სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გაჰყვეთ ცოლად თქვენზე ნაკლებ კაცებს... ნაკლებს ინტელექტუალურად, გარეგნულად, შესაძლებლობებით" - ქეთი დევდარიანი ჩცდ-ს რეზონანსულ სერიასა და ფემიციდზე
"არ გაჰყვეთ ცოლად თქვენზე ნაკლებ კაცებს... ნაკლებს ინტელექტუალურად, გარეგნულად, შესაძლებლობებით" - ქეთი დევდარიანი ჩცდ-ს რეზონანსულ სერიასა და ფემიციდზე

ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფე­მი­ცი­დის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი ზე­დი­ზედ მოხ­და. ყვე­ლა შემ­ხვე­ვა­ში მოძ­ლა­დე იყო ქმა­რი ან ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი.

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" სცე­ნა­რის­ტი ქეთი დევ­და­რი­ა­ნი, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, სე­რი­ალ­ში შე­ი­ტა­ნოს ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი და პრობ­ლე­მუ­რია, რა­საც, რო­გორც წესი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთ სე­რი­ა­ში ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მა იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი. კერ­ძოდ, რო­გორ იძა­ლა­და ფი­ზი­კუ­რად ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე სე­რი­ა­ლის გმირ­მა სო­სომ მის პარტნი­ორ კა­ტო­ზე. ამ ეპი­ზოდ­მა მა­ყუ­რე­ბელ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­ქმე­ბი შექ­მნა. ზოგ­მა ეს ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბად მი­იჩ­ნია, ზოგ­მაც კი ჩათ­ვა­ლა, რომ ამით ავ­ტორს უნ­დო­და პრობ­ლე­მის სიმწვა­ვე წარ­მო­ე­ჩი­ნა და მა­ყუ­რებ­ლის­თვის სწო­რი დას­კვნე­ბი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა.

თა­ვად სცე­ნა­რის ავ­ტორ­მა "ფორ­მუ­ლას­თან" ამ კონ­კრე­ტულ სე­რი­ა­ზეც ილა­პა­რა­კა და ზო­გა­დად ფე­მი­ცი­დის პრობ­ლე­მა და ამ კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გა­ნი­ხი­ლა.

"ჩემი სე­რი­ა­ლის გა­ზი­ა­რე­ბი­სას, წა­ვა­წყდი ასეთ კო­მენ­ტარს: აი, ამ სე­რი­ა­ლის გამო, ამას რომ უყუ­რე­ბენ, ხო­ცა­ვენ ერ­თმა­ნეთ­სო. ესეც თი­თის არას­წო­რად გაშ­ვე­რის პრობ­ლე­მაა. იმი­ტომ კი არ ხო­ცა­ვენ ერ­თმა­ნეთს, რომ ეს სე­რი­ალ­შია, იმი­ტომ არის სე­რი­ალ­ში, რომ ეს პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. მქონ­და ნაჩ­ვე­ნე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა რო­გორ გა­და­დის ფი­ზი­კურ­ში და რო­გორ ხდე­ბი­ან მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი. მე მინ­დო­და ამ სე­რი­ით მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ზოგ­ჯერ მოძ­ლა­დეს არ ეტყო­ბა, რომ არის მო­ძა­ლა­დე, თუმ­ცა მი­ნიშ­ნე­ბე­ბი იყო, სა­ერ­თო ექა­უნ­თი გა­ვა­კე­თოთ, უჩე­მოდ ნუ ერ­თო­ბი და ა.შ. პი­რა­დი სივ­რცე ეზღუ­დე­ბო­და. ქალს როცა ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხარ, ის თვი­თონ შე­მოგ­თა­ვა­ზებს სა­ერ­თო ექა­უნ­თი იქ­ნე­ბა, თუ სხვა რამ. კა­ცის მო­ვა­ლე­ო­ბა ქალს თავი ისე შე­აყ­ვა­როს, რომ არ მო­უნ­დეს არ­სად გა­ხედ­ვა." - აღ­ნიშ­ნა სცე­ნა­რის­ტმა.

