მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალები, ბრალდებები, მძიმე განაჩენი თურქეთში და სუროგაციით გაჩენილი მრავალი შვილი - ვინ არის ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში დააკავეს?
სკანდალები, ბრალდებები, მძიმე განაჩენი თურქეთში და სუროგაციით გაჩენილი მრავალი შვილი - ვინ არის ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში დააკავეს?

31 მა­ისს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ბა­თუმ­ში თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი, კომ­პა­ნია "მეტ­რო სი­თის“ დი­რექ­ტო­რი გა­ლიფ ოზ­თურ­ქი და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ლიფ ოზ­თურ­ქის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით გა­და­სა­ხა­დის­თვის გან­ზრახ თა­ვის არი­დე­ბის, ყალ­ბი სა­ან­გა­რიშს­წო­რე­ბო დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რა­ზეც სა­სა­მარ­თლომ გან­ჩი­ნე­ბა 31 მა­ისს გას­ცა. "ბა­თუმ­ში, გა­ლიფ ოზ­თურ­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, სხვა ნივ­თი­ერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ამო­ღე­ბულ იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა, ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნილ იქნა სა­ვა­რა­უ­დოდ ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­ლიფ ოზ­თურ­ქი და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 261-ე მუხ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6 წლამ­დე ვა­დით", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს მისი პირ­ვე­ლი და­კა­ვე­ბა სუ­ლაც არ არის და მას­ზე თურ­ქეთ­ში არა­ერ­თი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი.

  • ვინ არის გა­ლიფ ოზ­თურ­ქი?

ის ცნო­ბი­ლი თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია “მეტ­რო” 1977 წელს და­ა­არ­სა. ოზ­თურ­ქი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტი­უ­რად 2014 წელს გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მისი ერთ-ერთი კომ­პა­ნია “მეტ­რო ატ­ლას ჯორ­ჯია” ქვე­ყა­ნა­ში 2 წლით ადრე და­რე­გის­ტრირ­და. metro holding-ი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­აქ­ციო კომ­პა­ნი­ის სა­ხით დღემ­დე აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობს. “მეტ­რო ჰოლ­დინ­გი”, ძი­რი­თა­დად, სატ­რან­სპორ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, რად­გან სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­ბუსო მომ­სა­ხუ­რე­ბას ეწე­ვა.

მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2015 წელს მი­ა­ნი­ჭეს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ვებ­სა­იტ­ზე იძებ­ნე­ბა 2015 წლის 19 დე­კემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­შიც ოზ­თურ­ქი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია მე­ცე­ნა­ტად და წე­რია, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს სო­ლი­და­რო­ბის ფონდში" მე­ო­რე მსხვილ დო­ნა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს. ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ლა­პა­რა­კია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და "მეტ­რო ატ­ლას ჯორ­ჯი­ას" დამ­ფუძ­ნებ­ლის, გა­ლიფ ოზ­თურ­ქის შეხ­ვედ­რა­ზე. “თურ­ქმა მე­ცე­ნატ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, ქველ­მოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით, გა­და­რი­ცხოს და­მა­ტე­ბით 500 000 ლარი "სო­ლი­და­რო­ბის ფონდში", - ვკი­თხუ­ლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. იქვე ნათ­ქვა­მია, - გა­ლიფ ოზ­თურ­ქის ჰოლ­დინგს სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს 75 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია, პრო­ექ­ტე­ბის და­სას­რულს კი ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და და­საქმდე­ბა 2500-3000 ადა­მი­ა­ნიო…

მოკ­ლედ, სა­ბო­ლოდ მან სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წე­ბიც იყი­და, და­ა­ფუძნა "მეტ­რო ჰოლ­დინ­გი”, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ერთ-ერთი მსხვი­ლი ჯგუ­ფია. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მე­ლიც ტრან­სპორ­ტის, ტუ­რიზ­მის, მშე­ნებ­ლო­ბი­სა და სხვა დარ­გებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბენ. კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი არე­ა­ლი აჭა­რაა და ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი აქ­ტი­ვი ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო “ეი­ფო­რი­აა”.

