პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსების ყველაზე დიდი მარცხია ხარკოვი, სადაც მათ საკუთარი ელიტური ნაწილები გაანადგურეს... ამ ეტაპზე უკრაინის მარცხი ლუგანსკია" - ომის 100 დღე და როგორი იქნება ომის მესამე ფაზა?
"რუსების ყველაზე დიდი მარცხია ხარკოვი, სადაც მათ საკუთარი ელიტური ნაწილები გაანადგურეს...  ამ ეტაპზე უკრაინის მარცხი ლუგანსკია" - ომის 100 დღე და როგორი იქნება ომის მესამე ფაზა?

დღეს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის მე -100 დღეა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა.

"რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. ოკუ­პან­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ, ომის მე-100 დღეს მა­ინც მი­აღ­წი­ონ იმ მიზ­ნებს, რისი იმე­დიც პირ­ველ დღე­ებ­ში ჰქონ­დათ, ამი­ტომ, მათ დონ­ბას­ში მო­ახ­დი­ნეს არ­ტი­ლე­რი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია, მაქ­სი­მა­ლუ­რი რე­ზერ­ვე­ბი - არის სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი, ავი­ა­ცია, ყვე­ლა­ფე­რი... თუ დამ­პყრობ­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ ლი­მა­ნი და სე­ვე­რო­დო­ნეც­კი მათი იქ­ნე­ბა, ცდე­ბი­ან. დონ­ბა­სი უკ­რა­ი­ნუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვე­ნი არსი და მა­ში­ნაც კი, თუ რუ­სე­თი ყველ­გან ნგრე­ვას და ტან­ჯვას მო­ი­ტანს, ჩვენ მა­ინც აღ­ვად­გენთ ყვე­ლა ქა­ლაქს და ყვე­ლა და­სახ­ლე­ბას. იქ ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­შე­ბის რე­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს და არ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­დან მე -100 დღეს, თა­ვის სა­დაზ­ვერ­ვო ცნო­ბარს დიდი ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვა რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მებ­სა და მისი შეს­რუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბას უძღვნის. უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის ძა­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს თავ­და­პირ­ვე­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა და კი­ე­ვი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­ხე­ლი­სუფ­ლო ცენ­ტრე­ბის და­კა­ვე­ბა. "მას შემ­დეგ, რაც არას­წო­რი გათ­ვლე­ბი­სა და ცუდი შეს­რუ­ლე­ბის გამო თავ­და­პირ­ვე­ლი გეგ­მა ჩა­ვარ­და, რუ­სეთ­მა თა­ვი­სი ოპე­რა­ტი­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბი შეც­ვა­ლა და მი­ზან­ში დონ­ბა­სი ამო­ი­ღო. რუ­სე­თი ახლა ტაქ­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას დონ­ბას­ში ცდი­ლობს“. - ვკი­თხუ­ლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს იმა­საც, რომ რუ­სე­თის ძა­ლე­ბი ლუ­განსკში უპი­რა­ტე­სო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი აკონ­ტრო­ლებს ლუ­განსკის ოლ­ქის 90 %-ს და, სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს ორ კვი­რა­ში სრულ კონ­ტროლ­საც მო­ი­პო­ვებს.

"მოს­კოვ­მა ამ ტაქ­ტი­კურ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია დიდი მსხვერ­პლის ფა­სად, იმის ხარ­ჯზე, რომ თა­ვი­სი ძა­ლე­ბი და შე­ტე­ვა მთლი­ა­ნად ერთ კონ­კრე­ტულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­მარ­თა“, - წერს დაზ­ვერ­ვა და უკვე 100-დღი­ა­ნი ომის სა­ერ­თო შე­დე­გებს ასე აფა­სებს: "რუ­სეთ­მა ვერ შეძ­ლო შე­ტე­ვის გაგ­რძე­ლე­ბა სხვა ფრონ­ტებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, და­ნარ­ჩენ ად­გი­ლებ­ში ის თავ­დაც­ვა­ზეა გა­და­სუ­ლი. თავ­და­პირ­ველ გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით, მან ვერ­ცერთ სტრა­ტე­გი­ულ მი­ზანს ვერ მი­აღ­წია. იმის­თვის, რომ რუ­სეთ­მა რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვოს, მას დას­ჭირ­დე­ბა მუდ­მი­ვი და უზარ­მა­ზა­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბა­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს მო­ი­თხოვს“.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის 100 დღეს ambebi.ge -სთან "ჯი­პას“ პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე აფა­სებს.

  • რა გა­მოკ­ვე­თა ომის 100-მა დღემ

"ამ ომმა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი ქა­ღალ­დზე სულ სხვაა, ხოლო ფრონ­ტის ხაზ­ზე - აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა. რუ­სეთს შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­ღალ­დზე ჰყავ­დეს მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი, კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი და აღ­ჭურ­ვი­ლი არ­მია, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, არ­მია შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის დო­ნით იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი. ამ ციფ­რებს არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს იმ რე­ა­ლურ აღ­ჭურ­ვა­სა და მომ­ზა­დე­ბას­თან, რაც ჯა­რის­კაცს უნდა ჰქონ­დეს.

1. ერთ ჯა­რის­კაც­ზე რამ­დე­ნი დო­ლა­რი იხარ­ჯე­ბა? - ეს არის ის საკ­ვან­ძო კი­თხვა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის სვა­მენ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სურთ, ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი ძლი­ე­რე­ბა შე­ა­ფა­სონ. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ თი­თო­ე­ულ სამ­ხედ­რო­ზე ძა­ლი­ან ცოტა იხარ­ჯე­ბა, ისი­ნი გა­ნიც­დი­ან პერ­მა­ნენ­ტულ დე­ფი­ციტს რო­გორც ტყვია-წამ­ლის, ასე­ვე საკ­ვე­ბის, საწ­ვა­ვის, ანუ ყვე­ლა იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტის და ცოდ­ნი­საც, რო­მელ­საც ომის მო­გე­ბა შე­უძ­ლია.

2. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო ტაქ­ტი­კე­ბი. ზო­გა­დად, რუ­სე­თი ისევ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დე­ლი ტაქ­ტი­კით იბ­რძვის. ის ცდი­ლობს დიდი სა­ტან­კო ნა­წი­ლე­ბით აწარ­მო­ოს შე­ტე­ვა ფარ­თო სივ­რცე­ზე. ეს, რა თქმა უნდა, ძვე­ლი ტაქ­ტი­კაა. ასე­ვე, ამ ომმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ თა­ვად ტან­კია მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი - განა ის, რომ ტან­კი ჩა­მო­სა­წე­რია, არა, ტან­კია ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი შე­ტე­ვის პე­რი­ოდ­ში და თუ კი მას ზურგს უმაგ­რებს ქვე­ი­თი ნა­წი­ლე­ბი (სა­ტან­კო და ქვე­ი­თი ნა­წი­ლე­ბი ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთს იცა­ვენ), ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ვთქვათ, რომ ტან­კი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. მაგ­რამ ამ ომმა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ რუ­სებს აქვთ სრუ­ლი­ად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტაქ­ტი­კა, რო­გო­რიც მე-20 სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იყო - ფარ­თო სა­ტან­კო კო­ლო­ნე­ბით წა­ვი­დოდ­ნენ, ყო­ველ­გვა­რი ქვე­ი­თე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, თით­ქოს ასე მო­ი­გე­ბენ ომს.

3. უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, რი­თაც შეძ­ლეს გა­ე­ნე­იტ­რა­ლე­ბი­ნათ რუ­სე­ბის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა.

4. ხაზ­გა­სას­მე­ლია მო­ტი­ვა­ცია - რუ­სებს მო­ტი­ვა­ცია არ ჰქონ­დათ, არ აქვთ და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო და­ბა­ლი ექ­ნე­ბათ, ისი­ნი სრუ­ლი­ად დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს უკ­რა­ი­ნე­ლებს, არა მხო­ლოდ მსოფ­ლი­ოს და­ა­ნა­ხონ, რომ მათი ბრძო­ლა სა­მარ­თლი­ა­ნია, არა­მედ ფრონ­ტის ხაზ­ზე შეც­ვა­ლონ სი­ტუ­ა­ცია და რუ­სე­ბი აი­ძუ­ლონ, უკან და­ი­ხი­ონ. ეს არის უდი­დე­სი მოვ­ლე­ნა, რუ­სეთს თუ კი რა­ი­მე მო­ტი­ვა­ცია შე­იძ­ლე­ბა ჰქო­ნო­და, ეს არის ის, რომ მსოფ­ლი­ოს­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რა მა­გა­რი ჯარი ჰყავ­და, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­ი­ა­რა სამ დღე­ში და მათი უძ­ლე­ვე­ლო­ბა პირ­ველ რიგ­ში, მათ­თვის აღ­მოჩ­ნდა მითი. რო­დე­საც შემ­ტევ ოპე­რა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებ და ელო­დე­ბი, რომ ზურგს გი­მაგ­რებს მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი, კარ­გად აღ­ჭურ­ვი­ლი არ­მია, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში უნდა აიღო ქა­ლა­ქი (რო­გორც ეს ხარ­კოვ­ში მოხ­და) და ნაც­ვლად ამი­სა, მას სა­ერ­თოდ ვერ იღებ და იქ გი­ნად­გურ­დე­ბა მთე­ლი მძი­მე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის სრუ­ლად დე­მო­რა­ლი­ზე­ბას იწ­ვევს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა გათ­ვა­ლეს, რომ მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და­ეც­ვათ კონ­კრე­ტუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი და წერ­ტი­ლე­ბი და ამ შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლებ­დნენ ომის მო­გე­ბას. ამა­სო­ბა­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა დაგ­ვა­ნა­ხეს ტაქ­ტი­კა, რომ თუ კი რო­მე­ლი­მე ქა­ლა­ქის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, ისი­ნი ამ ქა­ლა­ქის­თვის თავს არ დე­ბენ, უკან იხე­ვენ იმი­ტომ, რომ მათ აქვთ სტრა­ტე­გი­უ­ლი სიღ­რმე“.

  • რუ­სუ­ლი არ­მი­ის შეც­დო­მე­ბი

"ომის ასი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩ­ნდა, რომ რუ­სებ­მა უფრო მე­ტად გა­და­წყვი­ტეს ემოქ­მე­დათ ემო­ცი­უ­რად, ვიდ­რე სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ვგუ­ლის­ხმობ, მა­რი­უ­პო­ლის ალ­ყას, სა­დაც 6000 რუსი სამ­ხედ­როს შე­წირ­ვა იყო რა­ღა­ცა ემო­ცი­უ­რი ფაქ­ტი იმი­ტომ, რომ ალ­ყა­ში მყო­ფი ჯა­რის­კა­ცი და არ­მია ისე­თი­ვე არაფ­რის მაქ­ნი­სია, რო­გორც არარ­სე­ბუ­ლი არ­მია. რო­დე­საც რუ­სებ­მა მა­რი­უ­პო­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად მო­წყვი­ტეს და­ნარ­ჩენ უკ­რა­ი­ნას, შე­ეძ­ლოთ იქ ქა­ლა­ქის შტურ­მი კი არ და­ე­წყოთ, არა­მედ ეს ქა­ლა­ქი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ალ­ყა­ში და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­სუ­ლიყ­ვნენ შე­ტე­ვა­ზე. რუ­სე­ბი ასე კი არ მო­იქ­ცნენ, მათ სა­კუ­თა­რი ელი­ტუ­რი ნა­წი­ლე­ბი შე­ა­ხო­ცეს და შე­წი­რეს მა­რი­უ­პოლს. მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლე­ბის და­ნა­კარ­გი ძა­ლი­ან მცი­რე იყო (მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ). ამას­თან, რუ­სებ­მა მი­ი­ღეს კი­დევ ერთი უზარ­მა­ზა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­რა­ლუ­რი დარ­ტყმა, რო­დე­საც მათ გე­ნო­ცი­დი მო­უ­წყეს მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, და­ნარ­ჩე­ნე­ბი შო­რე­ულ რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. ყვე­ლა­ფე­რი რომ შე­ვა­ჯა­მოთ, დიახ, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში რუ­სებს ჰქონ­დათ წინსვლა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ხერ­სო­ნის რა­ი­ო­ნის დიდი ნა­წი­ლი მათ ჩა­იგ­დეს ხელ­ში, ამის მიღ­მა, რუ­სე­თის არ­მი­ამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ მისი მომ­ზა­დე­ბის ხა­რის­ხი, დონე, აღ­ჭურ­ვა, მო­ტი­ვა­ცია და ა.შ. არის და­ბა­ლი“.

