ნასამ წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის ამსახველი, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. კადრები14 მაისსაა გადაღებული და წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ფერშეცვლილ წყალს გვიჩვენებს.
ვულკანი სოლომონის კუნძულებთან ამოოფრქვა - კუნძულ ვანგუნუს სამხრეთით, 24 კმ-ის დაშორებით. როგორც ნასა-ში აცხადებენ, ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წყალქვეშა ვულკანია წყნარ ოკეანეში.
ვულკანს "შარკანო" შეარქვეს მას შემდეგ, რაც 2015 წელს ადგილზე ჩატარებულმა ექსპედიციამ აჩვენა, რომ კრატერში ზვიგენის ორი სახეობა ცხოვრობს, რომლებიც ექსტრემალურ გარემოშიც კი ახერხებენ არსებობას. აქ მცხოვრები ზვიგენები ცხელ და მჟავე წყალს უმკლავდებიან.
ნასას მიხედვით, ვულკანი განუწყვეტლივ იფრქვევა და ორთქლი და ფერფლი ხშირად ჩანს წყლის ზედაპირზე.
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა