მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციის გეგმით: საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც მოჰყვება "ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში ჩართვა" - კობახიძე
"ოპოზიციის გეგმით: საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც მოჰყვება "ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში ჩართვა" - კობახიძე

იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ევ­რო­კავ­შირს არც და­ფი­ნან­სე­ბის და არც გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კუ­თხით არა­ვი­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ აკის­რებს, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ უნდა უთხრას მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თველ ხალ­ხს უარი ამ სტა­ტუს­ზე, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას აძ­ლევს პი­რო­ბას, რომ "ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, ახა­ლი შუ­ლა­ვე­რის კო­მი­ტე­ტის, ომი­სა და ღა­ლა­ტის პარ­ტი­ის ეს სცე­ნა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ იმ­სა­ხუ­რებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, იგი­ვე გზავ­ნი­ლით ესა­უბ­რე­ბი­ან ისი­ნი უცხო­ელ კო­ლე­გებ­საც. მათი მი­ზა­ნი და გათ­ვლა მარ­ტი­ვია: ივ­ნი­სის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლომ, მათი გათ­ვლით უკ­რა­ი­ნის­გან და მოლ­დო­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ უნდა მი­ი­ღოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, რა­საც, მათი გეგ­მის მი­ხედ­ვით, მოჰ­ყვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მღელ­ვა­რე­ბა, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა და მისი სა­ტე­ლი­ტე­ბის მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და ომში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვა. ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ევ­რო­კავ­შირს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტო­ბა­ზე უა­რის თქმის არა­ვი­თა­რი მი­ზე­ზი არა აქვს, მით უმე­ტეს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას მი­ა­ნი­ჭებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ სწო­რედ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მი­აღ­წია ყვე­ლა ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგს ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, მო­ვა­წე­რეთ ხელი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბას ევ­რო­კავ­შირ­თან და მი­ვი­ღეთ უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი. სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი პა­რა­მეტ­რით წინ უს­წრებს ორი­ვე აპ­ლი­კანტ ქვე­ყა­ნას, რა­საც ვე­რა­ვინ უარ­ყოფს. მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის 45 პრო­ცენ­ტი, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­დე­გია. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას, არა­მედ უკვე კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­საც კი უს­წრებს. გარ­და ამი­სა, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბით, ევ­რო­კავ­შირს სა­ქარ­თვე­ლო­ზე არ ეხარ­ჯე­ბა არ­ცერ­თი ევ­რო­თი მეტი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ევ­რო­კავ­შირს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არა­ვი­თა­რი და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ აკის­რებს”, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი არ იღებს არა­ვი­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბი­დან რა­ი­მე კონ­კრე­ტულ ვა­და­ში გა­ა­წევ­რი­ა­ნოს.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თურ­ქეთს 23 წლის წინ მი­ე­ნი­ჭა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, თუმ­ცა, ევ­რო­კავ­შირ­ში მისი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი ამ ეტაპ­ზე სა­ერ­თოდ არ დგას დღის წეს­რიგ­ში. ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას 17 წლის წინ, მონ­ტე­ნეგ­როს 12 წლის წინ, სერ­ბეთს 10 წლის წინ, ხოლო ალ­ბა­ნეთს - 8 წლის წინ მი­ე­ნი­ჭა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ამას­თან, გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მათ­გან დღეს მხო­ლოდ სერ­ბეთ­თან და მონ­ტე­ნეგ­როს­თან წარ­მო­ებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, საფ­რან­გე­თის ევ­რო­პულ საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში მის გა­წევ­რი­ა­ნე­ბას 10-15 წელი მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ევ­რო­კავ­შირს არც და­ფი­ნან­სე­ბის და არც გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კუ­თხით არა­ვი­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ აკის­რებს, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ უნდა უთხრას მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თველ ხალ­ხს უარი ამ სტა­ტუს­ზე, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, უკ­რა­ი­ნის­თვის და მოლ­დო­ვის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა ორი თვალ­საზ­რი­სით: პირ­ვე­ლი, ამით, ევ­რო­კავ­ში­რი გა­მო­ხა­ტავს სო­ლი­და­რო­ბას სამი ქვეყ­ნის მი­მართ, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის ქვე­შაა; და მე­ო­რე, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი აცხა­დებს, რომ არ ეში­ნია რუ­სუ­ლი რე­აქ­ცი­ის და პრინ­ცი­პულ პო­ზი­ცი­ას ავ­ლენს სამი ქვეყ­ნის მხარ­და­ჭე­რის სა­კი­თხში. რის­თვის შე­იძ­ლე­ბა უღირ­დეს ევ­რო­კავ­შირს ამის სა­პი­რის­პი­რო გზავ­ნი­ლის გაჟ­ღე­რე­ბა, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია. ეს არის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, რა­ტო­მაც ევ­რო­კავ­ში­რის უარი კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე სრუ­ლი­ად ალო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და. ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ეს იქ­ნე­ბო­და ზუს­ტად ისე­თი­ვე ალო­გი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გო­რიც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­დან ელ­ჩის გაწ­ვე­ვა იყო. სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტო­ბა­ზე უარი ერთი სა­ხელ­მწი­ფო­ზე გა­დამ­ტე­რე­ბუ­ლი და ეკ­ლე­სი­ის მა­გი­ნე­ბე­ლი კრი­მი­ნა­ლის გამო შე­იძ­ლე­ბა უთხრას, რო­მე­ლიც 9-წლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი და იდე­ო­ლო­გი იყო, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში საკ­ვან­ძო როლს ას­რუ­ლებს და რო­მელ­მაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2“ 7 მი­ლი­ო­ნით გა­ძარ­ცვა, უბ­რა­ლოდ, ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია და ეს ვერ­სია სე­რი­ო­ზულ გან­ხილ­ვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. აქვე იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში წინა ორ პრე­ზი­დენტზეა აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. მოლ­დო­ვა­ში კი, წინა პრე­ზი­დენტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მას შემ­დეგ აღ­ძრეს, რაც მოლ­დო­ვამ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნა. ამას­თან, მოლ­დო­ვის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი საქ­მის აღ­ძვრი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ა­პა­ტიმ­რეს კი­დეც. ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და გვა­რა­მია ბევ­რად უფრო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ში არი­ან მხი­ლე­ბუ­ლი თუ ბრალ­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე პეტ­რო პო­რო­შენ­კო, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი ან იგორ დო­დო­ნი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, "ომის პარ­ტია“ და მისი უცხო­ე­ლი ლო­ბის­ტე­ბი, რა­ტომ­ღაც, იმედს არ კარ­გა­ვენ და აქ­ტი­უ­რად იბ­რძვი­ან იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მი­ი­ღოს. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, რა­დი­კა­ლე­ბი­სა და მათი უცხო­ე­ლი ლო­ბის­ტე­ბის გათ­ვლა მარ­ტი­ვია, სა­ქარ­თვე­ლომ არ უნდა მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, ამას უნდა მოჰ­ყვეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მღელ­ვა­რე­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაძ­ლევთ პი­რო­ბას, რომ ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, ახა­ლი შუ­ლა­ვე­რის კო­მი­ტე­ტის, ომი­სა და ღა­ლა­ტის პარ­ტი­ის ეს სცე­ნა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ზუს­ტად ისე­ვე ჩა­იშ­ლე­ბა, რო­გორც მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ყვე­ლა წინა მცდე­ლო­ბა ჩა­ე­შა­ლათ. სა­ქარ­თვე­ლო არის სა­ხელ­მწი­ფო და მას ჰყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არც არე­უ­ლო­ბას და არც ომს არ და­უშ­ვებს. ყვე­ლას, ვი­საც სა­პი­რის­პი­რო მიზ­ნე­ბი აქვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინუ
0

ევროკავშირი თვითონ უნდა იყონ დაინტერესებული ასეთი ქვეყნების წევრობაზე და დახმარებაზე. მაგრამ მათი თამაშიც რაღაც არასერიოზულ სახეს იღებს და აღარ შემიძლია დავიჯეროთ მათი კეთილგანწყობაც. ისე გვექცევიან როგორც სათამაშო თოჯინებს. უკრაინისთვის დროზე რომ მიეხედათ ეს ომიც არ დაიწყებოდა, მაგრამ ბევრ რამეში მეპარება უკვე ეჭვი. მათ აწყობთ ასეთი რადიკალური ოპოზიციაც , ალბათ ქვეყნის მუდმივი რყევაც. მე ასე მგონია. მივიღებთ არ მიგიღებთ და შევჩერებივართ ასე, როგორც მეორეკლასელი მოსწავლე, რომელსაც ნიშანი აქვს გამოსასწორებელი და ამისთვის სჯიან. ზუსტად ასე წარმომიდგენია, თუ იციან , საშიშროება გველის , რაღას ელოდებიან? წინა ხელისუფლებასთან შედარებით ათასი პროცენტით უფრო არის დემოკრატია საქართველოში. მაგრამ არის შიდა მტრებიც , ესაა რეალობა. ხოდა ან მიგვიღონ ან დაგვანებონ თავი . 

ზურა
8

აა ანუ, ოპოზიციის მცირე სიტყვასაც უფრო მეტი ძალა აქვს ევროკავშირში თურმე ვიდრე თქვენ რეალურად ნაკეთებ საქმეს? :)))))))) ამ გაპრავებითაც რო ბანძები გამოდიხართ ვერ ხვდებით ხო? :)))))) თქვენ მოიკალით თავი ხო რეფორმებით და ოპოზიციის ლაპარაკმა ჩაგიშალათ საქმე.. ნწ, ნწ.. ვინმეს სჯერა ამის? 

ავტორი:

"ოპოზიციის გეგმით: საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც მოჰყვება "ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში ჩართვა" - კობახიძე

"ოპოზიციის გეგმით: საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც მოჰყვება "ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში ჩართვა" - კობახიძე

იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება საზოგადოებას აძლევს პირობას, რომ "ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება“.

"როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს საჯაროდ საუბარს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. როგორც ცნობილია, იგივე გზავნილით ესაუბრებიან ისინი უცხოელ კოლეგებსაც. მათი მიზანი და გათვლა მარტივია: ივნისის ბოლოს საქართველომ, მათი გათვლით უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. შეგახსენებთ, რომ საქართველომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს. მათ შორის, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45 პროცენტი, რაც უპრეცედენტო შედეგია. ამ მონაცემებით, საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი. როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს”, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს.

"როგორც მოგეხსენებათ, თურქეთს 23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ჩრდილოეთ მაკედონიას 17 წლის წინ, მონტენეგროს 12 წლის წინ, სერბეთს 10 წლის წინ, ხოლო ალბანეთს - 8 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მათგან დღეს მხოლოდ სერბეთთან და მონტენეგროსთან წარმოებს. რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას 10-15 წელი მაინც დასჭირდება. იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც. ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით: პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა; და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში. რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო. საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია "რუსთავი 2“ 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უკრაინაში წინა ორ პრეზიდენტზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მოლდოვაში კი, წინა პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა. ამასთან, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი საქმის აღძვრიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს კიდეც. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი და გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან მხილებული თუ ბრალდებული, ვიდრე პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი ან იგორ დოდონი. ამის მიუხედავად, "ომის პარტია“ და მისი უცხოელი ლობისტები, რატომღაც, იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების, ახალი შულავერის კომიტეტის, ომისა და ღალატის პარტიის ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება და ზუსტად ისევე ჩაიშლება, როგორც მათ ხელისუფლების გადატრიალების ყველა წინა მცდელობა ჩაეშალათ. საქართველო არის სახელმწიფო და მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც არეულობას და არც ომს არ დაუშვებს. ყველას, ვისაც საპირისპირო მიზნები აქვს, საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.