  • ომს შე­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი

"ასი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის და­ნა­კარ­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ გვაქვს, მაგ­რამ სა­ა­მი­სოდ კარ­გი შე­სა­და­რე­ბე­ლია მა­რი­უ­პო­ლი, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით 3200 უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო იცავ­და. რუ­სე­ბი ამ­ბო­ბენ, ჩაგ­ვბარ­და 2456 მცვე­ლიო, ეს ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და­ნა­კარ­გი, ყვე­ლა­ზე უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში (თუ კი ეს ციფ­რი სწო­რია), არ აღე­მა­ტე­ბა 750-800 ადა­მი­ანს. 6000 შე­წი­რუ­ლი რუსი სამ­ხედ­რო იმ ფაქ­ტზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ყვე­ლა­ზე მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყოფ ქა­ლაქ­ში თუ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა 800 მებ­რძო­ლი და­კარ­გეს, ეს ძა­ლი­ან არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა რუ­სებ­თან მი­მარ­თე­ბით. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან ქა­ლაქ ხარ­კოვ­სა და ხარ­კო­ვის შე­მო­გა­რენ­ში ბრძო­ლა იმით იყო სა­ინ­ტე­რე­სო, რომ რუ­სე­თის მე­დე­სან­ტე­ე­ბი, მე-200 პოლ­კი, ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ არ­სე­ბობს ისე­ვე, რო­გორც 58-ე არ­მია, რო­მელ­საც მთე­ლი შე­ტე­ვა დონ­ბას­ში უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნა. ამ ომის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი და­ნა­კარ­გი - უკ­რა­ი­ნუ­ლი რო­მე­ლი­მე პოლ­კი, ბა­ტა­ლი­ო­ნი აღარ არ­სე­ბობ­დეს, არ მომ­ხდა­რა. უკ­რა­ი­ნელ­თა მთა­ვა­რი მსხვერ­პლი არის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 მო­სახ­ლე, რაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ციფ­რია. სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, ვეჭ­ვობ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი ამ მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, 7000 სამ­ხედ­როს აღე­მა­ტე­ბო­დეს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ციფ­რი. სამ­ხედ­რო და­ნა­კარ­გი რუ­სე­ბის მხრი­დან, ვფიქ­რობ, 30 000 იქ­ნე­ბა (რის შე­სა­ხე­ბაც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იუ­წყე­ბი­ან), თუმ­ცა შე­საძ­ლოა ციფ­რე­ბი აც­დე­ნი­ლი იყოს 1000-2000 სამ­ხედ­რო­ში, ფი­ზი­კუ­რად მეტი ვერ იქ­ნე­ბა“.

  • ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი

"ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა პირ­ველ დღე­ებ­ში სა­დაც შე­იქ­ნა, ეს არის ხერ­სო­ნი, რომ­ლის 90% რუ­სებ­მა ჩა­იგ­დეს ხელ­ში, მაგ­რამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ქა­ლაქ ხერ­სო­ნის მიღ­მა მი­კო­ლა­ი­ვამ­დე არ­სად ასე­თი მძლავ­რი არ ყო­ფი­ლა. სა­დაც უკ­რა­ი­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იყო და იქ ტე­რი­ტო­რია და­ი­კარ­გა, ესაა ლუ­განსკის რა­ი­ო­ნი. აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა კონ­ტრშე­ტე­ვა ხერ­სონ­ში, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ მთე­ლი თუ არა, ისე­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ლაქ ხერ­სონ­საც და­აბ­რუ­ნე­ბი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ლუ­განსკის რა­ი­ონს, იქ სა­ომ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი პი­რო­ბე­ბია, რად­გან, პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სე­ბი ყვე­ლა არ­სე­ბულ და­სახ­ლე­ბას, რა­საც იღე­ბენ, ბო­ლომ­დე ანად­გუ­რე­ბენ, იმ ქა­ლაქ­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლიც არა­ფე­რი ხდე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ასეთ ქა­ლა­ქებ­ში ურ­ბა­ნუ­ლი ბრძო­ლე­ბი გა­ჭირ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია ის, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს უკან და­ხე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წევთ რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის სა­არ­ტი­ლე­რიო და­მუ­შა­ვე­ბა, რათა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლუ­განსკის რა­ი­ო­ნის დაბ­რუ­ნე­ბა შეძ­ლონ.

ეს რთუ­ლი იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ რუ­სე­ბი რო­დე­საც ასეთ ურ­ბა­ნულ ქა­ლა­ქებს იღე­ბენ, ერ­თის მხრივ, მას მი­წას­თან ას­წო­რე­ბენ, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, ქმნი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან თავ­დაც­ვით ზღუ­დე­ებს. მა­გა­ლი­თად, ქა­ლა­ქი პო­პას­ნა იყო ის ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც 2014 წლი­დან უწევ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რუ­სე­ბის შე­ტე­ვას. პრაქ­ტი­კუ­ლად, 7 მა­ი­სამ­დე, ანუ 2 თვე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­პას­ნა იდგა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და რუ­სებს. რო­დე­საც რუ­სებ­მა ეს ქა­ლა­ქი აი­ღეს, ამ ქა­ლა­ქის მიღ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებს თავ­დაც­ვის ზღუ­დე აღარ ჰქონ­დათ, ამი­ტო­მაა, რომ ლუ­განსკის რა­ი­ონ­ში პო­პას­ნას მიღ­მა ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი­ვით შე­ე­სივ­ნენ. ახლა ის რუ­სე­ბის ხელ­შია და ისი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეც­დე­ბი­ან მის დაც­ვას. და­კარ­გუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში არ­სე­ბობს, უბ­რა­ლოდ, უკ­რა­ი­ნას უფრო მეტი რე­სურ­სის და­ხარ­ჯვა მო­უ­წევს, ვიდ­რე ხერ­სონ­ზე, იმი­ტომ, რომ ხერ­სონ­ზე გაშ­ლი­ლი მდე­ლო­ე­ბია, მდი­ნა­რე დნეპ­რის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როა, რაც რუ­სებს ბევ­რად მეტ საფრ­თხეს უქ­მნის.

  • რუ­სე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მარ­ცხი და მიღ­წე­ვა

"ამ ასი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მარ­ცხია ხარ­კო­ვი, სა­დაც მათ სა­კუ­თა­რი ელი­ტუ­რი ნა­წი­ლე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს - ხარ­კო­ვი მათ­თვის იყო შოკი იმი­ტომ, რომ ეგო­ნათ, მას მა­ლე­ვე აი­ღებ­დნენ. ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის მა­ინც კი­ე­ვის დაც­ვაა. მისი დაც­ვა რუ­სე­ბის­თვის იყო გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი არა მარ­ტო სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ, ეს იყო დიდი ბრძო­ლის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ზა­რა­ლი - 5-6 კვი­რა უტევ­დნენ კი­ევს, მაგ­რამ ვერ აი­ღეს. ომის პირ­ვე­ლი­ვე დღეს, რო­დე­საც რუ­სებ­მა ხარ­კო­ვის შე­სას­ვლე­ლი და­ი­კა­ვეს და თქვეს, რომ ხარ­კო­ვი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი, მათი მო­ლო­დი­ნი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად და ტა­შით დახ­ვდე­ბო­და, არ გა­მარ­თლდა. ამის ნაც­ვლად, როცა მათ პირ­ვე­ლი ჯა­ვე­ლი­ნი მოხ­ვდათ, აი, იქ მოხ­და შოკი და გა­ურ­კვევ­ლო­ბა რუ­სე­ბის­თვის ქა­ლაქ­ში, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კობს. უკ­რა­ი­ნის­თვის მარ­ცხი ამ­ჟა­მად არის ლუ­განსკის რა­ი­ო­ნი, რომ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 90% არის რუ­სე­ბის ხელ­ში.

არ ვფიქ­რობ, რომ პუ­ტი­ნის მი­ზა­ნი - დონ­ბა­სის სა­ბო­ლო­ოდ ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, მიღ­წე­ვა­დია. ლი­სი­ჩანსკის აღე­ბა რუ­სე­ბის­თვის, თე­ო­რი­უ­ლად მიღ­წე­ვა­დია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ სლა­ვი­ანსკის და კრა­მა­ტორსკის, ამ დიდი ქა­ლა­ქე­ბის აღე­ბა მო­ა­ხერ­ხონ, ლუ­განსკის სა­ზღვარს რუ­სე­ბი რთუ­ლად თუ გას­ცდე­ბი­ან. ზღაპ­რებ­შიც არ და­ვუშ­ვებ­დი ოდე­სამ­დე გას­ვლას და მის აღე­ბას იმი­ტომ, რომ მა­ნამ­დეა ქა­ლა­ქი მი­კო­ლა­ე­ვი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე გა­მაგ­რე­ბუ­ლია ოდე­სას­თან და დნიპ­როს­თან ერ­თად სამ­ხრე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თის არ­მია ოდე­სამ­დე რომ ჩა­ვი­დეს, იმა­ზე ბევ­რად მეტი ზა­რა­ლი უნდა მი­ი­ღოს, ვიდ­რე მა­რი­უ­პოლ­ში ნახა. რუ­სეთ­მა მარ­ტო ნი­კო­ლა­ე­ვი რომ აი­ღოს, მან და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 კაცი ისე უნდა შეს­წი­როს, რო­გორც არა­ფე­რი. ამ ეტაპ­ზე დი­ნა­მი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ოდე­სის­თვის ბრძო­ლაც კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, არამც თუ მისი აღე­ბა.

  • რომ არა "აზო­ვე­ლე­ბი“...

"აზო­ვე­ლე­ბის" დიდი ნა­წი­ლი 2014 წელს ოკუ­პი­რე­ბულ ქა­ლაქ ნო­ვო­ა­ზოვ­სკში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათი დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ცი­ხე­შია, ზო­გიც - ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა არის ვერ­სი­ე­ბი, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი, შე­საძ­ლოა, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლე­ბის, ან რუ­სე­ბის მხრი­დან შუ­რის­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტი გახ­და, თუმ­ცა არ არის სა­უ­ბა­რი, ვინ და რა ფორ­მე­ბით. რომ არა მათი მხრი­დან მა­რი­უ­პო­ლის გმი­რუ­ლი დაც­ვა და რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­კა­ვე­ბა, დღეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, დო­ნეც­კის და ლუ­განსკის რა­ი­ო­ნე­ბი რუ­სე­ბის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

  • რა სა­შუ­ა­ლე­ბებს ფლობს უკ­რა­ი­ნა და რა შეც­ვლის ომის სუ­რათს

"თვით­მა­ვა­ლი არ­ტი­ლე­რია არის ის, რა­საც შე­უძ­ლია ომის სუ­რა­თი შეც­ვა­ლოს. მისი დიდი ნა­წი­ლი უკვე დაძ­რუ­ლია უკ­რა­ი­ნის­კენ. რა თქმა უნდა, ის ერთ ღა­მე­ში ვერ ჩავა, ამას­თა­ნა­ვე, მის ათ­ვი­სე­ბას სჭირ­დე­ბა სწავ­ლე­ბა, დიდი დრო და რაც მთა­ვა­რია, ფრონ­ტამ­დე ჩას­ვლა. ერ­თია ია­რა­ღის ჩას­ვლა უკ­რა­ი­ნამ­დე და მე­ო­რეა - ფრონ­ტის ხა­ზამ­დე ჩას­ვლა. ვნა­ხეთ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რა დას­ჭირ­და M-777 ტი­პის სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბის უკ­რა­ი­ნი­დან ფრონ­ტის ხაზ­ზე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ჩე­ნას. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 5 კვი­რა დას­ჭირ­და წა­მოს­ვლი­დან ფრონ­ტის ხა­ზამ­დე მის­ვლას. ამი­ტომ დიდი დრო სჭირ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა­ღა, თვით­მა­ვალ არ­ტი­ლე­რი­ას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი ფრონ­ტის ხაზ­ზე. ამ არ­ტი­ლე­რი­ას აშშ და დიდი ბრი­ტა­ნე­თი აგ­ზავ­ნის. ახლა M270 ზალ­პუ­რი ცე­ცხლის სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გარს შე­უძ­ლია ომში მო­ახ­დი­ნოს გარ­და­ტე­ხა, ამას უკ­რა­ი­ნას ბრი­ტა­ნე­ლე­ბი აწ­ვდი­ან და ეს ისე­თი ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი სის­ტე­მაა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გა­ა­ნად­გუ­როს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე 300 კმ-შიც კი. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ რო­გორც კი ამ ტი­პის და­ნად­გა­რი გა­მოჩ­ნდე­ბა, ომი დამ­თავ­რდე­ბა. ერ­თია, როცა ქვეყ­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, გა­დავ­წყვი­ტეთ ია­რა­ღი მი­ვა­წო­დო­თო, მე­ო­რეა, შე­საძ­ლოა, ამ დროს ია­რა­ღი უკვე ად­გილ­ზე იყოს.

