სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაოცებული ვარ, კიევსა თუ სხვა ქალაქებში უკვე მშენებლობები იწყება - ომს აღარ უშინდებიან" - ქართველი რეჟისორის რთული გზა კიევამდე: რა მისიით ჩავიდა მიშა ჭიაურელი უკრაინაში?
"გაოცებული ვარ, კიევსა თუ სხვა ქალაქებში უკვე მშენებლობები იწყება - ომს აღარ უშინდებიან" - ქართველი რეჟისორის რთული გზა კიევამდე: რა მისიით ჩავიდა მიშა ჭიაურელი უკრაინაში?

ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი, 80 წელს მიღ­წე­უ­ლი მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­ემ­გზავ­რა. მან ურ­თუ­ლე­სი გზა გა­ი­ა­რა, სა­ნამ კი­ე­ვამ­დე ჩა­ვი­დო­და, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში შეძ­ლო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სის­რუ­ლე­ში მო­ეყ­ვა­ნა

რე­ჟი­სო­რი AMBEBI.GE-ს კი­ე­ვი­დან ესა­უბ­რა:

- ჯერ კი­დევ 14 წლის გახ­ლდით, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში აღ­მოვ­ჩნდი. 1956 წლის, 9 მარტს სტა­ლი­ნის გამო ხალ­ხი ჩემს თვალ­წინ ავ­ტო­მა­ტე­ბით და­ხო­ცეს... იმის შემ­დეგ სულ მი­ტინ­გებ­ზე დავ­ძვრე­ბო­დი და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი გავ­ხდი. ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას­თან. 9 აპ­რილს რომ რუს­თა­ველ­ზე ტრა­გე­დია მოხ­და, ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი გოგა ხა­ინ­დრა­ვა ჩემს გვერ­დით იყო, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით და კად­რებ­შიც ბევ­რგან ვჩან­ვარ, ნა­ცე­მი ქა­ლე­ბი გა­მომ­ყავ­და... 9 აპ­რილ­ზე ფილ­მი გა­და­ვი­ღე, სა­დაც ცნო­ბი­ლი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი - იურა როს­ტი სა­უბ­რობ­და. იგი ყვე­ლა­ფერს ობი­ექ­ტუ­რად გად­მოს­ცემ­და, ფო­ტო­კა­მე­რა ჰქონ­და, უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი გა­და­ი­ღო და თა­ვად წარ­მო­ად­გი­ნა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლა.

შემ­დეგ აფხა­ზე­თის ომზე გა­და­ვი­ღე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "უბე­დუ­რე­ბის ზონა", ანუ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფა­შიზ­მი... ფილ­მი აფხა­ზე­თის ტრა­გე­დი­ა­ზეა, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია რუ­სე­თის არ­მი­ი­სა და სე­პა­რა­ტის­ტე­ბის სიმ­ხე­ცე. დევ­ნი­ლე­ბი რომ სა­კე­ნი-ჭუ­ბე­რის უღელ­ტე­ხი­ლის გა­და­ლახ­ვას ცდი­ლობ­დნენ, სა­დაც ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა... ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს ფილ­მი რომ რუ­სულ ენა­ზეა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მსურ­და მა­ყუ­რე­ბელს და­ე­ნა­ხა და გა­ე­გო, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და.

- რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბი­დან უკ­რა­ი­ნა­ში მა­ლე­ვე წახ­ვე­დით?

- ძა­ლი­ან მალე არ წავ­სულ­ვარ... მინ­დო­და, მაგ­რამ მე­რეც ძლივს მო­ვა­ხერ­ხე. თბი­ლი­სი­დან ვარ­შა­ვამ­დე ჩვე­უ­ლებ­რივ ჩა­ვე­დი, მაგ­რამ ვარ­შა­ვი­დან იმ­დე­ნად რთუ­ლი გზის გა­მოვ­ლა მო­მიხ­და, 17 სა­ა­თი სა­ში­ნე­ლი ავ­ტო­ბუ­სით სულ სოფ­ლე­ბის გავ­ლით ვი­ა­რე. იმ­დე­ნად გა­და­ვი­ღა­ლე, მა­ღა­ლი წნე­ვა მქონ­და, მაგ­რამ ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, რო­გორ­მე ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ფაქ­ტობ­რი­ვად ცა­რი­ელ ქა­ლაქ­ში - კი­ევ­ში ჩა­მო­ვე­დი. სა­ღა­მო­ო­ბით გან­გა­ში იყო, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი...უკ­რა­ი­ნი­დან ორ მა­ისს უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ გა­ვი­გე, რომ პუ­ტი­ნი მოს­კოვ­ში 9 მა­ისს სა­ნამ აღ­ლუმს მო­ა­წყობ­და, უკ­რა­ი­ნა­ში პრო­ვო­კა­ცი­ას ამ­ზა­დებ­და... მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო და ამი­ტომ დავ­რჩი...

- რო­გორც ვიცი, უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებთ...

- დიახ, მეც ვფიქ­რობ, რომ აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს ჩა­ვუ­ყა­რე სა­ფუძ­ვე­ლი... ჯერ კი­დევ თბი­ლი­სი­დან გა­ვი­ცა­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი, რა­შიც უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო და­მეხ­მა­რა. ეს დე­პუ­ტა­ტი ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია... მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად გა­და­წყდა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ათ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მექ­ნე­ბა. ამ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან შევ­თან­ხმდით რომ, მათ წარ­მო­ე­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტებ­მა გა­და­ი­ღონ სა­კურ­სო, სა­დიპ­ლო­მო და სა­დე­ბი­უ­ტო ფილ­მე­ბი... უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს თა­ვად შევ­ხვდი, პრო­ექ­ტი შევ­თა­ვა­ზე, რო­მელ­მაც დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. რექ­ტორ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სტუ­დენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 30 ფილ­მს ტე­ლე­ვი­ზია მი­ი­ღებს, სტუ­დენ­ტე­ბი ძა­ლი­ან დიდ პრაქ­ტი­კას გა­ივ­ლი­ან.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად გა­მა­ფორ­მეს. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მო­ე­წო­ნათ, რომ პრო­ექ­ტი სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოა. მე მათ ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით ვეხ­მა­რე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, ბავ­შვებ­მა ფილ­მე­ბი გა­და­ი­ღონ... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნად დიდი რა­მეა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, მათი ფილ­მე­ბი რომ ეთერ­ში გავა... ახალ­გაზ­რდუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის­თვის ეს უკვე პრო­დუქ­ცი­აა. ბევრ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს გა­და­ი­ღე­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ბა­რი დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებ­ზეა. რად­გან ომია, ახლა მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის­თვის რთუ­ლი პე­რი­ო­დია... უკ­რა­ი­ნა­ში ჩემს მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რად­გან კარ­გად იც­ნო­ბენ ბა­ბუ­ას, დიდ - მიშა ჭი­ა­უ­რელს, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს, სო­ფი­კოს, კო­ტეს და სხვა­თა შო­რის, მეც, რად­გან ადრე კი­ევ­ში ერთ-ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე მთა­ვა­რი პრი­ზი მო­ვი­გე...

მიშა ჭი­ა­უ­რე­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ექ­სპო­ზი­ციო დარ­ბაზ­ში

- უკ­რა­ი­ნა­ში ომის სირ­თუ­ლე პი­რა­დად თქვენ შე­გე­ხოთ?

- ომის სირ­თუ­ლე პი­რა­დად არ შემ­ხე­ბია... მე იმ­დე­ნად არა­ნორ­მა­ლუ­რი ვარ, რომ მი­თხრან, ომის წინა ხაზ­ზეც წა­ვალ, მაგ­რამ რა­საც დღეს ვა­კე­თებ, ეს ომში ბრძო­ლა­ზე მე­ტია! ეს უფრო დიდი ია­რა­ღია რუ­სე­ბის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ახლა 30 სტუ­დენ­ტია მსურ­ვე­ლი და მერე ბევ­რად მეტი იქ­ნე­ბა..

უკ­რა­ი­ნა­ში კარ­გად იცი­ან ჩვე­ნი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ და ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვართ... უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ისე­თი მა­მა­ცი ხალ­ხია, ომს არ უშინ­დე­ბი­ან... კი­ევ­ში ყვა­ვი­ლებს რგა­ვენ, ირ­გვლივ ყვე­ლა­ფერს ალა­მა­ზე­ბენ, კა­ფე­ე­ბი გა­იხ­სნა, სა­ოც­რად ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია... კი­ევს ვე­ღარ და­ბომ­ბა­ვენ, რად­გან უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბა უკვე მი­ი­ღეს! უკ­რა­ი­ნა­ში გა­მაც­ნეს უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტი - დი­მიტ­რო კო­მა­რო­ვი, რო­მე­ლიც ფრონ­ტის წინა ხაზ­ზეა... რო­გორც კი ჩა­მო­ვა, მე მას შე­მახ­ვედ­რე­ბენ, მას­ზე ფილ­მს გა­და­ვი­ღებ, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა ნათ­ქვა­მი!

მიშა ჭი­ა­უ­რე­ლი უკ­რა­ი­ნელ მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად

- რო­გორც ვიცი, ბუ­ჩა­ში იმ­ყო­ფე­ბო­დით... მსოფ­ლიო შეძ­რა ბუ­ჩას უმ­ძი­მეს­მა კად­რებ­მა და თქვენ რო­გო­რი ვი­თა­რე­ბა დაგ­ხვდათ?

- ბუ­ჩა­ში მან­ქა­ნით წა­ვე­დით, რად­გან კი­ევ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოა... გზა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ბლოკპოს­ტი იყო, გა­სა­გე­ბიც იყო ისე მკაც­რად რომ ამოწ­მებ­დნენ. მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ, დი­ვერ­სან­ტებ­მა რომ ვერ შე­აღ­წი­ონ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში... ბუ­ჩა­ში იქა­უ­რი ვიცე-მერი, ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა გა­ვი­ცა­ნით, მერი იმ დროს იქ არ იმ­ყო­ფე­ბო­და. პირ­ვე­ლად სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ვე­დით, სა­დაც 117 ადა­მი­ა­ნია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. იმ ავ­ბე­დით დღეს ხომ 117 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს... ირ­გვლივ შე­ნო­ბე­ბი დან­გრე­უ­ლია, მაგ­რამ ცენ­ტრში მე­რია დგას, იქვე პა­ტა­რა სკვე­რი აყ­ვა­ვე­ბუ­ლია, შად­რე­ვა­ნიც მოქ­მე­დებ­და, ყვა­ვი­ლე­ბი და­ურ­გავთ, ქუ­ჩე­ბი და­სუფ­თა­ვე­ბულ-დაწკრი­ა­ლე­ბუ­ლია...

მიშა ჭი­ა­უ­რე­ლი ბუ­ჩას ვიცე-მერ­თან ერ­თად

სა­დაც ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას არი­გებ­დნენ, ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი. მათ ამ­დე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ი­ა­რეს, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი დრო­შა რომ და­ი­ნა­ხეს, მო­დი­ოდ­ნენ და ამ­ბობ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­სო, უზარ­მა­ზარ სით­ბოს, მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დნენ...

- ახ­სე­ნეთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის პა­რა­ლე­ლუ­რად აღმშე­ნებ­ლო­ბა მა­ინც იგ­რძნო­ბა..

- დიახ, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ... კი­ევ­სა თუ სხვა ქა­ლა­ქებ­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბი იწყე­ბა, ერთი წუ­თით არ ჩერ­დე­ბი­ან. ასე­თი შრო­მის­მოყ­ვა­რე და მებ­რძო­ლია აქ - ქალი, კაცი, ბავ­შვი... სა­ო­ცა­რი შე­მარ­თე­ბით არი­ან, არაფ­რის არ ეში­ნი­ათ. ეს არის უკ­რა­ი­ნუ­ლი სული და ამი­ტო­მაც, უკ­რა­ი­ნას გა­უ­მარ­ჯოს!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
0

ნეტავ მალე დამთავრდეს ომი. მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას.

grisha
2

რა გჭირთ ხალხო? სულ მოთბობაზე ატკატზე მოპარვაზე და მაყუთზე როგორ ფიქრობთ? ამ მატერიალურის გარდა სხვა რამე არსებობს თქვენთვის? ან დისლაიქებს რატომ წერთ? კაცი ჩავიდა, თავის საქმე უყვარს და ურჩხულთან ბრძოლაში წვლილის შეტანა უნდა, რა დაგემართად? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გაოცებული ვარ, კიევსა თუ სხვა ქალაქებში უკვე მშენებლობები იწყება - ომს აღარ უშინდებიან" - ქართველი რეჟისორის რთული გზა კიევამდე: რა მისიით ჩავიდა მიშა ჭიაურელი უკრაინაში?

"გაოცებული ვარ, კიევსა თუ სხვა ქალაქებში უკვე მშენებლობები იწყება - ომს აღარ უშინდებიან" - ქართველი რეჟისორის რთული გზა კიევამდე: რა მისიით ჩავიდა მიშა ჭიაურელი უკრაინაში?

ცნობილი რეჟისორი, 80 წელს მიღწეული მიხეილ ჭიაურელი უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე გაემგზავრა. მან ურთულესი გზა გაიარა, სანამ კიევამდე ჩავიდოდა, მაგრამ უკრაინაში შეძლო უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება სისრულეში მოეყვანა

რეჟისორი AMBEBI.GE-ს კიევიდან ესაუბრა:

- ჯერ კიდევ 14 წლის გახლდით, როდესაც ყველაზე ცხელ წერტილში აღმოვჩნდი. 1956 წლის, 9 მარტს სტალინის გამო ხალხი ჩემს თვალწინ ავტომატებით დახოცეს... იმის შემდეგ სულ მიტინგებზე დავძვრებოდი და ძალიან აქტიური გავხდი. ახლო ურთიერთობა მქონდა ეროვნულ მოძრაობასთან. 9 აპრილს რომ რუსთაველზე ტრაგედია მოხდა, ჯერ კიდევ სტუდენტი გოგა ხაინდრავა ჩემს გვერდით იყო, ერთად ვმუშაობდით და კადრებშიც ბევრგან ვჩანვარ, ნაცემი ქალები გამომყავდა... 9 აპრილზე ფილმი გადავიღე, სადაც ცნობილი რუსი ჟურნალისტი - იურა როსტი საუბრობდა. იგი ყველაფერს ობიექტურად გადმოსცემდა, ფოტოკამერა ჰქონდა, უნიკალური კადრები გადაიღო და თავად წარმოადგინა დოკუმენტური ფოტომასალა.

შემდეგ აფხაზეთის ომზე გადავიღე დოკუმენტური ფილმი "უბედურების ზონა", ანუ არაჩვეულებრივი ფაშიზმი... ფილმი აფხაზეთის ტრაგედიაზეა, სადაც ნაჩვენებია რუსეთის არმიისა და სეპარატისტების სიმხეცე. დევნილები რომ საკენი-ჭუბერის უღელტეხილის გადალახვას ცდილობდნენ, სადაც ასობით ადამიანი დაიღუპა... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ფილმი რომ რუსულ ენაზეა, რომლის მეშვეობითაც მსურდა მაყურებელს დაენახა და გაეგო, რაც საქართველოში ხდებოდა.

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკრაინაში მალევე წახვედით?

- ძალიან მალე არ წავსულვარ... მინდოდა, მაგრამ მერეც ძლივს მოვახერხე. თბილისიდან ვარშავამდე ჩვეულებრივ ჩავედი, მაგრამ ვარშავიდან იმდენად რთული გზის გამოვლა მომიხდა, 17 საათი საშინელი ავტობუსით სულ სოფლების გავლით ვიარე. იმდენად გადავიღალე, მაღალი წნევა მქონდა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი იყო, როგორმე ჩამოვსულიყავი. ფაქტობრივად ცარიელ ქალაქში - კიევში ჩამოვედი. საღამოობით განგაში იყო, კომენდანტის საათი გამოცხადებული...უკრაინიდან ორ მაისს უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ გავიგე, რომ პუტინი მოსკოვში 9 მაისს სანამ აღლუმს მოაწყობდა, უკრაინაში პროვოკაციას ამზადებდა... მაინტერესებდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ამიტომ დავრჩი...

- როგორც ვიცი, უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებთ...

- დიახ, მეც ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩავუყარე საფუძველი... ჯერ კიდევ თბილისიდან გავიცანი უკრაინელი დეპუტატი, რაშიც უკრაინის საელჩო დამეხმარა. ეს დეპუტატი ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებელია... მასთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ დაახლოებით ათ ტელევიზიასთან ხელშეკრულება მექნება. ამ ტელევიზიებთან შევთანხმდით რომ, მათ წარმოებაში უნივერსიტეტების სტუდენტებმა გადაიღონ საკურსო, სადიპლომო და სადებიუტო ფილმები... უნივერსიტეტის რექტორს თავად შევხვდი, პროექტი შევთავაზე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. რექტორთან მოლაპარაკების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ სტუდენტების დაახლოებით 30 ფილმს ტელევიზია მიიღებს, სტუდენტები ძალიან დიდ პრაქტიკას გაივლიან.

უნივერსიტეტში ამ გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელად გამაფორმეს. ყველაზე მეტად ის მოეწონათ, რომ პროექტი სრულიად უსასყიდლოა. მე მათ ჩემი გამოცდილებით ვეხმარები, ტელევიზიები უზრუნველყოფენ, ბავშვებმა ფილმები გადაიღონ... წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი რამეა სტუდენტებისთვის, მათი ფილმები რომ ეთერში გავა... ახალგაზრდული ფესტივალებისთვის ეს უკვე პროდუქციაა. ბევრ დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებენ. ჯერჯერობით საუბარი დოკუმენტურ ფილმებზეა. რადგან ომია, ახლა მხატვრული ფილმისთვის რთული პერიოდია... უკრაინაში ჩემს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა, რადგან კარგად იცნობენ ბაბუას, დიდ - მიშა ჭიაურელს, ვერიკო ანჯაფარიძეს, სოფიკოს, კოტეს და სხვათა შორის, მეც, რადგან ადრე კიევში ერთ-ერთ ფესტივალზე მთავარი პრიზი მოვიგე...

მიშა ჭიაურელი კინემატოგრაფიის უნივერსიტეტის საექსპოზიციო დარბაზში

- უკრაინაში ომის სირთულე პირადად თქვენ შეგეხოთ?

- ომის სირთულე პირადად არ შემხებია... მე იმდენად არანორმალური ვარ, რომ მითხრან, ომის წინა ხაზზეც წავალ, მაგრამ რასაც დღეს ვაკეთებ, ეს ომში ბრძოლაზე მეტია! ეს უფრო დიდი იარაღია რუსების აგრესიის წინააღმდეგ. ახლა 30 სტუდენტია მსურველი და მერე ბევრად მეტი იქნება..

უკრაინაში კარგად იციან ჩვენი ხალხის მხარდაჭერის შესახებ და ძალიან ვუყვარვართ... უკრაინელები ისეთი მამაცი ხალხია, ომს არ უშინდებიან... კიევში ყვავილებს რგავენ, ირგვლივ ყველაფერს ალამაზებენ, კაფეები გაიხსნა, საოცრად ლამაზი ქალაქია... კიევს ვეღარ დაბომბავენ, რადგან უკრაინელებმა მძიმე შეიარაღება უკვე მიიღეს! უკრაინაში გამაცნეს უკრაინელი სამხედრო კორესპონდენტი - დიმიტრო კომაროვი, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა... როგორც კი ჩამოვა, მე მას შემახვედრებენ, მასზე ფილმს გადავიღებ, სადაც ყველაფერი იქნება ნათქვამი!

მიშა ჭიაურელი უკრაინელ მოხალისეებთან ერთად

- როგორც ვიცი, ბუჩაში იმყოფებოდით... მსოფლიო შეძრა ბუჩას უმძიმესმა კადრებმა და თქვენ როგორი ვითარება დაგხვდათ?

- ბუჩაში მანქანით წავედით, რადგან კიევთან ძალიან ახლოა... გზაზე ძალიან ბევრი ბლოკპოსტი იყო, გასაგებიც იყო ისე მკაცრად რომ ამოწმებდნენ. მოხალისეებიც აქტიურად მუშაობენ, დივერსანტებმა რომ ვერ შეაღწიონ დასახლებულ პუნქტებში... ბუჩაში იქაური ვიცე-მერი, ქალბატონი ირინა გავიცანით, მერი იმ დროს იქ არ იმყოფებოდა. პირველად სასაფლაოზე გავედით, სადაც 117 ადამიანია დასაფლავებული. იმ ავბედით დღეს ხომ 117 ადამიანი მოკლეს... ირგვლივ შენობები დანგრეულია, მაგრამ ცენტრში მერია დგას, იქვე პატარა სკვერი აყვავებულია, შადრევანიც მოქმედებდა, ყვავილები დაურგავთ, ქუჩები დასუფთავებულ-დაწკრიალებულია...

მიშა ჭიაურელი ბუჩას ვიცე-მერთან ერთად

სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ, ხალხი იყო შეკრებილი. მათ ამდენი ჯოჯოხეთი გამოიარეს, მაგრამ ქართული დროშა რომ დაინახეს, მოდიოდნენ და ამბობდნენ, საქართველო ძალიან გვიყვარსო, უზარმაზარ სითბოს, მადლიერებას გამოხატავდნენ...

- ახსენეთ, რომ უკრაინაში ომის პარალელურად აღმშენებლობა მაინც იგრძნობა..

- დიახ, გაოცებული ვარ... კიევსა თუ სხვა ქალაქებში მშენებლობები იწყება, ერთი წუთით არ ჩერდებიან. ასეთი შრომისმოყვარე და მებრძოლია აქ - ქალი, კაცი, ბავშვი... საოცარი შემართებით არიან, არაფრის არ ეშინიათ. ეს არის უკრაინული სული და ამიტომაც, უკრაინას გაუმარჯოს!