მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთს ახლა საქართველოსთვის წვერზე მოქაჩვა არ უღირს..." - უფულობის მიზეზით შეჩერებული "რეფერენდუმი" და ოსების გამოხმაურება ბიბილოვის ჩაშლილ გეგმაზე
"რუსეთს ახლა საქართველოსთვის წვერზე მოქაჩვა არ უღირს..." - უფულობის მიზეზით შეჩერებული "რეფერენდუმი" და ოსების გამოხმაურება ბიბილოვის ჩაშლილ გეგმაზე

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა, ალან გაგ­ლო­ევ­მა რე­გი­ო­ნის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის შე­სა­ხებ ე.წ. "რე­ფე­რენ­დუ­მის" ჩა­ტა­რე­ბის "გან­კარ­გუ­ლე­ბა" შე­ა­ჩე­რა.

მა­ნამ­დე ალან გაგ­ლო­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "რე­ფე­რენ­დუ­მის" ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ფული არ ჰქონ­და, თუმ­ცა სრუ­ლად უჭერს მხარს "სამ­ხრეთ ოსე­თის" რეს­პუბ­ლი­კი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მომ­დევ­ნო ინ­ტეგ­რა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვას".

მან­ვე გას­ცა "გან­კარ­გუ­ლე­ბა", და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ი­მარ­თოს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მოს­კოვ­თან მომ­დევ­ნო ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მთე­ლი კომ­პლექ­სის შე­სა­ხებ.

  • "რე­ფე­რენ­დუ­მი" გაგ­ლო­ე­ვის წი­ნა­მორ­ბედ­მა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა, მას შემ­დეგ და­ნიშ­ნა, რაც ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა. რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბა მისი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა იყო.

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ბი­ბი­ლო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­მო­უჩ­ნდა, თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად ისიც ით­ქვა, რომ რუ­სე­თის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ის ქვე­ყა­ნას ისე­დაც მი­ი­ერ­თებს, მაგ­რამ ახლა მა­გის­თვის არ სცხე­ლა.

"ახლა მთლი­ა­ნად უკ­რა­ი­ნა­ზეა გა­დარ­თუ­ლი, თუმ­ცა ისიც იცის, რომ არ­სად ეჩ­ქა­რე­ბა და ამ თე­მას მა­შინ მი­უბ­რუნ­დე­ბა, რო­დე­საც მო­ი­სურ­ვებს..." - წე­რენ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

დსთ-ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე კონ­სტან­ტინ ზა­ტუ­ლი­ნი ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მის შე­სა­ხებ რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ახლა პლე­ბის­ცი­ტის ჩა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ხე­დავს.

"თვალ­ყუ­რი უნდა ვა­დევ­ნოთ კავ­კა­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. ახლა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას ატა­რებს და ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წვერ­ზე მო­ქაჩ­ვა არ გვი­ღირს..." - გა­ნა­ცხა­და ზა­ტუ­ლინ­მა.

"მარ­თლა არ მეს­მის, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რა სა­ჭი­როა რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბის­თვის, რად­გან რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სეთ­ში ხელი მო­ა­წე­რეს სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბას. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ხელი მო­ა­წე­რა კა­ნონს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სამ­ხრეთ ოსე­თის პას­პორ­ტის მქო­ნე­ებს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია. რე­ფე­რენ­დუ­მი რა სა­ჭი­როა. სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, რად­გან ხელ­ფასს რუ­სე­თი მაძ­ლევს. სხვა შე­ღა­ვა­თე­ბი­თაც თუ ვი­სარ­გებ­ლებთ და მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი შე­უმ­სუ­ბუქ­დე­ბათ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვი­ო­ლა ქელეხ­სა­ე­ვა.

სხვე­ბის თქმით, ახლა სან­ქცი­ე­ბის გამო, რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას თა­ვა­დაც ძა­ლი­ან უჭირს და კე­თილ­დღე­ო­ბის იმე­დი არ უნდა ჰქონ­დეთ...

"რუ­სე­თი ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რია, მაგ­რამ წა­ი­კი­თხეთ რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნის ომში, 70-ზე მეტი ოსია და­ღუ­პუ­ლი. ისე­დაც ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი ვართ... გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ალა­ნია ძა­ლი­ან კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არც ჩრდი­ლო­ეთ ოსეთს და ვჭირ­დე­ბით და არც და­ნარ­ჩენ რუ­სეთს" - მი­აჩ­ნია ვლად ფუ­ხავს.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს რე­ფე­რენ­დუ­მი ბი­ბი­ლოვს გაგ­ლო­ე­ვის სა­მარ­თა­ვად სჭირ­დე­ბო­და. სურ­და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა - აი, მე ასე­თი დი­დე­ბუ­ლი საქ­მე წა­მო­ვი­წყე, მაგ­რამ თქვენ ვინც აირ­ჩი­ეთ, მან ბო­ლომ­დე ვერ მი­იყ­ვა­ნა ეს საქ­მე, შე­დე­გე­ბი კი თქვენ თავს და­აბ­რა­ლე­თო... არა­და, იცო­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ფული არ გვქონ­და ქვე­ყა­ნა­ში, ეს იგი­ვეა, ხე­ლახ­ლა ჩა­ა­ტა­რო არ­ჩევ­ნე­ბი.

სა­ჭი­რო ფული ახ­ლად არ­ჩე­ულ გაგ­ლო­ევს ისევ რუ­სე­თის­თვის უნდა ეთხო­ვა, რაც ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დებ­და. მა­საც აქვს თა­ვი­სი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სა­ერ­თოდ უარი თქვა, დრო­ე­ბით მა­ინც. თუ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­ჭირ­დე­ბა თე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, აგერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სინ­ზე უდევს და გა­აქ­ტი­უ­რებს" - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი იანა კო­ჩი­ე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზსს
4

ამ ტერიტორიებს რუსეთი დააბრუნებს. საჭიროა მათთან დიალოგი. თუ არ დააბრუნებს, იცის, რომ ერთადერთი გზა იქნება მათთან სიკვდილამდე ომი და ისედაც რეპუტაცია-შელახული რუსეთი ვერ გაბედავს საქართველოსთან ომს. ამიტომ დაველაპარაკოთ, რომ დაგვიბრუნოს და ნატოსაც დავანებოთ თავი. ვიცხოვროთ ჩვენთვის, დამიჯერეთ ახალ საბჭოთა კავშირს არავინ შექმნის, გამორიცხულია. უბრალოდ მოგვიწვეს მეზობლების ინტერესების გათვალისწინება მათ მიერ ჩვენი ინტერესების გათვალისწინების საპირწონედ.

ნიკა
3

რუსეთ არ აწყობს საქართველოს ნატოში სევლა ოსეთის სანაცვლოდ...

იცის საქართველოს დაკარგავს ოსეთს თუ შეიერთებს...

ასე რომ ოსებს ტყუილად აქვს იმედი 

ოსეთი ტერიტორიულად არ სჭირდება - საქართველოა მთავარი რუსეთისთვის.

ასე რომ ტყუილად ფართხალებთ ოსეთში

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსეთს ახლა საქართველოსთვის წვერზე მოქაჩვა არ უღირს..." - უფულობის მიზეზით შეჩერებული "რეფერენდუმი" და ოსების გამოხმაურება ბიბილოვის ჩაშლილ გეგმაზე

"რუსეთს ახლა საქართველოსთვის წვერზე მოქაჩვა არ უღირს..." - უფულობის მიზეზით შეჩერებული "რეფერენდუმი" და ოსების გამოხმაურება ბიბილოვის ჩაშლილ გეგმაზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. "რეფერენდუმის" ჩატარების "განკარგულება" შეაჩერა.

