მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე" - პრემიერი მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილას (ფოტოები)
"ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე" - პრემიერი მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილას (ფოტოები)

დღეს ჩვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გად­მოგ­ვე­ცა მიწა, სა­დაც აშენ­დე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი. ეს არის ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის ალ­ბათ სა­ოც­ნე­ბო დღე, ვი­ნა­ი­დან ქარ­თვე­ლე­ბი, 300 წლის შემ­დეგ ვბრუნ­დე­ბით წმინ­და მი­წა­ზე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტურ სა­მე­ფო­ში, მდი­ნა­რე იორ­და­ნეს­თან, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტუ­რი სა­მე­ფოს პრინც ღა­ზის­თან ერ­თად მდი­ნა­რე იორ­და­ნეს­თან, მა­ცხოვ­რის ნათ­ლო­ბის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­წის ნაკ­ვე­თის გა­და­ცე­მის ოფი­ცი­ა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ალ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პრე­მი­ერ­მა სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გახ­სნა მე­მო­რი­ა­ლუ­რი ქვა, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მო­წე­რე­ბია. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პრინც ღა­ზის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­წის გად­მო­ცე­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პრინც ღა­ზის პი­რა­დი წვლი­ლი გა­დამ­წყვე­ტი იყო სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა­ში და სა­ქარ­თვე­ლო ამას ძა­ლი­ან აფა­სებს.

"დღეს ის­ტო­რი­უ­ლი დღეა. დღეს ჩვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გად­მოგ­ვე­ცა მიწა, სა­დაც აშენ­დე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი.

ეს არის ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის ალ­ბათ სა­ოც­ნე­ბო დღე, ვი­ნა­ი­დან ქარ­თვე­ლე­ბი, 300 წლის შემ­დეგ ვბრუნ­დე­ბით წმინ­და მი­წა­ზე. მინ­და კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ საქ­მე­ში ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლი აქვს მეფე აბ­და­ლა II-ს, პრინც ღა­ზის, ასე­ვე იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქს, ჩვენს პატ­რი­არ­ქს, ჩვენს მთავ­რო­ბას. ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ იმის­თვის, რომ ეს ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი დამ­დგა­რი­ყო დღეს და ჩვენ ყვე­ლა­ნი ვართ ამის მომსწრე­ნი. კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა ქარ­თველს, ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ანს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას და კი­დევ ერთხელ მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იორ­და­ნი­ის მე­ფეს და ყვე­ლას, ვინც იყო ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ში. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ცეფ­ცი­ას, ჩვენ და­ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას აქ­ტი­უ­რად, ამ საქ­მე­ში ჩა­ერ­თვე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და­ვა­ვა­ლებ, რომ და­ვი­წყოთ ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა და კონ­ცეფ­ცია ძა­ლი­ან მალე იქ­ნე­ბა მზად. ჩემი სურ­ვი­ლია, რომ ძა­ლი­ან მალე და­ვი­წყოთ მშე­ნებ­ლო­ბა. ამის­თვის ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ დრო­უ­ლად მოხ­დეს კონ­ცეფ­ცი­ა­ზე შე­ჯე­რე­ბა. ამ პრო­ექტს, რა თქმა უნდა, გა­ვაც­ნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ამის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 4000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მიწა მა­ცხოვ­რის ნათ­ლო­ბის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, მდი­ნა­რე იორ­და­ნეს­თან 15-20 მეტ­რის მან­ძილ­ზეა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად მდი­ნა­რე იორ­და­ნეს სა­ნა­პი­რო­ზეც იმ­ყო­ფე­ბო­და. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა პრინც ღა­ზის­თან ერ­თად მო­ი­ნა­ხუ­ლა ად­გი­ლე­ბი, სა­დაც იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი ცხოვ­რობ­და და სა­დაც მა­ცხო­ვა­რი მო­ი­ნათ­ლა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტუ­რი სა­მე­ფოს მეფე აბ­და­ლა II-ს წმინ­და მი­წა­ზე, მა­ცხოვ­რის ნათ­ლო­ბის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­წის გა­და­ცე­მის­თვის, მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, ოქ­როს საწ­მი­სის ორ­დე­ნი გა­დას­ცა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არქ თე­ო­ფი­ლოს III-სა და იორ­და­ნი­ის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის არ­ქი­ე­პის­კო­პოს ქრის­ტო­ფო­როს ატა­ლა­საც შეხ­ვდა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იორ­და­ნი­ის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­არ­ქი­ე­პის­კო­პო­სო­ში დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის პა­ტივ­სა­ცე­მად, იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი­სა და იორ­და­ნი­ის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის არ­ქი­ე­პის­კო­პო­სის სა­ხე­ლით ვახ­შა­მი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა პრინ­ცი ღა­ზიც ეს­წრე­ბო­და.

  • ფო­ტო­ებს მთა­ვა­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი" აქ­ვეყ­ნებს
მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vaxo
2

ბრიყვი

მერი
2

დიდება უფალს და გააძლიეროს ყველა მისი კეთილმორწმუნე , 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე" - პრემიერი მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილას (ფოტოები)

"ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე" - პრემიერი მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილას (ფოტოები)

დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანესთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. პრემიერმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია. პრემიერ-მინისტრმა პრინც ღაზის საქართველოსთვის მიწის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს.

"დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი.

ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ საქმეში ფასდაუდებელი წვლილი აქვს მეფე აბდალა II-ს, პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქს, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს მთავრობას. ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული ფაქტი დამდგარიყო დღეს და ჩვენ ყველანი ვართ ამის მომსწრენი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ მნიშვნელოვან მოვლენას და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო იორდანიის მეფეს და ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმეში. რაც შეეხება კონცეფციას, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას აქტიურად, ამ საქმეში ჩაერთვება საპატრიარქო, ეროვნული მუზეუმი. კულტურის სამინისტროს დავავალებ, რომ დავიწყოთ ერთობლივი მუშაობა და კონცეფცია ძალიან მალე იქნება მზად. ჩემი სურვილია, რომ ძალიან მალე დავიწყოთ მშენებლობა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს კონცეფციაზე შეჯერება. ამ პროექტს, რა თქმა უნდა, გავაცნობთ საზოგადოებას და ამის შემდეგ დაიწყება მშენებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად მდინარე იორდანეს სანაპიროზეც იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა პრინც ღაზისთან ერთად მოინახულა ადგილები, სადაც იოანე ნათლისმცემელი ცხოვრობდა და სადაც მაცხოვარი მოინათლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალასაც შეხვდა.

ღარიბაშვილი იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის საარქიეპისკოპოსოში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურის პატივსაცემად, იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსის სახელით ვახშამი გაიმართა, რომელსაც მისი აღმატებულება პრინცი ღაზიც ესწრებოდა.

  • ფოტოებს მთავარობის ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" აქვეყნებს