ifact.ge-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯგუ­ფის მთლი­ა­ნი შე­მო­სა­ვა­ლი 81 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო. გა­ლიფ ოზ­თურ­ქის ან­გა­რიშ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში 500 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­აა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოზ­თურ­ქმა ბა­თუმ­ში, ახა­ლი ბულ­ვა­რის მიმ­დე­ბა­რედ, 2016 წელს თურ­ქუ­ლი სკო­ლა ისე გახ­სნა, რომ არც შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა ჰქონ­და და არც სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გა­უვ­ლია ავ­ტო­რი­ზა­ცია. აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, გია თა­ვა­მა­იშ­ვი­ლი 2016 წელს “ბა­თუ­მე­ლებ­თან” სა­უბ­რი­სას ამ­ბობ­და, რომ სკო­ლის გახ­სნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლიც კი არ ყო­ფი­ლა.

  • ოზ­თურ­ქის პრობ­ლე­მე­ბი თურ­ქეთ­ში

თურ­ქულ მე­დი­ა­ში ოზ­თურ­ქის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ წლე­ბია წე­რენ. რო­გორც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, ის პირ­ვე­ლად ჯერ კი­დევ 2003 წელს, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა სას­ჯელს გა­და­ურ­ჩა. მე­ო­რედ და­ა­კა­ვეს სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გამო, მე­სა­მედ თურ­მე დიდი ოდე­ნო­ბით კო­კა­ი­ნის უნა­ხეს, თუმ­ცა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბა ცი­ხის გა­რე­შე დას­რულ­და. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მე­ბი მას 2018 წელს შე­ექ­მნა, რო­დე­საც მკვლე­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მან მო­ა­ხერ­ხა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე თურ­ქე­თის და­ტო­ვე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას ამის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო არ და­უ­ტო­ვე­ბია, თუმ­ცა "იმე­დის­თვის“ გა­სულ წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ მას თურ­ქეთ­ში ჩას­ვლის პრობ­ლე­მა არ აქვს.

"თურ­ქე­თის მთავ­რო­ბას­თან გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, რე­ჯეფ ტაიფ ერ­დო­ღა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რია. გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი 2016 წელს შე­მექ­მნა, მა­შინ, რო­დე­საც სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. მე ამ პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მსხვერ­პლი და ამ პრო­ცე­სით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. გე­ტყვით იმა­საც, რომ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე სა­სა­მარ­თლო მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ნა­წი­ლი ახ­ლაც პრო­ცეს­შია, ნა­წილ­ზე ხე­ლახ­ლა გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბა მო­ვი­პო­ვე. მე არაფ­რის მე­ში­ნია, ჩემი სი­მარ­თლე ჩემი ფა­რია. ით­ქვა, რომ თით­ქოს მე თურ­ქეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ შე­მიძ­ლია, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვა­დას­ტუ­რებ. მე, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ამი­ტომ ვარ აქ. შე­მიძ­ლია მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა, მათ შო­რის თურ­ქეთ­შიც...“ - ამ­ბობ­და ის "იმედ­ზე", გია ჯა­ჯა­ნი­ძეს­თანინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • ოზ­თურ­ქი და სუ­რო­გა­ცია

თემა, რომ­ლი­თაც ოზ­თურ­ქი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, გახ­ლავთ სუ­რო­გა­ცი­ის წე­სით გა­ჩე­ნი­ლი შვი­ლე­ბი. მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე კრის­ტი­ნა გა­გარ­კი­ნა სულ რა­ღაც 24 წლი­საა, თუმ­ცა, რო­გორც უცხო­უ­რი მე­დი­ი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, ის სუ­რო­გა­ცი­ით გა­ჩე­ნილ არა­ერთ ბავ­შვს ზრდის. ზუს­ტად რამ­დე­ნი ბავ­შვია იზ­თურ­ქე­ბის ოჯახ­ში, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. და­ახ­ლო­ე­ბით წლი­ნა­ხევ­რის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ სტა­ტი­ა­ში ლა­პა­რა­კი იყო, რომ წყვილს სუ­რო­გა­ცი­ით შე­ძე­ნი­ლი 10 ბავ­შვი ჰყავ­და.

