სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავს ვგრძნობ კარგად და მხნედ! კმაყოფილებით ვაკვირდები იმას, რომ ბოლო-ბოლო ყველას ჩამოეხსნა თვალებიდან ლიბრი" - რას წერს ციხიდან ნიკა გვარამია
"თავს ვგრძნობ კარგად და მხნედ! კმაყოფილებით ვაკვირდები იმას, რომ ბოლო-ბოლო ყველას ჩამოეხსნა თვალებიდან ლიბრი" - რას წერს ციხიდან ნიკა გვარამია

"მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია რუს­თა­ვის N12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას! დიდი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის! თავს ვგრძნობ კარ­გად და მხნედ! დიდი გუ­ლის­ყუ­რით და კმა­ყო­ფი­ლე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბი იმას, რომ ბოლო-ბოლო ყვე­ლას ჩა­მო­ეხ­სნა თვა­ლე­ბი­დან ლიბ­რი და სრუ­ლი­ად გა­ქარ­წყლდა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მცი­რე­დი ილუ­ზი­აც კი, რომ ქარ­თვე­ლებს არ შეგ­ვიძ­ლია ერთი მიზ­ნის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ბრა­ლია, რა­შიც, თით­ქოს ყვე­ლა­ნი თა­ნაბ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი და ყვე­ლა­ნი დამ­ნა­შა­ვე ვართ. არა და არა, მე­გობ­რე­ბო!დღეს მო­ვის­მი­ნე გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რის ჰანს გუთბ­რო­დის უნაკ­ლო ანა­ლი­ზი და მო­წო­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით უნდა "დავ­მარ­ხოთ სი­ტყვა პო­ლა­რი­ზა­ცია".

ეს მო­წო­დე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს უცხო­ელ მე­გობ­რებს მი­ე­მარ­თე­ბა, რო­მელ­ნიც ამ­დე­ნი ხანი შეც­დო­მა­ში შე­ყავ­და ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მო­გო­ნი­ლი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის აბ­სურ­დს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი მარ­თვა­დი ქა­ო­სია, რომ­ლი­თაც ქვე­ყა­ნას რუ­სე­თის­კენ მი­ათ­რევს, აგერ, უკვე, რამ­დე­ნი წე­ლია და სამ­ყა­როს უქ­მნის არას­წორ გან­ცდას, თით­ქოს ჩვენ უმ­წეო და უუ­ნა­რო ერი ვართ, რო­მე­ლიც არ იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­პულ ოჯახ­ში ყოფ­ნას.

ჭეშ­მა­რი­ტად, რა­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვხე­დავთ, ეს არ არის ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია, ანუ და­პი­რის­პი­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის, მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­სა და მე­მარ­ცხე­ნე­ებს შო­რის და ა.შ. ეს არის ვერ­ტი­კა­ლუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია, სა­დაც მაღ­ლა პო­ლუს­ზე დამ­ნა­შა­ვე ოლი­გარ­ქია, თა­ვი­სი ღრმად კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მით და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბით; თა­ვი­სი ასი ათა­სო­ბით ბი­უ­ჯე­ტის პა­რა­ზი­ტით, ვინც ხელ­ფას­ზე ჰყი­დის სამ­შობ­ლოს; თა­ვი­სი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ძა­ლე­ბით, ვინც არ­ბევს, ცემს, ხო­ცავს, მის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­თი. ხოლო ქვე­და პო­ლუს­ზეა ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი, ანუ ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი; რომ­ლის ერთ პო­ლუს­ზეა ე.წ. "რუს­კი მირი", ხოლო მე­ო­რე­ზე - ქარ­თვე­ლი მე­და­სავ­ლე­თე­ე­ბი.

ესაა და­პი­რის­პი­რე­ბა მო­ძა­ლა­დე­სა და მსხვერ­პლს შო­რის.ის­მის კი­თხვა: რო­გორ უნდა მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა შენ­სა და შენი გა­ნად­გუ­რე­ბის მსურ­ველს შო­რის? ან რაზე? რო­გორ უნდა მოხ­დეს ევ­რო­პუ­ლი იდე­ის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იმ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან, ვი­საც ამ იდე­ის არა­თუ არ სჯე­რა, არა­თუ ამ იდე­ის წი­ნა­აღ­მდე­გია, არა­მედ ღიად და აგ­რე­სი­უ­ლად ეწე­ვა ამ იდე­ის სა­ბო­ტი­რე­ბას, რო­გორც ია­ნუ­კო­ვი­ჩი 2014 წელს?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არის არ­სე­ბი­თად რუ­სუ­ლი ძალა და ივა­ნიშ­ვი­ლის modus operandi არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად რუ­სუ­ლი. მას არ ეს­მის მო­ლა­პა­რა­კე­ბა და შე­თან­ხმე­ბის დაც­ვა; მას­ზე არ ჭრის დაყ­ვა­ვე­ბა და კომ­პრო­მი­სი. ის, ამ ყვე­ლა­ფერს, სი­სუს­ტედ აღიქ­ვამს, რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ე­რი რუსი. თა­ვად ში­შის მთეს­ვე­ლი, სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც ერ­თა­დერ­თი ინ­სტიქ­ტის კარ­ნა­ხით იღებს - ესაა შიში და ამი­ტომ, მას, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა რუსს, ძა­ლის პო­ზი­ცი­ი­დან უნდა ელა­პა­რა­კო.ასე რომ, გამ­ბე­და­ო­ბა და უშიშ­რო­ბა გვმარ­თებს!

ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი კომ­პა­სი მხო­ლოდ და­სავ­ლეთს აჩ­ვე­ნებს და არა­ვი­თა­რი გა­დახ­ვე­ვა არ და­იშ­ვე­ბა! ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნა­ღო­ბა ამ გზა­ზე, "რუს­კი კა­რაბ­ლის" გზას უნდა გა­ვუ­ყე­ნოთ!მივ­მარ­თავ თხოვ­ნით სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას: სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რუ­სე­თი­დან მარ­თუ­ლი არა­ქარ­თუ­ლი ძა­ლაა! ქარ­თუ­ლი ძალა კი ვართ ჩვენ, უძ­ვე­ლე­სი ევ­რო­პე­ლე­ბი- სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი!

ჩვენ არ ვიმ­სა­ხუ­რებთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამ შეც­დო­მას აუ­ცი­ლებ­ლად და უს­წრა­ფე­სად გა­მო­ვას­წო­რებთ! მაგ­რამ ჩვენ ვიმ­სა­ხუ­რებთ დაბ­რუ­ნე­ბას ჩვენს ის­ტო­რი­ულ წი­აღ­ში, და­სავ­ლურ ოჯახ­ში და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა არ უნდა დაგ­ვე­ხუ­როს! ეს არის ყვე­ლა ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტის ნატ­ვრა დღე­საც და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც, და ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი მო­მავ­ლის ერ­თა­დერ­თი და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზა!" - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" ნიკა გვა­რა­მია.

შე­გახ­სე­ნებთ, გვა­რა­მი­ას 3 წე­ლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი.

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2020 წლის 6 სექ­ტემ­ბერს, "რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე ბრა­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას, ასე­ვე „რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფილ ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორს კახა და­მე­ნი­ა­სა და "ინ­ტერ მე­დია პლი­უ­სის“ დი­რექ­ტორს ზუ­რაბ იაშ­ვილს წა­უ­ყე­ნა. ნიკა გვა­რა­მი­ას ბრა­ლად ედე­ბო­და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით „რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის გაფ­ლან­გვა, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. ნიკა გვა­რა­მი­ას ასე­ვე ბრა­ლი ედე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. გვა­რა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამას­თან, მას ქვეყ­ნი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხმა "პაჩტი" სამარიდან
0

არის ალერნატივა, მაგრამ თქვენ მას არ მიიღებთ (არ ღებულობთ)-პატრიოტული ალიანსი, თუნდაც იმიტომ, რომ ის დინების საწინააღმდეგოდ მიდის, რადგან დღევანდელ დინებას, აშკარაა, უბედურების მეტი არაფერი მოუტანია საქართველოსთვის. დინების მიმართულება უნდა შეიცვალოს! ნაც-ქოცები ერთ კალაპოტში ერთი მიმართულებით მიედინება და კატასტროფისკენ. ნუთუ ამ ოცდაათმა წელმა არაფერი დაგანახათ ისე დაგეშოთ გონება?

ვახტანგი. 70 წლის
0

არ აღმოჩნდა რთული ციხეში ყოფნაო განაცხადა გვარამიამ!

რაო არ გამცირებენ, არ გაგინებენ, არ გირტყამენ, არ გკლავენ, სექსუალურად არ ძალადობენ ისე, როგორც თქვენი პერიოდის ციხეებში?