ქეთი დევ­და­რი­ან­მა ფე­მი­ციდ­ზე სა­უბ­რი­სას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"ხში­რად ის­მის ზე­და­პი­რუ­ლი შე­კი­თხვა, რა­ტომ არ მი­დი­ან ეს ქა­ლე­ბი სახ­ლი­დან. და­ვი­წყებ იქე­დან, რომ უმე­ტე­სო­ბა წა­სუ­ლია და სწო­რედ ამის გამო ის­ჯე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლო ის­ჯე­ბა ქა­ლე­ბის ემან­სი­პა­ცი­ის ფა­ზა­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის გამო ქა­ლე­ბი ის­ჯე­ბი­ან იმ კა­ცე­ბი­გან, რომ­ლებ­საც რე­ა­ლი­ზე­ბის პრობ­ლე­მა აქვთ. ამ კა­ცებ­საც შე­მიძ­ლია შევ­ხე­დო თა­ნაგ­რძნო­ბით, ცალ­კე რუ­სე­თით აში­ნე­ბენ, ცალ­კე ომით, ცალ­კე და­ჭე­რით, ცალ­კე სუ­სით. ეს არის არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, დას­ტრე­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­დებ­მაც ისე გა­ზარ­დეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ისე უბიძ­გებს, რომ კაცი ცო­ლის პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე გა­შო­რე­ბის მე­რეც პა­სუხს აგებს. შე­იძ­ლე­ბა ამ კაცს სა­ერ­თოდ ფე­ხებ­ზე ეკი­დოს მისი ცოლი, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აძა­ლებს, რომ რე­აქ­ცია უნდა ჰქონ­დეს თუ იმ ქალს ახა­ლი რო­მა­ნი აქვს. ეს მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი, სულ ელო­დე­ბი­ან, ამას ვერ იკად­რებს, ამას ვერ გა­ბე­დავს, აი, დამ­პირ­და, გა­მოს­წორ­დე­ბა, არ არ­სე­ბობს. მო­ძა­ლა­დეს უნდა გა­ე­ცა­ლო დრო­უ­ლად.

მარ­კე­სის მო­თხრო­ბა მინ­და გა­ვახ­სე­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას - "გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა", სა­დაც ძმებ პედ­როს და პაბ­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ მოკ­ლას დის შემ­ცდე­ნე­ლი სან­ტი­ა­გო ნა­სა­რი. ზოგ­ჯერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აი­ძუ­ლებს მო­ძა­ლა­დეს, რომ ჩა­ი­დი­ნოს და­ნა­შა­უ­ლი. რა­საც ჩვენ ვა­წყდე­ბით, ეს არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფსი­ქი­კის, არას­წო­რი გაზ­რდის შე­დე­გი. ქა­ლებს მინ­და ვუ­თხრა, არ გაყ­ვეთ ცო­ლად თქვენ­ზე ნაკ­ლებ კა­ცებს. ნაკ­ლებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად, გა­რეგ­ნუ­ლად, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, რად­გან ეს კომ­პლექ­სე­ბი ქმნი­ან პრობ­ლე­მას. აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი, და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან. 19 მოკ­ლუ­ლი ქა­ლი­დან 17 იყო გა­შო­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ეს ზე­და­პი­რუ­ლი კე­კელ­კუ­რი გა­მოთ­ქმა, რომ გა­შორ­დეს და რაც უნდა ის ქნას... ზო­გი­ერ­თი კაცი ვერ იტანს, რომ ქალი რე­ა­ლიზ­დე­ბა, არის თვითკმა­რი. ქა­ლებ­მა იცოდ­ნენ სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი და რაც არ უნდა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იყოს, დიდი ვნე­ბე­ბი, დიდი სა­დო­მა­ზო­ხიზ­მი, მა­ინც სის­ცო­ცხლის საფრ­თხის წი­ნა­შე დგა­ხარ, როცა კაცი თვლის, რომ შენ მას­ზე მეტი ხარ, აპი­რებ გაქ­ცე­ვას, გინ­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა", - თქვა ქეთი დევ­და­რი­ან­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
3

