საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ, ჩინეთი, თურქეთი, ირანი და სხვები - ვინ როგორ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს: მთავარი გზავნილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან
აშშ, ჩინეთი, თურქეთი, ირანი და სხვები - ვინ როგორ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს: მთავარი გზავნილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხე­ლით ვუ­ლო­ცავ ქარ­თველ ხალ­ხს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს. ქარ­თველ ხალ­ხს მთე­ლი სიღ­რმით ეს­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტის ოკუ­პა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აჩ­ვე­ნებს მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მიჰ­ყვეს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს. ჩვენ ვგმობთ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში,“ - აცხა­დებს ბლინ­კე­ნი.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის წინსვლის, მისი ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და აყ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­მავ­ლის ასა­შე­ნებ­ლად,

"ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ამა­ყობს, რომ მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის წინსვლის, მისი ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და აყ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­მავ­ლის ასა­შე­ნებ­ლად. ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი ასე­ვე ერ­თად მუ­შა­ო­ბენ გლო­ბა­ლუ­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად.

ქარ­თვე­ლე­ბის ამ დღე­სას­წა­უ­ლის დღეს, კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მუდ­მივ ერ­თგუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე პარტნი­ო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და ქარ­თველ ხალ­ხს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს.

რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის თქმით, თურ­ქე­თი და სა­ქარ­თვე­ლო, ისე­ვე, რო­გორც ახლა, მო­მა­ვალ­შიც შე­ი­ტანს თა­ვის წვლილს რე­გი­ო­ნის მშვი­დო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და აღორ­ძი­ნე­ბის საქ­მე­ში.

"თურ­ქი ხალ­ხი­სა და ჩემი სა­ხე­ლით მინ­და მი­ვუ­ლო­ცო თქვენს აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა­სა და ქარ­თველ ხალ­ხს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე.

გუ­ლი­თა­დად მწამს, რომ ორი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე ქვე­ყა­ნა: თურ­ქე­თი და სა­ქარ­თვე­ლო, ისე­ვე, რო­გორც ახლა, მო­მა­ვალ­შიც შე­ი­ტანს თა­ვის წვლილს ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის მშვი­დო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და აღორ­ძი­ნე­ბის საქ­მე­ში.

მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და პი­რა­დად თქვენს აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას ვუ­სურ­ვო ჯან­მრთე­ლო­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა, ხოლო მე­გო­ბარ ქარ­თველ ხალ­ხს - კე­თილ­დღე­ო­ბა და აღორ­ძი­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი.

  • ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­წი­ფო საბ­ჭოს პრე­მი­ე­რი ლი კე­ცი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს.

ლი კე­ცი­ა­ნის თქმით, ჩი­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კა და­დე­ბი­თია და ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა.

"ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის და პი­რა­დად ჩემი სა­ხე­ლით, გულ­წრფე­ლად გი­ლო­ცავთ თქვენ და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს და გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს.

ჩი­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კა და­დე­ბი­თია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა. ჩემი სურ­ვი­ლია თქვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა „სარ­ტყლი­სა და გზის“ ერ­თობ­ლი­ვი მშე­ნებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც სულ უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას სძენს ურ­თი­ერ­თო­ბებს და მე­გობ­რო­ბას ჩი­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო მეტ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ჩვენს ქვეყ­ნებ­სა და ერებს“, - აღ­ნიშ­ნავს ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­წი­ფო საბ­ჭოს პრე­მი­ე­რი.

  • და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გვი­ლო­ცავს ირა­ნიც და ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო "ტვი­ტერ­ზე" მი­სა­ლოც ტექსტს აქ­ვეყ­ნებს:

"გვინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თველ ხალ­ხს მი­ვუ­ლო­ცოთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე და კე­თილდრე­ო­ბა ვუ­სურ­ვოთ" - წერს ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

  • პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­თე­უშ მო­რა­ვი­ეც­კი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს.

"პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით, გთხოვთ, მი­ი­ღოთ ჩემი გულ­წრფე­ლი მი­ლოც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. წელს ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბი­დან 30-ე წლის­თავს აღ­ვნიშ­ნავთ. უკა­ნას­კნე­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ვი­თა­რეთ ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი - იმე­დი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შო­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. ჩვენ კვლავ ვა­დას­ტუ­რებთ ჩვენს მზად­ყოფ­ნას, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ სა­ქარ­თვე­ლოს, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

მა­თე­უშ მო­რა­ვი­ეც­კი ხაზს უს­ვამს, რომ პო­ლო­ნე­თი გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, ასე­ვე ქვეყ­ნის პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სის მხარ­და­ჭე­რას, მათ შო­რის, ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის გა­ნა­ცხა­დის გან­ხილ­ვი­სას.

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე პო­ზი­ცი­ე­ბის შემ­დგომ გაძ­ლი­ე­რე­ბას, ხოლო მთავ­რო­ბის მე­თა­ურს ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს.

"რე­გი­ო­ნის­თვის ამ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე დროს, უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ჭი­როა შიდა სტა­ბი­ლი­ზა­ცია და სო­ცი­ა­ლუ­რი ნდო­ბის გან­მტკი­ცე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თქვენს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მო­წო­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ,“- აღ­ნიშ­ნავს მა­თე­უშ მო­რა­ვი­ეც­კი.

  • სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კარლ ჰარ­ცე­ლი:

"ჩემი თბი­ლი მი­ლოც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თველ ხალ­ხს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი. ვა­ფა­სებთ კავ­შირს, რო­მე­ლიც ჩვენ შო­რი­საა", - წერს კარლ ჰარ­ცე­ლი "ტვი­ტერ­ზე."

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
......
4

რატომ ზელენსკი არ გვილოცავს? თუმცა ჩვენზე განაწყენებულია ჩვენი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტით ხელი რომ არ შევაშველეთ ომში. ჩვენი შვილების ხოცვას ისევ ზელენსკის გაბრუნჩვა გვირჩევნია, ცივ წყალს დალევს და გადაუვლის "გმირს" წყენა

ნიკოლოზი
5

ეგენი ყველა ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები არიან!!!

სულ ცალ ფეხზე კიდიათ ჩვენი ქვეყანაც, ხალხიც და დამოუკიდებლობის დღეც!!!

ყველა ცდილობს სათავისოდ გამოგვიყენოს!!!

ფარისევლები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

აშშ, ჩინეთი, თურქეთი, ირანი და სხვები - ვინ როგორ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს: მთავარი გზავნილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

აშშ, ჩინეთი, თურქეთი, ირანი და სხვები - ვინ როგორ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს: მთავარი გზავნილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს მთელი სიღრმით ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველი ხალხი აჩვენებს მტკიცე გადაწყვეტილებას, მიჰყვეს ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - აცხადებს ბლინკენი.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად,

"ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენი ქვეყნები ასევე ერთად მუშაობენ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

ქართველების ამ დღესასწაულის დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას საქართველოსთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პარტნიორობასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

  • თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.

"თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღორძინება“, - აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ლი კეციანის თქმით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება.

"ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებებს.

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია. ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობის ფარგლებში, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ურთიერთობებს და მეგობრობას ჩინეთსა და საქართველოს შორის და მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს“, - აღნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი.

  • დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს ირანიც და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერზე" მისალოც ტექსტს აქვეყნებს:

"გვინდა, საქართველოს და ქართველ ხალხს მივულოცოთ დამოუკიდებლობის დღე და კეთილდრეობა ვუსურვოთ" - წერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

  • პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვავითარეთ ჩვენი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები - იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის წარმატებული თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გზაზე,“ - აღნიშნულია წერილში.

მათეუშ მორავიეცკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდაჭერას, მათ შორის, ევროკავშირში წევრობის განაცხადის განხილვისას.

პოლონეთის პრემიერი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შემდგომ გაძლიერებას, ხოლო მთავრობის მეთაურს ქვეყნის სამსახურში წარმატებას უსურვებს.

"რეგიონისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა შიდა სტაბილიზაცია და სოციალური ნდობის განმტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება მოწონებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ,“- აღნიშნავს მათეუშ მორავიეცკი.

  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი:

"ჩემი თბილი მილოცვა საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღისადმი. ვაფასებთ კავშირს, რომელიც ჩვენ შორისაა", - წერს კარლ ჰარცელი "ტვიტერზე."