კრის­ტი­ნა გა­გარ­კი­ნა და ბავ­შვე­ბი

მოგ­ვი­ა­ნე­ბით "იმე­დის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ოზ­თურ­ქმა ილა­პა­რა­კა შვი­ლებ­ზეც და გა­ნა­ცხა­და, რომ ჰყავ­და 8 სრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც მის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­დნენ, თუმ­ცა იქვე და­ა­მა­ტა:

"ჩემს მე­უღ­ლეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი შვი­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი­ვით მი­ვი­ღე. როცა მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ერ­თმა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ბევ­რი შვი­ლი გვყო­ლო­და, ამის შემ­დეგ მივ­მარ­თეთ სუ­რო­გა­ცი­ის გზას და ახლა 31 შვი­ლი გვყავს“.

ოზ­თურ­ქი და გა­გარ­კი­ნა

ის გა­სულ წელს გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში, რო­დე­საც ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ახალ­გაზ­რდა ქალ­მა ვე­ი­მი კონ­გმა შვი­ლე­ბის მო­პარ­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ქალი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბით და ოზ­თურ­ქის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლით 6 ბავ­შვი სხვა­დას­ხვა სუ­რო­გატ­მა დე­დამ გა­ა­ჩი­ნა, რომ­ლებ­საც თვი­თონ ზრდი­და, თუმ­ცა მისი მტკი­ცე­ბით, ოზ­თურ­ქმა ის ქვეყ­ნი­დან მო­ტყუ­ე­ბით გა­უშ­ვა, შემ­დგომ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა აღარ მის­ცა.

ვე­ი­მი კონ­გი ბავ­შვებ­თან ერ­თად

ამის თა­ო­ბა­ზე ოზ­თურ­ქმა "იმედ­ზე" ასე­თი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა:

"მე და ჩემს მე­უღ­ლეს სუ­რო­გა­ცი­ის გზით გვინ­დო­და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა, ქალ­ბა­ტო­ნი ჩვე­ნი დო­ნო­რი იყო. პან­დე­მი­ის დროს მან თა­ვის სამ­შობ­ლო­ში წას­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა, რის გა­მოც გარ­კვე­უ­ლი დრო­ით მო­უ­წია აქ დარ­ჩე­ნა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­უჩ­ნდა სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი, ან­გა­რი­შე­ბი... ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­დი­ა­მაც გა­ა­შუ­ქა, თუმ­ცა არას­წო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბით, სწო­რედ ამი­ტომ გაჩ­ნდა გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი და ნე­გა­ტი­ვი, თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ფარი ჩემი სი­მარ­თლეა“.

თუმ­ცა და­ი­ცავს თუ არა ეს "ფარი" ოზ­თურ­ქს ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­გან, ამას უახ­ლო­ე­სი მო­მა­ვა­ლი აჩ­ვე­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფარნაოზი
1

ამდენი სუროგატი ბოვში თუ ყავენ, მომკდარა აი თურქი ნძრევაში)) რაის ბიზნესის თავი აქ კიდო?

ვაჰი
4

ის ფოტო არაა კარგი, ღარიბაშვილთან ერთად რო აქვს გადაღებული. ივანიშვილიც არ ყავდეს რამე ცუდში ჩათრეული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სკანდალები, ბრალდებები, მძიმე განაჩენი თურქეთში და სუროგაციით გაჩენილი მრავალი შვილი - ვინ არის ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში დააკავეს?

სკანდალები, ბრალდებები, მძიმე განაჩენი თურქეთში და სუროგაციით გაჩენილი მრავალი შვილი - ვინ არის ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში დააკავეს?