ერთი დიდი იტალიელი მაესტროს ფილმი კატასტროფით მთავრდება და გმირი ეშმაკს ხედავს ბოლო წამებში რომელსაც ლამაზი ქალის სახე აქვს. მე მგონი ეს ქალი უბრალოდ ბოროტია. არ შეგხვედრიათ ტიპაჟები- "ვრედნი ბავშვი ვიყავი" მანჭვით და რაღაცნაირი თავდაჯერებით რომ ამბობენ ხოლმე თითქოს ამის გამო რაღაცით სხვებს აღემატებიან..,.

სიო
2

გინდ ასე თქვით გინდ ისე, ყველას თავისი აზრი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრს გულზე მოხვდება ზოგი დაეთანხმენა, ვის როგორ, ჩემი აზრით სწორია ყველამ თავისი თანასწორი უნდა იპოვოს.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"არ გაჰყვეთ ცოლად თქვენზე ნაკლებ კაცებს... ნაკლებს ინტელექტუალურად, გარეგნულად, შესაძლებლობებით" - ქეთი დევდარიანი ჩცდ-ს რეზონანსულ სერიასა და ფემიციდზე

"არ გაჰყვეთ ცოლად თქვენზე ნაკლებ კაცებს... ნაკლებს ინტელექტუალურად, გარეგნულად, შესაძლებლობებით" - ქეთი დევდარიანი ჩცდ-ს რეზონანსულ სერიასა და ფემიციდზე

ბოლო პერიოდში, საქართველოში, ფემიციდის რამდენიმე ფაქტი ზედიზედ მოხდა. ყველა შემხვევაში მოძლადე იყო ქმარი ან ყოფილი პარტნიორი.

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ყოველთვის ცდილობს, სერიალში შეიტანოს ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებაში აქტუალური და პრობლემურია, რასაც, როგორც წესი, სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვება ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა. რამდენიმე დღის წინ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ სერიაში ქალზე ძალადობის პრობლემა იყო ნაჩვენები. კერძოდ, როგორ იძალადა ფიზიკურად ეჭვიანობის ნიადაგზე სერიალის გმირმა სოსომ მის პარტნიორ კატოზე. ამ ეპიზოდმა მაყურებელში განსხვავებული აღქმები შექმნა. ზოგმა ეს ძალადობის წახალისებად მიიჩნია, ზოგმაც კი ჩათვალა, რომ ამით ავტორს უნდოდა პრობლემის სიმწვავე წარმოეჩინა და მაყურებლისთვის სწორი დასკვნები შეეთავაზებინა.

თავად სცენარის ავტორმა "ფორმულასთან" ამ კონკრეტულ სერიაზეც ილაპარაკა და ზოგადად ფემიციდის პრობლემა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები განიხილა.

"ჩემი სერიალის გაზიარებისას, წავაწყდი ასეთ კომენტარს: აი, ამ სერიალის გამო, ამას რომ უყურებენ, ხოცავენ ერთმანეთსო. ესეც თითის არასწორად გაშვერის პრობლემაა. იმიტომ კი არ ხოცავენ ერთმანეთს, რომ ეს სერიალშია, იმიტომ არის სერიალში, რომ ეს პრობლემა არსებობს. მქონდა ნაჩვენები ფსიქოლოგიური ძალადობა როგორ გადადის ფიზიკურში და როგორ ხდებიან მანიპულაციის მსხვერპლი ქალები. მე მინდოდა ამ სერიით მეჩვენებინა, რომ ზოგჯერ მოძლადეს არ ეტყობა, რომ არის მოძალადე, თუმცა მინიშნებები იყო, საერთო ექაუნთი გავაკეთოთ, უჩემოდ ნუ ერთობი და ა.შ. პირადი სივრცე ეზღუდებოდა. ქალს როცა ძალიან უყვარხარ, ის თვითონ შემოგთავაზებს საერთო ექაუნთი იქნება, თუ სხვა რამ. კაცის მოვალეობა ქალს თავი ისე შეაყვაროს, რომ არ მოუნდეს არსად გახედვა." - აღნიშნა სცენარისტმა.

