პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წარმოადგენს ფინეთის არმია და რა წინააღმდეგობა შეუძლია გაუწიოს რუსეთს, შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში?
რას წარმოადგენს ფინეთის არმია და რა წინააღმდეგობა შეუძლია გაუწიოს რუსეთს, შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში?
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ფი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცხა­დე­ბულ­მა სურ­ვილ­მა, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში სას­წრა­ფოდ გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ, სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბა, რად­გან ყვე­ლას გა­ახ­სენ­და 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის შე­პი­რე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა ნა­ტოს წევ­რე­ბი გახ­დე­ბი­ა­ნო, ხოლო ასი დღის შემ­დეგ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­იჭ­რა...

იგი­ვე რომ არ გა­მე­ორ­დეს, აშშ-მა და დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აი­ღეს თა­ვის თავ­ზე, რომ ფი­ნე­თის ალი­ან­სში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­წევ­რე­ბამ­დე და, შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ტოს დე­ბუ­ლე­ბის მე-5 თა­ვის - კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ამუ­შა­ვე­ბამ­დე, ამ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვას თა­ვის თავ­ზე იღე­ბენ, რის­თვი­საც ფი­ნე­თის სა­ზღვარ­თან თავს უყ­რი­ან საბ­რძო­ლო და­ნა­ყო­ფებს, მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბით.

სა­ერ­თოდ, ფი­ნე­თის რთუ­ლი ის­ტო­რია ძა­ლი­ან წა­ა­გავს სა­ქარ­თვე­ლო­სას - რუ­სე­თის მე­ფის იმ­პე­რი­ამ ფი­ნე­თი ძა­ლით შე­ი­ერ­თა 1809 წელს.1917 წელს ფი­ნე­ლებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს და მო­ა­ხერ­ხეს მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა1920 წლის საბ­ჭო­თა-ფი­ნე­თის პირ­ველ ომში, მაგ­რამ 1939 წლის ზამ­თარ­ში სტა­ლი­ნი თავს და­ეს­ხა ფი­ნეთს, თუმ­ცა 1940 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ეს, საბ­ჭო­თა-ფი­ნე­თის მე­სა­მე ომი ზა­ვით დამ­თავ­რდა, რად­გან ბევ­რად ძლი­ერ­მა საბ­ჭო­თა არ­მი­ამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ფი­ნე­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბის და­მარ­ცხე­ბა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში ფი­ნე­ლე­ბი გერ­მა­ნე­ლე­ბის მხა­რეს იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ 1944 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მო­კავ­ში­რე­ე­ბის მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ და ია­რა­ღი გერ­მა­ნე­ლე­ბის­კენ შე­ატ­რი­ა­ლეს.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ფი­ნე­თი ნე­იტ­რა­ლურ პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და და, ნა­ტოს სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დიდი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ალი­ან­სში არ წევ­რი­ან­დე­ბო­და, მე­გო­ბარ შვე­დეთ­თან ერ­თად.

ამას­თან, ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ურჰო კე­კო­ნე­ნი, რო­მელ­საც ეს მა­ღა­ლი პოს­ტი 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (1956-1981 წწ) ეკა­ვა, სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ლი­დერ ლე­ო­ნიდ ბრეჟნევ­თან, იმ დო­ნე­ზეც კი, რომ აშშ-ის ცენ­ტრა­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო­ში ეჭ­ვიც ეპა­რე­ბოთ, რომ ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ბე­რი­ას სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ხომ არ იყო „და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლი“...

საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და ფი­ნე­თის მჭიდ­რო კავ­ში­რებ­ზე მე­ტყვე­ლებს თუნ­დაც ის, თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­ა­ლო­ბაც, რომ კრემ­ლი პირ­ვე­ლი ცივი ომის დროს ფი­ნე­თის არ­მი­ას აია­რა­ღებ­და იმ დრო­ის­თვის სა­ი­დუმ­ლოდ მიჩ­ნე­უ­ლი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კით - ტან­კე­ბით, ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბით, სა­ზე­ნი­ტო „ბუ­კე­ბით“ და ა.შ.

დღეს სწო­რედ ეს საბ­ჭო­თა სტან­დარ­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რო­მე­ლიც რჩე­ბა ფი­ნე­თის არ­მი­ის სა­წყო­ბებ­ში, შე­იძ­ლე­ბა გა­და­ცე­მუ­ლი იქ­ნეს უკ­რა­ი­ნის­თვის, მაგ­რამ თა­ვად რა შე­ი­ა­რა­ღე­ბა და სამ­ხედ­რო ძალა რჩე­ბა იმ ფი­ნეთს, რო­მელ­საც აგ­რე­სი­ულ რუ­სეთ­თან 1 271 კმ სიგ­რძის სა­ერ­თო სა­ზღვა­რი აქვს? გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რას წარმოადგენს ფინეთის არმია და რა წინააღმდეგობა შეუძლია გაუწიოს რუსეთს, შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში?

რას წარმოადგენს ფინეთის არმია და რა წინააღმდეგობა შეუძლია გაუწიოს რუსეთს, შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ფინეთის ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაცხადებულმა სურვილმა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სასწრაფოდ გაწევრების შესახებ, სიტუაცია დაძაბა, რადგან ყველას გაახსენდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეპირება - საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიანო, ხოლო ასი დღის შემდეგ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა...

იგივე რომ არ გამეორდეს, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ვალდებულება აიღეს თავის თავზე, რომ ფინეთის ალიანსში ოფიციალურად გაწევრებამდე და, შესაბამისად, ნატოს დებულების მე-5 თავის - კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის ამუშავებამდე, ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვას თავის თავზე იღებენ, რისთვისაც ფინეთის საზღვართან თავს უყრიან საბრძოლო დანაყოფებს, მძიმე შეიარაღებით.

საერთოდ, ფინეთის რთული ისტორია ძალიან წააგავს საქართველოსას - რუსეთის მეფის იმპერიამ ფინეთი ძალით შეიერთა 1809 წელს.1917 წელს ფინელებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და მოახერხეს მისი შენარჩუნება1920 წლის საბჭოთა-ფინეთის პირველ ომში, მაგრამ 1939 წლის ზამთარში სტალინი თავს დაესხა ფინეთს, თუმცა 1940 წლის გაზაფხულზე ეს, საბჭოთა-ფინეთის მესამე ომი ზავით დამთავრდა, რადგან ბევრად ძლიერმა საბჭოთა არმიამ ვერ მოახერხა ფინელი პარტიზანების დამარცხება. მეორე მსოფლიო ომში ფინელები გერმანელების მხარეს იბრძოდნენ, მაგრამ 1944 წლის სექტემბერში მოკავშირეების მხარეს გადავიდნენ და იარაღი გერმანელებისკენ შეატრიალეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა და, ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი სურვილის მიუხედავად, ალიანსში არ წევრიანდებოდა, მეგობარ შვედეთთან ერთად.

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტი ურჰო კეკონენი, რომელსაც ეს მაღალი პოსტი 25 წლის განმავლობაში (1956-1981 წწ) ეკავა, საუკეთესო ურთიერთობაში იყო საბჭოთა კავშირის ლიდერ ლეონიდ ბრეჟნევთან, იმ დონეზეც კი, რომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ეჭვიც ეპარებოთ, რომ ფინეთის პრეზიდენტი ახალგაზრდობაში შეიძლება ბერიას სპეცსამსახურების მიერ ხომ არ იყო „დავერბოვკებული“...

საბჭოთა კავშირისა და ფინეთის მჭიდრო კავშირებზე მეტყველებს თუნდაც ის, თითქმის წარმოუდგენელი რეალობაც, რომ კრემლი პირველი ცივი ომის დროს ფინეთის არმიას აიარაღებდა იმ დროისთვის საიდუმლოდ მიჩნეული საბრძოლო ტექნიკით - ტანკებით, ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, საზენიტო „ბუკებით“ და ა.შ.

დღეს სწორედ ეს საბჭოთა სტანდარტის შეიარაღება, რომელიც რჩება ფინეთის არმიის საწყობებში, შეიძლება გადაცემული იქნეს უკრაინისთვის, მაგრამ თავად რა შეიარაღება და სამხედრო ძალა რჩება იმ ფინეთს, რომელსაც აგრესიულ რუსეთთან 1 271 კმ სიგრძის საერთო საზღვარი აქვს? გააგრძელეთ კითხვა