პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს, სიამოვნებით მივიღებ რჩევებს" - კახა კალაძე
"თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს, სიამოვნებით მივიღებ რჩევებს" - კახა კალაძე

15 ივ­ნი­სი­დან ვი­წყებთ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - თუ გვინ­და, რომ ქა­ლა­ქი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს, ყვე­ლამ უნდა ავი­ტა­ნოთ დის­კომ­ფორ­ტი და შე­ზღუდ­ვე­ბი, ეს ქა­ლა­ქი მარ­ტო ჩემი, ან თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის არ არის“,- ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დე­გად ქუჩა სრუ­ლად ჩა­ი­კე­ტე­ბა, რათა მო­წეს­რიგ­დეს მი­წის­ქვე­შა კუ­მუ­ნი­კა­ცია, რო­მე­ლიც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"ვი­წყებთ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია, პრო­ექ­ტი შე­თან­ხმე­ბუ­ლი გვაქვს, კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია გვყავს და სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის თა­რი­ღად 15 ივ­ნი­სი გა­ნი­სა­ზღვრა. ამ პე­რი­ოდ­ში სწავ­ლა დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­დის ქა­ლა­ქი­დან და ეს შე­ამ­სუ­ბუ­ქებს ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას. ჩვენ მოგ­ვი­წევს ამ ქუ­ჩის სრუ­ლი ჩა­კეტ­ვა, რათა მო­წეს­რიგ­დეს მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­მე­ლიც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. ჩვენ მხო­ლოდ საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ექტს ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, გვინ­და ძი­რე­უ­ლად იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა პრო­ექ­ტმა მო­მა­ვალ თა­ო­ბას, ათე­ულ წლებს გა­უძ­ლოს.

ზო­გა­დად, დე­და­ქა­ლაქ­ში მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. ყველ­გან ვცდი­ლობთ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი იყოს. რა თქმა უნდა, ამას თან მოჰ­ყვე­ბა გარ­კვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი, რის­თვი­საც პი­რა­დად, მე თბი­ლი­სე­ლებს ბო­დიშს ვუხ­დი, გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და დის­კომ­ფორ­ტი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩემო მე­გობ­რე­ბო, სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­უ­ბა­რი გა­ნახ­ლე­ბა­ზე, ფიქ­რი წარ­მა­ტე­ბა­სა და წინსვლა­ზე.

რო­დე­საც ჩავ­დი­ვართ ევ­რო­პულ ქა­ლა­ქებ­ში ყვე­ლას მოგ­ვწონს, რო­გორ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. რა თქმა უნდა, თუ გვინ­და, რომ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს, ყვე­ლამ უნდა ავი­ტა­ნოთ დის­კომ­ფორ­ტი და შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა. ეს ქა­ლა­ქი მარ­ტო ჩემი, ან თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის არ არის, ყვე­ლას ქა­ლა­ქია.

ის, რაც კეთ­დე­ბა ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის და შვი­ლე­ბის­თვის კეთ­დე­ბა. ასე, რომ თუ რა­ი­მე დის­კომ­ფორ­ტი იყო, ამის ატა­ნა მოგ­ვი­წევს, სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ მას­წავ­ლით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ისე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი არ იყოს და გზის ჩა­კეტ­ვა არ მოგ­ვი­წი­ოს, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებთ რჩე­ვებს, პრობ­ლე­მა არ არის“, - აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
0

ლიფტებისრემონტზე და დამონტაჟებაზე დიდუბის რაიონში თაღლუთებს რომ მოაგებინეთ ტენდერი მაფაზე რას იტყვი კახა? თევდორემღვდლის 48 ნომერში 2 თვეა ვერ ამთავრებენ. მოვა არჩევნები.