ქეთი დევდარიანმა ფემიციდზე საუბრისას, საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ხშირად ისმის ზედაპირული შეკითხვა, რატომ არ მიდიან ეს ქალები სახლიდან. დავიწყებ იქედან, რომ უმეტესობა წასულია და სწორედ ამის გამო ისჯებიან. საქართველო ისჯება ქალების ემანსიპაციის ფაზაში, დამოუკიდებლობის მოპოვების გამო ქალები ისჯებიან იმ კაცებიგან, რომლებსაც რეალიზების პრობლემა აქვთ. ამ კაცებსაც შემიძლია შევხედო თანაგრძნობით, ცალკე რუსეთით აშინებენ, ცალკე ომით, ცალკე დაჭერით, ცალკე სუსით. ეს არის არარეალიზებული, დასტრესილი ადამიანები, რომლებიც დედებმაც ისე გაზარდეს და საზოგადოებაც ისე უბიძგებს, რომ კაცი ცოლის პატიოსნებაზე გაშორების მერეც პასუხს აგებს. შეიძლება ამ კაცს საერთოდ ფეხებზე ეკიდოს მისი ცოლი, მაგრამ საზოგადოება აძალებს, რომ რეაქცია უნდა ჰქონდეს თუ იმ ქალს ახალი რომანი აქვს. ეს მსხვერპლი ქალები, სულ ელოდებიან, ამას ვერ იკადრებს, ამას ვერ გაბედავს, აი, დამპირდა, გამოსწორდება, არ არსებობს. მოძალადეს უნდა გაეცალო დროულად.

მარკესის მოთხრობა მინდა გავახსენო საზოგადოებას - "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა", სადაც ძმებ პედროს და პაბლოს საზოგადოება ავალდებულებს, რომ მოკლას დის შემცდენელი სანტიაგო ნასარი. ზოგჯერ საზოგადოება აიძულებს მოძალადეს, რომ ჩაიდინოს დანაშაული. რასაც ჩვენ ვაწყდებით, ეს არის დაზიანებული ფსიქიკის, არასწორი გაზრდის შედეგი. ქალებს მინდა ვუთხრა, არ გაყვეთ ცოლად თქვენზე ნაკლებ კაცებს. ნაკლებს ინტელექტუალურად, გარეგნულად, შესაძლებლობებით, რადგან ეს კომპლექსები ქმნიან პრობლემას. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ქალები ძალიან ნიჭიერები, ჭკვიანები, დამოუკიდებლები არიან. 19 მოკლული ქალიდან 17 იყო გაშორებული. ამიტომ ეს ზედაპირული კეკელკური გამოთქმა, რომ გაშორდეს და რაც უნდა ის ქნას... ზოგიერთი კაცი ვერ იტანს, რომ ქალი რეალიზდება, არის თვითკმარი. ქალებმა იცოდნენ საკუთარი თავის ფასი და რაც არ უნდა დიდი სიყვარული იყოს, დიდი ვნებები, დიდი სადომაზოხიზმი, მაინც სისცოცხლის საფრთხის წინაშე დგახარ, როცა კაცი თვლის, რომ შენ მასზე მეტი ხარ, აპირებ გაქცევას, გინდა გათავისუფლება და სრულფასოვანი ცხოვრება", - თქვა ქეთი დევდარიანმა.

ასევე იხილეთ: