სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში ზაფხულის სეზონი გაიხსნა - Pegas touristik Georgia ქართველ დამსვენებლებს ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე მრავალფეროვან ტურპაკეტებს სთავაზობს
თურქეთში ზაფხულის სეზონი გაიხსნა - Pegas touristik Georgia ქართველ დამსვენებლებს ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე მრავალფეროვან ტურპაკეტებს სთავაზობს

კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ას­თან 2-წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, მსოფ­ლიო ნელ-ნელა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რე­ჟიმს და იმ გა­რე­მოს უბ­რუნ­დე­ბა, რო­მელ­შიც არც პირ­ბა­დე არ­სე­ბობ­და, არც დის­ტან­ცი­ის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და არც შიში - ერ­თმა­ნე­თის­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა „ცუ­დად არ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო“... შე­სა­ბა­მი­სად, წელს პირ­ვე­ლად ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც ადრე - ზა­ფხუ­ლის სახ­ლებ­ში გა­ტა­რე­ბა აღარ მოგ­ვი­წევს და დას­ვე­ნე­ბა­საც ისევ ექ­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბის გემო.

შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის კვალ­დაკ­ვალ, ისი­ნი, ვის­თვი­საც ზა­ფხუ­ლი დატ­ვირ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ შვე­ბუ­ლე­ბის კომ­ფორ­ტულ და სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო­ში გა­ტა­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, ალ­ბათ, იწყებთ ფიქ­რს - „სად და­ის­ვე­ნოთ?“, თუმ­ცა არც ბევ­რი ფიქ­რია სა­ჭი­რო და არც არ­ჩე­ვა­ნია რთუ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლი - თუკი გიყ­ვართ მზე, ზღვა, ამა­ვე დროს გიყ­ვართ ბუ­ნე­ბით ტკბო­ბა, ამა თუ იმ ქა­ლა­ქის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის გაც­ნო­ბა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­გა­ვი­წყდე­ბათ, მა­შინ თურ­ქეთ­ში, ან­ტა­ლი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხმელ­თა­შუა ზღვის კუ­რორ­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზას უნდა და­ად­გეთ...

ან­ტა­ლი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხმელ­თა­შუა ზღვის კუ­რორ­ტე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა ქარ­თვე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის 21 მა­ი­სი­დან უკვე გახ­სნი­ლია, კომ­ფორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ და ამა­ვე დროს მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტურ­პა­კე­ტებს კი, რომ­ლი­თაც თქვე­ნი დას­ვე­ნე­ბა და­უ­ვი­წყა­რი გახ­დე­ბა, მუ­შა­ო­ბის 28-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ ოპე­რა­ტო­რი, Pegas touristik-ი გთა­ვა­ზობთ. ტუ­რე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია - მორ­გე­ბუ­ლია მას­ზე, ვი­საც ერთ სივ­რცე­ში დას­ვე­ნე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის სწო­რედ ერთ კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე მი­ღე­ბა სურს და მას­ზეც, ვი­საც თავ­გა­და­სავ­ლე­ბი უყ­ვარს და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, შთამ­ბეჭ­და­ვი ემო­ცი­ე­ბის ქვეშ სას­ტუმ­როს მიღ­მაც მო­ექ­ცეს...

„Pegas touristik Georgia სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 2013 წლი­დან ოპე­რი­რებს. ჩვენ მზა ტურ­პა­კეტს ვქმნით და მას ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს ვაწ­ვდით, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ, მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე ახ­დე­ნენ მათ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. Pegas touristik Georgia-სთან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო თა­ნამ­შრომ­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ჩვე­ნი ტურ­პა­კე­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად ნე­ბის­მი­ერ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თონ.

ტურ­პა­კე­ტებ­ში შე­დის პირ­და­პი­რი ფრე­ნა კონ­კრე­ტულ კუ­რორტზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში თურ­ქეთ­ში, ან­ტა­ლი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ან­ტა­ლია დიდი რე­გი­ო­ნია და ის რამ­დე­ნი­მე ტუ­რის­ტულ ზო­ნას მო­ი­ცავს - კერ­ძოდ, მას­ში შე­დის ქე­მე­რი, ბე­ლე­ქი, სიდე, თვი­თონ ან­ტა­ლი­ის ცენ­ტრი და ალა­ნია. ყვე­ლა ამ ჩა­მოთ­ვლილ ქა­ლაქ­ში გვაქვს შეკ­რუ­ლი ტურ­პა­კე­ტე­ბი. პირ­და­პი­რი ავი­ა­გა­დაფ­რე­ნის გარ­და, ტურ­პა­კე­ტი მო­ი­ცავს სას­ტუმ­რო­ში გან­თავ­სე­ბას, ამას ემა­ტე­ბა ტრანსფე­რი - სას­ტუმ­რო­ში დახ­ვედ­რა და აე­რო­პორ­ტში გა­ცი­ლე­ბა, ასე­ვე სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას, თურ­ქე­თი და კონ­კრე­ტუ­ლად ან­ტა­ლია გა­მო­ირ­ჩე­ვა იმით, რომ ად­გილ­ზე გხვდე­ბათ “All inclusive”, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დამ­სვე­ნე­ბე­ლი სარ­გებ­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტით, მათ შო­რის პა­კეტ­ში შე­დის არა სამ­ჯე­რა­დი, არა­მედ მრა­ვალ­ჯე­რა­დი კვე­ბა - მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ზღუ­და­ვად იკ­ვე­ბოს, მი­ირ­თვას სას­მე­ლი და გა­ერ­თოს. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­სვე­ნე­ბელს სა­ერ­თოდ არ უწევს სივ­რცის და­ტო­ვე­ბა, რად­გან თა­ვად სას­ტუმ­რო­შიც ბევ­რი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მაა. ერთი სი­ტყვით, იმ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც რთუ­ლი სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ ერთ სივ­რცე­ში სურთ ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა, ეს პა­კე­ტი იდე­ა­ლუ­რია, თუმ­ცა თურ­ქეთ­ში დას­ვე­ნე­ბა მხო­ლოდ აუზ­თან ან ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­რუ­ჯვას­თან არ ასო­ცირ­დე­ბა. თურ­ქეთს ძა­ლი­ან დიდი რე­სურ­სი აქვს იმის­თვის, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სეგ­მენ­ტის ტუ­რისტსაც მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ის­ვე­ნოს და მი­ი­ღოს მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა. კერ­ძოდ, ჩვენ დამ­სვე­ნებ­ლებს სას­ტუმ­როს გა­რე­თაც ვთა­ვა­ზობთ სხვა­დას­ხვა სა­ხის - სა­თავ­გა­და­სავ­ლო, კულ­ტუ­რულ, რე­ლი­გი­ურ ტუ­რებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძვე­ლი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი წმინ­და ად­გი­ლი და სა­ლო­ცა­ვია, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სოა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის. ასე რომ, მომ­ხმა­რე­ბელს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ტური“, - აცხა­დებს Pegas touristik Georgia-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სა­ლო­მე ბე­რა­ია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თურ­ქეთ­ში ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნამ­დე, Pegas touristik Georgia-მ ან­ტა­ლი­ის რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან შემ­დგარ ჯგუფს უმას­პინ­ძლა, რო­მელ­თა შო­რის მე­დი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ოდ­ნენ. ტუ­რის ფარ­გლებ­ში ჯგუ­ფის წევ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ და­ეს­ვე­ნათ რო­გორც სი­და­სა და ქე­მერ­ში მა­ღა­ლი დო­ნის სას­ტუმ­რო­ებ­ში, ისე გაც­ნო­ბოდ­ნენ ან­ტა­ლი­ის რე­გი­ო­ნის სხვა­დას­ხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ ექ­სკურ­სი­ებ­ში და და­უ­ვი­წყა­რი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ არა მხო­ლოდ ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, არა­მედ ან­ტა­ლი­ის რე­გი­ო­ნის მთებ­შიც, მათ შო­რის, ტუ­რის ფარ­გლებ­ში ჯგუ­ფის წევ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ დამ­ტკბა­რიყ­ვნენ Tazi Kanyonu-ს სი­ლა­მა­ზით, ისე რო­გორც ჯო­მარ­დო­ბა მო­ე­წყოთ მდი­ნა­რე Kopru cay-ზე.

„იმ რთუ­ლი წლე­ბის მერე, რაც პან­დე­მი­ის გამო სახ­ლში ჩა­კეტვით გა­ვი­ა­რეთ, როცა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გა­რეთ გა­მოს­ვლა შეგ­ვე­ზღუ­და, ვფიქ­რობ, წელს ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ მზის და ისე­თი ქვეყ­ნის არ­ჩე­ვა იქ­ნე­ბო­და, სა­დაც არის ზღვა, კარ­გი ამინ­დი, სა­სი­ა­მოვ­ნო და თბი­ლი გა­რე­მო. სწო­რედ ასეთ ად­გილ­ზე - ან­ტა­ლი­ა­ში დაგ­ვი­გეგ­მა Pegas touristik-მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ტური და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ახლა 100 %-ით გან­ტვირ­თუ­ლი ვარ. ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩვენ „გა­ვი­ა­რეთ“ ზღვაც, მთაც, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტიც „რაფ­ტინ­გის“ სა­ხით, ვი­სე­ირ­ნეთ, ვი­ცუ­რა­ვეთ, გა­ვერ­თეთ აკ­ვა­პარ­კით, ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბით, „გა­ვი­ხე­დეთ“ ხე­დებ­ზე, მი­ვირ­თვით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი საკ­ვე­ბი და ჯამ­ში, მი­ვი­ღეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ისურ­ვოს.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბია უშუ­ა­ლოდ სას­ტუმ­რო­ებ­ში, ამ თვალ­საზ­რი­სით კი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო, ეს კვე­ბაა - უნდა მო­ემ­ზა­დოთ, რომ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და უგემ­რი­ე­ლე­სი საკ­ვე­ბი გე­ლო­დე­ბათ. უარი არ უნდა ვთქვათ - კარ­გად და გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თვათ და მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ვარ­ჯი­შოთ, თუმ­ცა თუ ვარ­ჯი­ში გსურთ, სას­ტუმ­რო­ებ­შიც გაქვთ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - არის რო­გორც სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი, რი­თაც პი­რა­დად მეც ვსარ­გებ­ლობ­დი, ისე შე­გიძ­ლი­ათ სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბი­თაც და­კავ­დეთ - დიდი სივ­რცეა იმის­თვის, რომ ითა­მა­შოთ ფეხ­ბურ­თი, ჩოგ­ბურ­თი ან სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბა, თუკი გიყ­ვართ... მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი შე­გიძ­ლი­ათ - შე­გიძ­ლი­ათ და­ის­ვე­ნოთ მშვი­დად, წყნა­რად, შე­გიძ­ლი­ათ წახ­ვი­დეთ და იცეკ­ვოთ (სას­ტუმ­რო­ებს ყო­ველ სა­ღა­მოს თა­ვი­სი შო­უპ­როგ­რა­მე­ბი აქვთ), შე­გიძ­ლი­ათ ივარ­ჯი­შოთ, ითა­მა­შოთ, ან უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­ა­ტა­როთ დრო.

დას­ვე­ნე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი აუ­გად უყუ­რებს და ამ­ბობს, „სად მაქვს დას­ვე­ნე­ბის დრო“. სი­ნამ­დვი­ლე­ში დას­ვე­ნე­ბა ზუს­ტად ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც შრო­მა. ჩვენ ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვზრუ­ნავთ ჩვე­ნი პი­როვ­ნე­ბის, კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. დას­ვე­ნე­ბა ზუს­ტად ის პე­რი­ო­დია, როცა ერთი სა­ა­თით მა­ინც მო­ვა­ხერ­ხებთ, მოვ­წყდეთ ყვე­ლა­ფერს და სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დავ­რჩეთ, გა­ვი­აზ­როთ ის, რაც გა­ვა­კე­თეთ და ისიც, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი გვაქვს, რომ ახა­ლი გეგ­მე­ბი დავ­სა­ხოთ. ასე რომ, უნდა და­ვის­ვე­ნოთ და შე­ვიგ­რძნოთ ცხოვ­რე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ზე დიდ შეგ­რძნე­ბებს სწო­რედ ასეთ თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში ვი­ღებთ“, - აღ­ნიშ­ნავს ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი, პერ­სო­ნა­ლუ­რი და ბიზ­ნეს „ქო­უ­ჩი“ კახი ლობ­ჟა­ნი­ძე.

ან­ტა­ლი­ა­ში დას­ვე­ნე­ბის მსურ­ვე­ლებს სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს უზი­ა­რებს და რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა­საც აძ­ლევს ჯგუ­ფის კი­დევ ერთი წევ­რი, ინფლუ­ენ­სე­რი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი.

„ან­ტა­ლი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა დღე­ებ­მა ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და პირ­ველ რიგ­ში, ეს ახა­ლი მე­გობ­რე­ბის გა­ჩე­ნით მოხ­და. მე­ო­რე - ან­ტა­ლი­ა­ში ნამ­ყო­ფი არ ვი­ყა­ვი და ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო ის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ტუ­რის ფარ­გლებ­ში ვეს­ტუმ­რეთ. ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, რომ გარ­და სას­ტუმ­რო­ში დას­ვე­ნე­ბი­სა, აუ­ცი­ლებ­ლად და­გეგ­მოს გარე ტუ­რე­ბი, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მათ Pegas touristik-ი აძ­ლევთ ანუ დრო გა­ა­ტა­რონ არა მხო­ლოდ აუზ­თან, არა­მედ ნა­ხონ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი, რი­თაც ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია ან­ტა­ლია და ზო­გა­დად თურ­ქე­თი.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ იმ სას­ტუმ­რო­ებს, სა­დაც ჩვენ ვის­ვე­ნებ­დით, ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­წო­ნა, არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სის მომ­სა­ხუ­რე­ბა, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას აკ­ლია და ვფიქ­რობ, რომ მა­გა­ლი­თი უნდა ავი­ღოთ. ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოვ­ყო სრულ­ყო­ფი­ლი კვე­ბა - ჭამ და სვამ მა­შინ, როცა გშია...

Pegas touristik-ს ყვე­ლა­ზე კარ­გი სას­ტუმ­რო­ე­ბის და­ფარ­ვის ზონა აქვს, დას­ვე­ნე­ბა­ში კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლია. ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ სრულ კომ­ფორ­ტს გვიქ­მნის სწო­რედ ად­გი­ლი, სა­დაც ვჩერ­დე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ენ­დეთ Pegas touristik-ს და ის შე­სა­ნიშ­ნავ დროს გა­გა­ტა­რე­ბი­ნებთ“, - ურ­ჩევს დამ­სვე­ნებ­ლებს გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი.

მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, მრა­ვალ­ჯე­რა­დი კვე­ბი­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს გარ­და, დამ­სვე­ნებ­ლებს Pegas touristik Georgia-ს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ სას­ტუმ­რო­ებ­ში სპა პრო­ცე­დუ­რე­ბით, მათ შო­რის თურ­ქუ­ლი ჰა­მა­მით და სხვა­დას­ხვა სა­ხის მა­სა­ჟით სარ­გებ­ლო­ბაც შე­უძ­ლი­ათ. გარ­და ამი­სა, შო­პინ­გის მოყ­ვა­რუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბაც.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში კმა­ყო­ფი­ლი ვბრუნ­დე­ბით. ტუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვას­წა­რით არა მხო­ლოდ სა­ნა­პი­რო­ზე გა­რუ­ჯვა, არა­მედ დავ­ტკბით სპა პრო­ცე­დუ­რე­ბი­თაც. პი­რა­დად ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო შო­პინ­გიც, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი თე­რა­პი­აა. სა­ჩუქ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ან­ტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ემო­ცი­ებს ფინ­ჯან ყა­ვას­თან ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუ­ზი­ა­რებ. მად­ლო­ბა Pegas touristik Georgia-ს, რომ ასე­თი სა­ო­ცა­რი დღე­ე­ბი გვა­ჩუ­ქა“, - ამ­ბობს მე­დი­აჰოლ­დინგ „ფორ­ტუ­ნას“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თათა სად­რა­ძე.

2022 წლის ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე თურ­ქე­თი სა­ქარ­თვე­ლო­დან დამ­სვე­ნებ­ლებს უკვე მას­პინ­ძლობს. პან­დე­მი­ის გა­სუ­ლი ორი წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქვე­ყა­ნას ახლა ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა მოხ­სნი­ლი აქვს. სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბამ­დე ერ­თა­დერ­თი PCR ტეს­ტის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევს მას, ვი­საც არ­ცერ­თი აცრა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შარ­შან რთუ­ლი წელი იყო, რად­გან მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებ­და. წელს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი მოხ­სნი­ლია, თუმ­ცა ამის ფონ­ზე, შე­მიძ­ლია და­ვარ­წმუ­ნო ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი, რომ თურ­ქეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა. ასე­ვე, გა­სუ­ლი ორი წელი ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­მა თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა. არა­ვინ იფიქ­როს, რომ მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი იყო და­კე­ტი­ლი, დაძ­ველ­და და სერ­ვი­სის ხა­რის­ხმა იკლო. ჩვენ ვი­ყა­ვით იმ სას­ტუმ­რო­ებ­ში, რომ­ლებ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, ჩა­ტარ­და ინ­სპექ­ცია და ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რა­დაა, მომ­სა­ხუ­რე­ბა მა­ღალ დო­ნე­ზეა. სას­ტუმ­რო­ებ­მა გა­სუ­ლი ორი წელი გა­ნახ­ლე­ბის­თვის, ოთა­ხე­ბის რე­ნო­ვა­ცი­ის­თვის, სერ­ვი­სის კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს, ისე რო­გორც უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­აც მუდ­მი­ვად ტრე­ნინ­გებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობ­და”, - აცხა­დებს Pegas touristik Georgia-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სა­ლო­მე ბე­რა­ია.

Pegas touristik Georgia ზა­ფხულ­ში თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბას სრუ­ლად აით­ვი­სებს. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მოდ­გო­მას, ამ სე­ზონ­ზე კომ­პა­ნია დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის მზა ტურ­პა­კე­ტე­ბის მი­წო­დე­ბას ეგ­ვიპ­ტის და დუ­ბა­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გეგ­მავს.

„ეგ­ვიპ­ტი­სა და დუ­ბა­ის ტუ­რებ­ზე უკვე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. გვექ­ნე­ბა ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბიც, თუმ­ცა მათ შე­სა­ხებ დამ­სვე­ნებ­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვაწ­ვდით. მთა­ვა­რია, რომ ნელ-ნელა და ეტა­პობ­რი­ვად ვუბ­რუნ­დე­ბით იმ ნიშ­ნულს, რაც პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­ში გვქონ­და. ჩვე­ნი სფე­რო 2 წელ­ზე მეტ­ხანს იყო პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა წელს იმე­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბია“, - აღ­ნიშ­ნავს სა­ლო­მე ბე­რა­ია.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

თურქეთში ზაფხულის სეზონი გაიხსნა - Pegas touristik Georgia ქართველ დამსვენებლებს ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე მრავალფეროვან ტურპაკეტებს სთავაზობს

თურქეთში ზაფხულის სეზონი გაიხსნა - Pegas touristik Georgia ქართველ დამსვენებლებს ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე მრავალფეროვან ტურპაკეტებს სთავაზობს

კოვიდ 19-ის პანდემიასთან 2-წლიანი ბრძოლის შემდეგ, მსოფლიო ნელ-ნელა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს და იმ გარემოს უბრუნდება, რომელშიც არც პირბადე არსებობდა, არც დისტანციის დაცვის ვალდებულება და არც შიში - ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა „ცუდად არ დამთავრებულიყო“... შესაბამისად, წელს პირველად ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე - ზაფხულის სახლებში გატარება აღარ მოგვიწევს და დასვენებასაც ისევ ექნება დასვენების გემო.

შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ, ისინი, ვისთვისაც ზაფხული დატვირთული მუშაობის შემდეგ შვებულების კომფორტულ და საინტერესო გარემოში გატარებასთან ასოცირდება, ალბათ, იწყებთ ფიქრს - „სად დაისვენოთ?“, თუმცა არც ბევრი ფიქრია საჭირო და არც არჩევანია რთულად გასაკეთებელი - თუკი გიყვართ მზე, ზღვა, ამავე დროს გიყვართ ბუნებით ტკბობა, ამა თუ იმ ქალაქის ღირსშესანიშნაობების გაცნობა, თავგადასავლები და მოგზაურობა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ, მაშინ თურქეთში, ანტალიის მიმართულებით, ხმელთაშუა ზღვის კურორტებისკენ მიმავალ გზას უნდა დაადგეთ...

ანტალიის მიმართულებით, ხმელთაშუა ზღვის კურორტებისკენ მიმავალი გზა ქართველი დამსვენებლებისთვის 21 მაისიდან უკვე გახსნილია, კომფორტზე ორიენტირებულ და ამავე დროს მრავალფეროვან ტურპაკეტებს კი, რომლითაც თქვენი დასვენება დაუვიწყარი გახდება, მუშაობის 28-წლიანი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო ტურ ოპერატორი, Pegas touristik-ი გთავაზობთ. ტურები სხვადასხვაგვარია - მორგებულია მასზე, ვისაც ერთ სივრცეში დასვენება და მაქსიმალური კომფორტის სწორედ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მიღება სურს და მასზეც, ვისაც თავგადასავლები უყვარს და დაინტერესებულია, შთამბეჭდავი ემოციების ქვეშ სასტუმროს მიღმაც მოექცეს...

„Pegas touristik Georgia საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. ჩვენ მზა ტურპაკეტს ვქმნით და მას ტურისტულ სააგენტოებს ვაწვდით, რომლებიც თავის მხრივ, მომხმარებლებზე ახდენენ მათ რეალიზაციას. Pegas touristik Georgia-სთან საქართველოში არსებული ყველა ტურისტული სააგენტო თანამშრომლობს. შესაბამისად, ქართველ მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ჩვენი ტურპაკეტების შესაძენად ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოს მიმართონ.

ტურპაკეტებში შედის პირდაპირი ფრენა კონკრეტულ კურორტზე, ამ შემთხვევაში თურქეთში, ანტალიის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ანტალია დიდი რეგიონია და ის რამდენიმე ტურისტულ ზონას მოიცავს - კერძოდ, მასში შედის ქემერი, ბელექი, სიდე, თვითონ ანტალიის ცენტრი და ალანია. ყველა ამ ჩამოთვლილ ქალაქში გვაქვს შეკრული ტურპაკეტები. პირდაპირი ავიაგადაფრენის გარდა, ტურპაკეტი მოიცავს სასტუმროში განთავსებას, ამას ემატება ტრანსფერი - სასტუმროში დახვედრა და აეროპორტში გაცილება, ასევე სამოგზაურო დაზღვევა.

რაც შეეხება სასტუმროების მომსახურებას, თურქეთი და კონკრეტულად ანტალია გამოირჩევა იმით, რომ ადგილზე გხვდებათ “All inclusive”, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსვენებელი სარგებლობს მაქსიმალური კომფორტით, მათ შორის პაკეტში შედის არა სამჯერადი, არამედ მრავალჯერადი კვება - მომხმარებელს საშუალება აქვს 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად იკვებოს, მიირთვას სასმელი და გაერთოს. სურვილის შემთხვევაში, დამსვენებელს საერთოდ არ უწევს სივრცის დატოვება, რადგან თავად სასტუმროშიც ბევრი გასართობი პროგრამაა. ერთი სიტყვით, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც რთული სამუშაოს შემდეგ ერთ სივრცეში სურთ ყველა მომსახურების მიღება, ეს პაკეტი იდეალურია, თუმცა თურქეთში დასვენება მხოლოდ აუზთან ან ზღვის სანაპიროზე გარუჯვასთან არ ასოცირდება. თურქეთს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ განსხვავებული სეგმენტის ტურისტსაც მისცეს საშუალება, თავისი ინტერესიდან გამომდინარე დაისვენოს და მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. კერძოდ, ჩვენ დამსვენებლებს სასტუმროს გარეთაც ვთავაზობთ სხვადასხვა სახის - სათავგადასავლო, კულტურულ, რელიგიურ ტურებს. მოგეხსენებათ, ძველი თურქეთის ტერიტორიაზე ბევრი წმინდა ადგილი და სალოცავია, რომელიც საინტერესოა მართლმადიდებელი ქრისტიანი დამსვენებლებისთვის. ასე რომ, მომხმარებელს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, თავად შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ტური“, - აცხადებს Pegas touristik Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე სალომე ბერაია.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ზაფხულის სეზონის ოფიციალურად გახსნამდე, Pegas touristik Georgia-მ ანტალიის რეგიონში საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარ ჯგუფს უმასპინძლა, რომელთა შორის მედიის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ტურის ფარგლებში ჯგუფის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვენათ როგორც სიდასა და ქემერში მაღალი დონის სასტუმროებში, ისე გაცნობოდნენ ანტალიის რეგიონის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას, მონაწილეობა მიეღოთ ექსკურსიებში და დაუვიწყარი დრო გაეტარებინათ არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, არამედ ანტალიის რეგიონის მთებშიც, მათ შორის, ტურის ფარგლებში ჯგუფის წევრებს საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ Tazi Kanyonu-ს სილამაზით, ისე როგორც ჯომარდობა მოეწყოთ მდინარე Kopru cay-ზე.

„იმ რთული წლების მერე, რაც პანდემიის გამო სახლში ჩაკეტვით გავიარეთ, როცა ურთიერთობები, გარეთ გამოსვლა შეგვეზღუდა, ვფიქრობ, წელს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება სწორედ მზის და ისეთი ქვეყნის არჩევა იქნებოდა, სადაც არის ზღვა, კარგი ამინდი, სასიამოვნო და თბილი გარემო. სწორედ ასეთ ადგილზე - ანტალიაში დაგვიგეგმა Pegas touristik-მა არაჩვეულებრივი ტური და შემიძლია ვთქვა, რომ ახლა 100 %-ით განტვირთული ვარ. ამ რამდენიმე დღეში ჩვენ „გავიარეთ“ ზღვაც, მთაც, ექსტრემალური სპორტიც „რაფტინგის“ სახით, ვისეირნეთ, ვიცურავეთ, გავერთეთ აკვაპარკით, ატრაქციონებით, „გავიხედეთ“ ხედებზე, მივირთვით არაჩვეულებრივი საკვები და ჯამში, მივიღეთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანმა ისურვოს.

არაჩვეულებრივი პირობებია უშუალოდ სასტუმროებში, ამ თვალსაზრისით კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არ შემიძლია არ აღვნიშნო, ეს კვებაა - უნდა მოემზადოთ, რომ გაძლიერებული და უგემრიელესი საკვები გელოდებათ. უარი არ უნდა ვთქვათ - კარგად და გემრიელად მივირთვათ და მერე საქართველოში ვივარჯიშოთ, თუმცა თუ ვარჯიში გსურთ, სასტუმროებშიც გაქვთ ამის შესაძლებლობა - არის როგორც სპორტული დარბაზები, რითაც პირადად მეც ვსარგებლობდი, ისე შეგიძლიათ სხვადასხვა სპორტული აქტივობითაც დაკავდეთ - დიდი სივრცეა იმისთვის, რომ ითამაშოთ ფეხბურთი, ჩოგბურთი ან სპორტის სხვა სახეობა, თუკი გიყვართ... მოკლედ, ყველაფერი შეგიძლიათ - შეგიძლიათ დაისვენოთ მშვიდად, წყნარად, შეგიძლიათ წახვიდეთ და იცეკვოთ (სასტუმროებს ყოველ საღამოს თავისი შოუპროგრამები აქვთ), შეგიძლიათ ივარჯიშოთ, ითამაშოთ, ან უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობაში გაატაროთ დრო.

დასვენებას ადამიანების ნაწილი აუგად უყურებს და ამბობს, „სად მაქვს დასვენების დრო“. სინამდვილეში დასვენება ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შრომა. ჩვენ ცხოვრების განმავლობაში ვზრუნავთ ჩვენი პიროვნების, კარიერის განვითარებაზე. დასვენება ზუსტად ის პერიოდია, როცა ერთი საათით მაინც მოვახერხებთ, მოვწყდეთ ყველაფერს და საკუთარ თავთან მარტო დავრჩეთ, გავიაზროთ ის, რაც გავაკეთეთ და ისიც, რაც გასაკეთებელი გვაქვს, რომ ახალი გეგმები დავსახოთ. ასე რომ, უნდა დავისვენოთ და შევიგრძნოთ ცხოვრება, რადგან ყველაზე დიდ შეგრძნებებს სწორედ ასეთ თავისუფალ გარემოში ვიღებთ“, - აღნიშნავს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, პერსონალური და ბიზნეს „ქოუჩი“ კახი ლობჟანიძე.

ანტალიაში დასვენების მსურველებს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს და რამდენიმე რჩევასაც აძლევს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ინფლუენსერი გიორგი მახარაშვილი.

„ანტალიაში გატარებულმა დღეებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და პირველ რიგში, ეს ახალი მეგობრების გაჩენით მოხდა. მეორე - ანტალიაში ნამყოფი არ ვიყავი და ჩემთვის აღმოჩენა იყო ის ადგილები, რომლებსაც ტურის ფარგლებში ვესტუმრეთ. ყველას ვურჩევდი, რომ გარდა სასტუმროში დასვენებისა, აუცილებლად დაგეგმოს გარე ტურები, რის საშუალებასაც მათ Pegas touristik-ი აძლევთ ანუ დრო გაატარონ არა მხოლოდ აუზთან, არამედ ნახონ ღირსშესანიშნაობები, რითაც ძალიან დატვირთულია ანტალია და ზოგადად თურქეთი.

რაც შეეხება უშუალოდ იმ სასტუმროებს, სადაც ჩვენ ვისვენებდით, ის, რაც ყველაზე მეტად მომეწონა, არის ძალიან მაღალი კლასის მომსახურება, რაც ჩვენს ქვეყანას აკლია და ვფიქრობ, რომ მაგალითი უნდა ავიღოთ. ასევე, აუცილებლად უნდა გამოვყო სრულყოფილი კვება - ჭამ და სვამ მაშინ, როცა გშია...

Pegas touristik-ს ყველაზე კარგი სასტუმროების დაფარვის ზონა აქვს, დასვენებაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ სრულ კომფორტს გვიქმნის სწორედ ადგილი, სადაც ვჩერდებით. შესაბამისად, ენდეთ Pegas touristik-ს და ის შესანიშნავ დროს გაგატარებინებთ“, - ურჩევს დამსვენებლებს გიორგი მახარაშვილი.

მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალჯერადი კვებისა და სასიამოვნო გარემოს გარდა, დამსვენებლებს Pegas touristik Georgia-ს მიერ შეთავაზებულ სასტუმროებში სპა პროცედურებით, მათ შორის თურქული ჰამამით და სხვადასხვა სახის მასაჟით სარგებლობაც შეუძლიათ. გარდა ამისა, შოპინგის მოყვარული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სავაჭრო ცენტრებში ტრანსპორტირებაც.

„საქართველოში კმაყოფილი ვბრუნდებით. ტურის განმავლობაში მოვასწარით არა მხოლოდ სანაპიროზე გარუჯვა, არამედ დავტკბით სპა პროცედურებითაც. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შოპინგიც, რომელიც ერთგვარი თერაპიაა. საჩუქრები შევიძინე ახლობლებისა და მეგობრებისთვის, რომლებსაც ანტალიაში მოგზაურობის ემოციებს ფინჯან ყავასთან ერთად აუცილებლად გავუზიარებ. მადლობა Pegas touristik Georgia-ს, რომ ასეთი საოცარი დღეები გვაჩუქა“, - ამბობს მედიაჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თათა სადრაძე.

2022 წლის ზაფხულის სეზონზე თურქეთი საქართველოდან დამსვენებლებს უკვე მასპინძლობს. პანდემიის გასული ორი წლისგან განსხვავებით, ქვეყანას ახლა ფაქტობრივად, ყველა შეზღუდვა მოხსნილი აქვს. საქართველოდან გამგზავრებამდე ერთადერთი PCR ტესტის გაკეთება მოუწევს მას, ვისაც არცერთი აცრა არ ჩაუტარებია.

„მოგეხსენებათ, შარშან რთული წელი იყო, რადგან მოგზაურებისთვის მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. წელს აბსოლუტურად ყველაფერი მოხსნილია, თუმცა ამის ფონზე, შემიძლია დავარწმუნო ყველა დაინტერესებული პირი, რომ თურქეთში მოგზაურობა სრულიად უსაფრთხოა. ასევე, გასული ორი წელი ტურიზმის სექტორმა თვითგანვითარებისთვის გამოიყენა. არავინ იფიქროს, რომ მკაცრი შეზღუდვების პერიოდში სასტუმროები იყო დაკეტილი, დაძველდა და სერვისის ხარისხმა იკლო. ჩვენ ვიყავით იმ სასტუმროებში, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ჩატარდა ინსპექცია და ყველაფერი იდეალურადაა, მომსახურება მაღალ დონეზეა. სასტუმროებმა გასული ორი წელი განახლებისთვის, ოთახების რენოვაციისთვის, სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის გამოიყენეს, ისე როგორც უშუალოდ ჩვენი კომპანიაც მუდმივად ტრენინგებში იყო ჩართული და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობდა”, - აცხადებს Pegas touristik Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე სალომე ბერაია.

Pegas touristik Georgia ზაფხულში თურქეთის მიმართულებას სრულად აითვისებს. რაც შეეხება შემოდგომას, ამ სეზონზე კომპანია დამსვენებლებისთვის მზა ტურპაკეტების მიწოდებას ეგვიპტის და დუბაის მიმართულებით გეგმავს.

„ეგვიპტისა და დუბაის ტურებზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. გვექნება ახალი მიმართულებებიც, თუმცა მათ შესახებ დამსვენებლებს ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით. მთავარია, რომ ნელ-ნელა და ეტაპობრივად ვუბრუნდებით იმ ნიშნულს, რაც პანდემიამდე პერიოდში გვქონდა. ჩვენი სფერო 2 წელზე მეტხანს იყო პარალიზებული, თუმცა წელს იმედიანი პროგნოზებია“, - აღნიშნავს სალომე ბერაია.

(R)