მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს პატარა ბიჭი სახლიდან ომში გაპარული ილიაა... მებრძოლი სულის ბიჭი იყო" - ილია ელოშვილის უცნობი კადრები აფხაზეთის ომიდან: რას წერს გარდაცვლილის მეგობარი?
"ეს პატარა ბიჭი სახლიდან ომში გაპარული ილიაა... მებრძოლი სულის ბიჭი იყო" - ილია ელოშვილის უცნობი კადრები აფხაზეთის ომიდან: რას წერს გარდაცვლილის მეგობარი?

პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი ეკა ჟვა­ნია გარ­დაც­ვლილ ილია ელოშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წერს. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კად­რებს ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც ის წერს, კონ­კრე­ტულ ვი­დე­ო­ში, სა­დაც ბე­რე­ტი­ა­ნი მებ­რძო­ლი ჩანს, სწო­რედ ილია ელოშ­ვი­ლია აღ­ბეჭ­დი­ლი.

"ეს პა­ტა­რა ბიჭი, სახ­ლი­დან ომში გა­პა­რუ­ლი ილი­აა. დიახ ეს ბუნ­ჩუ­ლა, კე­თი­ლი, ადა­მი­ა­ნი აფხა­ზე­თის ომ­გა­მოვ­ლი­ლი, მებ­რძო­ლი სუ­ლის ბიჭი იყო. როცა ვნა­ხე სა­მი­ნის­ტრო­ში 2012 წელს, ჩემი სკო­ლე­ლი, ჩემი უბ­ნე­ლი ისე გა­მი­ხარ­და.. ჩემ­თვის უცხო და "რა­ღაც­ნა­ირ" გა­რე­მო­ში ბე­დის სა­ჩუქ­რად დამ­ხვდა. რთუ­ლი პი­რა­დი პე­რი­ო­დი ჰქონ­და ემო­ცი­უ­რად, "მე­ლა­პა­რა­კე დედუ"...

ძა­ლი­ან დი­დი­ხა­ნია არ გვი­ლა­პა­რა­კია. დღეს დი­ლი­დან "ვე­ლა­პა­რა­კე­ბი", "ვე­ჩხუ­ბე" კი­დეც... ბე­რე­ტი რო­გორ გიხ­დე­ბო­და, ატა­რეთ­ქო და - ტე­ხავს ახლა მი­ნის­ტრის ტოლა კაცი ბე­რე­ტით ხომ არ ვივ­ლიო და უხერ­ხუ­ლად იცი­ნო­და. აი რომ სი­ა­მოვ­ნებს კომ­პლი­მენ­ტი და თან არ იმ­ჩნევს.

ბევრ რა­მეს არ იმ­ჩნევ­და. ბევ­რს. დი­ლი­დან ვა­ლა­გებ­დი ტექსტს და დავ­ჩ­ლუნ­გდი მგო­ნი არე­უ­ლად ვწერ. ვერ გა­მოვ­ხა­ტავ. უბ­რა­ლოდ მინ­და ასე­თი და­გა­მახ­სოვ­რდეთ: - მებ­რძო­ლი ბიჭი, რო­მელ­საც ბე­რე­ტი ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და" - წერს ჟვა­ნია.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ილია ელოშ­ვი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით და­ი­წყო.

ელოშ­ვი­ლი 47 წლის იყო, მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. ელოშ­ვი­ლი თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2021 წლი­დან იკა­ვებ­და, იქამ­დე ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი, მა­ნამ­დე კი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დედე
4

 , ძალიან დიდ მწუხარებაში დასტოვე საკუთარი ისედაც განსაცდელში მყოფი ოჯახი.არ მინდა განგიკითხო უბედურო ადამიანო, მაგრამ ახლა რა ქნას შენმა.დედამ და ცოლშვილმა , შენ ვერ გაუძელი და ამათმა როგორ გაუძლონ იმ განსაცდელს რაც ჰქონდათ და შენ დაუმატე! 

111
1

რა საშუნელებაა ღმერთო, ასე როგირ უნდა გარდაცვლილიყო ასეთი ადამიანი რა ხდება რა უბედურებაა😔

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ეს პატარა ბიჭი სახლიდან ომში გაპარული ილიაა... მებრძოლი სულის ბიჭი იყო" - ილია ელოშვილის უცნობი კადრები აფხაზეთის ომიდან: რას წერს გარდაცვლილის მეგობარი?

"ეს პატარა ბიჭი სახლიდან ომში გაპარული ილიაა... მებრძოლი სულის ბიჭი იყო" - ილია ელოშვილის უცნობი კადრები აფხაზეთის ომიდან: რას წერს გარდაცვლილის მეგობარი?

პიარის სპეციალისტი ეკა ჟვანია გარდაცვლილ ილია ელოშვილის შესახებ წერს. ის სოციალურ ქსელში კადრებს ავრცელებს, რომელიც აფხაზეთის ომის დროსაა გადაღებული. როგორც ის წერს, კონკრეტულ ვიდეოში, სადაც ბერეტიანი მებრძოლი ჩანს, სწორედ ილია ელოშვილია აღბეჭდილი.

"ეს პატარა ბიჭი, სახლიდან ომში გაპარული ილიაა. დიახ ეს ბუნჩულა, კეთილი, ადამიანი აფხაზეთის ომგამოვლილი, მებრძოლი სულის ბიჭი იყო. როცა ვნახე სამინისტროში 2012 წელს, ჩემი სკოლელი, ჩემი უბნელი ისე გამიხარდა.. ჩემთვის უცხო და "რაღაცნაირ" გარემოში ბედის საჩუქრად დამხვდა. რთული პირადი პერიოდი ჰქონდა ემოციურად, "მელაპარაკე დედუ"...

ძალიან დიდიხანია არ გვილაპარაკია. დღეს დილიდან "ველაპარაკები", "ვეჩხუბე" კიდეც... ბერეტი როგორ გიხდებოდა, ატარეთქო და - ტეხავს ახლა მინისტრის ტოლა კაცი ბერეტით ხომ არ ვივლიო და უხერხულად იცინოდა. აი რომ სიამოვნებს კომპლიმენტი და თან არ იმჩნევს.

ბევრ რამეს არ იმჩნევდა. ბევრს. დილიდან ვალაგებდი ტექსტს და დავჩლუნგდი მგონი არეულად ვწერ. ვერ გამოვხატავ. უბრალოდ მინდა ასეთი დაგამახსოვრდეთ: - მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა" - წერს ჟვანია.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.