მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკან აღარასდროს დავბრუნდები" - რუსეთიდან გაქცეული "გაზპრომბანკის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ურჩი რუსი დიპლომატის პროტესტი ომის წინააღმდეგ
"უკან აღარასდროს დავბრუნდები" - რუსეთიდან გაქცეული "გაზპრომბანკის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ურჩი რუსი დიპლომატის პროტესტი ომის წინააღმდეგ

ბიზ­ნეს­მე­ნი იგორ ვო­ლო­ბუ­ე­ვი და დიპ­ლო­მა­ტი ბო­რის ბონ­და­რე­ვი რუ­სე­თის ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან პუ­ტი­ნის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას.

  • "გა­ზპ­რომ­ში" ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი პუ­ტი­ნის­ტია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ზუს­ტად ეს­მის, თუ რა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს. რუ­სეთ­ში ბევ­რს, უბ­რა­ლოდ, ეში­ნია“, - იგორ ვო­ლო­ბუ­ე­ვი
  • "რუსს ხალ­ხს აქვს ში­ნა­გა­ნი ცენ­ზუ­რა, ფიქ­რო­ბენ რა, რომ რა­ღა­ცის თქმა სა­ხი­ფა­თოა, ისი­ნი მუდ­მი­ვად ცხოვ­რო­ბენ ამ ში­შით. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კი ამას უყუ­რე­ბენ და არ ეს­მით, რად­გან ისი­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან“, - ბო­რის ბონ­და­რე­ვი

იგორ ვო­ლო­ბუ­ე­ვი გა­ი­ზარ­და უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ოხ­ტირ­კა­ში. 1989 წელს, 18 წლის ასაკ­ში, მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ის შე­უ­ერ­თდა "გა­ზპ­რო­მის" ხელ­მძღვა­ნელ რგოლს, სა­დაც 15 წელი გა­ა­ტა­რა და გახ­და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი. რო­გორც იგო­რი ამ­ბობს, ის თა­ვი­დან პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი იყო და 2012 წელს ხმაც მის­ცა, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა­ში 2014 წლის მოვ­ლე­ნებ­მა მას თვა­ლი აუ­ხი­ლა. მა­შინ­ვე სურ­და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სამ­შობ­ლო­ში (უკ­რა­ი­ნა­ში), თუმ­ცა ოჯა­ხუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხა ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა . "ეს იყო არ­ჩე­ვა­ნი ჩემს სამ­შობ­ლო­სა და ჩემს ოჯახს შო­რის და იმ დროს მე ავირ­ჩიე - ჩემი ოჯა­ხი. მიმ­დი­ნა­რე წლის 24 თე­ბერ­ვალს კი მივ­ხვდი, რომ ამის გა­და­დე­ბა აღარ შე­მეძ­ლო“, - გა­ნა­ცხა­და მან.

იგორ ვო­ლო­ბუ­ევ­მა 20 წელი გა­ა­ტა­რა რუ­სულ ბიზ­ნე­სე­ლი­ტა­ში, ის ჯერ "გა­ზპ­რომ­ში" მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი მის ფი­ლი­ალ "გა­ზპ­რომ­ბან­კში", სა­დაც მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვლამ­დე ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

მას მერე, რაც თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნას­თან ომი გა­ა­ჩა­ღა, ვო­ლო­ბუ­ე­ვი მიხ­ვდა, რომ ვე­ღარ გა­უძ­ლებ­და რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბას. მან სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ფული და ნივ­თე­ბი ჩა­ა­ლა­გა პა­ტა­რა ზურგჩან­თა­ში და 2 მარტს ქვეყ­ნი­დან გაფ­რინ­და, თით­ქოს­და, და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ო­და. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, პო­ლო­ნე­თი­დან უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც მან ბავ­შვო­ბის წლე­ბი დაჰ­ყო. ახლა ის უკ­რა­ი­ნა­შია და ცდი­ლობს მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რათა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ჩად­გეს.

იგორ ვო­ლო­ბუ­ე­ვი

"მე აღა­რას­დროს დავ­ბრუნ­დე­ბი რუ­სეთ­ში... მინ­და, ვიყო იქ, სა­დაც შე­მეძ­ლე­ბა და­ვიც­ვა ჩემი სამ­შობ­ლო ია­რა­ღით”, - გა­ნა­ცხა­და იგორ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ის, რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მოს­ვლით გა­უჩ­ნდა გან­ცდა, რომ შინ დაბ­რუნ­და. თუმ­ცა აღი­ა­რებს, რომ უნდა "ბევ­რი იშ­რო­მოს“, რათა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მის გულ­წრფე­ლო­ბა­ში და­არ­წმუ­ნოს.

"მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვამ­ბობ­დი, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ, მაგ­რამ რუ­სეთ­ში ვაგ­რძე­ლებ­დი ცხოვ­რე­ბას და მუ­შა­ო­ბას. მეს­მის, უნდა მო­ვი­ნა­ნიო და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვამ­ტკი­ცო, რომ აქ ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ და ჩემი ნდო­ბაც შე­იძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

რუ­სე­თის ასი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქემ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა მას შემ­დეგ, რაც პუ­ტინ­მა ომი და­ი­წყო. მათ შო­რის არი­ან: ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, აქ­ტი­ვის­ტე­ბი თუ სხვ. მათ­მა უმე­ტე­სო­ბამ "კონ­ფლიქ­ტის მი­მართ“ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქვა, ქვეყ­ნი­დან წას­ვლის შემ­დეგ, თუმ­ცა რუ­სეთ­შიც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ჯა­როდ დაგ­მეს ომი.

დიპ­ლო­მა­ტი ბო­რის ბონ­და­რე­ვი, უმაღ­ლე­სი რან­გის რუსი დიპ­ლო­მა­ტია, ის გა­ე­რო-ს ჟე­ნე­ვის ოფის­ში რუ­სე­თის მი­სი­ის მრჩე­ვე­ლი გახ­ლდათ. რო­გორც კი რუ­სე­თი შე­იჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში, ის გა­დად­გა, თუმ­ცა ამ ამ­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­თვის მას გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ დიპ­ლო­მატ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მძაფ­რი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც წერ­და, რომ "რცხვე­ნია“ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის, მან ასე­ვე "კა­ტას­ტრო­ფა“ უწო­და უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას.

”თქვენ აა­ნა­ლი­ზებთ, რომ ეს არას­წო­რია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ეს კა­ტას­ტრო­ფა მათ არ ეხე­ბათ, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ შორ­საა და გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს მათ ცხოვ­რე­ბა­ზე, რაც ნამ­დვი­ლად არას­წო­რია", - ამ­ბობს დიპ­ლო­მა­ტი "გარ­დი­ან­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"რუ­სე­თი თავს და­ეს­ხა სხვა ქვე­ყა­ნას. ეს არის უკ­რა­ი­ნა. უკ­რა­ი­ნე­ლებს ყო­ველ­თვის ჩვენს ძმე­ბად მი­ვიჩ­ნევ­დით, დღეს კი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კად და­ვეს­ხით თავს... ეს არის რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი", - ამ­ბობს ის.

იხი­ლეთ ასე­ვე;

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორა
3

სხვას ჭკუას რატომ ასწავლით? დავიჯერო თქვენ ყველანი იბრძოდით 2008 წლის ომში? სახარებისეული შეგონება გაიხსენეთ სხვისა და საკუთარ თვალებზე.

Ჯიმა
1

Პირველ ჩამშვლებლებს ამნისტია ან სახელმწიფო დაცვა გარანტირებული აქვს. Ტაქტიკურად სწორად მოიქცნენ. Აბრამოვიჩმა ცოტა დააგვიანა და შუამავლობაც არ გამოუვიდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უკან აღარასდროს დავბრუნდები" - რუსეთიდან გაქცეული "გაზპრომბანკის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ურჩი რუსი დიპლომატის პროტესტი ომის წინააღმდეგ

"უკან აღარასდროს დავბრუნდები" - რუსეთიდან გაქცეული "გაზპრომბანკის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ურჩი რუსი დიპლომატის პროტესტი ომის წინააღმდეგ

ბიზნესმენი იგორ ვოლობუევი და დიპლომატი ბორის ბონდარევი რუსეთის ელიტის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პუტინის უკრაინაში შეჭრას.

  • "გაზპრომში" ადამიანების ნაწილი პუტინისტია, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას ზუსტად ესმის, თუ რა ქვეყანაში ცხოვრობს. რუსეთში ბევრს, უბრალოდ, ეშინია“, - იგორ ვოლობუევი
  • "რუსს ხალხს აქვს შინაგანი ცენზურა, ფიქრობენ რა, რომ რაღაცის თქმა სახიფათოა, ისინი მუდმივად ცხოვრობენ ამ შიშით. უკრაინელები კი ამას უყურებენ და არ ესმით, რადგან ისინი თავისუფალი ადამიანები არიან“, - ბორის ბონდარევი

იგორ ვოლობუევი გაიზარდა უკრაინის ქალაქ ოხტირკაში. 1989 წელს, 18 წლის ასაკში, მოსკოვში გაემგზავრა. გარკვეული დროის შემდეგ, ის შეუერთდა "გაზპრომის" ხელმძღვანელ რგოლს, სადაც 15 წელი გაატარა და გახდა ვიცე-პრეზიდენტი. როგორც იგორი ამბობს, ის თავიდან პუტინის მხარდამჭერი იყო და 2012 წელს ხმაც მისცა, თუმცა უკრაინაში 2014 წლის მოვლენებმა მას თვალი აუხილა. მაშინვე სურდა დაბრუნებულიყო სამშობლოში (უკრაინაში), თუმცა ოჯახური მიზეზების გამო ვერ მოახერხა ქალაქის დატოვება . "ეს იყო არჩევანი ჩემს სამშობლოსა და ჩემს ოჯახს შორის და იმ დროს მე ავირჩიე - ჩემი ოჯახი. მიმდინარე წლის 24 თებერვალს კი მივხვდი, რომ ამის გადადება აღარ შემეძლო“, - განაცხადა მან.

იგორ ვოლობუევმა 20 წელი გაატარა რუსულ ბიზნესელიტაში, ის ჯერ "გაზპრომში" მუშაობდა, შემდეგ კი მის ფილიალ "გაზპრომბანკში", სადაც მიმდინარე წლის თებერვლამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომი გააჩაღა, ვოლობუევი მიხვდა, რომ ვეღარ გაუძლებდა რუსეთში ცხოვრებას. მან საჭირო რაოდენობის ფული და ნივთები ჩაალაგა პატარა ზურგჩანთაში და 2 მარტს ქვეყნიდან გაფრინდა, თითქოსდა, დასასვენებლად მიდიოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, პოლონეთიდან უკრაინაში გადავიდა, სადაც მან ბავშვობის წლები დაჰყო. ახლა ის უკრაინაშია და ცდილობს მიიღოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა სამხედრო სამსახურში ჩადგეს.

იგორ ვოლობუევი

"მე აღარასდროს დავბრუნდები რუსეთში... მინდა, ვიყო იქ, სადაც შემეძლება დავიცვა ჩემი სამშობლო იარაღით”, - განაცხადა იგორმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ის, როგორც უკრაინული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე ამბობს, რომ უკრაინაში ჩამოსვლით გაუჩნდა განცდა, რომ შინ დაბრუნდა. თუმცა აღიარებს, რომ უნდა "ბევრი იშრომოს“, რათა უკრაინელები მის გულწრფელობაში დაარწმუნოს.

"მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ უკრაინელი ვარ, მაგრამ რუსეთში ვაგრძელებდი ცხოვრებას და მუშაობას. მესმის, უნდა მოვინანიო და მრავალი წლის განმავლობაში ვამტკიცო, რომ აქ ცხოვრების უფლებას ვიმსახურებ და ჩემი ნდობაც შეიძლება“, - განაცხადა მან.

რუსეთის ასიათასობით მოქალაქემ დატოვა ქვეყანა მას შემდეგ, რაც პუტინმა ომი დაიწყო. მათ შორის არიან: ჟურნალისტები, აქტივისტები თუ სხვ. მათმა უმეტესობამ "კონფლიქტის მიმართ“ წინააღმდეგობა ხმამაღლა გამოთქვა, ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, თუმცა რუსეთშიც არიან ადამიანები, რომლებმაც საჯაროდ დაგმეს ომი.

დიპლომატი ბორის ბონდარევი, უმაღლესი რანგის რუსი დიპლომატია, ის გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მისიის მრჩეველი გახლდათ. როგორც კი რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ის გადადგა, თუმცა ამ ამბის გასაჯაროებისთვის მას გარკვეული დრო დასჭირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დიპლომატმა გამოაქვეყნა მძაფრი წერილი, რომელშიც წერდა, რომ "რცხვენია“ საკუთარი ქვეყნის, მან ასევე "კატასტროფა“ უწოდა უკრაინაში შეჭრას.

”თქვენ აანალიზებთ, რომ ეს არასწორია, მაგრამ ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს კატასტროფა მათ არ ეხებათ, რადგან ფიქრობენ, რომ შორსაა და გავლენას ვერ მოახდენს მათ ცხოვრებაზე, რაც ნამდვილად არასწორია", - ამბობს დიპლომატი "გარდიანთან" სატელეფონო ინტერვიუში.

"რუსეთი თავს დაესხა სხვა ქვეყანას. ეს არის უკრაინა. უკრაინელებს ყოველთვის ჩვენს ძმებად მივიჩნევდით, დღეს კი ყველაზე სასტიკად დავესხით თავს... ეს არის რაღაც წარმოუდგენელი", - ამბობს ის.

იხილეთ ასევე;