მამუკა
0

ამ პრობლემას მარტო თბილისის მერია ვერ გადაჭრის. მთავრობამ უნდა იაქტიუროს და რაიონებში დაიწყოს პროექტების განხორციელება, რომრლიც ადგილობრივებს ადგილებზე დაასაქმებს და ეს ხალხი(უფრო ახალგაზრდობა) რაიონებში დასაქმდება. რაიონიც მოძლიერდება და ხალხის საშველიც იქნება. ამდენი ხალხი ტყვილად არ იხეტიალებს დედაქალაქში. არ შეიძლება ქვეყნის 60-70 პროცენტი დედაქალაქში იყოს თავმოყრილი. პარლამენტიც გადავიტანოთ ქუთაისში, აღლუმებიც რიგრიგობით საქართველოს დიდ ქალაქებში ჩავატაროთ და დიდი ბაზრობები გადავიტანოთ ქალაქის განაპირას.

მიტინგებისთვის, აღლუმებისთვის, კონცერტებისთვის დიღმის ბოლოს გამოიყოს ადგილი და კეთილ მოეწყოს.

ღონისძიებებისთვის რუსთაველი , თავისუფლების მოედანი, ბარათა შვილი არ უნდა იკეტებოდეს. აქ მცხოვრები მოსახლეობა დაიღალა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს, სიამოვნებით მივიღებ რჩევებს" - კახა კალაძე

"თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს, სიამოვნებით მივიღებ რჩევებს" - კახა კალაძე

15 ივნისიდან ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - თუ გვინდა, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს, ყველამ უნდა ავიტანოთ დისკომფორტი და შეზღუდვები, ეს ქალაქი მარტო ჩემი, ან თბილისის მთავრობის წევრების არ არის“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის შედეგად ქუჩა სრულად ჩაიკეტება, რათა მოწესრიგდეს მიწისქვეშა კუმუნიკაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

"ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გადაწყვეტილება მიღებულია, პროექტი შეთანხმებული გვაქვს, კონტრაქტორი კომპანია გვყავს და სამუშაოების დაწყების თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა. ამ პერიოდში სწავლა დასრულებული იქნება, ბევრი ადამიანი გადის ქალაქიდან და ეს შეამსუბუქებს ქალაქში გადაადგილებას. ჩვენ მოგვიწევს ამ ქუჩის სრული ჩაკეტვა, რათა მოწესრიგდეს მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტს ვერ განვახორციელებთ, გვინდა ძირეულად იყოს მოწესრიგებული. განხორციელებულმა პროექტმა მომავალ თაობას, ათეულ წლებს გაუძლოს.

ზოგადად, დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ყველგან ვცდილობთ ეს ყველაფერი გამოსწორებული იყოს. რა თქმა უნდა, ამას თან მოჰყვება გარკვეული დისკომფორტი, რისთვისაც პირადად, მე თბილისელებს ბოდიშს ვუხდი, გარკვეული შეზღუდვები და დისკომფორტი იქნება, მაგრამ ჩემო მეგობრებო, სხვანაირად შეუძლებელია საუბარი განახლებაზე, ფიქრი წარმატებასა და წინსვლაზე.

როდესაც ჩავდივართ ევროპულ ქალაქებში ყველას მოგვწონს, როგორ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი მოწესრიგებული იყოს, ყველამ უნდა ავიტანოთ დისკომფორტი და შეზღუდვები, რომელიც იქნება. ეს ქალაქი მარტო ჩემი, ან თბილისის მთავრობის წევრების არ არის, ყველას ქალაქია.

ის, რაც კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და შვილებისთვის კეთდება. ასე, რომ თუ რაიმე დისკომფორტი იყო, ამის ატანა მოგვიწევს, სხვანაირად შეუძლებელია. თუ მასწავლით, როგორ შეიძლება ისე განვახორციელოთ სამუშაოები, რომ შეზღუდვები არ იყოს და გზის ჩაკეტვა არ მოგვიწიოს, დიდი სიამოვნებით მივიღებთ რჩევებს, პრობლემა არ არის“, - აღნიშნავს კალაძე.