აი, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"თავს ვგრძნობ კარგად და მხნედ! კმაყოფილებით ვაკვირდები იმას, რომ ბოლო-ბოლო ყველას ჩამოეხსნა თვალებიდან ლიბრი" - რას წერს ციხიდან ნიკა გვარამია

"თავს ვგრძნობ კარგად და მხნედ! კმაყოფილებით ვაკვირდები იმას, რომ ბოლო-ბოლო ყველას ჩამოეხსნა თვალებიდან ლიბრი" - რას წერს ციხიდან ნიკა გვარამია

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებიდან სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით ყველას! დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის! თავს ვგრძნობ კარგად და მხნედ! დიდი გულისყურით და კმაყოფილებით ვაკვირდები იმას, რომ ბოლო-ბოლო ყველას ჩამოეხსნა თვალებიდან ლიბრი და სრულიად გაქარწყლდა აქამდე არსებული ყველა მცირედი ილუზიაც კი, რომ ქართველებს არ შეგვიძლია ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება, რომ ყველაფერი საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის ბრალია, რაშიც, თითქოს ყველანი თანაბრად ვართ ჩართული და ყველანი დამნაშავე ვართ. არა და არა, მეგობრებო!დღეს მოვისმინე გერმანელი პროფესორის ჰანს გუთბროდის უნაკლო ანალიზი და მოწოდება, რომ საქართველოსთან მიმართებით უნდა "დავმარხოთ სიტყვა პოლარიზაცია".

ეს მოწოდება, პირველ რიგში, ჩვენს უცხოელ მეგობრებს მიემართება, რომელნიც ამდენი ხანი შეცდომაში შეყავდა ივანიშვილის მიერ მოგონილი პოლარიზაციის აბსურდს. სინამდვილეში, ეს ივანიშვილის მიერ შექმნილი მართვადი ქაოსია, რომლითაც ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს, აგერ, უკვე, რამდენი წელია და სამყაროს უქმნის არასწორ განცდას, თითქოს ჩვენ უმწეო და უუნარო ერი ვართ, რომელიც არ იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას.

ჭეშმარიტად, რასაც ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, ეს არ არის ჰორიზონტალური პოლარიზაცია, ანუ დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის და ა.შ. ეს არის ვერტიკალური პოლარიზაცია, სადაც მაღლა პოლუსზე დამნაშავე ოლიგარქია, თავისი ღრმად კორუმპირებული სისტემით და ჩინოვნიკებით; თავისი ასი ათასობით ბიუჯეტის პარაზიტით, ვინც ხელფასზე ჰყიდის სამშობლოს; თავისი ექსტრემისტული ძალებით, ვინც არბევს, ცემს, ხოცავს, მის მიერ მიტაცებული სახელმწიფოთი. ხოლო ქვედა პოლუსზეა ქართველი პატრიოტები, ანუ ყველა დანარჩენი; რომლის ერთ პოლუსზეა ე.წ. "რუსკი მირი", ხოლო მეორეზე - ქართველი მედასავლეთეები.

ესაა დაპირისპირება მოძალადესა და მსხვერპლს შორის.ისმის კითხვა: როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება შენსა და შენი განადგურების მსურველს შორის? ან რაზე? როგორ უნდა მოხდეს ევროპული იდეის ირგვლივ გაერთიანება იმ დაჯგუფებასთან, ვისაც ამ იდეის არათუ არ სჯერა, არათუ ამ იდეის წინააღმდეგია, არამედ ღიად და აგრესიულად ეწევა ამ იდეის საბოტირებას, როგორც იანუკოვიჩი 2014 წელს?

"ქართული ოცნება" არის არსებითად რუსული ძალა და ივანიშვილის modus operandi არის აბსოლუტურად რუსული. მას არ ესმის მოლაპარაკება და შეთანხმების დაცვა; მასზე არ ჭრის დაყვავება და კომპრომისი. ის, ამ ყველაფერს, სისუსტედ აღიქვამს, როგორც სხვა ნებისმიერი რუსი. თავად შიშის მთესველი, საკუთარ გადაწყვეტილებებსაც ერთადერთი ინსტიქტის კარნახით იღებს - ესაა შიში და ამიტომ, მას, როგორც ნებისმიერ სხვა რუსს, ძალის პოზიციიდან უნდა ელაპარაკო.ასე რომ, გამბედაობა და უშიშრობა გვმართებს!

ჩვენი ისტორიული კომპასი მხოლოდ დასავლეთს აჩვენებს და არავითარი გადახვევა არ დაიშვება! ნებისმიერი წინაღობა ამ გზაზე, "რუსკი კარაბლის" გზას უნდა გავუყენოთ!მივმართავ თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რუსეთიდან მართული არაქართული ძალაა! ქართული ძალა კი ვართ ჩვენ, უძველესი ევროპელები- საქართველოს ხალხი!

ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ ხელისუფლებას და ამ შეცდომას აუცილებლად და უსწრაფესად გამოვასწორებთ! მაგრამ ჩვენ ვიმსახურებთ დაბრუნებას ჩვენს ისტორიულ წიაღში, დასავლურ ოჯახში და ეს შესაძლებლობის ფანჯარა არ უნდა დაგვეხუროს! ეს არის ყველა ქართველი პატრიოტის ნატვრა დღესაც და საუკუნეების განმავლობაშიც, და ეს არის საქართველოს ნათელი მომავლის ერთადერთი და უალტერნატივო გზა!" - წერს "ფეისბუქში" ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, გვარამიას 3 წელითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.