ამ 100 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნას მი­წო­დე­ბუ­ლი აქვს ბევ­რი ტან­კი - გა­და­ცე­მულ იქნა T72, M777 სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბი, ჩე­ხუ­რი და­ნე­ბი (ესეც სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რია). ამას­თა­ნა­ვე, მათ ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა უამ­რა­ვი სტინ­გე­რი - ან­ტი­სა­ჰა­ე­რო სის­ტე­მა, ჯა­ვე­ლი­ნი, ენ­ლოუ - ან­ტი­სა­ტან­კო სის­ტე­მა, ბრი­ტა­ნუ­ლი ია­რა­ღი, რო­მელ­მაც შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, გა­და­არ­ჩი­ნა უკ­რა­ი­ნა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათ ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა ან­ტი­სა­ზღვაო სის­ტე­მე­ბი, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნას უკვე ჰქონ­და ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნეპ­ტუ­ნე­ბი. პრაქ­ტი­კუ­ლად, უკ­რა­ი­ნის არ­სე­ნა­ლი გა­ი­ზარ­და რო­გორც ხმე­ლეთ­ზე, ისე ჰა­ერ­ში და ზღვა­ში და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - გა­და­ე­ცა თვითმფრი­ნა­ვე­ბის ის სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ ფრე­ნა აწარ­მო­ე­ბი­ნოს უკ­რა­ი­ნულ ავი­ა­ცი­ას. ავი­ა­ცია და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ აღ­დგე­ნას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, თუკი მათ სა­თა­ნა­დო ნა­წი­ლებს არ მის­ცემ­დნენ.

ვფიქ­რობ, ომის მე­სა­მე ფაზა უკვე აღარ იქ­ნე­ბა, რუ­სებს ამის თავი უბ­რა­ლოდ, არ აქვთ. მე­სა­მე ფაზა იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის კონ­ტრშე­ტე­ვა. ასე­თი მას­შტა­ბუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვა არ ყო­ფი­ლა, გარ­და ხარ­კო­ვის რა­ი­ო­ნი­სა. მე­ო­რე 100 დღე იქ­ნე­ბა თუ არა, ესეც რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. სა­ნამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ომს არ მო­ი­გე­ბენ, ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა, ისი­ნი ოკუ­პან­ტებს და­ნებ­დნენ".

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
givi
1

Скотт Риттер (военный эксперт США, офицер разведки): «Нет сомнения, что для поставок вооружения уже слишком поздно. То время, чтобы вооружить Украину в объемах необходимых для сдерживания России, не говоря уже о победе над русскими прошло. Даже если вооружение дойдет до поля боя, оно даст нулевой эффект.

И Байден это знает. И его генералы это знают. Это невозможно для любой армии - получить вооружение и тут же научить людей его использовать на уровне тактической эффективности, чтобы они полагались на это вооружение в текущих операциях - так не получится.

Скорее всего вся эта помощь будет уничтожена до попадания на поле боя. А то, что сумеет попасть сыграет во вред. Просить своих солдат использовать незнакомое оружие в бою - это смертельный приговор. Это суровая реальность. Русские побеждают и они победят и нет буквально ничего, что ВСУ, США или Европа могли бы сделать, чтобы это предотвратить. Все чем занимается Байден - это спектакль на публику, на боевых действиях это никак не отразится».

გიო
12

ნეტა რა სამხედრო განათლება აქვს ამ ჯიპას პროფესორს? როდის ვეღირსებით, რომ ექსპერტს იმ სფეროს საბაზო განათლება მაინც ექნება? რამდენს ახარჯავს ჯარისკაცს, არ არის მისი ბრძოლისუნარიანობის განმსაზღვრელი, საუდის არაბეთის სეიარაღებული ძალები ყველაზე მაგარი არაა, დახარჯული თანხების მიუხედავად. ყველაზე კარგად ნაჭამი და ჩაცმული ჯარი არ ნიშნავს ყველაზე მებრძოლს! თუ ექსპერტოას იბრალებს, ისტორიაში მრავალ მაგალითს იპოვის...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსების ყველაზე დიდი მარცხია ხარკოვი, სადაც მათ საკუთარი ელიტური ნაწილები გაანადგურეს... ამ ეტაპზე უკრაინის მარცხი ლუგანსკია" - ომის 100 დღე და როგორი იქნება ომის მესამე ფაზა?

"რუსების ყველაზე დიდი მარცხია ხარკოვი, სადაც მათ საკუთარი ელიტური ნაწილები გაანადგურეს...  ამ ეტაპზე უკრაინის მარცხი ლუგანსკია" - ომის 100 დღე და როგორი იქნება ომის მესამე ფაზა?

დღეს რუსეთ-უკრაინის ომის მე -100 დღეა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული სიტუაციაა. ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც პირველ დღეებში ჰქონდათ, ამიტომ, მათ დონბასში მოახდინეს არტილერიის მაქსიმალური კონცენტრაცია, მაქსიმალური რეზერვები - არის სარაკეტო დარტყმები, ავიაცია, ყველაფერი... თუ დამპყრობლებს ჰგონიათ, რომ ლიმანი და სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი არსი და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანს, ჩვენ მაინც აღვადგენთ ყველა ქალაქს და ყველა დასახლებას. იქ ჩვენი უკრაინული დროშების რეალური ალტერნატივა არ არსებობს და არ იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე -100 დღეს, თავის სადაზვერვო ცნობარს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის სტრატეგიულ გეგმებსა და მისი შესრულების შეფასებას უძღვნის. უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა ვერ შეძლეს თავდაპირველი მიზნების მიღწევა და კიევისა და უკრაინის სახელისუფლო ცენტრების დაკავება. "მას შემდეგ, რაც არასწორი გათვლებისა და ცუდი შესრულების გამო თავდაპირველი გეგმა ჩავარდა, რუსეთმა თავისი ოპერატიული ამოცანები შეცვალა და მიზანში დონბასი ამოიღო. რუსეთი ახლა ტაქტიკური წარმატების მიღწევას დონბასში ცდილობს“. - ვკითხულობთ ინფორმაციაში. უწყება აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთის ძალები ლუგანსკში უპირატესობას ინარჩუნებენ. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ინფორმაციით, რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90 %-ს და, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში სრულ კონტროლსაც მოიპოვებს.

"მოსკოვმა ამ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია დიდი მსხვერპლის ფასად, იმის ხარჯზე, რომ თავისი ძალები და შეტევა მთლიანად ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე მიმართა“, - წერს დაზვერვა და უკვე 100-დღიანი ომის საერთო შედეგებს ასე აფასებს: "რუსეთმა ვერ შეძლო შეტევის გაგრძელება სხვა ფრონტებსა და მიმართულებებზე, დანარჩენ ადგილებში ის თავდაცვაზეა გადასული. თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, მან ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. იმისთვის, რომ რუსეთმა რაიმე წარმატება მოიპოვოს, მას დასჭირდება მუდმივი და უზარმაზარი ინვესტიციები პირად შემადგენლობასა და აღჭურვილობაში, რაც მნიშვნელოვან დროს მოითხოვს“.

