სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეპატიჟებით თქვენს კომპანიებს, თქვენს ბიზნესს და პროფესიონალებს...  ბოლო მოვუღოთ ტირანიას" - ზელენსკის მიმართვა მერების კონფერენციაზე
"გეპატიჟებით თქვენს კომპანიებს, თქვენს ბიზნესს და პროფესიონალებს...  ბოლო მოვუღოთ ტირანიას" - ზელენსკის მიმართვა მერების კონფერენციაზე

უკ­რა­ი­ნა­ში, 24 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე, რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­შე 3620 და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც დიდი, ასე­ვე პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბი, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ აშშ-ში გა­მარ­თულ მე­რე­ბის ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი­დან ბევ­რი დღეს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"ბევ­რი მათ­გა­ნი უბ­რა­ლოდ შე­უ­ფე­რე­ბე­ლია ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის. ეს არის ის რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა მო­ი­ტა­ნა. როცა ქა­ლა­ქებ­ში არ არის კავ­ში­რი, არ არის დენი, წყა­ლი, რო­დე­საც ბომ­ბებს და რა­კე­ტებს შე­უძ­ლი­ათ გა­ა­ნად­გუ­რონ ნე­ბის­მი­ე­რი შე­ნო­ბა - თუნ­დაც სა­ბავ­შვო ბაღი ან უნი­ვერ­სი­ტე­ტი. როცა მთე­ლი ქა­ლა­ქი შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ გა­და­იწ­ვას,“ - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, სჯე­რა, რომ ტი­რა­ნია სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­ცხდე­ბა.

"მჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნა შეძ­ლებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვას და ტი­რა­ნია აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბა. ხალ­ხი კვლავ შეძ­ლებს მშვი­დად და უსაფრ­თხოდ იცხოვ­როს უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში და იმი­სათ­ვის, რომ ეს უფრო სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ჩვენ დავ­გეგ­მეთ ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი უკ­რა­ი­ნის აღ­სად­გე­ნად ამ ომის შემ­დეგ. გე­პა­ტი­ჟე­ბით - თქვენს კომ­პა­ნი­ებს, თქვენს ბიზ­ნესს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს - მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ პრო­ექ­ტში. თქვენ ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ გახ­დეთ ის ხალ­ხი, ვინც ირ­ჩევს თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვას, რათა ამ გზით ბოლო მო­უ­ღოს ტი­რა­ნი­ას,“- აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მან კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს რუ­სეთ­ზე კი­დევ მეტი ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"რუ­სეთ­ზე კი­დევ უფრო მეტი ზე­წო­ლის­კენ მო­გი­წო­დებთ. ნუ და­ეხ­მა­რე­ბით მას თა­ვის გა­მარ­თლე­ბა­ში. ნუ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ კავ­შირს მას­თან და გთხოვთ, არ მის­ცეთ უფ­ლე­ბა მათ, ვინც მკვლე­ლე­ბი გახ­დნენ, დები და ძმე­ბი გი­წო­დონ,“- აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მესხი მელექსე
4

სხვაგან ჰქრის მისი გონება, მისმა თავისა წონამან, 

ესე რუსეთთან ომისგან, ბევრს აფრთხილებდა ობამა,

არცა დააგდო მწვიტინი, არცა იფიქრა სწირად მან,

და აურია ქვეყანა, სხვათა რჩევების სმენამა.

ალექს
6

თუ დიდი ფული გაკეთდება, რატომაც არა? ფულს ეროვნება და სუნი არ აქვს, აქვს მხოლოდ რაოდენობა , ნუ, ფერიც , წვანე უხდება, წვანილოვსკი !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გეპატიჟებით თქვენს კომპანიებს, თქვენს ბიზნესს და პროფესიონალებს...  ბოლო მოვუღოთ ტირანიას" - ზელენსკის მიმართვა მერების კონფერენციაზე

"გეპატიჟებით თქვენს კომპანიებს, თქვენს ბიზნესს და პროფესიონალებს...  ბოლო მოვუღოთ ტირანიას" - ზელენსკის მიმართვა მერების კონფერენციაზე

უკრაინაში, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის ოკუპაციის წინაშე 3620 დასახლებული პუნქტი აღმოჩნდა, როგორც დიდი, ასევე პატარა ქალაქები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართულ მერების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დასახლებებიდან ბევრი დღეს ცივილიზებული ცხოვრებისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში იმყოფება.

"ბევრი მათგანი უბრალოდ შეუფერებელია ცივილიზებული ცხოვრებისთვის. ეს არის ის რეალობა, რომელიც რუსეთმა მოიტანა. როცა ქალაქებში არ არის კავშირი, არ არის დენი, წყალი, როდესაც ბომბებს და რაკეტებს შეუძლიათ გაანადგურონ ნებისმიერი შენობა - თუნდაც საბავშვო ბაღი ან უნივერსიტეტი. როცა მთელი ქალაქი შეიძლება უბრალოდ გადაიწვას,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სჯერა, რომ ტირანია საბოლოოდ დამარცხდება.

"მჯერა, რომ უკრაინა შეძლებს თავისუფლების დაცვას და ტირანია აუცილებლად დამარცხდება. ხალხი კვლავ შეძლებს მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვროს უკრაინის ქალაქებში და იმისათვის, რომ ეს უფრო სწრაფად განხორციელდეს, ჩვენ დავგეგმეთ ამბიციური პროექტი უკრაინის აღსადგენად ამ ომის შემდეგ. გეპატიჟებით - თქვენს კომპანიებს, თქვენს ბიზნესს და პროფესიონალებს - მიიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გახდეთ ის ხალხი, ვინც ირჩევს თავისუფლების დაცვას, რათა ამ გზით ბოლო მოუღოს ტირანიას,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მან კონფერენციის მონაწილეებს რუსეთზე კიდევ მეტი ზეწოლის განხორციელებისკენ მოუწოდა.

"რუსეთზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლისკენ მოგიწოდებთ. ნუ დაეხმარებით მას თავის გამართლებაში. ნუ შეინარჩუნებთ კავშირს მასთან და გთხოვთ, არ მისცეთ უფლება მათ, ვინც მკვლელები გახდნენ, დები და ძმები გიწოდონ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.