მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა დავაშავე ბოლოს და ბოლოს, ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთი ძვირფასი რამაა, მეფესაც კი არ აქვს მისი ჩაბარების უფლება - მეთქი" - ლევან ბერძენიშვილი
"რა დავაშავე ბოლოს და ბოლოს, ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთი ძვირფასი რამაა, მეფესაც კი არ აქვს მისი ჩაბარების უფლება - მეთქი" - ლევან ბერძენიშვილი

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა მის მიერ ერეკ­ლე მე­ო­რეს შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ სა­კი­თხის შე­სა­ხებ პო­ლე­მი­კა მას შემ­დეგ გა­ჩაღ­და, რაც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და:

"ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, - ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინ­და­თო?.."

გაჩ­ნდა ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას ცდი­ლობს მო­თხოვ­ნით, აეკ­რძა­ლოს ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა, რა­საც თა­ვის მხრივ, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მხრი­დან კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

"ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა შეც­დო­მაა და ის გუ­ლის­წყრო­მაც, რაც მის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში გაჩ­ნდა, მის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

"ახლა ამ სა­კი­თხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სა­ჭი­რო არ იყო. ხომ იცოდ­ნენ, რომ ვი­ღა­ცა ხმას ამო­ი­ღებ­და? ჩემს მას­წავ­ლე­ბელს რომ შე­ე­ხოს ვინ­მე, რამ­დე­ნი წლის უნდა ვიყო, მე რომ ვთქვა - შე­ე­ხონ, რა მოხ­და მერე. ამი­ტომ მე ყო­ველ­თვის და­ვი­ცავ­დი და ვიცი, რომ მე ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი და­მი­ცა­ვენ. რაც იყო სოკ­რა­ტეს პრობ­ლე­მა, მას ჰყავ­და ელი­ტა­რუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მასა არ იყო მისი მოს­წავ­ლე და მე სწო­რედ მა­სებ­თან მაქვს საქ­მე, ათა­სო­ბით სტუ­დენ­ტი მყავს გაზ­რდი­ლი. კარ­გად თუ ავად, თუ რა­ღაც­ნა­ი­რად... სა­ერ­თოდ ჩემ­თან ძნე­ლია ლა­პა­რა­კი, რად­გან ხმას არ ამო­ვი­ღებ, შე­მიძ­ლია, წყნა­რად ვიყო და არ გავ­ცე პა­სუ­ხი, ამი­ტო­მაც არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ეს შეც­დო­მა იყო. მე­ო­რეს მხრივ, მინ­და გი­თხრათ, რომ არ არის გა­საკ­ვი­რი.

"რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ისე­თი ძვირ­ფა­სი რა­მაა, მე­ფე­საც კი არ აქვს მისი ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბა-მეთ­ქი. ეს მე ვთქვი, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და ეს თქვა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­მა და ვი­ღა­ცის­თვის არ არის ავ­ტო­რი­ტე­ტი ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ თქვა, რომ "გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის" ასი წლის თავს ვინც აღ­ნიშ­ნავს, რაც იყო სა­ქარ­თვე­ლოს სიკ­ვდი­ლი, მე მაგ საქ­მე­ში არ ვიქ­ნე­ბი, მე ჩემ­თვის და თქვენ - თქვენ­თვი­სო. ე.ი. ბა­რათშ­ვილს ებ­რძვი­ან, ებ­რძვი­ან ვის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს? მე ხომ პირ­ველს არ მით­ქვამს, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უფრო ძვირ­ფა­სია, ვიდ­რე მეფე ერეკ­ლეს ხსოვ­ნა. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, გინ­დაც 20-ჯერ: მეფე ერეკ­ლე კი არა, ყვე­ლა ერ­თად, ვინც იყ­ვნენ მე­ფე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ერთ დღეს არ უდ­რის. რა არის მეფე, ბო­ლოს და ბო­ლოს? არის კაცი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა უნდა მარ­თოს. ქვე­ყა­ნას თუ ჩა­ა­ბა­რებ, მერე რაის მეფე ხარ, რა მე­ფო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ტრაქ­ტა­ტი ვინც წა­ი­კი­თხა, ხო ყვე­ლამ იცის, რომ არის კა­ტას­ტრო­ფა, სირ­ცხვი­ლი, თა­ვის მოჭ­რა. რა ძრო­ხე­ბი, რა ცხვა­რი, რა ყვე­ლი... შე­იძ­ლე­ბო­და ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ასე­თი ტექ­სტით შევ­ხვედ­რო­დით?" - თქვა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 115 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კრავაი
0