31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში თურქი ბიზნესმენი, კომპანია "მეტრო სითის“ დირექტორი გალიფ ოზთურქი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გალიფ ოზთურქის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო სამუშაოები, რაზეც სასამართლომ განჩინება 31 მაისს გასცა. "ბათუმში, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გალიფ ოზთურქი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

თუმცა როგორც ირკვევა, ეს მისი პირველი დაკავება სულაც არ არის და მასზე თურქეთში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

  • ვინ არის გალიფ ოზთურქი?

ის ცნობილი თურქი ბიზნესმენია, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსპორტო კომპანია “მეტრო” 1977 წელს დააარსა. ოზთურქი საქართველოში აქტიურად 2014 წელს გამოჩნდა, თუმცა მისი ერთ-ერთი კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია” ქვეყანაში 2 წლით ადრე დარეგისტრირდა. metro holding-ი საქართველოში სააქციო კომპანიის სახით დღემდე აქტიურად საქმიანობს. “მეტრო ჰოლდინგი”, ძირითადად, სატრანსპორტო საქმიანობითაა ცნობილი, რადგან საქალაქთაშორისო საავტობუსო მომსახურებას ეწევა.

მას საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიანიჭეს. საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე იძებნება 2015 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული ინფორმაცია, რომელშიც ოზთურქი მოხსენიებულია მეცენატად და წერია, რომ "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" მეორე მსხვილ დონაციას ახორციელებს. ინფორმაციაში ლაპარაკია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და "მეტრო ატლას ჯორჯიას" დამფუძნებლის, გალიფ ოზთურქის შეხვედრაზე. “თურქმა მეცენატმა გამოთქვა სურვილი, ქველმოქმედების მიზნით, გადარიცხოს დამატებით 500 000 ლარი "სოლიდარობის ფონდში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. იქვე ნათქვამია, - გალიფ ოზთურქის ჰოლდინგს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პროექტების დასასრულს კი ინვესტირებული იქნება 200 მილიონი დოლარი და დასაქმდება 2500-3000 ადამიანიო…

მოკლედ, საბოლოდ მან საქართველოში მიწებიც იყიდა, დააფუძნა "მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფია. მის შემადგენლობაში შედის კომპანიები, რომელიც ტრანსპორტის, ტურიზმის, მშენებლობისა და სხვა დარგებში საქმიანობენ. კომპანიის საქმიანობის ძირითადი არეალი აჭარაა და ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივი ბათუმში მდებარე სასტუმრო “ეიფორიაა”.

ifact.ge -ის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 81 მილიონი ლარი იყო. გალიფ ოზთურქის ანგარიშზე საქართველოში 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზთურქმა ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, 2016 წელს თურქული სკოლა ისე გახსნა, რომ არც შენობის მშენებლობის ნებართვა ჰქონდა და არც სასწავლო დაწესებულებას გაუვლია ავტორიზაცია. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი, გია თავამაიშვილი 2016 წელს “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობდა, რომ სკოლის გახსნის შესახებ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა.

  • ოზთურქის პრობლემები თურქეთში

თურქულ მედიაში ოზთურქის წინააღმდეგ სასამართლო საქმეების შესახებ წლებია წერენ. როგორც გამოქვეყნებული მასალებით ირკვევა, ის პირველად ჯერ კიდევ 2003 წელს, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასჯელს გადაურჩა. მეორედ დააკავეს საფონდო ბირჟაზე მანიპულაციის გამო, მესამედ თურმე დიდი ოდენობით კოკაინის უნახეს, თუმცა სამივე ბრალდება ციხის გარეშე დასრულდა. ყველაზე დიდი პრობლემები მას 2018 წელს შეექმნა, როდესაც მკვლელობის წახალისებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მან მოახერხა განაჩენის გამოცხადებამდე თურქეთის დატოვება და საქართველოში შემოსვლა. როგორც ამბობენ, მას ამის შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია, თუმცა "იმედისთვის“ გასულ წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას თურქეთში ჩასვლის პრობლემა არ აქვს.

