პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემაძრწუნებელ სამყაროში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, მოდაც ამის ანარეკლია"- კომიკური, ტრაგიკული, ცინიკური და... უკვე შემზარავი დემნა გვასალია
"შემაძრწუნებელ სამყაროში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, მოდაც ამის ანარეკლია"- კომიკური, ტრაგიკული, ცინიკური და... უკვე  შემზარავი დემნა გვასალია

"ბა­ლენ­სი­ა­გას“ სა­მოსს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დე­რობ­ში ვა­წყდე­ბით. წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე და სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე თუ ვარ­სკვლა­ვე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში - მისი სა­მო­სი, თით­ქოს, ყვე­ლა­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ანს ერ­გე­ბა და მო­დის ის­ტო­რი­ა­ში რა­ღაც ახალ სი­ტყვას ამ­ბობს. ახლა კი დემ­ნა გვა­სა­ლია, თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შე­დე­გად, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი გახ­და, რო­მე­ლიც Time-ის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ასე­ულ­ში მოხ­ვდა.

"დემ­ნა უკვე თით­ქმის რვა წე­ლია, მო­დის სამ­ყა­როს მწვერ­ვალ­ზეა, ის მო­დის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ცო­ცხა­ლი დი­ზა­ი­ნე­რია", - წერს მო­დის ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Harper's Bazaar "ბა­ლენ­სი­ა­გას" ახა­ლი ჩვე­ნე­ბის გან­ხილ­ვი­სას.

22 მა­ისს ნიუ-იორკში ბა­ლენ­სი­ა­გას 2023 წლის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა, რაც დემ­ნას პირ­ვე­ლი შოუ იყო აშშ-ში.

ცხა­დია, სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვი­სა და კო­ლექ­ცი­ის დი­ზა­ი­ნის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლის შე­სა­ბა­მი­სად იყო შო­უს­თვის შერ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლიც: უოლ-სტრიტ­ზე მდე­ბა­რე ნიუ-იორ­კის სა­ფონ­დო ბირ­ჟა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დია.

დემ­ნა ახერ­ხებს, რომ ყო­ველ ჩვე­ნე­ბა­ზე აუ­დი­ტო­რი­ა­ში სხვა­დას­ხვა ემო­ცია აღ­ძრას: მას შე­უძ­ლია იყოს კო­მი­კუ­რი, ტრა­გი­კუ­ლი, ცი­ნი­კუ­რი, ან რო­გორც მისი ბოლო კო­ლექ­ცია შე­ა­ფა­სეს, შემ­ზა­რა­ვიც კი...

ინ­ტენ­სი­უ­რი და დამ­თრგუნ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბი­თა და ლა­ტექ­სით და­ფა­რუ­ლი სხე­უ­ლე­ბით დემ­ნამ კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მო­ა­ხერ­ხა, რომ ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გრძნო­ბე­ბი გა­ე­ჩი­ნა მნახ­ველ­ში.

"შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ და ვფიქ­რობ, მო­დაც ამის ანა­რეკ­ლია... ჩემი აზ­რით, ამ შოუს გა­მარ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო", - გა­ნა­ცხა­და დემ­ნამ.

ჩვე­ნე­ბა თე­მა­ტუ­რად სამი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და: ერ­თგვარ შე­სა­ვალ ნა­წილს Garde-Robe ეწო­დე­ბა და თა­ვად დემ­ნამ ის "მა­ღა­ლი კლა­სის კლა­სი­კურ სა­მო­სად" და­ა­ხა­სი­ა­თა. კო­ლექ­ცი­ის მე­ო­რე ნა­წი­ლის ელე­მენ­ტებ­ში აბ­რე­შუ­მი და დიდი ზო­მის ფეხ­საც­მე­ლე­ბი ჭარ­ბობ­და.

მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზი იყო ჩვე­ნე­ბის ბოლო, მე­სა­მე ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დემ­ნამ Adidas-თან ითა­ნამ­შრომ­ლა. დი­ზა­ი­ნერ­მა ამის მი­ზე­ზი მარ­ტი­ვად ახ­სნა:

"ყო­ველ­თვის მინ­დო­და სამი ხა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა".

სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორც კრი­ტი­კო­სე­ბის­გან, ისე მო­დის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­გან ჩვე­ნე­ბამ მეტ­წი­ლად და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა და მისი ერ­თგვა­რი დის­ტო­პი­უ­რი სტი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის კრი­ტი­კა­დაც შე­ა­ფა­სეს.

"ფული სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ფე­ტი­შია", - გა­ნა­ცხა­და დემ­ნამ ჩვე­ნე­ბა­ზე.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
1

მართალია, შემაძრწუნებელ სამყაროში ვცხოვრობთ!

მოკლედ რა
6

ამ ტიპმა თავისი შემაძრწუნებელი მოდით ტვინი წაიღო. რა დღეში აქვს ფსიქიკა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შემაძრწუნებელ სამყაროში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, მოდაც ამის ანარეკლია"- კომიკური, ტრაგიკული, ცინიკური და... უკვე შემზარავი დემნა გვასალია

"შემაძრწუნებელ სამყაროში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, მოდაც ამის ანარეკლია"- კომიკური, ტრაგიკული, ცინიკური და... უკვე  შემზარავი დემნა გვასალია

"ბალენსიაგას“ სამოსს არაერთი ცნობილი და ძალიან პოპულარული ადამიანის გარდერობში ვაწყდებით. წითელ ხალიჩაზე და სხვადასხვა მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე თუ ვარსკვლავების ყოველდღიურ ცხოვრებაში - მისი სამოსი, თითქოს, ყველანაირი გემოვნების ადამიანს ერგება და მოდის ისტორიაში რაღაც ახალ სიტყვას ამბობს. ახლა კი დემნა გვასალია, თავისი წარმატებული კარიერის შედეგად, პირველი ქართველი გახდა, რომელიც Time-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში მოხვდა.

"დემნა უკვე თითქმის რვა წელია, მოდის სამყაროს მწვერვალზეა, ის მოდის ყველაზე გავლენიანი ცოცხალი დიზაინერია", - წერს მოდის ცნობილი ამერიკული გამოცემა Harper's Bazaar "ბალენსიაგას" ახალი ჩვენების განხილვისას.

22 მაისს ნიუ-იორკში ბალენსიაგას 2023 წლის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რაც დემნას პირველი შოუ იყო აშშ-ში.

ცხადია, სიმბოლური დატვირთვისა და კოლექციის დიზაინის მთავარი სათქმელის შესაბამისად იყო შოუსთვის შერჩეული ადგილიც: უოლ-სტრიტზე მდებარე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია.

დემნა ახერხებს, რომ ყოველ ჩვენებაზე აუდიტორიაში სხვადასხვა ემოცია აღძრას: მას შეუძლია იყოს კომიკური, ტრაგიკული, ცინიკური, ან როგორც მისი ბოლო კოლექცია შეაფასეს, შემზარავიც კი...

ინტენსიური და დამთრგუნველი მუსიკალური გაფორმებითა და ლატექსით დაფარული სხეულებით დემნამ კვლავინდებურად მოახერხა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები გაეჩინა მნახველში.

"შემაძრწუნებელ სამყაროში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, მოდაც ამის ანარეკლია... ჩემი აზრით, ამ შოუს გამართვა აუცილებელი იყო", - განაცხადა დემნამ.

ჩვენება თემატურად სამი ნაწილისგან შედგებოდა: ერთგვარ შესავალ ნაწილს Garde-Robe ეწოდება და თავად დემნამ ის "მაღალი კლასის კლასიკურ სამოსად" დაახასიათა. კოლექციის მეორე ნაწილის ელემენტებში აბრეშუმი და დიდი ზომის ფეხსაცმელები ჭარბობდა.

მოულოდნელი სიურპრიზი იყო ჩვენების ბოლო, მესამე ნაწილი, რომელშიც ცნობილი გახდა, რომ დემნამ Adidas-თან ითანამშრომლა. დიზაინერმა ამის მიზეზი მარტივად ახსნა:

"ყოველთვის მინდოდა სამი ხაზის გამოყენება".

საბოლოოდ, როგორც კრიტიკოსებისგან, ისე მოდის მოყვარულებისგან ჩვენებამ მეტწილად დადებითი შეფასებები დაიმსახურა და მისი ერთგვარი დისტოპიური სტილი თანამედროვე კაპიტალისტური ცხოვრების წესის კრიტიკადაც შეაფასეს.

"ფული სამყაროში ყველაზე დიდი ფეტიშია", - განაცხადა დემნამ ჩვენებაზე.