მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი და რუსი ოლიგარქი - ყოფილ მეუღლეებს შორის სკანდალური დავა და ვარსკვლავების ქონება, რომელიც რუსი ბიზნესმენის ხელში აღმოჩნდა
ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი და რუსი ოლიგარქი - ყოფილ მეუღლეებს შორის სკანდალური დავა და ვარსკვლავების ქონება, რომელიც რუსი ბიზნესმენის ხელში აღმოჩნდა

მსა­ხი­ო­ბი ბრედ პიტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ყი­და მათი სა­ერ­თო ვე­ნა­ხე­ბის კუთ­ვნი­ლი წილი, რათა ექსმე­უღ­ლე და­ე­ზა­რა­ლე­ბი­ნა. საფ­რან­გე­თის "მი­რა­ვა­ლის" ვე­ნახ­ზე ან­ჯე­ლი­ნა და ბრე­დი უკვე დიდი ხა­ნია და­ვო­ბენ.

იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც ბრედ პი­ტის ად­ვო­კა­ტი ავ­რცე­ლებს, პიტი ყო­ფილ ცოლს ვე­ნა­ხის წი­ლის რუს ოლი­გარ­ქზე, იური შეფ­ლერ­ზე, მის­გან ფა­რუ­ლად გა­ყიდ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

გარ­და ამი­სა, პიტი მი­იჩ­ნევს, რომ, თა­ვად შეფ­ლერს "მზაკ­ვრუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რი" ჰქონ­და. ბრე­დის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ შეფ­ლერს სურ­და, მსა­ხი­ო­ბის მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბიზ­ნე­სი ხელ­ში ჩა­ეგ­დო და ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნა. უნ­დო­და, "მი­რა­ვა­ლის" გა­კოტ­რე­ბა და ამის ხარ­ჯზე თა­ვი­სი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბა.

შეფ­ლერს და პიტს ბიზ­ნე­სის მარ­თვა ახლა ერ­თად უწევთ, რაც ბრე­დის­თვის დის­კომ­ფორ­ტია, რად­გა­ნაც რუსი ოლი­გარ­ქი ცდი­ლობს, ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს და მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი მის ხელ­ში იყოს.

შეფ­ლე­რი რუ­სუ­ლი არ­ყის, Stolichnaya-ს მწარ­მო­ე­ბე­ლი და მფლო­ბე­ლია. რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, ბრენ­დს სა­ხე­ლი გა­და­არ­ქვეს და მას ახლა Stoli ჰქვია. შეფ­ლე­რის კომ­პა­ნია რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო სხვა­დას­ხვა სან­ქცი­ე­ბი­სა და ბო­ი­კო­ტის სა­მიზ­ნე გახ­და.

"Stolichnaya მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გახ­და მრა­ვა­ლი ბო­ი­კო­ტის ობი­ექ­ტი,"- წე­რია დო­კუ­მენ­ტში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "ან­ჯე­ლი­ნა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ­ღვევ­და პი­ტის უფ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი."

"ან­ჯე­ლი­ნამ ის მო­გე­ბა მი­ით­ვი­სა, რაც არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია. მან ისიც იცო­და, რომ შეფ­ლე­რი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე პი­ტის აწყო­ბი­ლი ბიზ­ნე­სის კონ­ტროლს შე­ეც­დე­ბოდ­ნენ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

იური შეფ­ლე­რი

"მი­რა­ვა­ლის" ვე­ნახ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრედ­მა სა­სა­მარ­თლოს რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­მარ­თა. პიტი აცხა­დებს, რომ ენ­ჯიმ თა­ვი­სი წილი ისე გა­ყი­და, რომ ბრედს არ გა­ა­გე­ბი­ნა, თუმ­ცა ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ჰქონ­დათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ თუკი რო­მე­ლი­მე გა­ყიდ­ვას გა­და­წყვეტ­და, ერ­თმა­ნე­თის­თვის შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნათ.

თავ­და­პირ­ვე­ლად, გან­რის­ხე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი გა­რი­გე­ბის გა­უქ­მე­ბას მო­ი­თხოვ­და.

ბრედ პი­ტის ად­ვო­კა­ტის აზ­რით, ვე­ნა­ხის წი­ლის გა­ყიდ­ვით ან­ჯე­ლი­ნას ერ­თა­დერ­თი რამ სურ­და - ბრე­დის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ად­გილს ბრე­დი­სა და ან­ჯე­ლი­ნას­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. წყვი­ლის სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია სწო­რედ "მი­რა­ვა­ლის" ულა­მა­ზეს გა­რე­მო­ში გა­ი­მარ­თა.

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
--
3

რა საყვარლები არიან ბრედი და ანჯელინა

სანქცია აქცია კაია
1

შუფლერის არ იყოს, აბრამოვიჩიც ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეა, მარა კი გადაიყვანეს სანქციების დიეტაზე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი და რუსი ოლიგარქი - ყოფილ მეუღლეებს შორის სკანდალური დავა და ვარსკვლავების ქონება, რომელიც რუსი ბიზნესმენის ხელში აღმოჩნდა

ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი და რუსი ოლიგარქი - ყოფილ მეუღლეებს შორის სკანდალური დავა და ვარსკვლავების ქონება, რომელიც რუსი ბიზნესმენის ხელში აღმოჩნდა

მსახიობი ბრედ პიტი ირწმუნება, რომ ანჯელინა ჯოლიმ სპეციალურად გაყიდა მათი საერთო ვენახების კუთვნილი წილი, რათა ექსმეუღლე დაეზარალებინა. საფრანგეთის "მირავალის" ვენახზე ანჯელინა და ბრედი უკვე დიდი ხანია დავობენ.

იურიდიული დოკუმენტების მიხედვით, რომელსაც ბრედ პიტის ადვოკატი ავრცელებს, პიტი ყოფილ ცოლს ვენახის წილის რუს ოლიგარქზე, იური შეფლერზე, მისგან ფარულად გაყიდვაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, პიტი მიიჩნევს, რომ, თავად შეფლერს "მზაკვრული ჩანაფიქრი" ჰქონდა. ბრედის ადვოკატი ამბობს, რომ შეფლერს სურდა, მსახიობის მრავალმილიონიანი ბიზნესი ხელში ჩაეგდო და ეკონტროლებინა. უნდოდა, "მირავალის" გაკოტრება და ამის ხარჯზე თავისი ალკოჰოლური სასმელის ბიზნესის წარმატება.

შეფლერს და პიტს ბიზნესის მართვა ახლა ერთად უწევთ, რაც ბრედისთვის დისკომფორტია, რადგანაც რუსი ოლიგარქი ცდილობს, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს და მართვის სადავეები მის ხელში იყოს.

შეფლერი რუსული არყის, Stolichnaya-ს მწარმოებელი და მფლობელია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბრენდს სახელი გადაარქვეს და მას ახლა Stoli ჰქვია. შეფლერის კომპანია რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო სხვადასხვა სანქციებისა და ბოიკოტის სამიზნე გახდა.

"Stolichnaya მსოფლიოს მასშტაბით გახდა მრავალი ბოიკოტის ობიექტი,"- წერია დოკუმენტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ "ანჯელინა მიზანმიმართულად არღვევდა პიტის უფლებებს, რომლებიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული."

"ანჯელინამ ის მოგება მიითვისა, რაც არ დაუმსახურებია. მან ისიც იცოდა, რომ შეფლერი და მასთან დაკავშირებული ადამიანები, თავიდან ბოლომდე პიტის აწყობილი ბიზნესის კონტროლს შეეცდებოდნენ", - აღნიშნულია დოკუმენტში.

იური შეფლერი

"მირავალის" ვენახთან დაკავშირებით, ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგ ბრედმა სასამართლოს რამდენიმე თვის წინ მიმართა. პიტი აცხადებს, რომ ენჯიმ თავისი წილი ისე გაყიდა, რომ ბრედს არ გააგებინა, თუმცა ყოფილ მეუღლეებს ხელშეკრულებით ჰქონდათ ვალდებულება, რომ თუკი რომელიმე გაყიდვას გადაწყვეტდა, ერთმანეთისთვის შეეტყობინებინათ.

თავდაპირველად, განრისხებული მსახიობი გარიგების გაუქმებას მოითხოვდა.

ბრედ პიტის ადვოკატის აზრით, ვენახის წილის გაყიდვით ანჯელინას ერთადერთი რამ სურდა - ბრედისთვის ზიანის მიყენება.

აღსანიშნავია, რომ ამ ადგილს ბრედისა და ანჯელინასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. წყვილის საქორწინო ცერემონია სწორედ "მირავალის" ულამაზეს გარემოში გაიმართა.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა