პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაქირავებ სახლში იყვნენ, როცა ღამით სპეცრაზმი შევარდა" - რას აცხადებს ძმებ კაკულიების ადვოკატი მათ დაკავებასა და ნიკო კვარაცხელიას საქმესთან შესაძლო კავშირზე?
"ნაქირავებ სახლში იყვნენ, როცა ღამით სპეცრაზმი შევარდა" - რას აცხადებს  ძმებ კაკულიების ადვოკატი მათ დაკავებასა და ნიკო კვარაცხელიას საქმესთან შესაძლო კავშირზე?

და­კა­ვე­ბუ­ლი ძმე­ბის, გუგა და და­ვით კა­კუ­ლი­ე­ბის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათი და­კა­ვე­ბა არც არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ დაჭ­რას და არც ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს არ უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ან­თა­ძე აცხა­დებს, კა­კუ­ლი­ებს ის ია­რა­ღი, რომ­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან, თვა­ლით არ უნა­ხავთ. ად­ვო­კა­ტის თქმით, კა­კუ­ლი­ებს ია­რა­ღი "ჩა­უ­დეს“.

"ორი­ვე და­კა­ვე­ბულს შევ­ხვდი, მათი და­კა­ვე­ბა როცა მოხ­და, ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ოღონდ, თავ­ლით არ ანა­ხეს რა ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ. ვა­კე­ში მომ­ხდარ დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათი კავ­ში­რი სრუ­ლი აბ­სურ­დია, არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვთ და არც ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. არა­ფერს ვამ­ბობ სხვა საქ­მე­ებ­ზე, რო­მელ­თაც ამ ბი­ჭებს "აწე­რენ“. რა თქმა უნდა, მეც და­ვინ­ტე­რეს­დი და მათ შე­კი­თხვა და­ვუს­ვი კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თე­მაა. ვკი­თხე, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ თუ არა პო­ლი­ცი­ა­ში და ჰქონ­დათ თუ არა შემ­ხებ­ლო­ბა. მათ აღ­ნიშ­ნულს სრუ­ლი აბ­სურ­დი კი არა, სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე უწო­დეს, არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა ამ საქ­მეს­თან არ ჰქო­ნი­ათ, არც და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს კა­კუ­ლი­ებ­ზე ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

"ეს არის სრუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია, არა­ნა­ი­რი ძებ­ნა მათ­ზე არ ყო­ფი­ლა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, როცა ღა­მის სა­ა­თებ­ში, სპეც­რაზ­მი შე­ვარ­და და და­ა­კა­ვეს. ერ­თა­დერ­თი, და­კა­ვე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არის ის, რომ რა სი­ბინ­ძუ­რე და ტა­ლა­ხიც არის წა­მო­სუ­ლი მათ­კენ და მათი ოჯა­ხის­კენ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩა­მო­ი­რე­ცხე­ბა და ყვე­ლა გა­ერ­კვე­ვა, რომ მათ არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არც ვა­კე­ში მომ­ხდარ სრო­ლას­თან და არც ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მეს­თან არ აქვთ“, - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

კი­თხვა­ზე, რად­გან ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მე­ზე კა­კუ­ლი­ე­ბის კავ­ში­რის დად­გე­ნა ამ ეტაპ­ზე ვერ მოხ­და, ამი­ტომ ხომ არ ეჭ­ვო­ბენ, რომ მათ ია­რა­ღი "ჩა­უ­დეს“, ად­ვო­კატ­მა ასე უპა­სუ­ხა:"ამ ვერ­სი­ას არ­სე­ბო­ბის რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს. რა­საც აბ­რა­ლებ­დნენ და რა ინ­ფორ­მა­ცი­აც გავ­რცელ­და, სრუ­ლი აბ­სურ­დია. ია­რა­ღი თვა­ლი­თაც არ უნა­ხავთ, რა ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბი­ან, "ჩა­უ­დეს“, ასე გა­მო­დის“, - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ძმე­ბი გუგა და და­ვით კა­კუ­ლი­ე­ბი წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ისი­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიტა
0

ადვოკატი რომ იძახის სპეცრაზმი შევარდაო,შე კაცო დასაკავებლად სპეცრაზმი უნდა შევარდეს აბა "მოპატიჟეს" ხომ არ გაუგზავნიდნენ.თან დარწმუნებული რომაა უდანაშაულოები არიან ორივეო,რა იცის,უკვე გამოიძია?

izi
0

სპეცოპერაცია ჩატარდა და ერთ საათში ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ყველაფერში უდანაშაულოა დაკავებული, რა იცის?

ავტორი:

"ნაქირავებ სახლში იყვნენ, როცა ღამით სპეცრაზმი შევარდა" - რას აცხადებს ძმებ კაკულიების ადვოკატი მათ დაკავებასა და ნიკო კვარაცხელიას საქმესთან შესაძლო კავშირზე?

"ნაქირავებ სახლში იყვნენ, როცა ღამით სპეცრაზმი შევარდა" - რას აცხადებს  ძმებ კაკულიების ადვოკატი მათ დაკავებასა და ნიკო კვარაცხელიას საქმესთან შესაძლო კავშირზე?

დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, მათი დაკავება არც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას და არც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს არ უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ანთაძე აცხადებს, კაკულიებს ის იარაღი, რომლის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან, თვალით არ უნახავთ. ადვოკატის თქმით, კაკულიებს იარაღი "ჩაუდეს“.

"ორივე დაკავებულს შევხვდი, მათი დაკავება როცა მოხდა, ზეპირსიტყვიერად განუმარტეს, რომ იარაღის შეძენა-შენახვისთვის არიან დაკავებულები, ოღონდ, თავლით არ ანახეს რა იარაღის შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. ვაკეში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით მათი კავშირი სრული აბსურდია, არანაირი შემხებლობა არ აქვთ და არც ამ საქმესთან დაკავშირებით არიან დაკავებულები. არაფერს ვამბობ სხვა საქმეებზე, რომელთაც ამ ბიჭებს "აწერენ“. რა თქმა უნდა, მეც დავინტერესდი და მათ შეკითხვა დავუსვი კვარაცხელიასთან დაკავშირებით, რადგან საკმაოდ გავრცელებული თემაა. ვკითხე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაბარებულები იყვნენ თუ არა პოლიციაში და ჰქონდათ თუ არა შემხებლობა. მათ აღნიშნულს სრული აბსურდი კი არა, სრული სისულელე უწოდეს, არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან არ ჰქონიათ, არც დაბარებულები არ ყოფილან საგამოძიებო უწყებაში“, - განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კაკულიებზე ძებნა იყო გამოცხადებული.

"ეს არის სრული დეზინფორმაცია, არანაირი ძებნა მათზე არ ყოფილა გამოცხადებული. ნაქირავებ სახლში იმყოფებოდნენ, როცა ღამის საათებში, სპეცრაზმი შევარდა და დააკავეს. ერთადერთი, დაკავების დადებითი მხარე თუ შეიძლება ითქვას, არის ის, რომ რა სიბინძურე და ტალახიც არის წამოსული მათკენ და მათი ოჯახისკენ, დარწმუნებული ვარ, ჩამოირეცხება და ყველა გაერკვევა, რომ მათ არანაირი შემხებლობა არც ვაკეში მომხდარ სროლასთან და არც ნიკა კვარაცხელიას საქმესთან არ აქვთ“, - განაცხადა ანთაძემ.

კითხვაზე, რადგან ნიკა კვარაცხელიას საქმეზე კაკულიების კავშირის დადგენა ამ ეტაპზე ვერ მოხდა, ამიტომ ხომ არ ეჭვობენ, რომ მათ იარაღი "ჩაუდეს“, ადვოკატმა ასე უპასუხა:"ამ ვერსიას არსებობის რეალური საფუძველი აქვს. რასაც აბრალებდნენ და რა ინფორმაციაც გავრცელდა, სრული აბსურდია. იარაღი თვალითაც არ უნახავთ, რა იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან, "ჩაუდეს“, ასე გამოდის“, - განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, ძმები გუგა და დავით კაკულიები წუხელ, გვიან ღამით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"