"თურქეთის მთავრობასთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ჩემი მეგობარია. გარკვეული პრობლემები 2016 წელს შემექმნა, მაშინ, როდესაც სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. მე ამ პროცესის ორგანიზატორების მსხვერპლი და ამ პროცესით დაზარალებული ადამიანი ვარ. გეტყვით იმასაც, რომ ჩემს წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო მიმდინარეობდა, ნაწილი ახლაც პროცესშია, ნაწილზე ხელახლა განხილვის უფლება მოვიპოვე. მე არაფრის მეშინია, ჩემი სიმართლე ჩემი ფარია. ითქვა, რომ თითქოს მე თურქეთში დაბრუნება არ შემიძლია, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. მე, უბრალოდ, ძალიან მიყვარს საქართველო და ამიტომ ვარ აქ. შემიძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წასვლა, მათ შორის თურქეთშიც...“ - ამბობდა ის "იმედზე", გია ჯაჯანიძესთან ინტერვიუში.

  • ოზთურქი და სუროგაცია

თემა, რომლითაც ოზთურქი ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, გახლავთ სუროგაციის წესით გაჩენილი შვილები. მისი ამჟამინდელი მეუღლე კრისტინა გაგარკინა სულ რაღაც 24 წლისაა, თუმცა, როგორც უცხოური მედიიდან გახდა ცნობილი, ის სუროგაციით გაჩენილ არაერთ ბავშვს ზრდის. ზუსტად რამდენი ბავშვია იზთურქების ოჯახში, რთული სათქმელია. დაახლოებით წლინახევრის წინ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ლაპარაკი იყო, რომ წყვილს სუროგაციით შეძენილი 10 ბავშვი ჰყავდა.

კრისტინა გაგარკინა და ბავშვები

მოგვიანებით "იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოზთურქმა ილაპარაკა შვილებზეც და განაცხადა, რომ ჰყავდა 8 სრულწლოვანი შვილი, რომლებიც მის კომპანიაში მუშაობდნენ, თუმცა იქვე დაამატა:

"ჩემს მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს, რომელიც საკუთარივით მივიღე. როცა მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი გავიცანით, გადავწყვიტეთ, რომ ბევრი შვილი გვყოლოდა, ამის შემდეგ მივმართეთ სუროგაციის გზას და ახლა 31 შვილი გვყავს“.

ოზთურქი და გაგარკინა

ის გასულ წელს გაეხვა სკანდალში, როდესაც ჩინეთის მოქალაქე ახალგაზრდა ქალმა ვეიმი კონგმა შვილების მოპარვაში დაადანაშაულა. ქალი ამტკიცებდა, რომ მისი კვერცხუჯრედებით და ოზთურქის ბიოლოგიური მასალით 6 ბავშვი სხვადასხვა სუროგატმა დედამ გააჩინა, რომლებსაც თვითონ ზრდიდა, თუმცა მისი მტკიცებით, ოზთურქმა ის ქვეყნიდან მოტყუებით გაუშვა, შემდგომ კი საქართველოში დაბრუნების უფლება აღარ მისცა.

ვეიმი კონგი ბავშვებთან ერთად

ამის თაობაზე ოზთურქმა "იმედზე" ასეთი განმარტება გააკეთა:

"მე და ჩემს მეუღლეს სუროგაციის გზით გვინდოდა შვილების გაჩენა, ქალბატონი ჩვენი დონორი იყო. პანდემიის დროს მან თავის სამშობლოში წასვლა ვერ მოახერხა, რის გამოც გარკვეული დროით მოუწია აქ დარჩენა. სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა სხვა ინტერესები, ანგარიშები... ეს ყველაფერი მედიამაც გააშუქა, თუმცა არასწორი ფორმულირებით, სწორედ ამიტომ გაჩნდა გარკვეული კითხვები და ნეგატივი, თუმცა, ვიმეორებ, ჩემი ყველაზე დიდი ფარი ჩემი სიმართლეა“.

თუმცა დაიცავს თუ არა ეს "ფარი" ოზთურქს ქართული მართლმსაჯულებისგან, ამას უახლოესი მომავალი აჩვენებს.