სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომში ილოს "ბახალა“ შევარქვით, ყველაზე პატარა იყო, ვცდილობდით, წინა პოზიციებზე არ გაგვეშვა, მაგრამ არ იშლიდა..." - რას ჰყვება ილია ელოშვილზე მისი თანამებრძოლი?
"ომში ილოს "ბახალა“ შევარქვით, ყველაზე პატარა იყო, ვცდილობდით, წინა პოზიციებზე არ გაგვეშვა, მაგრამ არ იშლიდა..." - რას ჰყვება ილია ელოშვილზე მისი თანამებრძოლი?

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლი ილია ელოშ­ვი­ლი 1-ლ ივ­ნისს, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. ეს ამ­ბა­ვი ელ­დად იქცა არა მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­თვის, არა­მედ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვი­საც ილია ერთხე­ლაც კი შეხ­ვედ­რია. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ფარ­თო სა­ზო­გა­დე­ო­ბის­თვის ისიც გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ აფხა­ზე­თის ომის დროს 17 წლის ბიჭი, რო­გორ წა­ვი­და სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად.

"ომში ილოს "ბა­ხა­ლა“ შე­ვარ­ქვით, ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, უაღ­რე­სად ვაჟ­კა­ცი და დიდი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ფერ­ზე უკან არ იხევ­და. ვცდი­ლობ­დით, წინა პო­ზი­ცი­ებ­ზე არ გაგ­ვეშ­ვა, მაგ­რამ არ იშ­ლი­და, მა­ინც მი­დი­ო­და. ვი­ნა­ი­დან პა­ტა­რა იყო, და­ვით თევ­ზა­ძეს სახ­ლშიც ჰყავს გაშ­ვე­ბუ­ლი. ილო წა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და მა­ლე­ვე უკან, აფხა­ზეთ­ში დაბ­რუნ­და. როცა და­თომ უსაყ­ვე­დუ­რა, რა­ტომ დაბ­რუნ­დიო, ილომ უპა­სუ­ხა, - ბრძა­ნე­ბა ხომ შე­ვას­რუ­ლე, წა­ვე­დი და ახლა ჩა­მო­ვე­დიო“, - იხ­სე­ნებს ბა­ტა­ლი­ონ "ორ­ბის“ ყო­ფილ მებ­რძოლ ილია ელოშ­ვილს მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­გო­ბა­რი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და­ვით ბეჟაშ­ვი­ლი:

"1992 წლის ნო­ემ­ბე­რი იყო. გაგ­რის და­ცე­მის შემ­დეგ, გია ყარ­ყა­რაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის ზღვა­ზე პირ­ვე­ლი ბრი­გა­და შექ­მნა. იმ­ხა­ნად, თბი­ლი­სის ზღვა­ზე ამო­ვიდ­ნენ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ყო­ფი­ლი გე­პე­ის) სტუ­დენ­ტე­ბი და მთხო­ვეს, ბა­ტა­ლი­ონ "ორ­ბის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თქვენ­თან ერ­თად გვინ­და ომში წა­მოს­ვლაო. მა­შინ ბა­ტა­ლი­ონ "ორ­ბის“ ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რი, შემ­დეგ კი, ბრი­გა­და რომ შე­იქ­მნა, მისი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. მა­შინ და­მა­მახ­სოვ­რდა ერთი ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ასა­კის, 17 წლის ბიჭი - ილო ელოშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო. ვიდ­რე აფხა­ზეთ­ში წა­ვი­დო­დით, თბი­ლი­სის ზღვა­ზე გვი­წევ­და ვარ­ჯი­ში. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თბი­ლი­სის ზღვა­ზე ბი­ჭე­ბის მშობ­ლე­ბი ამო­დი­ოდ­ნენ, მათ ომში წას­ვლას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ,- რა უნდა ჩემს შვილს ომ­შიო... ზოგ­მა მო­ა­ხერ­ხა კი­დეც მათი შინ წაყ­ვა­ნა.

"ორ­ბის" წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რა აფხა­ზე­თის ომი­დან წლე­ბის შემ­დეგ

და­მა­მახ­სოვ­რდა ილოს მამა - ბა­ტო­ნი ომა­რი (იგი კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს დმა­ნი­სის რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი იყო. ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნა იყო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ბუნ­ტი აა­გო­რა და ამ კაც­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით ჩა­ა­წყნა­რა სი­ტუ­ა­ცია), რო­მე­ლიც ჩვენ­თან ამო­ვი­და და პი­რი­ქით, ვაჟ­კა­ცუ­რად დაგ­ვი­ლო­ცა გზა, ამა­ყიც იყო, რომ მისი შვი­ლი სამ­შობ­ლოს დაც­ვა­ში უნდა ჩარ­თუ­ლი­ყო. ეს პა­ტა­რა ბიჭი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი და ან­თე­ბუ­ლი იყო, ომში ილოს "ბა­ხა­ლა“ შე­ვარ­ქვით, ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, უაღ­რე­სად ვაჟ­კა­ცი და დიდი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ფერ­ზე უკან არ იხევ­და. ვცდი­ლობ­დით, წინა პო­ზი­ცი­ებ­ზე არ გაგ­ვეშ­ვა, მაგ­რამ არ იშ­ლი­და, მა­ინც მი­დი­ო­და. ვი­ნა­ი­დან პა­ტა­რა იყო, და­ვით თევ­ზა­ძეს სახ­ლშიც ჰყავს გაშ­ვე­ბუ­ლი. ილო წა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და მა­ლე­ვე უკან, აფხა­ზეთ­ში დაბ­რუნ­და. როცა და­თომ უსაყ­ვე­დუ­რა, რა­ტომ ჩა­დაბ­რუნ­დიო, ილომ უპა­სუ­ხა - ბრძა­ნე­ბა ხომ შე­ვას­რუ­ლე, წა­ვე­დი და ახლა ჩა­მო­ვე­დიო. ამას­თა­ნა­ვე, ილო სას­წა­უ­ლი იუ­მო­რის პატ­რო­ნი იყო. ომში არის მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ხან რა ხდე­ბა, ხან - რა, ზოგი სა­სო­წარ­კვე­თა­ში ვარ­დე­ბა, მაგ­რამ მე ილო ცხვირ­ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი, დამფრ­თხა­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი არ მი­ნა­ხავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასა­კით პა­ტა­რა იყო და პირ­ვე­ლად მო­უ­წია ბრძო­ლის ველ­ზე ყოფ­ნამ. ილომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა თავი ყვე­ლა­ფერს და აფხა­ზეთ­ში ბევრ ბრძო­ლებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ახა­ლი კინ­დღის, ტა­მი­შის და ა.შ. ის ბო­ლომ­დე დარ­ჩა ომში და პირ­ნათ­ლად მო­ი­ხა­და ვალი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე.

ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მან წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა ინ­სტი­ტუ­ტი, ზო­გა­დად, უჭ­კვი­ა­ნე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, ჩვენ ბო­ლომ­დე მე­გობ­რე­ბად დავ­რჩით. მარ­თა­ლია, ილო თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძალ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მა­ინც ხან "ორ­ბის“ შეკ­რე­ბებ­ზე, ხან სხვა­გან ვხვდე­ბო­დით ხოლ­მე. თა­ნა­მებ­რძო­ლი მე­გობ­რე­ბის მი­მართ, ის ყო­ველ­თვის გულ­ღია და თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მი­უ­ხე­და­ვად თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა, ილო ყო­ველ­თვის ზედ­მე­ტად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, თავ­მდა­ბა­ლი და ზრდი­ლო­ბი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან ამა­ყობ­და, ომში რომ იბ­რძო­და, ამა­ყობ­და ჩვე­ნით და ჩვენ­თან მე­გობ­რო­ბით (ჩვენ მას­ზე ცოტა უფ­რო­სე­ბი ვი­ყა­ვით), მის­გან წყე­ნა არ გვახ­სოვს. იყო ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და რა საქ­მე­საც აბა­რებ­დნენ, სიღ­რმი­სე­უ­ლად, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად თუ არ შე­ის­წავ­ლი­და, ისე ხელს არ მოჰ­კი­დებ­და. იყო უდი­დე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და დიდი ადა­მი­ა­ნი. გუშინ­დე­ლი დღის მერე ილოს მე­გობ­რე­ბი შოკ­ში ვართ, ამას ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და. ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავს და მის­მა და­კარ­გვამ ყვე­ლას უზო­მოდ დაგ­ვწყვი­ტა გული“.