რუსეთ-უკრაინის 100 დღეს ambebi.ge -სთან "ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე აფასებს.

  • რა გამოკვეთა ომის 100-მა დღემ

"ამ ომმა დაგვანახა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქაღალდზე სულ სხვაა, ხოლო ფრონტის ხაზზე - აბსოლუტურად სხვა. რუსეთს შესაძლებელია ქაღალდზე ჰყავდეს მრავალათასიანი, კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი არმია, მაგრამ სინამდვილეში, არმია შეიძლება მოსახლეობის რაოდენობის დონით იყოს განსაზღვრული. ამ ციფრებს არავითარი კავშირი არ აქვს იმ რეალურ აღჭურვასა და მომზადებასთან, რაც ჯარისკაცს უნდა ჰქონდეს.

1. ერთ ჯარისკაცზე რამდენი დოლარი იხარჯება? - ეს არის ის საკვანძო კითხვა, რომელსაც ყოველთვის სვამენ სამხედრო ექსპერტები, რომლებსაც სურთ, ქვეყნის რეალური ძლიერება შეაფასონ. ჩვენ დავინახეთ, რომ თითოეულ სამხედროზე ძალიან ცოტა იხარჯება, ისინი განიცდიან პერმანენტულ დეფიციტს როგორც ტყვია-წამლის, ასევე საკვების, საწვავის, ანუ ყველა იმ მნიშვნელოვანი ინგრედიენტის და ცოდნისაც, რომელსაც ომის მოგება შეუძლია.

2. უმნიშვნელოვანესი იყო ტაქტიკები. ზოგადად, რუსეთი ისევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტაქტიკით იბრძვის. ის ცდილობს დიდი სატანკო ნაწილებით აწარმოოს შეტევა ფართო სივრცეზე. ეს, რა თქმა უნდა, ძველი ტაქტიკაა. ასევე, ამ ომმა აღმოაჩინა, რომ თავად ტანკია მოძველებული - განა ის, რომ ტანკი ჩამოსაწერია, არა, ტანკია ერთ-ერთი კომპონენტი შეტევის პერიოდში და თუ კი მას ზურგს უმაგრებს ქვეითი ნაწილები (სატანკო და ქვეითი ნაწილები ერთად გადაადგილდებიან და ერთმანეთს იცავენ), ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვთქვათ, რომ ტანკი ფუნქციონირებს. მაგრამ ამ ომმა დაგვანახა, რომ რუსებს აქვთ სრულიად მოძველებული ტაქტიკა, როგორიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იყო - ფართო სატანკო კოლონებით წავიდოდნენ, ყოველგვარი ქვეითების დახმარების გარეშე, თითქოს ასე მოიგებენ ომს.

3. უკრაინელებს აქვთ ტექნოლოგიური უპირატესობა, რითაც შეძლეს გაენეიტრალებინათ რუსების რაოდენობრივი უპირატესობა.

4. ხაზგასასმელია მოტივაცია - რუსებს მოტივაცია არ ჰქონდათ, არ აქვთ და მომავალში კიდევ უფრო დაბალი ექნებათ, ისინი სრულიად დემოტივირებულები არიან, რაც საშუალებას აძლევს უკრაინელებს, არა მხოლოდ მსოფლიოს დაანახონ, რომ მათი ბრძოლა სამართლიანია, არამედ ფრონტის ხაზზე შეცვალონ სიტუაცია და რუსები აიძულონ, უკან დაიხიონ. ეს არის უდიდესი მოვლენა, რუსეთს თუ კი რაიმე მოტივაცია შეიძლება ჰქონოდა, ეს არის ის, რომ მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რა მაგარი ჯარი ჰყავდა, მაგრამ ამ ყველაფერმა გაიარა სამ დღეში და მათი უძლეველობა პირველ რიგში, მათთვის აღმოჩნდა მითი. როდესაც შემტევ ოპერაციას ახორციელებ და ელოდები, რომ ზურგს გიმაგრებს მრავალათასიანი, კარგად აღჭურვილი არმია, რამდენიმე საათში უნდა აიღო ქალაქი (როგორც ეს ხარკოვში მოხდა) და ნაცვლად ამისა, მას საერთოდ ვერ იღებ და იქ გინადგურდება მთელი მძიმე აღჭურვილობა, ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობის სრულად დემორალიზებას იწვევს. აქედან გამომდინარე, უკრაინელებმა გათვალეს, რომ მათთვის აუცილებელი იყო დაეცვათ კონკრეტული ქალაქები და წერტილები და ამ შემთხვევაში შეძლებდნენ ომის მოგებას. ამასობაში უკრაინელებმა დაგვანახეს ტაქტიკა, რომ თუ კი რომელიმე ქალაქის დაცვა შეუძლებელი ხდება, ისინი ამ ქალაქისთვის თავს არ დებენ, უკან იხევენ იმიტომ, რომ მათ აქვთ სტრატეგიული სიღრმე“.

  • რუსული არმიის შეცდომები

"ომის ასი დღის განმავლობაში გამოჩნდა, რომ რუსებმა უფრო მეტად გადაწყვიტეს ემოქმედათ ემოციურად, ვიდრე სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით. ვგულისხმობ, მარიუპოლის ალყას, სადაც 6000 რუსი სამხედროს შეწირვა იყო რაღაცა ემოციური ფაქტი იმიტომ, რომ ალყაში მყოფი ჯარისკაცი და არმია ისეთივე არაფრის მაქნისია, როგორც არარსებული არმია. როდესაც რუსებმა მარიუპოლი პრაქტიკულად მოწყვიტეს დანარჩენ უკრაინას, შეეძლოთ იქ ქალაქის შტურმი კი არ დაეწყოთ, არამედ ეს ქალაქი დაეტოვებინათ ალყაში და სხვა მიმართულებით გადასულიყვნენ შეტევაზე. რუსები ასე კი არ მოიქცნენ, მათ საკუთარი ელიტური ნაწილები შეახოცეს და შეწირეს მარიუპოლს. მარიუპოლის დამცველების დანაკარგი ძალიან მცირე იყო (მშვიდობიან მოსახლეობას არ ვგულისხმობ). ამასთან, რუსებმა მიიღეს კიდევ ერთი უზარმაზარი საერთაშორისო მორალური დარტყმა, როდესაც მათ გენოციდი მოუწყეს მშვიდობიან მოსახლეობას, დანარჩენები შორეულ რუსეთში გადაასახლეს. ყველაფერი რომ შევაჯამოთ, დიახ, რიგ შემთხვევებში რუსებს ჰქონდათ წინსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ხერსონის რაიონის დიდი ნაწილი მათ ჩაიგდეს ხელში, ამის მიღმა, რუსეთის არმიამ დაგვანახა, რომ მისი მომზადების ხარისხი, დონე, აღჭურვა, მოტივაცია და ა.შ. არის დაბალი“.

