საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერეკლე მეორეს რომ იფარებენ ახლა უსინდისოდ... "ქოცური" სტანდარტით დავით აღმაშენებელი ყველაზე ცუდი მეფე იყო" - გიგი უგულავა
"ერეკლე მეორეს რომ იფარებენ ახლა უსინდისოდ... "ქოცური" სტანდარტით დავით აღმაშენებელი ყველაზე ცუდი მეფე იყო" - გიგი უგულავა

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, გიგი უგუ­ლა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი "ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი" არი­ან ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. უგუ­ლა­ვას თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ახლა ერეკ­ლე მე­ფეს "იფა­რებს." ამ სა­კი­თხზე მან "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "ღა­მის ამ­ბე­ბი" ისა­უბ­რა.

"ყვე­ლა ელო­დე­ბა ამ ომის დას­რუ­ლე­ბას, იმი­ტომ რომ ომის შიში ქვე­ყა­ნა­ში მა­შინ ჰი­პერტრო­ფირ­დე­ბა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღ­ვი­ვებს. ასე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არ ვიცი... ერეკ­ლე მე­ო­რეს რომ იფა­რე­ბენ ახლა უსინ­დი­სოდ, ერეკ­ლე მეფე ასეთ ხალ­ხს გვერ­დზე არ და­ი­ყე­ნებ­და კი არა, სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­და. "ქო­ცუ­რი" სტან­დარ­ტით და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე ცუდი მეფე იყო ამ ქვე­ყა­ნა­ში.

ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან იმი­ტომ, რომ იცი­ან სა­ღა­მოს მათი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მახ­ვი­ლი ამას გა­ი­ტანს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იმას, ვი­საც უნდა და­ა­ჯე­როს, და­ა­ჯე­რებს, ან კი­თხვის ნიშ­ნებს გა­უ­ჩენს.

ამ ომის პი­რო­ბებ­ში ახლა ჩვენ შე­ვე­დით უკვე ისეთ ფა­ზა­ში, რომ ეს თა­მა­ში აღარ გა­მო­ვა, ახლა იქ­ნე­ბა - ან იქით უნდა წახ­ვი­დე და ან -აქეთ.

ფაქ­ტია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­გორც მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც შვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, სამ­წუ­ხა­როდ ეფუძ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ, ყვე­ლა­ზე ბნელ ინ­სტინ­ქტებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ, რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც სო­ცი­უ­მის წევ­რებს გვაქვს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­მო­ვე­დით. ყვე­ლა ამ ბნელ ინ­სტინ­ქტზე და­ფუძ­ნე­ბით, მისი კულ­ტი­ვა­ცი­ით, ნაკ­ვერ­ჩალს რომ სულს უბე­რავ და აღ­ვი­ვებ, ასე ცდი­ლო­ბენ იმ ყვე­ლაფ­რის გაღ­ვი­ვე­ბას, იმის­თვის, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი რამ - ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ", - ამ­ბობს უგუ­ლა­ვა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

ყველაფერთან ერთად ესენი მაგარი სულელებიც ყოფილან....ვერ ხვდებიან, რაც მეტ "ბრძნულ აზრებს" უზიარებენ საზოგადოებას, მით უფრო მეტად ჩანს, რა ფსევდო განათლებულები და ზედაპირული აზროვნების არიან...

მარინა
1

ეს ლევან ბერძენიშვილი რამ გადარია⁉️ რატომ ერჩის, საქთველოსათვის თავგანწირულ, გმირ მეფეებს.რატომ ცდილობს ისტორიის დამახინჯებას და დაკნინებას⁉️😏😡

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ერეკლე მეორეს რომ იფარებენ ახლა უსინდისოდ... "ქოცური" სტანდარტით დავით აღმაშენებელი ყველაზე ცუდი მეფე იყო" - გიგი უგულავა

"ერეკლე მეორეს რომ იფარებენ ახლა უსინდისოდ... "ქოცური" სტანდარტით დავით აღმაშენებელი ყველაზე ცუდი მეფე იყო" - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები "ყველაფერზე წამსვლელები" არიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად. უგულავას თქმით, "ქართული ოცნება" ახლა ერეკლე მეფეს "იფარებს." ამ საკითხზე მან "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "ღამის ამბები" ისაუბრა.

"ყველა ელოდება ამ ომის დასრულებას, იმიტომ რომ ომის შიში ქვეყანაში მაშინ ჰიპერტროფირდება, როდესაც ხელისუფლება აღვივებს. ასეთი ხელისუფლება, არ ვიცი... ერეკლე მეორეს რომ იფარებენ ახლა უსინდისოდ, ერეკლე მეფე ასეთ ხალხს გვერდზე არ დაიყენებდა კი არა, სიკვდილით დასჯიდა. "ქოცური" სტანდარტით დავით აღმაშენებელი ყველაზე ცუდი მეფე იყო ამ ქვეყანაში.

ყველაფერზე წამსვლელები არიან იმიტომ, რომ იციან საღამოს მათი პროპაგანდისტული მახვილი ამას გაიტანს და საბოლოო ჯამში, იმას, ვისაც უნდა დააჯეროს, დააჯერებს, ან კითხვის ნიშნებს გაუჩენს.

ამ ომის პირობებში ახლა ჩვენ შევედით უკვე ისეთ ფაზაში, რომ ეს თამაში აღარ გამოვა, ახლა იქნება - ან იქით უნდა წახვიდე და ან -აქეთ.

ფაქტია, რომ "ქართული ოცნება", როგორც მოვლენა, რომელიც შვა ბიძინა ივანიშვილმა, სამწუხაროდ ეფუძნება ყველაზე განუვითარებელ, ყველაზე ბნელ ინსტინქტებს, რომლებიც ჩვენ, როგორც ადამიანებს, როგორც სოციუმის წევრებს გვაქვს, ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოვედით. ყველა ამ ბნელ ინსტინქტზე დაფუძნებით, მისი კულტივაციით, ნაკვერჩალს რომ სულს უბერავ და აღვივებ, ასე ცდილობენ იმ ყველაფრის გაღვივებას, იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ - ძალაუფლება შეინარჩუნონ", - ამბობს უგულავა.