  • ambebi.ge ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!!!
2

არ ვიცნობდი, მაგრამ ვისაც კი შეხება ჰქონია, ყველა აქებს. რა საწყენია ასეთი კარგი ადამიანის ასე უდროოდ წასვლა(((((

vera
3

ცუდია როცა ადამიანი მიდის და მერე იგებ რა კარგი ყოფილა:((( 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ომში ილოს "ბახალა“ შევარქვით, ყველაზე პატარა იყო, ვცდილობდით, წინა პოზიციებზე არ გაგვეშვა, მაგრამ არ იშლიდა..." - რას ჰყვება ილია ელოშვილზე მისი თანამებრძოლი?

"ომში ილოს "ბახალა“ შევარქვით, ყველაზე პატარა იყო, ვცდილობდით, წინა პოზიციებზე არ გაგვეშვა, მაგრამ არ იშლიდა..." - რას ჰყვება ილია ელოშვილზე მისი თანამებრძოლი?

თბილისის მერის მოადგილი ილია ელოშვილი 1-ლ ივნისს, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ეს ამბავი ელდად იქცა არა მხოლოდ ახლობლებისა და მეგობრებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ილია ერთხელაც კი შეხვედრია. მისი გარდაცვალების შემდეგ ფართო საზოგადეობისთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის ომის დროს 17 წლის ბიჭი, როგორ წავიდა სამშობლოს დასაცავად.

"ომში ილოს "ბახალა“ შევარქვით, ყველას ძალიან გვიყვარდა, უაღრესად ვაჟკაცი და დიდი ადამიანი იყო, არაფერზე უკან არ იხევდა. ვცდილობდით, წინა პოზიციებზე არ გაგვეშვა, მაგრამ არ იშლიდა, მაინც მიდიოდა. ვინაიდან პატარა იყო, დავით თევზაძეს სახლშიც ჰყავს გაშვებული. ილო წამოვიდა თბილისში და მალევე უკან, აფხაზეთში დაბრუნდა. როცა დათომ უსაყვედურა, რატომ დაბრუნდიო, ილომ უპასუხა, - ბრძანება ხომ შევასრულე, წავედი და ახლა ჩამოვედიო“, - იხსენებს ბატალიონ "ორბის“ ყოფილ მებრძოლ ილია ელოშვილს მისი თანამებრძოლი და მეგობარი, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი დავით ბეჟაშვილი:

"1992 წლის ნოემბერი იყო. გაგრის დაცემის შემდეგ, გია ყარყარაშვილმა თბილისის ზღვაზე პირველი ბრიგადა შექმნა. იმხანად, თბილისის ზღვაზე ამოვიდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის (ყოფილი გეპეის) სტუდენტები და მთხოვეს, ბატალიონ "ორბის“ შემადგენლობაში თქვენთან ერთად გვინდა ომში წამოსვლაო. მაშინ ბატალიონ "ორბის“ ოცეულის მეთაური, შემდეგ კი, ბრიგადა რომ შეიქმნა, მისი საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვიყავი. მაშინ დამამახსოვრდა ერთი ყველასგან გამორჩეული, ყველაზე პატარა ასაკის, 17 წლის ბიჭი - ილო ელოშვილი, რომელიც პირველი კურსის სტუდენტი იყო. ვიდრე აფხაზეთში წავიდოდით, თბილისის ზღვაზე გვიწევდა ვარჯიში. იყო შემთხვევები, როცა თბილისის ზღვაზე ბიჭების მშობლები ამოდიოდნენ, მათ ომში წასვლას აპროტესტებდნენ, გვეუბნებოდნენ,- რა უნდა ჩემს შვილს ომშიო... ზოგმა მოახერხა კიდეც მათი შინ წაყვანა.