თუ არ შეგიძლია გამარჯვება,ხალხი არ უნდა გაწყვიტო.

nukri tabatadze
5

ის დააშავე,რომ საერთოდ არსებობთ შენ და შენი ძმა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რა დავაშავე ბოლოს და ბოლოს, ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთი ძვირფასი რამაა, მეფესაც კი არ აქვს მისი ჩაბარების უფლება - მეთქი" - ლევან ბერძენიშვილი

"რა დავაშავე ბოლოს და ბოლოს, ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთი ძვირფასი რამაა, მეფესაც კი არ აქვს მისი ჩაბარების უფლება - მეთქი" - ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილმა განმარტება გააკეთა მის მიერ ერეკლე მეორეს შესახებ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომელსაც საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხის შესახებ პოლემიკა მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ბერძენიშვილმა განაცხადა:

"ვიდრე ერეკლე მეორე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, - ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინდათო?.."

გაჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხელმოწერების შეგროვებას ცდილობს მოთხოვნით, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა, რასაც თავის მხრივ, ბერძენიშვილის გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

"ფორმულას" ეთერში ბერძენიშვილმა თქვა, რომ აღნიშნული საკითხის გააქტიურება შეცდომაა და ის გულისწყრომაც, რაც მის გულშემატკივრებში გაჩნდა, მისთვის მოსალოდნელი იყო.

"ახლა ამ საკითხის გააქტიურება საჭირო არ იყო. ხომ იცოდნენ, რომ ვიღაცა ხმას ამოიღებდა? ჩემს მასწავლებელს რომ შეეხოს ვინმე, რამდენი წლის უნდა ვიყო, მე რომ ვთქვა - შეეხონ, რა მოხდა მერე. ამიტომ მე ყოველთვის დავიცავდი და ვიცი, რომ მე ჩემი სტუდენტები დამიცავენ. რაც იყო სოკრატეს პრობლემა, მას ჰყავდა ელიტარული მოსწავლეები, მასა არ იყო მისი მოსწავლე და მე სწორედ მასებთან მაქვს საქმე, ათასობით სტუდენტი მყავს გაზრდილი. კარგად თუ ავად, თუ რაღაცნაირად... საერთოდ ჩემთან ძნელია ლაპარაკი, რადგან ხმას არ ამოვიღებ, შემიძლია, წყნარად ვიყო და არ გავცე პასუხი, ამიტომაც არ უნდა გაეკეთებინათ, ეს შეცდომა იყო. მეორეს მხრივ, მინდა გითხრათ, რომ არ არის გასაკვირი.

"რა დავაშავე ბოლოს და ბოლოს, ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთი ძვირფასი რამაა, მეფესაც კი არ აქვს მისი ჩაბარების უფლება-მეთქი. ეს მე ვთქვი, ლევან ბერძენიშვილმა და ეს თქვა ნიკოლოზ ბარათაშვილმა და ვიღაცისთვის არ არის ავტორიტეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი. ილია ჭავჭავაძემ თქვა, რომ "გეორგიევსკის ტრაქტატის" ასი წლის თავს ვინც აღნიშნავს, რაც იყო საქართველოს სიკვდილი, მე მაგ საქმეში არ ვიქნები, მე ჩემთვის და თქვენ - თქვენთვისო. ე.ი. ბარათშვილს ებრძვიან, ებრძვიან ვის, ილია ჭავჭავაძეს? მე ხომ პირველს არ მითქვამს, რომ დამოუკიდებლობა უფრო ძვირფასია, ვიდრე მეფე ერეკლეს ხსოვნა. კიდევ გავიმეორებ, გინდაც 20-ჯერ: მეფე ერეკლე კი არა, ყველა ერთად, ვინც იყვნენ მეფეები, საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ დღეს არ უდრის. რა არის მეფე, ბოლოს და ბოლოს? არის კაცი, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს. ქვეყანას თუ ჩააბარებ, მერე რაის მეფე ხარ, რა მეფობაზეა ლაპარაკი. ტრაქტატი ვინც წაიკითხა, ხო ყველამ იცის, რომ არის კატასტროფა, სირცხვილი, თავის მოჭრა. რა ძროხები, რა ცხვარი, რა ყველი... შეიძლებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობას ასეთი ტექსტით შევხვედროდით?" - თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

ასევე იხილეთ: