მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინა რუსეთს არც ყირიმს და არც დონბასს არ დაუთმობს... ბუჩასა და ირპენში ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, შეთანხმებისთვის სივრცე ვიწროვდება" - სტეფანჩუკი
"უკრაინა რუსეთს არც ყირიმს და არც დონბასს არ დაუთმობს... ბუჩასა და ირპენში ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, შეთანხმებისთვის სივრცე ვიწროვდება" - სტეფანჩუკი

უკ­რა­ი­ნის­თვის "წი­თე­ლი ხა­ზე­ბი“ არის კომ­პრო­მი­სი სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამი­ტომ უკ­რა­ი­ნა რუ­სეთს არც ყი­რიმს და არც დონ­ბასს არ და­უთ­მობს, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ უმაღ­ლეს რა­დას თავ­მჯდო­მა­რემ, რუს­ლან სტე­ფან­ჩუკ­მა გერ­მა­ნულ მე­დი­აჯ­გუფ FUNKE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ­თვის არ­სე­ბობს "წი­თე­ლი ხა­ზე­ბი“: არ დავ­თმობთ არც ერთ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ას - არც დონ­ბასს და არც ყი­რიმს. ისი­ნი მხო­ლოდ დრო­ე­ბით არი­ან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, ჩვენ არ წა­ვალთ კომ­პრო­მის­ზე სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უკ­რა­ი­ნა იბ­რძვის გა­მარ­ჯვე­ბამ­დე“, - აღ­ნიშ­ნა სტე­ფან­ჩუკ­მა.

მისი თქმით, ყვე­ლა ომი მთავ­რდე­ბა კა­პი­ტუ­ლა­ცი­ით ან სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხე­ბით და უკ­რა­ი­ნას სურს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი სულ უფრო ამ­ცი­რებს ასეთ სა­ვა­რა­უ­დო შე­თან­ხმე­ბას.

"ბუ­ჩა­სა და ირ­პენ­ში რუ­სე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­თან­ხმე­ბის­თვის სივ­რცე ვიწ­როვ­დე­ბა. დონ­ბა­სი და ყი­რი­მი ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­აა. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ მათ და­საბ­რუ­ნებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და უმაღ­ლე­სი რა­დას თავ­მჯდო­მა­რემ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა ელო­დე­ბა გერ­მა­ნი­ის­გან სწრაფ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ახა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღის გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უმაღ­ლეს რა­დას თავ­მჯდო­მა­რემ ხაზი გა­უს­ვა, რომ თუ უკ­რა­ი­ნა ომში და­მარ­ცხდე­ბა, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი ძა­ლი­ან მალე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს მი­ად­გე­ბი­ან.

"ევ­რო­პე­ლე­ბი გრძნო­ბენ, რომ მშვი­დო­ბა მსოფ­ლი­ო­ში არ არის ძა­ლი­ან სტა­ბი­ლუ­რი. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა კი მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. თუ უკ­რა­ი­ნა ომს წა­ა­გებს, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი ერთ თვე­ში იქ­ნე­ბი­ან პო­ლო­ნეთ­ში, ლი­ე­ტუ­ვა­ში, ეს­ტო­ნეთ­სა და ლატ­ვი­ა­ში", - აღ­ნიშ­ნა სტე­ფან­ჩუკ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

"წითელი" ხაზები... აუცილებელია.

დგ
12

ეჰჰჰ უკრაინა არ დაგეშალოთ ვერააან

ავტორი:

"უკრაინა რუსეთს არც ყირიმს და არც დონბასს არ დაუთმობს... ბუჩასა და ირპენში ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, შეთანხმებისთვის სივრცე ვიწროვდება" - სტეფანჩუკი

"უკრაინა რუსეთს არც ყირიმს და არც დონბასს არ დაუთმობს... ბუჩასა და ირპენში ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, შეთანხმებისთვის სივრცე ვიწროვდება" - სტეფანჩუკი

უკრაინისთვის "წითელი ხაზები“ არის კომპრომისი სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ამიტომ უკრაინა რუსეთს არც ყირიმს და არც დონბასს არ დაუთმობს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უმაღლეს რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა გერმანულ მედიაჯგუფ FUNKE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენთვის არსებობს "წითელი ხაზები“: არ დავთმობთ არც ერთ ჩვენს ტერიტორიას - არც დონბასს და არც ყირიმს. ისინი მხოლოდ დროებით არიან ოკუპირებული. გარდა ამისა, ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უკრაინა იბრძვის გამარჯვებამდე“, - აღნიშნა სტეფანჩუკმა.

მისი თქმით, ყველა ომი მთავრდება კაპიტულაციით ან სამშვიდობო შეთანხებით და უკრაინას სურს მოლაპარაკება, მაგრამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებები სულ უფრო ამცირებს ასეთ სავარაუდო შეთანხმებას.

"ბუჩასა და ირპენში რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შემდეგ, შეთანხმებისთვის სივრცე ვიწროვდება. დონბასი და ყირიმი ჩვენი ტერიტორიაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასაბრუნებლად", - განაცხადა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ.

მისი თქმით, უკრაინა ელოდება გერმანიისგან სწრაფ გადაწყვეტილებას ახალი და თანამედროვე იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით. უმაღლეს რადას თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ თუ უკრაინა ომში დამარცხდება, რუსული ჯარები ძალიან მალე ევროკავშირის ქვეყნებს მიადგებიან.

"ევროპელები გრძნობენ, რომ მშვიდობა მსოფლიოში არ არის ძალიან სტაბილური. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგა. თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსული ჯარები ერთ თვეში იქნებიან პოლონეთში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და ლატვიაში", - აღნიშნა სტეფანჩუკმა.