  • ომს შეწირული ადამიანური რესურსი

"ასი დღის განმავლობაში ადამიანური რესურსის დანაკარგის ოფიციალური მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ საამისოდ კარგი შესადარებელია მარიუპოლი, რომელსაც დაახლოებით 3200 უკრაინელი სამხედრო იცავდა. რუსები ამბობენ, ჩაგვბარდა 2456 მცველიო, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელების დანაკარგი, ყველაზე უარეს შემთხვევაში (თუ კი ეს ციფრი სწორია), არ აღემატება 750-800 ადამიანს. 6000 შეწირული რუსი სამხედრო იმ ფაქტზე მიანიშნებს, რომ ყველაზე მძიმე სიტუაციაში მყოფ ქალაქში თუ უკრაინელებმა 800 მებრძოლი დაკარგეს, ეს ძალიან არასახარბიელოა რუსებთან მიმართებით. მეორე მნიშვნელოვან ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის შემოგარენში ბრძოლა იმით იყო საინტერესო, რომ რუსეთის მედესანტეები, მე-200 პოლკი, ბატალიონები, რომლებიც იქ იყო მობილიზებული, პრაქტიკულად, აღარ არსებობს ისევე, როგორც 58-ე არმია, რომელსაც მთელი შეტევა დონბასში უნდა ეწარმოებინა. ამ ომის განმავლობაში ასეთი დანაკარგი - უკრაინული რომელიმე პოლკი, ბატალიონი აღარ არსებობდეს, არ მომხდარა. უკრაინელთა მთავარი მსხვერპლი არის მშვიდობიანი მოსახლეობა, დაახლოებით 40 000 მოსახლე, რაც კატასტროფული ციფრია. სამხედრო თვალსაზრისით, ვეჭვობ, რომ უკრაინული დანაკარგები ამ მოცემულ სიტუაციაში, 7000 სამხედროს აღემატებოდეს. ეს შეიძლება იყოს მაქსიმალური ციფრი. სამხედრო დანაკარგი რუსების მხრიდან, ვფიქრობ, 30 000 იქნება (რის შესახებაც უკრაინელები იუწყებიან), თუმცა შესაძლოა ციფრები აცდენილი იყოს 1000-2000 სამხედროში, ფიზიკურად მეტი ვერ იქნება“.

  • ტერიტორიული დანაკარგები

"ყველაზე მძიმე მდგომარეობა პირველ დღეებში სადაც შეიქნა, ეს არის ხერსონი, რომლის 90% რუსებმა ჩაიგდეს ხელში, მაგრამ წინააღმდეგობა ქალაქ ხერსონის მიღმა მიკოლაივამდე არსად ასეთი მძლავრი არ ყოფილა. სადაც უკრაინელთა წინააღმდეგობა იყო და იქ ტერიტორია დაიკარგა, ესაა ლუგანსკის რაიონი. აუცილებლად იქნება კონტრშეტევა ხერსონში, უკრაინელები შეძლებენ მთელი თუ არა, ისეთი ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებიც მოგვიანებით ქალაქ ხერსონსაც დააბრუნებინებს. რაც შეეხება ლუგანსკის რაიონს, იქ საომრად ძალიან რთული პირობებია, რადგან, პრაქტიკულად, რუსები ყველა არსებულ დასახლებას, რასაც იღებენ, ბოლომდე ანადგურებენ, იმ ქალაქში დასაბრუნებელიც არაფერი ხდება. მოგვიანებით, ასეთ ქალაქებში ურბანული ბრძოლები გაჭირდება. მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ უკრაინელებს უკან დახევის შემთხვევაში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუწევთ რუსული პოზიციების საარტილერიო დამუშავება, რათა მოგვიანებით, ლუგანსკის რაიონის დაბრუნება შეძლონ.

ეს რთული იქნება იმიტომ, რომ რუსები როდესაც ასეთ ურბანულ ქალაქებს იღებენ, ერთის მხრივ, მას მიწასთან ასწორებენ, მაგრამ მეორეს მხრივ, ქმნიან მნიშვნელოვან თავდაცვით ზღუდეებს. მაგალითად, ქალაქი პოპასნა იყო ის ქალაქი, რომელიც 2014 წლიდან უწევდა წინააღმდეგობას რუსების შეტევას. პრაქტიკულად, 7 მაისამდე, ანუ 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში პოპასნა იდგა და წინააღმდეგობას უწევდა რუსებს. როდესაც რუსებმა ეს ქალაქი აიღეს, ამ ქალაქის მიღმა უკრაინელებს თავდაცვის ზღუდე აღარ ჰქონდათ, ამიტომაა, რომ ლუგანსკის რაიონში პოპასნას მიღმა ჭიანჭველებივით შეესივნენ. ახლა ის რუსების ხელშია და ისინი დიდი ხნის განმავლობაში შეეცდებიან მის დაცვას. დაკარგულის დაბრუნების შანსი ყველა ვარიანტში არსებობს, უბრალოდ, უკრაინას უფრო მეტი რესურსის დახარჯვა მოუწევს, ვიდრე ხერსონზე, იმიტომ, რომ ხერსონზე გაშლილი მდელოებია, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროა, რაც რუსებს ბევრად მეტ საფრთხეს უქმნის.

