვენ ახალისებთო. რაც შეეხება თავდასხმებს, თქვენ რომ ელჩებს ესხმით თავს, თქვენ რომ ჩვენი პარტნიორების მთავრობებს აკრიტიკებთ და ღირებულებებს პატივს არ სცემთ, ეგეთი ჯერ არავის უნახავს ამ ქვეყანაში და კიდევ აქეთ გაქვთ პრეტენზია, რომ ჩვენ ვესხმით ვინმეს თავს? რომელ ევროპულ ღირებულებებს დაესხა თავს ჩვენი ხელისუფლება, "ქართული ოცნება?

წააგეთ ბევრი არჩევნები, არ გაქვთ ხალხის რეალური მხარდაჭერა, გინდათ ქვეყანა ნებისმიერ ფასად აირიოს, თუ ეს იქნება ომი, ეგეც გაწყობთ და ეგეც მისაღებია თქვენთვის. ამიტომ აქ ევროპულ ღირებულებებზე ნუ საუბრობთ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი ანტიევროპული გააკეთეთ ქვეყანაში. სასამართლოც დაქვემდებარებული გყავდათ, ადამიანის უფლებებსაც არღვევდით ზოგჯერ ტყეებში და ზოგჯერ ციხეებში; მედიასაც აკონტროლებდით ვერტიკალურად და სტრასბურგშიც 2000 სარჩელი შემოდიოდა თქვენს წინააღმდეგ, ეს იყო თქვენი ევროპელობა. დღევანდელობა მაშინდელ პერიოდს შეადარეთ და მიხვდებით ყველაფერს“, - განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა: "ფაქტია, თქვენ ნებისმიერ ფასად გინდათ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ“.