პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯიმ ქერი წყალტუბოს ფოტოს აქვეყნებს - ის მსახიობის პირველი NFT შენაძენია: რას წერს აღფრთოვანებული ვარსკვლავი
ჯიმ ქერი წყალტუბოს ფოტოს აქვეყნებს - ის მსახიობის პირველი NFT შენაძენია: რას წერს აღფრთოვანებული ვარსკვლავი

ჯიმ ქე­რიმ წყალ­ტუ­ბო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს NFT შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის­თვის რი­გით პირ­ვე­ლი NFT შე­ნა­ძე­ნია.

• რა არის NFT?

NFT არის ციფ­რუ­ლი აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი სა­ქონ­ლის ან ობი­ექ­ტე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, რო­გო­რი­ცაა ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ან საგ­ნე­ბი აპ­ლი­კა­ცი­ა­ში. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის მსგავ­სად, NFT-ების უმე­ტე­სო­ბა ბლო­კჩე­ი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ას ეყ­რდნო­ბა. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ სა­ქონ­ლის გა­ყიდ­ვა ან გაც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნივ­თებ­ზე და ყვე­ლა მათ­გა­ნი უნი­კა­ლუ­რია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ NFT ხელ­მი­საწ­ვდო­მია 2014 წლი­დან, ბა­ზა­რი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და 2020 წელს და ახლა 2,5 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი ღირს. დღეს NFT არის პო­პუ­ლა­რუ­ლი გზა ხე­ლოვ­ნე­ბის ციფ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ძე­ნად. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი NFT იყო მაიკ ვინ­კელ­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბის კო­ლექ­ცია, იგი­ვე ბიპ­ლი.

წყალ­ტუ­ბოს ერთ-ერთი შე­ნო­ბის ციფ­რუ­ლი ფო­ტოს ავ­ტო­რები რა­ი­ან კუპ­მან­სი და ელის უექ­სე­ლი არი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს, რომ მი­ტო­ვე­ბულ საბ­ჭო­თა შე­ნო­ბებს "ციფ­რუ­ლი სი­ცო­ცხლე შთა­ბე­რონ".

ჯიმ ქე­რიმ ეს სი­ახ­ლე "ტვი­ტერ­ზე" ამ­ცნო ფა­ნებს და მისი ახალ­შე­ძე­ნი­ლი ფოტო ამ­გვა­რად და­ა­ხა­სი­ა­თა: "ავ­ტო­რებ­მა აღ­ბეჭ­დეს ბუ­ნე­ბის დახ­ვე­წი­ლი და ხე­ლა­ხა­ლი და­ბა­დე­ბა."

ახლა უკვე ჯიმ ქე­რის კუთ­ვნი­ლი NFT და­ფუძ­ნე­ბუ­ლია რე­ა­ლურ სივ­რცე­ზე, რო­მე­ლიც ახალ სი­ცო­ცხლეს ჰპო­ვებს ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში.

"საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქი წყალ­ტუ­ბო პო­პუ­ლა­რუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო ად­გი­ლი იყო, გან­თქმუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო წყლი­თა და მდიდ­რუ­ლი სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბით.

1940-1980 წლებ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობ­და წყალ­ტუ­ბოს, მათ შო­რის სტა­ლი­ნი და სხვა მოს­კო­ვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­ცე­მის შემ­დეგ, შე­ნო­ბე­ბი მი­ტო­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა და სა­ბო­ლო­ოდ, ნან­გრე­ვე­ბად იქცა", - წე­რია ფო­ტოს აღ­წე­რა­ში.

კუპ­მან­სი წყალ­ტუ­ბოს რამ­დენ­ჯერ­მე ეწ­ვია, იკ­ვლევ­და ნან­გრე­ვებს და ფო­ტო­ებს უღებ­და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებს. ელის უექ­სელ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ი­სას, სტრუქ­ტუ­რი­სა და გა­ნა­თე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შე­დე­გად, უნი­კა­ლუ­რი კად­რი შექ­მნა და ცა­რი­ელ სივ­რცე­ებს სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა.