  • რუსების ყველაზე დიდი მარცხი და მიღწევა

"ამ ასი დღის განმავლობაში რუსების ყველაზე დიდი მარცხია ხარკოვი, სადაც მათ საკუთარი ელიტური ნაწილები გაანადგურეს - ხარკოვი მათთვის იყო შოკი იმიტომ, რომ ეგონათ, მას მალევე აიღებდნენ. ყველაზე დიდი წარმატება უკრაინისთვის მაინც კიევის დაცვაა. მისი დაცვა რუსებისთვის იყო გამანადგურებელი არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, ეს იყო დიდი ბრძოლის შედეგად მიღებული ზარალი - 5-6 კვირა უტევდნენ კიევს, მაგრამ ვერ აიღეს. ომის პირველივე დღეს, როდესაც რუსებმა ხარკოვის შესასვლელი დაიკავეს და თქვეს, რომ ხარკოვი იქნება ჩვენი, მათი მოლოდინი, რომ მოსახლეობა მშვიდობიანად და ტაშით დახვდებოდა, არ გამართლდა. ამის ნაცვლად, როცა მათ პირველი ჯაველინი მოხვდათ, აი, იქ მოხდა შოკი და გაურკვევლობა რუსებისთვის ქალაქში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულად ლაპარაკობს. უკრაინისთვის მარცხი ამჟამად არის ლუგანსკის რაიონი, რომლის დაახლოებით 90% არის რუსების ხელში.

არ ვფიქრობ, რომ პუტინის მიზანი - დონბასის საბოლოოდ ხელში ჩაგდება, მიღწევადია. ლისიჩანსკის აღება რუსებისთვის, თეორიულად მიღწევადია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სლავიანსკის და კრამატორსკის, ამ დიდი ქალაქების აღება მოახერხონ, ლუგანსკის საზღვარს რუსები რთულად თუ გასცდებიან. ზღაპრებშიც არ დავუშვებდი ოდესამდე გასვლას და მის აღებას იმიტომ, რომ მანამდეა ქალაქი მიკოლაევი, რომელიც ყველაზე გამაგრებულია ოდესასთან და დნიპროსთან ერთად სამხრეთის მიმართულებით. შესაბამისად, რუსეთის არმია ოდესამდე რომ ჩავიდეს, იმაზე ბევრად მეტი ზარალი უნდა მიიღოს, ვიდრე მარიუპოლში ნახა. რუსეთმა მარტო ნიკოლაევი რომ აიღოს, მან დაახლოებით 10 000 კაცი ისე უნდა შესწიროს, როგორც არაფერი. ამ ეტაპზე დინამიკა გვიჩვენებს, რომ ოდესისთვის ბრძოლაც კი წარმოუდგენელია, არამც თუ მისი აღება.

  • რომ არა "აზოველები“...

"აზოველების" დიდი ნაწილი 2014 წელს ოკუპირებულ ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს, მათი დიდი რაოდენობა ციხეშია, ზოგიც - ციხის საავადმყოფოში, თუმცა არის ვერსიები, რომ რამდენიმე მათგანი, შესაძლოა, ჩრდილო კავკასიელების, ან რუსების მხრიდან შურისძიების ობიექტი გახდა, თუმცა არ არის საუბარი, ვინ და რა ფორმებით. რომ არა მათი მხრიდან მარიუპოლის გმირული დაცვა და რუსული არმიის შეკავება, დღეს, სავარაუდოდ, დონეცკის და ლუგანსკის რაიონები რუსების მიერ ოკუპირებული იქნებოდა.

  • რა საშუალებებს ფლობს უკრაინა და რა შეცვლის ომის სურათს

"თვითმავალი არტილერია არის ის, რასაც შეუძლია ომის სურათი შეცვალოს. მისი დიდი ნაწილი უკვე დაძრულია უკრაინისკენ. რა თქმა უნდა, ის ერთ ღამეში ვერ ჩავა, ამასთანავე, მის ათვისებას სჭირდება სწავლება, დიდი დრო და რაც მთავარია, ფრონტამდე ჩასვლა. ერთია იარაღის ჩასვლა უკრაინამდე და მეორეა - ფრონტის ხაზამდე ჩასვლა. ვნახეთ, რომ დაახლოებით 3 კვირა დასჭირდა M-777 ტიპის საარტილერიო დანადგარების უკრაინიდან ფრონტის ხაზზე აქტიურად გამოჩენას. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 5 კვირა დასჭირდა წამოსვლიდან ფრონტის ხაზამდე მისვლას. ამიტომ დიდი დრო სჭირდება ამ ყველაფერს, თუმცაღა, თვითმავალ არტილერიას შეუძლია შეცვალოს ყველაფერი ფრონტის ხაზზე. ამ არტილერიას აშშ და დიდი ბრიტანეთი აგზავნის. ახლა M270 ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარს შეუძლია ომში მოახდინოს გარდატეხა, ამას უკრაინას ბრიტანელები აწვდიან და ეს ისეთი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემაა, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს მოწინააღმდეგე 300 კმ-შიც კი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ამ ტიპის დანადგარი გამოჩნდება, ომი დამთავრდება. ერთია, როცა ქვეყნები ამბობენ, გადავწყვიტეთ იარაღი მივაწოდოთო, მეორეა, შესაძლოა, ამ დროს იარაღი უკვე ადგილზე იყოს.

ამ 100 დღის განმავლობაში უკრაინას მიწოდებული აქვს ბევრი ტანკი - გადაცემულ იქნა T72, M777 საარტილერიო დანადგარები, ჩეხური დანები (ესეც საარტილერიო დანადგარია). ამასთანავე, მათ ხელში აღმოჩნდა უამრავი სტინგერი - ანტისაჰაერო სისტემა, ჯაველინი, ენლოუ - ანტისატანკო სისტემა, ბრიტანული იარაღი, რომელმაც შეგვიძლია ვთქვათ, გადაარჩინა უკრაინა. როგორც ამბობენ, მათ ხელში აღმოჩნდება ანტისაზღვაო სისტემები, თუმცა უკრაინას უკვე ჰქონდა ხომალდსაწინააღმდეგო ნეპტუნები. პრაქტიკულად, უკრაინის არსენალი გაიზარდა როგორც ხმელეთზე, ისე ჰაერში და ზღვაში და ყველაზე მთავარი - გადაეცა თვითმფრინავების ის სათადარიგო ნაწილები, რომელთაც შეუძლიათ ფრენა აწარმოებინოს უკრაინულ ავიაციას. ავიაცია დაზიანების შემდეგ აღდგენას არ ექვემდებარებოდა, თუკი მათ სათანადო ნაწილებს არ მისცემდნენ.

ვფიქრობ, ომის მესამე ფაზა უკვე აღარ იქნება, რუსებს ამის თავი უბრალოდ, არ აქვთ. მესამე ფაზა იქნება უკრაინელების კონტრშეტევა. ასეთი მასშტაბური კონტრშეტევა არ ყოფილა, გარდა ხარკოვის რაიონისა. მეორე 100 დღე იქნება თუ არა, ესეც რთული სათქმელია. სანამ უკრაინელები ომს არ მოიგებენ, ძალიან საეჭვოა, ისინი ოკუპანტებს დანებდნენ".

იხილეთ ასევე: