პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება, რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ" - უკრაინის გენშტაბი
"სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება, რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ" - უკრაინის გენშტაბი

სე­ვე­რო­დო­ნეცკ­ში ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ყო­ველ­დღი­ურ ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. რუ­სე­ბი ქა­ლა­ქის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ უბ­ნებ­ში შე­იჭრ­ნენ. მტერს ნა­წი­ლობ­რი­ვი წარ­მა­ტე­ბა აქვს“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

ამას­თან, რუ­სებ­მა ვერ მი­აღ­წი­ეს პროგ­რესს წინ წა­ე­წი­ათ სხვა და­სახ­ლე­ბებ­ში იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი იცა­ვენ - მათ შო­რის ბახ­მუ­ტში, სო­ლე­დარ­სა და ლი­სი­ჩანსკში. გე­ნე­რა­ლურ­მა შტა­ბის ცნო­ბით, რუ­სე­ბი ცდი­ლობ­დნენ გა­და­ეკ­ვე­თათ მდი­ნა­რე სი­ვერსკი დო­ნეც­კი და „შე­ექ­მნათ პი­რო­ბე­ბი ძი­რი­თა­დი ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მისი გა­და­ლახ­ვის­თვის“.

ამას­თან, ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ხარ­კო­ვის ჩრდი­ლო­ე­თით, სა­დაც უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­რი­ტო­რია და­იბ­რუ­ნეს. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი შე­ე­ცად­ნენ შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის წინსვლა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„მტე­რი აგ­რძე­ლებ­და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის წი­ნაღ­მდეგ ცე­ცხლის გახ­სნას თვითმფრი­ნა­ვე­ბის, არ­ტი­ლე­რი­ის, მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო და­ნად­გა­რე­ბის, ნაღმტყორ­ცნე­ბი­სა და ტან­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, გენშტა­ბის ცნო­ბით, რუ­სუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბი ძლი­ერ­დე­ბი­ან სლო­ვი­ანსკის მი­სად­გო­მებ­თან, რად­გან ისი­ნი ემ­ზა­დე­ბი­ან ქა­ლაქ­ზე შე­ტე­ვის გა­ნახ­ლე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
0

სათაურიდან გამომდინარე- რომ იქიდან განდევნონ ან ამოხოცონ ქალების ნიფხავს ამოფარებული ნაცისტები

tngh
9

ყველა ინფორმაცია ბაქი-ბუქზე არის დაფუძნებული... ორმხრივად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება, რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ" - უკრაინის გენშტაბი

"სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება, რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ" - უკრაინის გენშტაბი

სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ. მტერს ნაწილობრივი წარმატება აქვს“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, რუსებმა ვერ მიაღწიეს პროგრესს წინ წაეწიათ სხვა დასახლებებში იმ ტერიტორიებზე, რომელსაც უკრაინული ძალები იცავენ - მათ შორის ბახმუტში, სოლედარსა და ლისიჩანსკში. გენერალურმა შტაბის ცნობით, რუსები ცდილობდნენ გადაეკვეთათ მდინარე სივერსკი დონეცკი და „შეექმნათ პირობები ძირითადი ძალების გამოყენებით მისი გადალახვისთვის“.

ამასთან, ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის ჩრდილოეთით, სადაც უკრაინულმა ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში ტერიტორია დაიბრუნეს. გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები შეეცადნენ შეეკავებინათ უკრაინელი სამხედროების წინსვლა სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით.

„მტერი აგრძელებდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წინაღმდეგ ცეცხლის გახსნას თვითმფრინავების, არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარების, ნაღმტყორცნებისა და ტანკების გამოყენებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსული შენაერთები ძლიერდებიან სლოვიანსკის მისადგომებთან, რადგან ისინი ემზადებიან ქალაქზე შეტევის განახლებისთვის.