სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისტორიული შანსის წინაშე ვდგავართ, ყველა იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელსაც საქართველო მიიღებს" - ხათუნა ლაგაზიძე
"ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისტორიული შანსის წინაშე ვდგავართ, ყველა იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელსაც საქართველო მიიღებს" - ხათუნა ლაგაზიძე

დღეს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი შან­სის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, სხვაგ­ვა­რად ყვე­ლა იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმ შე­დეგ­ზე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ "სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტრის" თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ლა­გა­ზი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ჯერ კი­დევ არის დრო იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თუნ­დაც დეკ­ლა­რი­რე­ბის დო­ნე­ზე გა­მო­ხა­ტოს მზა­ო­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის, რომ­ლის­კე­ნაც ევ­რო­კავ­ში­რი მოგ­ვი­წო­დებს.

"დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მას ეძღვნე­ბა, ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა. მო­ვის­მი­ნეთ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოს­ვლა, მათ შო­რის ხაზს გა­ვუს­ვამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის გა­მოს­ვლებს. ამ ორი გა­მოს­ვლის მთა­ვა­რი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი მე­სი­ჯი იყო ის, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ისე სჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­გორც არას­დროს. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ უნდა გა­და­დოს გან­სხვა­ვე­ბე­ბი გვერ­დზე იმი­ტომ, რომ დღეს დგას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი. ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის­გან არ უნდა ვის­მენ­დეთ და სირ­ცხვი­ლია, თუ რო­გორ უმას­პინ­ძლდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი. მით უფრო იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით გვის­მენს. ამ გზა­ზე არა მარ­ტო სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ, სწო­რედ ერ­თი­ა­ნო­ბა.

დღეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­სავ­ლეთ­მა და­ი­ნა­ხოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ მო­თხოვ­ნებს, რო­მე­ლიც წა­ე­ყე­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­დატ ქვე­ყა­ნას. დღეს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი შან­სის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, სხვაგ­ვა­რად ყვე­ლა იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმ შე­დეგ­ზე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს. ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა უკი­დუ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო ფრა­ზა თქვა თა­ვი­სი გა­მოს­ვლის და­სას­რულს "დაგ­ვეხ­მა­რეთ, რომ და­გეხ­მა­როთ“- ძნე­ლად მახ­სენ­დე­ბა ასე­თი მოკ­ლე ფრა­ზით გა­მო­ხა­ტუ­ლი და შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა. დღეს ევ­რო­კავ­შირს სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა იმის­თვის, რომ დაგ­ვეხ­მა­როს სა­შუ­ა­ლო და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში. ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა თა­ვის გა­მოს­ვლა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რომ­ლის წი­ნა­შეც დღეს სა­ქარ­თვე­ლო დგას და დარ­ჩე­ნილ დღე­ებ­სა და კვი­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა გა­დად­გას ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბას გა­უ­ად­ვი­ლებს. ჯერ კი­დევ არის დრო იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თუნ­დაც დეკ­ლა­რი­რე­ბის დო­ნე­ზე გა­მო­ხა­ტოს მზა­ო­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის, რომ­ლის­კე­ნაც ევ­რო­კავ­ში­რი მოგ­ვი­წო­დებს“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
buxo
0

გამოქვაბულიდან არა, თავისი სასტუმროდან ურეკში.

ფული მიცა ევროპამ სასტუმროს ასაშენებლად, ეხლა ქვიშასაც რო გაათბობს მერე ნახეთ.

ალექს
2

გითქვამთ როდისმე მახინჯია , საბჭოთაა და ანაქრონისტული ჩვენი სისტემაო ? არ გითქვამთ ! რატომ ? იმიტომ, რომ ამ სისტემის ნაწილი ხართ, საბჭოთა და კომკავშირული, ამიტომ არ გითქვამთ, კიდევ იმიტომ რომ თვითმარქვიები ხართ , ისეთივე ექსპერტები ხართ, როგორი მემერჯვენეცაა ეროვნულიცაა, ერთიანია და მთავარია ნაცმო , და მემარცხენე ცენტრისტია ქოცმო -ასი მილიანერი უზის დეპუტატად და მინისტრებად და მათ თავში საბჭოთა მილიარდერი -პროლეტარიატის მომავალზე ფიქრობენ, არა, ზრუნავენ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისტორიული შანსის წინაშე ვდგავართ, ყველა იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელსაც საქართველო მიიღებს" - ხათუნა ლაგაზიძე

"ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისტორიული შანსის წინაშე ვდგავართ, ყველა იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელსაც საქართველო მიიღებს" - ხათუნა ლაგაზიძე

დღეს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს საქართველოსთვის ისტორიული შანსის წინაშე ვდგავართ, სხვაგვარად ყველა იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელსაც საქართველო მიიღებს, - ამის შესახებ "სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის" თავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თუნდაც დეკლარირების დონეზე გამოხატოს მზაობა ცვლილებების, რომლისკენაც ევროკავშირი მოგვიწოდებს.

"დღევანდელი კონფერენცია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას ეძღვნება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მოვისმინეთ რამდენიმე საინტერესო გამოსვლა, მათ შორის ხაზს გავუსვამ საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის ელჩის გამოსვლებს. ამ ორი გამოსვლის მთავარი გამაერთიანებელი მესიჯი იყო ის, რომ დღეს საქართველოს ისე სჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს განსხვავებები გვერდზე იმიტომ, რომ დღეს დგას საქართველოსთვის ისტორიული მომენტი. ევროკავშირის ელჩისგან არ უნდა ვისმენდეთ და სირცხვილია, თუ როგორ უმასპინძლდებიან ერთმანეთს საქართველოს პოლიტიკური ძალები. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირი გაფართოებული ყურადღებით გვისმენს. ამ გზაზე არა მარტო სასამართლო რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებებია მნიშვნელოვანი, არამედ, სწორედ ერთიანობა.

დღეს არის მნიშვნელოვანი დასავლეთმა დაინახოს, რომ საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც წაეყენება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. დღეს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს საქართველოსთვის ისტორიული შანსის წინაშე ვდგავართ, სხვაგვარად ყველა იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელსაც საქართველო მიიღებს. ევროკავშირის ელჩმა უკიდურესად საინტერესო ფრაზა თქვა თავისი გამოსვლის დასასრულს "დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“- ძნელად მახსენდება ასეთი მოკლე ფრაზით გამოხატული და შეფასებული საქართველოს დღევანდელი რეალობა. დღეს ევროკავშირს სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ დაგვეხმაროს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ევროკავშირის ელჩმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას და დარჩენილ დღეებსა და კვირებში საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას გაუადვილებს. ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თუნდაც დეკლარირების დონეზე გამოხატოს მზაობა ცვლილებების, რომლისკენაც ევროკავშირი მოგვიწოდებს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.