მანამდე ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ "რეფერენდუმის" ჩასატარებელი ფული არ ჰქონდა, თუმცა სრულად უჭერს მხარს "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მომდევნო ინტეგრაციის ინიციატივას".

მანვე გასცა "განკარგულება", დაუყოვნებლივ გაიმართოს კონსულტაციები მოსკოვთან მომდევნო ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხების მთელი კომპლექსის შესახებ.

  • "რეფერენდუმი" გაგლოევის წინამორბედმა ანატოლი ბიბილოვმა, მას შემდეგ დანიშნა, რაც ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა. რუსეთთან შეერთება მისი საარჩევნო კამპანიისას ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაში ბიბილოვის ინიციატივას მხარდამჭერები გამოუჩნდა, თუმცა, იმავდროულად ისიც ითქვა, რომ რუსეთის სურვილის შემთხვევაში, ის ქვეყანას ისედაც მიიერთებს, მაგრამ ახლა მაგისთვის არ სცხელა.

"ახლა მთლიანად უკრაინაზეა გადართული, თუმცა ისიც იცის, რომ არსად ეჩქარება და ამ თემას მაშინ მიუბრუნდება, როდესაც მოისურვებს..." - წერენ ისინი სოციალურ ქსელებში.

დსთ-ის საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ე.წ. რეფერენდუმის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ახლა პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს.

"თვალყური უნდა ვადევნოთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს. ახლა რუსეთი უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციას ატარებს და ვფიქრობ, საქართველოსთვის წვერზე მოქაჩვა არ გვიღირს..." - განაცხადა ზატულინმა.

"მართლა არ მესმის, არჩევნების შემდეგ, რა საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან მიერთებისთვის, რადგან რამდენიმე დღის წინ რუსეთში ხელი მოაწერეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის პასპორტის მქონეებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლია. რეფერენდუმი რა საჭიროა. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ხელფასს რუსეთი მაძლევს. სხვა შეღავათებითაც თუ ვისარგებლებთ და მოსახლეობის სოციალური ფონი შეუმსუბუქდებათ, ძალიან კარგი იქნება..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვიოლა ქელეხსაევა.

სხვების თქმით, ახლა სანქციების გამო, რუსეთის მოსახლეობას თავადაც ძალიან უჭირს და კეთილდღეობის იმედი არ უნდა ჰქონდეთ...

"რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარია, მაგრამ წაიკითხეთ რა ხდება უკრაინის ომში, 70-ზე მეტი ოსია დაღუპული. ისედაც ძალიან ცოტანი ვართ... გაერთიანებული ალანია ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ ჯერჯერობით არც ჩრდილოეთ ოსეთს და ვჭირდებით და არც დანარჩენ რუსეთს" - მიაჩნია ვლად ფუხავს.

"სინამდვილეში ეს რეფერენდუმი ბიბილოვს გაგლოევის სამართავად სჭირდებოდა. სურდა მოსახლეობისთვის დაენახვებინა - აი, მე ასეთი დიდებული საქმე წამოვიწყე, მაგრამ თქვენ ვინც აირჩიეთ, მან ბოლომდე ვერ მიიყვანა ეს საქმე, შედეგები კი თქვენ თავს დააბრალეთო... არადა, იცოდა, რომ არჩევნების შემდეგ, რეფერენდუმის ჩასატარებელი ფული არ გვქონდა ქვეყანაში, ეს იგივეა, ხელახლა ჩაატარო არჩევნები.

საჭირო ფული ახლად არჩეულ გაგლოევს ისევ რუსეთისთვის უნდა ეთხოვა, რაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა. მასაც აქვს თავისი თავმოყვარეობა და საერთოდ უარი თქვა, დროებით მაინც. თუ რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით დასჭირდება თემის გააქტიურება, აგერ შემოთავაზება სინზე უდევს და გააქტიურებს" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი იანა კოჩიევა.