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით

0

ლაგუნას ფოტო არ გაიყიდება? :)))

თამო
1

ანუ მე რომ გადავუღო ფოტო და გავყიდო ვერა? უკვე გაყიდულია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ჯიმ ქერი წყალტუბოს ფოტოს აქვეყნებს - ის მსახიობის პირველი NFT შენაძენია: რას წერს აღფრთოვანებული ვარსკვლავი

ჯიმ ქერი წყალტუბოს ფოტოს აქვეყნებს - ის მსახიობის პირველი NFT შენაძენია: რას წერს აღფრთოვანებული ვარსკვლავი

ჯიმ ქერიმ წყალტუბოში გადაღებული ფოტოს NFT შეიძინა, რომელიც მსახიობისთვის რიგით პირველი NFT შენაძენია.

• რა არის NFT?

NFT არის ციფრული აქტივი, რომელიც გამოიყენება რეალური საქონლის ან ობიექტების წარმოსაჩენად, როგორიცაა ხელოვნების ნიმუშები ან საგნები აპლიკაციაში. კრიპტოვალუტების მსგავსად, NFT-ების უმეტესობა ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეყრდნობა. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ამ საქონლის გაყიდვა ან გაცვლა შეუძლებელია იმავე ღირებულების ნივთებზე და ყველა მათგანი უნიკალურია.

მიუხედავად იმისა, რომ NFT ხელმისაწვდომია 2014 წლიდან, ბაზარი მკვეთრად გაიზარდა 2020 წელს და ახლა 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს. დღეს NFT არის პოპულარული გზა ხელოვნების ციფრულ ნაწარმოებებზე უფლებების შესაძენად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT იყო მაიკ ვინკელმანის ნახატების კოლექცია, იგივე ბიპლი.

წყალტუბოს ერთ-ერთი შენობის ციფრული ფოტოს ავტორები რაიან კუპმანსი და ელის უექსელი არიან, ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მიტოვებულ საბჭოთა შენობებს "ციფრული სიცოცხლე შთაბერონ".

ჯიმ ქერიმ ეს სიახლე "ტვიტერზე" ამცნო ფანებს და მისი ახალშეძენილი ფოტო ამგვარად დაახასიათა: "ავტორებმა აღბეჭდეს ბუნების დახვეწილი და ხელახალი დაბადება."

This one stops me. James Joyce said that’s a good thing. Thank you @ryankoopmans for gently capturing nature's exquisite and relentless reinvention. BTW you’re my first NFT. @SuperRare https://t.co/jyFoD7nKSC pic.twitter.com/hXEoQ639Py
— Jim Carrey (@JimCarrey) June 1, 2022

ახლა უკვე ჯიმ ქერის კუთვნილი NFT დაფუძნებულია რეალურ სივრცეზე, რომელიც ახალ სიცოცხლეს ჰპოვებს ციფრულ სამყაროში.

"საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოს ქალაქი წყალტუბო პოპულარული სამკურნალო ადგილი იყო, განთქმული სამკურნალო წყლითა და მდიდრული სანატორიუმებით.

1940-1980 წლებში ათასობით ადამიანი სტუმრობდა წყალტუბოს, მათ შორის სტალინი და სხვა მოსკოველი მაღალჩინოსნები. საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, შენობები მიტოვებული დარჩა და საბოლოოდ, ნანგრევებად იქცა", - წერია ფოტოს აღწერაში.

კუპმანსი წყალტუბოს რამდენჯერმე ეწვია, იკვლევდა ნანგრევებს და ფოტოებს უღებდა სხვადასხვა ადგილებს. ელის უექსელთან კოლაბორაციისას, სტრუქტურისა და განათებით მანიპულაციის შედეგად, უნიკალური კადრი შექმნა და ცარიელ სივრცეებს სიცოცხლე შესძინა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა