მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა - მსგავსი განცხადებები პირდაპირ ურტყამს დემოკრატიას" - ალუდა ღუდუშაური გვარამიას შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე
"სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა - მსგავსი განცხადებები პირდაპირ ურტყამს დემოკრატიას" - ალუდა ღუდუშაური გვარამიას შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ აზი­ა­ნებს არა მარ­ტო სა­სა­მარ­თლოს, არა­მედ პირ­და­პირ ურტყამს დე­მოკ­რა­ტი­ის ფეს­ვებ­ში, ამი­ტომ თავი და­ვა­ნე­ბოთ სა­სა­მარ­თლო გან­რი­გის და­წე­სე­ბას, რა დრო­უ­ლია და რა არა, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ალუ­და ღუ­დუ­შა­ური პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დრო­უ­ლი არ იყო.

კი­თხვა­ზე, ხომ არ ფიქ­რობს, რომ პრე­ზი­დენ­ტი მას შე­ი­წყა­ლებს, ღუ­დუ­შა­უ­რი აცხა­დებს, რომ როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს პო­ლა­რი­ზა­ცი­ას გაზ­რდის, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რი სწო­რედ გვა­რა­მი­აა.

"არ ვიცი, რას ფიქ­რობს ქალ­ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, მაგ­რამ როცა პრე­ზი­დენ­ტი სა­უბ­რობს, თან ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი რან­გის დიპ­ლო­მა­ტი, ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, სა­სა­მარ­თლოს არ უნდა ვუ­კარ­ნა­ხოთ, რა არის დრო­უ­ლი და რა არა. სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, შე­უ­ვა­ლი, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ აზი­ა­ნებს არა მარ­ტო სა­სა­მარ­თლოს, არა­მედ პირ­და­პირ ურტყამს დე­მოკ­რა­ტი­ის ფეს­ვებ­ში. ამი­ტომ თავი და­ვა­ნე­ბოთ სა­სა­მარ­თლო გან­რი­გის და­წე­სე­ბას, რა დრო­უ­ლია და რა არა. ვინ­მეს მოს­წონს თუ არა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამის­თვის მო­ი­მარ­ჯვონ სა­წე­რი კალ­მე­ბი თუ ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, და­წე­რონ სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი და გა­ა­სა­ჩივ­რონ. არ მინ­და სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ში შეს­ვლა, მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად ამ­ბობს, რომ ეს პო­ლა­რი­ზა­ცი­ას გაზ­რდის, ამავდრო­უ­ლად, მგო­ნია, რომ თუ ვინ­მე პო­ლა­რი­ზა­ცი­ის უმ­თავ­რე­სი წყა­როა, ეს არის გვა­რა­მია და მას­თან მი­მარ­თე­ბით შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის გა­მო­ცე­მა კი­დევ უფრო მე­ტად გაზ­რდის ამ ყვე­ლა­ფერს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზ­რით, იქ­ნე­ბა არა­სა­მარ­თლი­ა­ნი, არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი იმ რე­ა­ლო­ბა­ში, როცა სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ გვა­რა­მი­ამ 7 მი­ლი­ო­ნი ლარი მო­პა­რა მე­დი­ას და როცა მე­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვმსჯე­ლობთ, არ მგო­ნია, მე­დი­ის­თვის ფუ­ლის მომ­პა­რა­ვის შე­წყა­ლე­ბა რე­ლე­ვან­ტუ­რი იქ­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ას­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, "რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­და­ვა­დე­ბუ­ლი­ყო, არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რად დრო­უ­ლი“.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

არ უნდა კარნახი მართალია, მაგრამ შესაფერისი მომენტის განსაზღვრა არაა აუცილებელი? აბა ვიღაც შტერი მოსამართღლის იმედზე ავაგოთ ურთიერთობები? ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ

თბილისელი
7

სიმართლეს ამბობთ ალუდა. რა დროს ეგ იყო ა {გვარამიაზე} - არაა სწორი გამოთქმა ,აქ პრეზიდენტი ცდება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა - მსგავსი განცხადებები პირდაპირ ურტყამს დემოკრატიას" - ალუდა ღუდუშაური გვარამიას შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

"სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა - მსგავსი განცხადებები პირდაპირ ურტყამს დემოკრატიას" - ალუდა ღუდუშაური გვარამიას შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში, ამიტომ თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, რა დროულია და რა არა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დროული არ იყო.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მას შეიწყალებს, ღუდუშაური აცხადებს, რომ როცა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პოლარიზაციას გაზრდის, აღსანიშნავია, რომ პოლარიზაციის უმთავრესი ფაქტორი სწორედ გვარამიაა.

"არ ვიცი, რას ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, მაგრამ როცა პრეზიდენტი საუბრობს, თან ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა. სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, შეუვალი, ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში. ამიტომ თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, რა დროულია და რა არა. ვინმეს მოსწონს თუ არა გადაწყვეტილება, ამისთვის მოიმარჯვონ საწერი კალმები თუ ელექტრონული საშუალებები, დაწერონ სააპელაციო საჩივარი და გაასაჩივრონ. არ მინდა სპეკულაციებში შესვლა, მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილი, როცა სააკაშვილის შეწყალებაზე საუბრობს და აბსოლუტურად სწორად ამბობს, რომ ეს პოლარიზაციას გაზრდის, ამავდროულად, მგონია, რომ თუ ვინმე პოლარიზაციის უმთავრესი წყაროა, ეს არის გვარამია და მასთან მიმართებით შეწყალების აქტის გამოცემა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრით, იქნება არასამართლიანი, არაობიექტური იმ რეალობაში, როცა სასამართლომ თქვა, რომ გვარამიამ 7 მილიონი ლარი მოპარა მედიას და როცა მედიის დამოუკიდებლობასა განვითარებაზე ვმსჯელობთ, არ მგონია, მედიისთვის ფულის მომპარავის შეწყალება რელევანტური იქნება,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, "რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, არ იყო პოლიტიკურად დროული“.