საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება“ ევროპარლამენტარებს ისეთი გაშმაგებით ლანძღავდა, როგორც ოპოზიციონერები ჩემზე რომ იძახდნენ: ელისაშვილს რამხელა ცხვირი აქვსო" - ალეკო ელისაშვილი
"ოცნება“ ევროპარლამენტარებს ისეთი გაშმაგებით ლანძღავდა, როგორც ოპოზიციონერები ჩემზე რომ იძახდნენ: ელისაშვილს რამხელა ცხვირი აქვსო" - ალეკო ელისაშვილი

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს ისე­თი გაშ­მა­გე­ბით ლან­ძღავ­და, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი ჩემ­ზე ვე­რა­ფერს რომ ვერ ამ­ბობ­დნენ და იძახ­დნენ: ელი­საშ­ვილს რამ­ხე­ლა ცხვი­რი აქ­ვსო - და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ რა­მეს ამ­ბობ­დნენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა წევ­რმა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ალე­კო ელი­საშ­ვილს შე­ფა­სე­ბით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­ზე ისე ლა­პა­რაკს მი­ეჩ­ვია, რო­გორც სა­კუ­თარ ოპო­ნენ­ტებ­თან არის მიჩ­ვე­უ­ლი.

“მათ ნა­წილს უკვე ეძა­ხის კი­დეც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ა­ნო. ეს რა­ღაც საყ­მაწ­ვი­ლო სე­ნია, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს ლან­ძღავ, რო­მელ­თაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღონ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე. რა თქმა უნდა, ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კო­ლე­გაც სცო­დავს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კითხს და პარ­ტი­ულ შიდა ინ­ტე­რე­სებს ვერ ან­სხვა­ვებს და ამით ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს შეგ­ნე­ბუ­ლად აზი­ა­ნე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ოპო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კას, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვინ­მეს რამე ვუ­თხრა - ამ კრი­ტი­კას სა­კუ­თარ თავ­ზე ვერ მი­ვი­ღებ. არ ვიცი, ახლა ბრი­უ­სელ­ში ვინ და რო­გორ და­დის ან რო­გორ ცდი­ლო­ბენ ოპო­ზი­ცი­ი­დან, რომ ეს პრო­ცე­სი შე­ა­ფერ­ხოს, მაგ­რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან ისე­თი გა­რეწ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის წინ და­დი­ოდ­ნენ და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია არ მის­ცე­თო. ვიცი, რომ ასე­თე­ბი და­ნამ­დვი­ლე­ბით არი­ან. ისი­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან და არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ისევ ესე­ნი და­დი­ოდ­ნენ: სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუ­სი არ მის­ცე­თო.

გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში კა­ბი­ნეტ-კა­ბი­ნეტ და­დი­ო­და და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს არ­წმუ­ნებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია არ მი­ე­ცათ. ახ­ლაც არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ოპო­ზი­ცი­ი­დან ვინ­მე იყოს ტვი­ნა­რე­უ­ლი, მი­დი­ო­დეს და ევ­რო­პელ ბი­უ­როკ­რა­ტებს, პო­ლი­ტი­კო­სებს არ­წმუ­ნებ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეს პერ­სპექ­ტი­ვა არ მის­ცენ“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ას­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი და არა­სა­ჭი­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი ის­მის.

“ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და სხვა­ნა­ი­რად, სხვა რი­ტო­რი­კა შე­იძ­ლე­ბო­და“, - აღ­ნიშ­ნავს პრე­ზი­დენ­ტი და დას­ძენს, რომ „რა­ღა­ცე­ბი არ ით­ქმის, რად­გან ზრდი­ლო­ბის სა­კი­თხია“. ოპო­ზი­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ “ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და ბრი­უ­სელ­ში და­დი­ან“, თუმ­ცა მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემილიო
0

შენ შენი მონური ფსიქოლოოგიით დაყენდი. იციან ვის როგორ უნდა ელაპარაკონ. შენ გინდა და იგორავე ევროპელების ფეხებთან ემანდ ცერად არ შემოგხედონ

აეეეეე
0

რეიტინგის აწევა თუ გინდოდა უკრაინიდან არ უნდა გამოპარულიყავი. დააყენე რაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოცნება“ ევროპარლამენტარებს ისეთი გაშმაგებით ლანძღავდა, როგორც ოპოზიციონერები ჩემზე რომ იძახდნენ: ელისაშვილს რამხელა ცხვირი აქვსო" - ალეკო ელისაშვილი

"ოცნება“ ევროპარლამენტარებს ისეთი გაშმაგებით ლანძღავდა, როგორც ოპოზიციონერები ჩემზე რომ იძახდნენ: ელისაშვილს რამხელა ცხვირი აქვსო" - ალეკო ელისაშვილი

პრეზიდენტის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები - "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარებს ისეთი გაშმაგებით ლანძღავდა, როგორც ოპოზიციონერები ჩემზე ვერაფერს რომ ვერ ამბობდნენ და იძახდნენ: ელისაშვილს რამხელა ცხვირი აქვსო - დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდნენ ევროპარლამენტარებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილს შეფასებით, “ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარებზე ისე ლაპარაკს მიეჩვია, როგორც საკუთარ ოპონენტებთან არის მიჩვეული.

“მათ ნაწილს უკვე ეძახის კიდეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიანო. ეს რაღაც საყმაწვილო სენია, რომ იმ ადამიანებს ლანძღავ, რომელთაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოს ევროპის პერსპექტივაზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგაც სცოდავს, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს და პარტიულ შიდა ინტერესებს ვერ ანსხვავებს და ამით ქართულ სახელმწიფოს შეგნებულად აზიანებენ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკას, ღმერთმა დამიფაროს, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ვინმეს რამე ვუთხრა - ამ კრიტიკას საკუთარ თავზე ვერ მივიღებ. არ ვიცი, ახლა ბრიუსელში ვინ და როგორ დადის ან როგორ ცდილობენ ოპოზიციიდან, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ქართულ ოპოზიციაში არიან ისეთი გარეწრები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის წინ დადიოდნენ და ევროპარლამენტარებს ეუბნებოდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო. ვიცი, რომ ასეთები დანამდვილებით არიან. ისინი ცოცხლები არიან და არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ესენი დადიოდნენ: საქართველოს სტატუსი არ მისცეთო.

გიორგი კანდელაკზე ამბობენ, რომ ევროპარლამენტში კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა და ევროპარლამენტარებს არწმუნებდა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ მიეცათ. ახლაც არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციიდან ვინმე იყოს ტვინარეული, მიდიოდეს და ევროპელ ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს არწმუნებდეს, რომ საქართველოს ეს პერსპექტივა არ მისცენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის.

“ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა“, - აღნიშნავს პრეზიდენტი და დასძენს, რომ „რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია“. ოპოზიციასთან მიმართებით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ ხელისუფლების შეცდომებით სარგებლობენ და ბრიუსელში დადიან“, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებას ეკისრება.