საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, რადგან ისინი ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს მიუღებელია" - გურამ მაჭარაშვილი
"თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, რადგან ისინი ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს მიუღებელია" - გურამ მაჭარაშვილი

კუ­ბი­ლი­უ­სი სა­ქარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გგო­ნი­ათ - თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეუბ­ნე­ბით, არ გვინ­და რუ­სე­თი, რად­გან ისი­ნი ერე­ვი­ან ჩვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ში და გვინ­და კუ­ბი­ლი­უ­სი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი უფ­რო­სი იქ­ნე­ბა, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სის და რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნეს ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, „კუ­ბი­ლი­უ­სი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეუბ­ნე­ბა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის პრინ­ცი­პის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა, მაგ­რამ მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი რა­საც ვი­ტყვით, ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა აირ­ჩი­ოთ და არა ის, ვინც თქვენ გინ­დათ, ეს არის ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაო."

"ცუდი და სამ­წუ­ხა­რო რა არის იცით? - თქვენ ბა­ტო­ნი კუ­ბი­ლი­უ­სი სა­ქარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გგო­ნი­ათ, ეს არის სამ­წუ­ხა­რო. არ უყუ­რებთ ისე, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი არი­ან ევ­რო­კავ­ში­რის ანუ თა­ვი­სუ­ფა­ლი სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ გვინ­და მე­გობ­რო­ბა. რო­გორ გგო­ნი­ათ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან რა­ტომ გვაქვს პრობ­ლე­მა? იმი­ტომ, რომ ჩვენს სუ­ვე­რე­ნულ საქ­მე­ებ­ში ერე­ვი­ან და ერე­ოდ­ნენ. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეუბ­ნე­ბით, არ გვინ­და რუ­სე­თი, იმი­ტომ, რომ ისი­ნი ერე­ვი­ან სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ში და გვინ­და კუ­ბი­ლი­უ­სი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი უფ­რო­სი იქ­ნე­ბა, ეს არის მი­უ­ღე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სი და რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნე ღია წე­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­სა და ოლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა­ზე წე­რენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
3

ევროკავშირს, ისევე როგორც ნებისმიერ კავშირს აქვს საკუთარი წესდება, რომელიც უნდა შეასრულოს ყველა მისმა წევრმა. გაწევრიანება ნებაყოფლობითია, თუ არ გინდა ძალით არავინ გაგაწევრიანებს, მაგრამ თუ გაწევრიანება გინდა, მაშინ ცხადია მოგთხოვენ დაიცვა მათი წესდება. ეს მარტივი ჭეშმრიტებაა და დეპუტატი კი უნდა ხვდებოდეს მაგდენს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საარჩებნო კანონი და დეპუტატობის მსრველებს უნდა დაუწესდეთ სათანადო გამოცდები. მიღებული ქულების მიხედვით, კონკურსის წესით შეირჩევა 150 დეპუტატი და გვეყოლება პროფესიონალური პარლამენტი. ამით ჩამოვიშორებთ სამარცხვინო არჩევნებს, რომელიც სინამდვილეში არჩევნების გარდა ყველაფერია.

ალექს
3

ესენი ორივე სპეცმუშაკებია ! ქოცები ცხადია კომკავშირლებია, მაგრამ მათ სწორედ მათზე უარესი , საბჭოთა პარტიულ ფუნქციონერთა და წითელ ინტელიგენტთა კოჰორტა უპირებს ჩანაცვლებას , დააკვირდით, ვის თვლიან ევროპარლამენტის საბჭოთა დეპუტატები აქ დემოკრატიის აპოსტოლებად: ბურჯანაძე შევარდნაძის უახლოესი მეგობრის , მილიონერი რაიკომის მდივნის , საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კორუფციონერის მილიონერი ფქვილოვნა ქალიშვილი და მასეთივეს მეუღლე ! ჩარკვიანი-ლაპარაკი ზედმეტია, მილიონერი მილიონერისვე მეუღლე წითელი მგოსნის შვილი, ,ძმები ბერძენიშვილები-შევარდნაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის , ჩეკისტ ბოლშევიკის შვილები , ხოშტერია კგბ- სასწავლებლის გავრილოვივით კურსდამთავრებულ და "დისიდენტის" ოჯახის შვილი, რომლის მამამ ზვიადი ჩააბარა შევარდნაძეს , ვაშაძე, შევარდნაძის კლანიდან გამოსული საბჭოთა კომკავშირული ოლიგარქის მილიონერი ზედსიძე და ბოლშევიკი პრიმადონას დიდ თეატრის სოლისტის, საბჭოთა ელიტის წევრის, კომუნისტ კგბშნიკი მეორე ვაშაძეს ასლი , რუსი ოქროს ოლიგარქი ნაყოფია , კუპონჩიკა კომპარტიის დავესკა , შევარდნაძის პუტჩისტური სამხედრო საბჭოს უაქტიურესი დამქაში , ცრუ და ორპირი, ბერძენიშვილ ძაბირაძეების პარტია ნაცვალი და ინფლაციის მამა, ბანკოკრატიის ლობი ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, რადგან ისინი ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს მიუღებელია" - გურამ მაჭარაშვილი

"თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, რადგან ისინი ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს მიუღებელია" - გურამ მაჭარაშვილი

კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ - თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, რადგან ისინი ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს მიუღებელია, - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს ერთობლივ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, „კუბილიუსი ქართულ საზოგადოებას ეუბნება, რომ ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოების პრინციპის საფუძველზე შეიქმნა, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები რასაც ვიტყვით, ის ხელისუფლება უნდა აირჩიოთ და არა ის, ვინც თქვენ გინდათ, ეს არის ევროპული ღირებულებაო."

"ცუდი და სამწუხარო რა არის იცით? - თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, ეს არის სამწუხარო. არ უყურებთ ისე, რომ ევროპარლამენტარები არიან ევროკავშირის ანუ თავისუფალი სუვერენული ქვეყნების გაერთიანება, რომელთანაც ჩვენ გვინდა მეგობრობა. როგორ გგონიათ რუსეთის ფედერაციასთან რატომ გვაქვს პრობლემა? იმიტომ, რომ ჩვენს სუვერენულ საქმეებში ერევიან და ერეოდნენ. თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, იმიტომ, რომ ისინი ერევიან სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს არის მიუღებელი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ღია წერილში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ოლიგარქიზაციის პრობლემაზე წერენ.