"ორბის" წევრების შეხვედრა აფხაზეთის ომიდან წლების შემდეგ

დამამახსოვრდა ილოს მამა - ბატონი ომარი (იგი კომუნისტების დროს დმანისის რაიკომის მდივანი იყო. ცნობილი მოვლენა იყო, აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ ბუნტი ააგორა და ამ კაცმა მოლაპარაკებების გზით ჩააწყნარა სიტუაცია), რომელიც ჩვენთან ამოვიდა და პირიქით, ვაჟკაცურად დაგვილოცა გზა, ამაყიც იყო, რომ მისი შვილი სამშობლოს დაცვაში უნდა ჩართულიყო. ეს პატარა ბიჭი ძალიან მონდომებული და ანთებული იყო, ომში ილოს "ბახალა“ შევარქვით, ყველას ძალიან გვიყვარდა, უაღრესად ვაჟკაცი და დიდი ადამიანი იყო, არაფერზე უკან არ იხევდა. ვცდილობდით, წინა პოზიციებზე არ გაგვეშვა, მაგრამ არ იშლიდა, მაინც მიდიოდა. ვინაიდან პატარა იყო, დავით თევზაძეს სახლშიც ჰყავს გაშვებული. ილო წამოვიდა თბილისში და მალევე უკან, აფხაზეთში დაბრუნდა. როცა დათომ უსაყვედურა, რატომ ჩადაბრუნდიო, ილომ უპასუხა - ბრძანება ხომ შევასრულე, წავედი და ახლა ჩამოვედიო. ამასთანავე, ილო სასწაული იუმორის პატრონი იყო. ომში არის მძიმე სიტუაციები, ხან რა ხდება, ხან - რა, ზოგი სასოწარკვეთაში ვარდება, მაგრამ მე ილო ცხვირჩამოშვებული, დამფრთხალი და შეშინებული არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა იყო და პირველად მოუწია ბრძოლის ველზე ყოფნამ. ილომ შესანიშნავად გაართვა თავი ყველაფერს და აფხაზეთში ბევრ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა - ახალი კინდღის, ტამიშის და ა.შ. ის ბოლომდე დარჩა ომში და პირნათლად მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე.

ომის დასრულების შემდეგ, მან წარმატებით დაამთავრა ინსტიტუტი, ზოგადად, უჭკვიანესი ადამიანი იყო, ჩვენ ბოლომდე მეგობრებად დავრჩით. მართალია, ილო თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალზე დაკავებული იყო, მაგრამ მაინც ხან "ორბის“ შეკრებებზე, ხან სხვაგან ვხვდებოდით ხოლმე. თანამებრძოლი მეგობრების მიმართ, ის ყოველთვის გულღია და თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. მიუხედავად თანამდებობისა, ილო ყოველთვის ზედმეტად მოკრძალებული, თავმდაბალი და ზრდილობიანი იყო. ძალიან ამაყობდა, ომში რომ იბრძოდა, ამაყობდა ჩვენით და ჩვენთან მეგობრობით (ჩვენ მასზე ცოტა უფროსები ვიყავით), მისგან წყენა არ გვახსოვს. იყო ძალიან განათლებული და რა საქმესაც აბარებდნენ, სიღრმისეულად, საფუძვლიანად თუ არ შეისწავლიდა, ისე ხელს არ მოჰკიდებდა. იყო უდიდესი პროფესიონალი და დიდი ადამიანი. გუშინდელი დღის მერე ილოს მეგობრები შოკში ვართ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და მისმა დაკარგვამ ყველას უზომოდ დაგვწყვიტა გული“.

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს

იხილეთ ასევე: